A 2 ებრაელთა (ქართველ ებრაელთა) ისტორია - 2
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
39 მოგონებები ქუთაისზე - ნიკო ნიკოლაძე
40 წინაპართა ხაზი - რ. ჭეიშვილი
42 მამუკა აშვეთია ფესახსა და აგადაზე
44 ქართველი ებრაელების წვლილი ქუთაისის განვითარებაში
45 სახელოვანი ექიმი - ისინკა ფიჩხაძე
47 ქუთაისის ებრაელთა ადათ-წესები: "ხალიცა", "გეთ"-ი
50 რევოლუციონერი - იცკა რიჟინაშვილი
51 ქუთაისის შაუმიანის ქუჩა 9.9.1998 წელი
52 ინტერვიუ აბრამ ზონენაშვილთან
53 რაბი იაყაკობ დავარაშვილის კურთხება
54 ქუთაისის ებრაელთა ადათ-წესები: იომ აქიფურიმ
55 მეფაიტონე - რუბენ იაკობაშვილი
56 ქუთაისის ებრაელები (სურათები)
57 ქუთაისის ებრაელობა სურათები
58 ექიმი თავდიდიშვილი ბულვარში
61 ვარშაველი ებრაელები ქუთაისში
64 ქართველ ებრაელთა სალოცავი ბაქოში
65 კინოფილმიდან - "დათა თუთაშხია"
67 გვმართებს რწმენა და სიყვარული
71 ფილხაზ ელიგულაშვილი 800 წლოვან ჭადართან
72 შრომის მემორიალს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა
74 გუბერნატორი ქუთაისი სალოცავში
78 კულაში - შოთა საპირის კუთხე
81 კულაშის ვანო სტურუას სახ. საშუალო სკოლის
82 კულაშის ებრაელთა ცხოვრების სურათები
83 ყველაზე ძველი სინაგოგა - კულაშში
84 ლეჩხუმი (ლაილაში) და ებრაელობა
გაგრძელება იხილეთ A 2 ქართველ ებრაელთა ისტორია - 3
მამუკა აშვეთიას კუთხე
ბრესლაველი რაბი ნახმანი :
როცა ადამიანი თავის თავს არ მართავს, მას ყველა საგანი მართავს და ყველა საგანი ღვთის მაცნეა
ქ უ თ ა ი ს ი
ილო (ხახიაშვილი) ფოტოგრაფი
დღეს, 2020 წლის 16 აგვისტოს, ილო ფოტოგრაფს 85 წელი შეუსრულდებოდა. ილო მსოფლიოში ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელსაც, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, მის ყოფილ ფოტო-ატელიესთან ქალაქმა ძეგლი დაუდგა. წერილი, რომელსაც გთავაზობთ, 25 წლის წინათაა დაწერილი – ილოს 60 წლის საიუბილეოდ… Ф О Т О ი ლ ო თუ პასპორტში, ან პირადობის მოწმობაში – ყოველ შემთხვევაში,საოჯახო ალბომის ერთ გვერდზე მაინც, ილო ფოტოგრაფის გადაღებული სურათი არა გაქვს ჩაკრული, მაშინ რა ქუთაისელი ხარ !
ეს იმას ნიშნავს, ქუთაისელობის დამადასტურებელი ფოტოდოკუმენტი არ გაგაჩნია. თუ ილოს სახელოსნოში პური გაგიტეხავს და უბრალო ჭიქით სიკეთისა და ძმობის სადღეგრძელო აგიწევია, ეს უკვე იმის დასტურია, რომ ქუთაისის სიყვარულში მაგისტრის ხარისხამდე ხარ ამაღლებული. პირადად არავის გაუცვნია შენთვის ილო ფოტოგრაფი ? მაშინ შენ თვითონ მოახერხე: დილაადრიან, როცა სამსახურისკენ მიიჩქარი და თავისი სახელოსნოს გარე კედელზე ცალფეხმიბჯენილ, კლიენტებზე მეტად ძმაკაცების მომლოდინე, ჯერაც „სტიმულ მიუცემელ“ ილოს მიუახლოვდები, გულღიად მიესალმე, ნუ მოგერიდება – მაგას იმდენი ნაცნობ-მეგობარი და სალმის მთქმელი ჰყავს, სულ ვერ მიხვდება, რომ არ გიც-ნობს. ის კი არა, თავს მდაბლად დაგიკრავს და ისეთ სათნო, სიყვარულით სავსე ღიმილს მოგაგებებს, მთელი დღე გაგყვება ლამაზი განწყობისათვის.
მისი ძმები არიან: მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და, საერთოდ, ყველა კარგი ქუთაისელი. არაქუთაისელებთანაც მეგობრობს, რასაკვირველია, მაგრამ ვინ დაჩრდილავს მის თვალში ოთარ ქანდარიას, თემურ ლორთქიფანიძეს, ვაჟა ჭყონიას, რეზო გაბრიაძეს, დური შენგელიას თუ სიყრმის მეგობართა კოჰორტის სხვა დიდებულ წარმომადგენლებს ! ზოგმა საკუთარი ლექსით „უკვდავყო“, ზოგმა – მოთხრობით, პიესის პასაჟით, ფერწერული ტილოთი, ან, უბრალოდ, საუცხოო ანეკდოტით…
ამასაობაში კი 60 წლისა გახდა ილო ფოტოგრაფი ! ჩვენი ილო ! ქუთაისის ილო ! მოდით. კიდევ ერთხელ ვესტუმროთ მის პატარა, ნესტიან სახელოსნოს. ხუმრობაა ? აქ, მეოთხე გასტრონომის გვერდით, ილო ფოტოგრაფთან ისწავლა თურმე თავის დროზე ხელობა ჩიტმა ბორიამ (რეზო გაბრიაძის ცნობილი მარიონეტი ხომ გაიხსენეთ ?). მე კი ხელობაში ზურაბ კუხიანიძეს ნამდვილად ვერ ვაჯობებ და აქაურობის დასახატავად მისი მოთხრობის „ილოს“ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. „…სახელოსნო საკანს ჰგავს, მაგ რამ ყოველნაირი საჭირო მოწყობილობა მოხერხებულად აქვს განლაგებული: ონკანი, უჟანგავი ლითო-ნის ნიჟარით, სადაც გამჟღავნებულ ფირებსა და ფოტოსურათებს აჟანჟღალებს. ფარდა ჩამოფარებული კედლის განჯინა _ წამლებით სავსე; გამადიდებული, ჟანგით დაჭორფლილი რეფლექტატორი; ფირფიც რის სამსაფეხურიანი, გამარჯვებულ სპორტსმენთა კვარცხლბეკის მსგავსი ჩამოსაჯდომი, ჯორკოს სი-მაღლე ხის სამი კუბი, ორი ტაბურეტი და, რაც მთავარია, შუა ოთახში, სამფეხა, საქათმისხელა შავჩაბა ლახ მოხვეული აპარატი დგას, რომლის ზარბაზნის ლულასავით გაშვერილი ობიექტივის თითბრის სალტეზე მის ინგლისურ წარმომავლობას ამოიკითხავთ: „F.H. BKJ AJNJUHFAB MESFBCTKT,B dallweyrt B. PETEND LONDON. №05772“. სახელოსნოს მარჯვენა კედელში გასასვლელია … აქედან ილო “მღვიმეში“ შედის, რომელიც მეორე სართულზე მასწავლებელთა სახლში ამავალ კიბის ქვეშაა, შეიყუჟება ილო იმ „მღვიმეში“და მიბნედილ წითელ სინათლეზე ფოტოსურათებს ბეჭდავს“…. სანამ ამ სურათებს დაბეჭდავ დეს (თუ დააცადეს კარსმომდგარმა მეგობრებმა), მის პატარა ბიოგრაფიასაც გაგაცნობთ – ვაჟა ჭყონიას მეშვეობით._
1935 წლის 16 აგვისტოს ხახიაშვილების მრავალსულიანი ოჯახი დიდ მოლოდინში იყო, – ასე იწყებს თხრობას ილოს მთავარი ბიოგრაფი და მისი სიყრმის მეგობარი, ქუთაისური იუმორის გრანდი ვაჟა ჭყონია, – სამშობიარო ტკივილებს გაეთანგა ქალბატონი სარა, მაგრამ ილომ დაიგვიანა გამობრძანება. იმხანად სად ჰქონდათ (მით უმეტეს, საოჯახო პირობებში !) დამაჩქარებელი, ამიტომ მშობიარეს სპირტი გაუკეთეს. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ილომაც დაიძახა:- სადაა დანარჩენი სპირტი, ერთი ამპულა მეყოფა მე ? იმავე ბიოგრაფს თუ ვერწმუნებით, პატარა ილო საოცრად საყვარელი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა. პირველ კლასში, თურმე, არა უშავდა, სწავლობდა, მეორეში ცოტა გასჭირვებია, მაგრამ მესამეში კი ოქროს მედლით გადასულა – მედლით ? – ყოველ შემთხვევაში, დავაზუსტოთ მთხრობელთან.-, მედლით… ოქროს მედალიონით… რომელიც სარას მიუტანია დამრიგებლისთვის და ასე გადაუყ-ვანიათ ილო მესამე კლასში. მერე, რომ შეატყვეს ფილხაზ ბიძიამ და სარა დეიდამ, ბავშვმა გული მთლად რომ აიცრუა სწავლაზე, გადაწყვიტეს, ხელობა მაინც შეისწავლოსო და იოსკასთან (შალვა მარდის მამასთან) დაოსტატდა ჩვენი ილო.
სარა სულ წყევლიდა: „არ გეეზარდე დედაშენ“ და დარჩა ასე „გაუზრდელი“. ბავშვობაში არც სუპებ და ქაშებ ჭამდა, აწვებოდა წვენებ, მერე წვენებ გადაამსავა, და _ ღვინოებ“.და ისევ ვაჟა ჭყონია (ამჯერად ღიმილის გარეშე): – მაგას ვენაცვალე მე ! 60 წლისაა და 52 წლის შრომის სტაჟი აქვს ! 45 წელია, სულ ამ კიბის ქვეშ, ამ პატარა სახელოსნოშია ! რაც მაგას სიკეთე უთესია, რაც მაგას ქვრივ-ობლებისთვის, ღარიბ-ღატაკებისთვის უფასოდ სურათები უკეთებია, იმ ფულით ემაგ ქუჩას მთლიანად იყიდდა კაცი !მირონ გოგებაშვილი კი, რომელსაც ილოსთან მეგობრობის „რაღაც“ორმოციოდე წელი აკავშირებს, გვიმტკიცებს:- იცით თქვენ, რომ ილომ მხოლოდ ერთხელ დატოვა ქუთაისი ? აი, მაშინ, ჯარში რომ გაიწვიეს. ისე მაგი რიონის სადგურშიც არაა ჩასული, გესმით ? სამტრედიაში, წყალტუბოში არაა ნამყოფი. ქუთაისიდან ფეხი არასოდეს მოუცვლია, მაგას ერთი ღამის გათევა არ შეუძლია ქუთაისის გარეთ ! არის თუ არა ეს ცნობა მთლად ზუსტი, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ხომ ისაა, რომ ძირძველ ქუ-თაისელთა წარმოდგენაში ასე ლამაზადაა დაფუძნებული ილო ფოტოგრაფის სტერეოტიპი: „მხოლოდ ქუთაისელი“, „საკუთრივ ქუთაისელი“.
ილო ფოტოგრაფი ქუთაისის ფოტომემატიანეა. მისმა პორტრეტმა-შედევრებმა შთამომავლობას შემოუნახეს ჩვენი ქალაქის საუკეთესო შვილთა სახეები და ხასიათები, ბედნიერებისა და სიხარულის ულამაზესი წამები.ის ყოველთვის სხვას უღებს სურათს. მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავს – ვერც ფოტოაპარატით, ვერც ფუნჯით, ვერც ავტოკალმით,უბრალოდ, ძნელია, აღიქვა ასეთი საოცარი გრძნობის, უბრალო და ამავე დროს, დიდი ადამიანი.
(ნანული ცხვედიანის წიგნიდან “გახსოვს, ქუთაისო ?”)
ქუთაისელი ებრაელები
ვანცოვსკების პირველი თაობა
მოშე და იოხაბედ ვანცოვსკები შვილებთან: ისროსთან და რაფაელთან ერთად.
1910 წ.
პირველი ქაშერი კვების ობიექტი ქუთაისში, ის 1918 წელს გახსნა ციციაშვილმა გელათის ქუჩაზე.
მოგონებები ქუთაისზე – ნიკო ნიკოლაძე
ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, კულაშის მახლობლად. ის ძალიან თბილად ეპყრობოდა ქართველ ებრაელებს და იცავდა მათ.
,, ნიკო ნიკოლაძე (1843-1928 წ.წ.)- მრავალმხრივი და უაღრესად ფართე დიაპაზონის მქონე პიროვ-ნება: პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, რომელსაც არჩილ ჯორჯაძემ სრულიად სამართლიად უწოდა ,,ულმობელი საქმის კაცი’’, პუბლიცისტი და ,,ევროპული მნიშვნელობის (და მნიშვნელობით !’’- ჟურნალისტი,ა მ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ინოვატორი, ადამიანი, რომელიც ადეკვატურად პასუხობდა დროის გამოწვევევებს და მეტიც, ბევრად წინ უსწრებდა მას. ,,გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს განსაზღვრება სრულად ვერც კი მოიცავდეს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დიაპაზონსა და მასშტაბებს… შესაძლოა იმ დარგების ჩამოთვლა უფრო ადვილია, რომლებსაც ეს დაუღალავი მოღვაწე არ შეხებია, ვიდრე დარგებისა, რომლებზეც მას ამაგი აქვს გაწეული…
ნიკო ნიკოლაძე მეუღლესთან ოლგა გურამიშვილთან ერთად
სამტრედია-ცნობილი სამტრედიელები updated his profile picture.
ნიკო ნიკოლაძე — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. იდეების გენერატორი. დაიბადა 1843 წლის 9 ოქტომბერს.
დედულეთი ჰქონდა სამტრედიის რაიონის სოფ. დიდ ჯიხაიშში, სადაც 1886 წელს მან ააშენა სახლი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა და შვილიც იქ გაუჩნდა. ცნობის-თვის, სიცოცხლეში სამი ქალიდან ჰყავდა შვილები. მან პირველად ჩამოიყვანა სამტრედიაში ველოსიპედი 1890 წელს, კონკრეტულად სოფ. დიდ ჯიხაიშში.
ნიკო ნიკოლაძე 18 წლის ასაკში ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით შეისწავლა ინგლისური, იტა-ლიური და გერმანული.
ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც 1868 წელს სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა.
ნიკო ნიკოლაძე აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი შექმნას. მართა-ლია, ეს დიმიტრი ყიფიანის იდეა იყო, მაგრამ ისიც არანაკლებ აქტიურად ემხრობოდა ამ აზრს. იმ დროს, დუ-შეთში მომრიგებელ მოსამართლედ წასულ ილია ჭავ-ჭავაძეს რამდენჯერმე ჩააკითხა თხოვნით, დაბრუნებუ-ლიყო დედაქალაქში და ბანკისთვის ეხელმძღვანელა. ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმა ილია. საერთოდ, ნიკო ნიკოლაძე ილიას დიდი თანამოაზრე და მეგობარი იყო. თუმცა, რიგ საკითხებზე მათი მოსაზრებები განსხვავდე-ბოდა.
ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გახ ლდათ ვაჭრობა. ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა ევაჭრათ, ოღონდ, კეთილსინდისიერად. ფიქრობდა, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითა რებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარე ბულიყო.
მომდევნო საკითხი, რომლისთვისაც ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, იყო ერობა, ადგილობრივი მმართველობა. ფაქ ტობრივად, იყო პირველი, ვინც ერობის, ანუ თვითმმართ ველობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. მას მიაჩ ნდა, რომ თემს უნდა აერჩია განათლებული, ხელმძღვა ნელი წევრები, რომლებსაც გადაუხდიდა ხელფასს და მათ დააკისრებდა ხალხის სამსახურს, ხოლო თუ ამ მოვალო ეობას ვერ შეასრულებდნენ, გადააყენებნდნენ და სხვას აირჩევდნენ. სხვათა შორის, ნიკო ნიკოლაძეს თვლიდა, რომ თვითთმართველობის შემოღება უნდა ეთხოვათ 1871 წელს აქ ჩამოსული იმპერატორის, ალექსანდრე II-ისათვის. იმ დროს ეს არ მოხერხდა, თუმცა, 1913 წელს თავად-აზნა ურებმა სწორედ ამ თხოვნით მიმართეს მაშინდელ იმ პერატორს, ნიკოლოზ II-ს.
ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა, იყო უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა, მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ტექ ნიკური უნივერსიტეტი. თვლიდა, რომ კლასიკური განათ ლება კი არა, ხალხს წინსვლისთვის, რეალური განათლება და შესაბამისი სკოლები სჭირდებოდა.
ნიკო ნიკოლაძე თვლიდა, რომ პრესას შეეძლო დიდი გარდატეხა შეეტანა საზოგადოების განათლებასა და გან ვითარებაში. 1870-იან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან”, 1871 წელს კი დააარსა ჟურნალის „კრებული”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თავად, ხელმომწერი რედაქტორი კი გიორგი წერეთელი იყო.
მან თავისი წვლილი შეიტანა პარიზში, ქუჩის განათების საქმეში. ებრაელ ნავთობის მაგნატ როტშილდებს (იმ დროს რუსეთში ებრაელებს არ ჰქონდათ საქმის წარმოების უფ ლება, ამიტომ, ფაქტობრივად, ნიკო განაგებდა მათ საქმეებს) სთხოვა იმ მეცნიერის დაფინანსება, რომელსაც წყალვარდ ნილზე ელექტროსადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა. როტ შილდებმა ლაბორატორია გააკეთეს. მაშინ პარიზის მაცხოვ რებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ სადღაც, წყლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებით, კილომეტრების მოშო რებით, სადენის საშუალებით შესაძლებელი იყო ქუჩის განათება.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გან ვითარებაა. მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო სამეურნეო და ნიშნულებით გამოსაყენებლად იყიდა და აღმოჩნდა „შავი ქვის“ საბადო. ნიკო ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები ჩამოვიდნენ საქარ თველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა, საქმეს უგზოობა ართულებდა. წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის რწმუნებულად (ლობისტად) ნიკო ნიკოლაძე აირჩია და საბოლოოდ, რკინიგზა ამოქმედდა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ კი შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ნიკოლაძეც იყო.”
ნიკომ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები და გადაწყდა ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის გაყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, 1870-იანი წლების პირველ ნახევარში ფოთიდან თბილისამდე სარ კინიგზო გზა უკვე გაკეთებულია.
ქალაქის საბჭოში შესვლისთანავე ნიკო ნიკოლაძემ წყალმომარაგების საკითხი დაძრა. მაშინ მტკვრის წყალს იყენებდნენ. პირდაპირ სათლებით იღებდნენ და ყიდიდ ნენ, 3-5 კაპიკამდე ღირდა.ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით, ავჭალის წყაროებზე მოეწყო წყალსადენი. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო და შემდეგ წამოაყენა იდეა, წყალსადენი წალკისა და ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროებზეც გაკეთე ბულიყო. მაშინ ეს პროექტი, ქალაქის ხელმძღვანელობამ, როგორც ამბობდნენ, უსახსრობის გამო ვერ განახორციელა. თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენი მაინც აიგო.
ნიკო ნიკოლაძე ასევე დაჟინებით მოითხოვდა ქალაქს ჰყოლოდა სანიტარული ექიმი და ჰქონოდა სადეზინფექ ციო კამერა, ძლივს გაიტანა ეს საკითხი. საბოლოოდ, ორივე დაფინანსდა. კამერის პროექტის მომზადება ოდესაში, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პეტრე მელიქი-შვილს სთხოვა. ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა და 1886 წლიდან თბილისში დაინიშნა სანიტარული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რაც ქალაქში მანამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ძალიან მძიმე სანიტარული პირობები იყო.
ნიკო ნიკოლაძემ ასევე წამოაყენა დედაქალაქში კანა ლიზაციის ქსელის მოწყობის იდეა. პროექტი, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა, ფრანგმა ინჟინერმა ლინდ ლეიმ შეიმუშავა.
ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით შემოიღეს თბი ლისში ცხენის ტრამვაი, ვაგონში შებმული იყო 2 ცხენი და ტრანსპორტი მოძრაობდა ლიანდაგზე. ქალაქი ვითარდებო და, თუმცა პარალელურად, არ არსებობდა კომუნიკაცია ჩუღურეთისა და ვერეს დასაკავშირებლად. სწორედ ამი ტომ, ნიკო ნიკოლაძის მოთხოვნით, აშენდა ვერის ხიდი (დღევანდელი გალაქტიონის ხიდი) და გაკეთდა ვერის დაღმართი (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმარ თი). ამ პროექტით თბილისის ორი ნაწილი დაუკავშირდა ერთმანეთს. ნიკო ნიკოლაძე დაეხმარა მშენებლებს მთაწმინ დის რკინიგზის შუა ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქ ციის აგებაში და მისი იდეა იყო, რკინიგზა კოჯორშიც გაეყვანათ.
ნიკო ნიკოლაძეს სურდა „აბანოთუბანში“, „ხარფუხსა“ და ორთაჭალის ნაწილში თბილისის ბალნეოლოგიური კუ რორტი გაშენებულიყო. ეს პროექტი მოგვიანებით მხოლოდ ნაწილობრივ განვითარდა, რადგან დღეს „აბანოთუბანს“ მხოლოდ ჰიგიენური და გასართობი დანიშნულება აქვს და არ მოხდა მისი სამკურნალო ცენტრად ჩამოყალიბება, რო გორც ეს ნიკოლაძეს ჰქონდა გეგმაში. ასევე, მისი იდეა იყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბების კას კადის გაკეთება, სადაც ტბები იქნებოდა დაგუბებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ხრიოკ და ქარიან კლიმატს გარდატეხდა და აღნიშნული ადგილი საკურორ ტო ზონად იქცეოდა, თუმცა, მაშინ იდეაც „თაროზე შემოიდო“ (ალ. ელისაშვილი, ლექცია: „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. Art Area 2015).
თბილისის შემდეგ იყო ფოთი. 1895 წელს, 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. ნიკო ნიკოლაძემ ფო თის გარშემო გააკეთა სპეციალური არხი, რომლითაც წვიმის წყალი ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. გარდა ამისა, ააშენა 2 ხიდი და დააგო ქვაფენილი. ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა, აეშენებინა ქალაქის ცენტრში ტაძარი, რომელიც იქნებოდა „აია სოფიას“ მსგავსი და შეასრულა კიდეც. ასევე, მისი ინიციატივით, ქალაქში გაკეთდა 12 ქუჩა, რომელიც ამ ტაძართან მიდის. გარდა ამისა, ააშენა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიისა და პოლიციის შენობები.
ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფ. დიდ ჯიხაიშში.
გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
გამოყენებულია დ. ჩიკვილაძის სტატია "ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს !"
მეფაიტონე – “ბოჩია” (აბრაამ იაკობაშვილი)
ბოჩია მეფაიტონეს როლში (კინოფილმი “ჭიაკოკონა”) 1961 წელი
მეფაიტონე აბრაამ (ბოჩია) იაკობიშვილ ი მესხიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად საპირველმაისო ღონისძიებაზე 1981 წ.
ქართველი ებრაელების წვლილი ქუთაისის განვითარებაში
სახელოვანი ექიმი ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე
ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე – გახლდათ დამსახურებული და კარგად ცნობილი ექიმი ქუთაისში. მას ჰქონდა სამაგალითო მეგობრობა მიტროპოლიტ ნაომ შავიანიძესთან და რაბინ იაკობ დავარაშვილთან ისრაელში ამოსვლის შემდეგ ის გახლდათ “ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზოგადოების” აქტიური წევრი და ამ ვოლონტარული ორგანიზაციის ჩარჩოებში ის სათავეში ედგა “ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრს” ბათ-იამში. კულტურის ცენტრი გაზეთ “ალია”-სთან ერთად ხშირად მართავდა ხოლმე კულტურულ ღონისძიებებს.
აქვე მოგვაქვს ვიდეო ჩანაწერის ნაწყვეტი “ისრაელში ქუთაისიდან ამოსულებისადმი მიძღვნილ კონცერტიდან”.
ბათ-იამი. 17. 04. 1997
ქუთაისის შაუმიანის ქუჩა – ებრაელთა უბანი
ქუთაისის ებრაელობის ადათ-წესები – განქორწინება (“გეთი”) და „ხალიცა”
განქორწინება („გეთი“) – გეთის დაწერას უნდა დაესწროს ათი სრულწლოვანი მამაკაცი (მინიანი) და ორივე მხარე- ქალი და მამაკაცი.
გეთი უნდა დაწეროს სპეციალისტმა მზის ჩასვლამდე. როდესაც გეთი დაწერილია, დამწერი გადას ცემს მამაკაცს (ორივე მხარე ქალი და მამაკაცი მარხულობს), უკანასკნელი მას ხელით დაახვევს. ქალს ორივე ხელისგული გაშლილი აქვს, მამაკაცი გაშლილ ხელებში შეხვეულ გეთს ჩაუგდებს, ქალი კი აი-ღებს და შეხვეულ გეთს უბეში ჩაიდებს, ათი კაცის თანდასწრებით. ამის შემდეგ ორივე თავისუფალია: მამაკაცს მაშინვე შეუძლია სხვა ქალი შეირთოს, ხოლო ქალს ოთხმოცდაათ დღემდე არ შეუძლია გათ-ხოვდეს სხვაზე.
“ხალიცა” – ქალი რომ დაქვრივდება, თუ მას შვილი არ გაჩენია, იგი უნდა გაჰყვეს ცოლად თავის უცოლო მაზლს (თუ ჰყავს).
როგორი მცირეწლოვანიც არ უნდა იყოს მაზლი, როგორც კი წამოიზრდება, თავისი ქვრივი რძა-ლი ცოლად უნდა შეირთოს.
თუ არ შეირთო და უარი განაცხადა რომელიმე მხარემ, ასეთ შემთხვევაში “ხალიცა” უნდა მის-ცენ. უფროსი რაბინის თანდასწრებით. ვაჟისთვის უნდა შეიკეროს ცალი ფეხსაცმელი, ზორტებით შე-საკრავი – მარცხენა ფეხის.
ხალიცას უნდა დაესწროს დაიანი (ებრაელი რელიგიური მოსამართლე) და სამი კაცი). ერთ-ერთმა მათგანმა ვაჟს ფეხზე უნდა ჩააცვას და შეუკრას ზორტები. ქვრივი რძალი გახსნის მაზლის ფეხზე ფეხსა ცმელის ზორტებს, გახდის ფეხსაცმელს, გვერდზე გადააფურთხებს და ეტყვის სამსჯერ: „მეენ იებარი ლეაკიმ ლეახივ შემ ბეისრაელ“ (რადგანაც არ ისურვე აღგედგინა შენი ძმისთვის სახელი ისრეელშიდა).
ხალიცა იშვიათად ხდებოდა ხოლმე
არონ ელიგულაშვილი
არა მხოლოდ თვითონ, არონის შორეული წინაპრებიც კი ამ ქალაქში დაიბადნენ. ელიგულაშვი-ლები ამ ქალაქის ნაწილად ქცეულიყვნენ.
თუ რამ სასიკეთო კეთდებოდა, უხაროდათ, ამგვარ საქმეში გარევას არ ერიდებოდნენ, მაგრამ თუ რამ ქალაქის ღირსებას ჩრდილს აყენებდა, სწუხდნენ, თავადაც მიაჩნდათ თავი ბრალეულად. კარს მომ-დგარი სიძნელეების მიუხედავად, არონი ხშირად უხდიდა გამჩენს მადლობას, ამნაირ ქალაქში რომ მო-უწია ცხოვრება.
„ელიგულა და ხავა”. გურამ ბათიაშვილი
რიკრიკა
(50-60 წლის წინათ, ქუთაისის ქუჩებში დადიოდა გამხდარი მოხუცი ებრაელი. „რიკრიკას” ეძახდნენ, ყოველთვის მღეროდა.)
ქარს მიაქვს რიკრიკით, რიკრიკა „რიკრიკა“.
უმღერის აივანს, ქუჩებს თუ მიკიტანს,
რაც ქვეყნად სიმღერა თუ ლექსი ისმოდა,
ბაგიდან „რიკრიკა“ რიკრიკით ისვროდა,
ერთხელ საფლავიდან ვიღაცამ იკივლა,
„მანდ რა საქმე გაქვს, აქ მოდი რიკრიკა“.
მთლად ვერ ამოვალო და მაინც წავიდა…
ეჰა, მას შემდეგ რა ხანი გავიდა.
ქუთაისს ენატვრის მაგ შენი რიკრიკი,
ალალო, წასულო სიკეთის ბილიკით
მთლად მაინც არ წახველ დღეს ლექსი მათხოვე
ვინ იცის, აიკელ რიკრიკით სამოთხე.
ალალო, მართალო, კეთილო „რიკრიკა“,
ღმერთმაც ქნას შენსავით
ლექსად მარიკრიკა.
იაკობ ჩიკვაშვილი
რევოლუციონერი – იცკა რიჟინაშვილი
ქუთაისი 09. 09. 1998 ქუთაისი 22,6,224
ილო ხახიაშვილის ძეგლი ქუთაისში
ილო ხახიაშვილის ძეგლი ქუთაისში
ინტერვიუ აბრამ ზონენაშვილთან - "არ იდარდო"
Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ებრაული მემკვიდრეობა - ქუთაისი. Jewish heritage - Kutaisi.
13 ოქტომბერი, 2023 ·
ქუთაისში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფო-ტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.
წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრან-გეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ დაიხურება 15 ოქტომბერს.
დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ქუთაისის დიდი რაბის, ხახამ იაყაკობ დავარაშვილის კურთხევა და მილოცვა საქართველოს ებრაელობას, შაბუყოთთან დაკავშირებით. 1972 წ.
ქუთაისელ ებრაელთა ადათ-წესები
ქუთაისის ებრაელობის ადათ-წესები – იომ-ქიფური.
როშ-ჰაშანიდან ქიფურამდე ყველა სრულწლოვანი ისრაელი მეცადინია განსაკუთრებით მოკრძა-ლებული იყოს ლოცვა-მარხვაში; ერთი-მეორეს შეხვედრისას მეხილას (პატიებას) სთხოვენ, დაუბრე-ბულნი რიგდებიან, ქიფურის წინა დღით კი ნაშუაღამევს სალოცავში მიდიან, რომ ათარა აიშვან. გათენებამდე შინ ბრუნდებიან. ქალები, შეძლების მიხედვით ამზადებენ სხვადასხვა სახის საჭმელს, იმას, რაც მათ მიცვალებულებს უყვარდათ, ახსენებენ მათ სახელს. დამზადებულს თვითონ ისე არ ჭამენ, რომ ღარიბებს არ დაურიგონ, რათა მათ საყვარელ მიცვალებულებს შეუმსუბუქდეს იმ სოფელს სას-ჯელი. მენუხას მამაკაცი იტყვის.
მენუხას რომ მორჩებიან, თვითონ ჭამენ, ქიფურის წინ დღით ცხრაჯერ უნდა ჭამონ, ცხრაჯერ უნდა იკურთხოს სუფრა და ხელწყალი. დიდიდან პატარამდე, გარდა ავადმყოფისა, ყველამ უნდა იბანაოს სა-ქიფუროთ, ტანზე თეთრებს იცვამენ, ფეხზე კი მსუბუქ ფეხსაცმელს. კუთხე-მეზობლები ჩამოივლიან ერთმანეთში და მეხილას სთხოვენ; ერთი-მეორეს ალალს ეუბნებიან.
შინ თავს მოიყრიან და სანთლებს ანთებენ, დიდ ტაშტზე, შუაში, დიდი კელაპტარია, მას ოჯახის უფროსი მამაკაცი ანთებს პირველად, კელაპტარზე რიგ-რიგობით ანთებენ უფროსიდან უმცროსამდე და ტაშტის ირგვლივ შემოაკრავენ წმინდა სანთლებს. უფროსი დიასახლისი გამჩენს ევედრება, რომ მის მიშფახას მომავალ წელში არაფერი დააკლდეს, არავინ მოუკვდეს, სულის მატირალი არ დაჯდეს, მას სხვებიც მიჰყვება – ყველა გამჩენს ევედრება და თან თავიანთ სანთლებს მისჩერებიან; თუ სანთელს ალი პირდაპირ ასდის, კარგი ნიშანია, მისი ამნთები მომავალ წელს მშვიდობით მიაღწევს, თუ ალი გვერდზე ასდის, არ ვარგა, ზარალიანი წელიწადი ექნება, თუ სანთელი გადავარდა და ჩაქრა, ცუდი ნიშანია, მისი ამნთები მომავალ წლამდე ვერ მიაღწევს. ამის გამო თითოეული მეცადინია სანთელი კარგად დაამაგროს, რომ არ გადავარდეს.
სანთლების ანთების შემდეგ ოჯახში მყოფნი ერთი-მეორეს ეხვევიან, კოცნიან, პატიებას სთხოვენ, ალალს ეუბნებიან და სუფრას შემოუსხდებიან იმ ანგარიშით, რომ მზის ჩასვლამდე სალოცავში ქოლ-ნიდრეს მიუსწრონ. ქიფურის დაწყების საღამოს ვინც ქოლ-ნიდრეს მიუსწრებს, მას ეპატიება გასული წლის განმავლობაში თუ რაიმე ნედერი ჰქონდა; როდესაც ხაზანი ქოლ-ნიდრეს იძახის, ყველა დამსწრე გამჩენს უნდა ევედროს, რომ შეუსრულებელი შეკვეთილობა ეპატიოს. მამაკაცები შიგ სალოცავში არი-ან, ქალები კი ამ დროს საქალებოში ფანჯრებიდან უცქერენ.
ქიფურის ღამეს მრავალი მორწმუნე სალოცავში ათევს ღამეს, მრავალიც 24 საათის განმავლო-ბაში ხმას არ იღებს. 13 წელს ზევით ყველა ისრაელისათვის სავალდებულოა იმარხულოს; წინა დღით მზის ჩასვლამდე რომ ჭამენ, მეორე საღამოს სანამ ცაზე სამი ვარსკვლავი არ გამოჩნდება, არაფერი სას-მელ-საჭმელი არ შეიძლება მიიღონ.
ქიფურის გასვლის საღამოს სალოცავიდან დიდი და პატარა ხელში ანთებული სანთლებით ბრუნდებიან შინ. სანამ ოჯახის უფროსი შინ ფეხს შეადგამდეს, სუქის ბოძს დაასობს ლოცვითა და კურთხევით, მერე შინ შევა და ჩვეულებრივ სმა-ჭამას შეუდგებიან.
მეფაიტონე – რუბენ იაკობაშვილი
ფოტოზე აღნიშნული პიროვნება გახლდათ მეფაიტონე რუბენ იაკობაშვილი, სურათი გადა-ღებულია 45 წლის წინ, ფილმის “გაქცევა განთიადისას” გადაღებების დროს. რუბენ იაკობაშვილი გარდაიც-ვალა 1985 წლის 7 მაისს, დაკრძალულია ქუთაისის საფიჩხიის ებრაელთა სასაფლაოზე.
ფილმი რომ იწყება პირველი აივნიანი სახლი არის ბუხუტი სეფიაშვილის და სეფიაშვილების უბანი
ქუთაისის ებრაელობა (სურათები)
14-წლის-ებრაელი-გოგონა
ქუთათურები-ქართველი-და-ებრაელი
მემორიალური-დაფა-სინაგოგის-კედელზე-ქუთაისი
ქუთაისელი მამაკაცი თეფილინის დადების დროს
ქუჩა ქუთაისის ებრაულ უბანში