top of page

A4   ლიტერატურა  -  2  (გაგრძ)

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

    თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

მარგო  (მალქა)  ბათ-ეფრაიმი  ეფრემაშვილი-მოშიაშვილი

მარგო.png

     ჩვენი თემის საზოგადო მოღვაწეთა რიგებს გამოაკლდა ნამდვილად ღირსეული ადამიანი, ღვაწლმოსილი ქალბატონი მარგო ბათ ეფრაიმი ( მოშიაშვილი ), რომელიც ისრაელში ამოსვლის შემდეგ მუდამ თემის ცხივრებით ცხოვრობდა, მის ჭირსა თუ ლხინს იზიარებდა.

       – "მე  მთელი  გულით შემიძლია  ვაღიარო  და  ისიც  ხმამაღლა, - ადამიანებო, მიყვარხართ ! არ შემიძლია დიდხანს ვატარო გულში წყენა... " - ხმამაღლა ამბობდა იგი და თავის სიყვარულს ისრაელისა თუ საქართველოსადმი, თემისადმი, გარეშემო მყოფი ადამიანებისადმი სიტყვასთან ერთად საქმით ამტკიცებდა. მას მუდამ თვალწინ უდგა და  კელაპტარივით უნათებდა გზახ  ოჯახზე თავგადადებული, განსწავლული, ნაკითხი, სათნო და კეთილშობილი მანდილოსანი დედის, ქ - ნი ვერას შეგონება :

     – შვილო, მთლად წყალწაღებული ადამიანი არ არსებობს, ყველა  ადამიანში  არის  რაღაც დადებითი მხარე. შენც  ვალად გაწევს ეძიო მასში ის კარგი, რაც ახასიათებს. მას ჩაეჭიდე და ამით გაიადვილებ მასთან სიახლოვესაც და ურთიერთობასაცო.

      ქ - ნი მარგოც ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე შინ თუ გარეთ, საქართველოში თუ ისრაელში.

  ის დაიბადა ქ. ქუთაისში, ძირძველ და მორწმუნე ოჯახში., რომლის  თითოეულ წევრსაც ღრმად ჰქონდათ გათავისებული ვინ იყვნენ, საიდან მოდიოდა მათი ფესვები, რას წარმოადგენდნენ მათი მამა – პაპანი. ებრაული ტრადიციები, ადათ – წესები  და კანონები უნათებდა მათ ცხოვრებას.

     მამა – დავიდი ღარიბების შემწე და ქომაგი გახლდათ, უსპეტაკესი ადამიანი. თითქმის ნახევარი საუკუნე / 45 წელი /რიონჰესში მუშაობდა. მოწინავე სტახანოველს  მიღებული ჰქონდა უამრავი სიგელ – მედლები.

      მძიმე იყო ორმოცდაათ – სამოცდაათიან წლებში  ქუთაისელ ებრაელთა ცხოვრების დონე . დავიდის ექვს სულიანი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. თუმცა ასეთ ურთულეს პირობებშიც კი მშობლებმა იმდენი ძალა იხმარეს, ოთხივე  შვილს  უმაღლესი განათლება მიაღებინეს.

     თვით  მარგომ  წარმატებით დაამთავრა რა ქუთაისის ქალთა მე – 4 საშუალო სკოლა, სწავლა გააგრძელა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში,  წითელ  დიპლომზე  დაამთავრა  იგი და პედაგოგად დაიწყო მუშაობა სკოლაში.  უფ-როსკლასელებს ასწავლიდა  ქართულ ენასა  და  ლიტერატურას.

     ოჯახი  1962  წ. შექმნა. მისი მეუღლე  ისაკ ეფრემაშვილი  მეტად ღირსეული პიროვნება გახლდათ, პროფესიით ეკონომისტი. დაამთავრა  მოსკოვის პლეხანოვის სახ. ეკონომიური ინსტიტუტის ასპირანტურა, სადოქტორო დისერ-ტაცია უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ იმდენად დიდი აღმოჩნდა აღთქმული მიწისადმი ლტოლვა, რომ 1972  წელს დატოვა შესანიშნავი სამსახურიც, სამეცნიერო კარიერაც და ცოლითა და ორ წლინახევრის გოგონათი .ისრაელისაკენ გამოსწია. იმავე წლის თებერვალში ქ – ნმა მარგომ ისრაელის რადიომაუწყებლობის  ქართულ განყოფილებაში დაიწყო მუშა ობა. 

     1979  წ. 20  ივნისს მოულოდნელმა სიკვდილმა  რამოდენიმე წუთში გამოაცალა ქ – ნ მარგოს  სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე  ძვირფასი  მეუღლე. ჩამობნელდა მის ცაზე,  მაგრამ სულით მტკიცე ადამიანმა თავს შემოუძახა და რადიო ''კოლ ისრაელ'' - ში სამუშაოს დაუბრუნდა.

    ისრაელის რადიომაუწყებლობაში მუშაობა იმ პერიოდში ძალზე რთული  იყო. უკანასკნელი  ცნობები, ინტერვი-უები, რეპორტაჟები, კომენტარები და ა. შ. ძალების და ძაბვასა  და  მობილიზაციას, გაანალიზებას  მოითხოვდა  ყოველდღიური  საინტერესო თუ მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც  ქვეყანასა და ჩვენს თემში ხდებოდა. არც  თუ  მცირე ყურადღებას უთმობდა უკვე დაოსტატებული დიქტორი საქართველოდან ამოსულ  ღირსეულ შვილთა წარმოჩენასაც. მას ათი წელიწადი მიჰყავდა პროგრამა ''ახალი რეპატრიანტებისათვის''.

     70 - იან წლებში ისრაელში საქართველოდან ამოსულთ დღესაც ახხსოვთ ამ დიდებული ქ - ნის მჭექარე, ომახიანი ხმა, განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს (ქიფურის ომი და სხვ) სამშობლოს დასაცავად რომ განაწყობდა თითოეულ რეპატრიანტს, მას უსმენდნენ, მისი სწამდათ, რწმენასა და იმედს უნერგავდა რადიომსმენელებს. ხალხმაც შეიყვარა ის..

    ქ - ნი მარგო გამოირჩეოდა საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით, ერთგულებით, რაც არაერთხელ დაამტკიცა უმძიმესი პერიოდების ჟამს, როცა ადრე დილიდან გვიან ღამემდე უხდებოდა მუშაობა, ეთერში მოულოდნელად გასვლა, მასალების სასწრაფოდ მოძიება და დამუშავება, გამოირჩეოდა სამშობლოსადმი , მომავალი თაობისადმი უშურველი სამსახურით, მაქსიმალურად ნაყოფიერად იყენებდა საეთერო დროს. ყოველი მისი გამოსვლა ეთერში მაქსიმალურად ლაკონური და ობიექტური იყო, რა თემასაც (პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური, ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი და ა. შ .) არ უნდა შეხებოდა. ცდილობდა სიამოვნება რომ მიენიჭებინა როგორც ბედნიერებით განებივრებული, ისე მძიმე ცხოვრებით დაღლილი ადამიანებისათვის..

   ამიტომაც იყო, რომ რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობაში მოიპოვა ავტორიტეტი , სიყვარული და პატივისცემა (მინიჭებული ჰქონდა წარჩინებული მუშაკის წოდება), რაც კარგად გამოხატა რადიომაუწყებლობის გადაცემების უფროსმა არონ ორენიანმა  მისადმი მიმართულ მოკლე ფრაზაში -

    --უთქვენობა დაეტყობა განყოფილებას-ო.

    ისიც ნიშანდობლივია, რომ 1973 – 86 წლებში განათლების სამინისტროს ცენტრალური ოლქის საგამოცდო კომისიაში იყო შეყვანილი გამომცდელად ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელსაც მაშინ აბარებდნენ  საქართველდან ამოსული რეპატრიანტები სიმწიფის ატესტატის მისაღებად (ბაგრუთი) ერთ - ერთი უცხო ენის ნაცვლად.

   ქ - ნი მარგო ამავდროულად სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე აქტიურად იყო ჩაბმული ჩვენი თემის საზოგადოებრივ - კულტურულ ცხოვრებაში. გულწრფელად   უხაროდა  სხვისი წარმატება. როცა რაიმე კარგ გადა-ცემას მოისმენდა ან ჟურნალ – გაზეთებში საინტერესო მასალას იპოვიდა, სწრაფად დაფაცურდებოდა ხოლმე და  მის  ავტორს უკავშირდებოდა, უზიარებდა  მიღებულ  შთაბეჭდილებას, უსურვებდა  შემდგომ წარმატებებს. იქნებ ამიტომაცა ჰყავდა მეგობართა ფართო წრე.

    ხალხის სიყვარულს მისდმი კარგად მოწმობს უამრავი მადლიერების გამომხატველი  წერილები, რომელსაც იგი თითქმის ყოველდღიურად ღებულობდა.

   წავიდა ჩვენგან ეს ძვირფასი ადამიანი და ძლიერ დაწყვიტა გული არა მარტო მისთვის ძვირფას და ახლობელ ადამიანებს - სათაყვანებელ ქალიშვილს, სიძესა და შვილიშვილებს, არამედ საქართველოდან ისრაელში ამოსულ ჩვენი თემის შვილებსაც, რომლებმავ ცხარე ცრემლებით გააცილეს მისი ცხედარი უკანასკნელ ნავსაყუდელამდე.

მშვიდობით ძვირფასო და ერთგულო მეგობარო !

     მსუბქი ყოფილიყოს ისრაელის წმინდა მიწა მისთვის.

     მადლი შენს გამჩენს ! მენუხა შენს სულს,

     შენი სახელი ხალხში დარჩება.

     ქვეყნისთვის ვინაც იშრომ - იღვაწა,

      არ უწერია მას დავწყება !

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი

აბნერაშვილი როზა
აბრამაშვილი იოსეფ
ათანელაშვილი ზინა
ამშიკაშვილი მერი
აჯიაშვილი ლევან
აჯიაშვილი ჯემალ
ბააზოვი გერცელ
ბააზოვი დავით
ბააზოვი პოლინა
ბააზოვი ფანია
ბათიაშვილი გურამ
ბათ-მოშე (მოშეკიზი) მირიამ
ბათოშვილი  აბრეკ
ბაღდადიშვილი აბრაამ
ბოთერაშვილი ზური (რეუბენ)
ბოთერაშვილი დავით
ბოთერაშვილი  დავით  (დათო)
ბოსტანაშვილი შოთა
გაგულაშვილი ილია
გაგულა (გაგულაშვილი) იცხაკ
გაგულაშვილი ნოდარ
გოლანი (მამისთვალოვი) მზია
გოლანი (ჩიკვაშვილი) იააკობ
დავარ  (დავარაშვილი-შაფათაშვილი)  ნანა
დავიდ  იცხაკ
დავითაშვილი იოსეფ
დავითაშვილი მიხაელ – რედაქტორი
დავითაშვილი შალომ
დათიკაშვილი მალხაზ
ელიგულაშვილი სამსონ
ენოხ (ენუქაშვილი) რეუბენ
ეფრემაშვილი მარგო (მალქა ბათ-ეფრაიმი)
თავდი  (თავდიდიშვილი)  სიმა
თოფჩიაშვილი ვაჟა
ინჯიაშვილი ნანა
იოსებაშვილი თემური
კაკიაშვილი ლალი
კეზერაშვილი (მამისთვალოვი) თამარ (თამარ ბათ-იცხაკი)
კრიხელი არონ (სიომა კრიხელის მამა)
კრიხელი არონ (ებრაული მუზეუმის დირექტორი)
კრიხელი იზოლდა
კრიხელი იაკობ (იაშა)
კრიხელი იოსეფ
კრიხელი ისაკ (ირაკლი)
კრიხელი რაია
კრიხელი სიმონ
კოკუაშვილი ირაკლი
ლეზგიშვილი ჩესი
მამისთვალოვი აბრაამ
მელუხა დავით – რედაქტორი
მეგრელიშვილი გერშონი
მეგრელიშვილი შალვა
მესენგისერი გიგლა
მესენგისერი ზაალ
მესენგისერი ზაზა
მიხელაშვილი ისაკ
მიხელაშვილი რიჩარდ
მოშეკიზი მირიამ (მირიამ ბათ-მოშე)
მოძღვრიშვილი მენაშე
ნანიკაშვილი იცხაკ
პაპიაშვილი იაკობ
საპირ (სეფიაშვილი) აბრაამ
სეფიაშვილი ოთარი
სეფიაშვილი ოთარი (ვაჟი)
სეფიაშვილი სულო (სეფი ელი)
სეფიაშვილი შოთა
შამირი (ბინიაშვილი) ცისანა
შალელაშვილი დანიელ
შიმშილაშვილი (ბენ–იოსეფ) დავით
შიმშილაშვილი თინა
ფიჩხაძე ეთერი
ფიჩხაძე მიხაელ
ფიჩხაძე შალვა
ციციაშვილი აბონ
წიწუაშვილი (ბენ-ორენ) გერშონ
წიწუაშვილი რაია
წიწუაშვილი შალვა
ხუბელაშვილი ხაიმ
ჯანაშვილი ნუგზარ
ჯანაშვილი სიმა
ჯინჯიხაშვილი სოსო
ჯინჯიხაშვილი მანანა
ხანანაშვილი დანიელ

დანიელ  ხახიაშვილი

დანიელ ხახიაშვილის პოეზიის საღამო აშკელონში

    ეს საღამო 13.7.1988  წელს გაიმართა აშკელონში. მაშინ ბ-ნი დანიელი ტურისტის სტატუსით ესტუმრა ისრაელს. “ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ” და გაზეთის “ალია საქართველო-დან” რედაქციამ აშკელონის მერიის ხელშე-წყობით პოეზიის საღამო მოუწყო პოეტს.  იმ პერიოდში აშკელონის მერიას წარმოადგენდა ბ-ნი შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი), ისრაელის ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი საქარ-თველოში.

მოტკე  მამისთვალოვი

მოტკე მ.jpg

აბტალიონ  შალელაშვილი

აბტალიონ.jpg

არ  დავიწყება  მოყვრისა

ვაჟა თოფჩიაშვილი

ვაჟა-1152x1536.jpg

რომან  იაკობაშვილი

roman iak.jpg

ილია  ელიაშვილი

ილია ელიაშვილი.jpg

ლიტერატურულ  ასპარეზზე  მოღვაწეთა  სურათები

Screenshot 2023-06-29 135229.png
Screenshot 2023-06-29 134841.png
Screenshot 2023-06-29 133627.png
Screenshot 2023-06-29 133820.png
Screenshot 2023-06-29 140012.png
Screenshot 2023-06-29 135345.png
Screenshot 2023-06-29 134951.png
Screenshot 2023-06-29 140136.png
Screenshot 2023-06-29 133751.png
bottom of page