top of page

A9   ქართველ  ებრაელთა  თემის  გამოჩენილი  პირები

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

     თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

1      მინისტრი და ელჩი  -  ციპი ხოტოველი 

2      იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი)

3      ვაჟა თოფჩიაშვილი

4      "ალია და ახალგაზრდები"  - პოლიტიკური პარტია

5     დავით და გერცელ ბააზოვები  -  ა. ნიკოლეიშვილი

6      ეფრაიმ მიხაელი

7      სგან-ალუფი  (პოდპოლკოვნიკი)  ეფრაიმ ბენოვი

8      იოსეფ არონის-ძე ელიგულაშვილი

9      "რა დრო გასულა"  - აწ/გ პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი

10    არქიტექტორი რუბენ ბარდანაშვილი

11     დამსახურებული ექიმი და სიონისტი დინა დავარაშვილი

12    დანიელ მაღალაშვილი

13    სგან-ალუფი  (პოდპოლკოვნიკი)   მოშე შამგარი

14   გაზეთი "დავითის ფარი" 70 წლის იუბილეს ულოცავს აბრაამ საპირს 

15   დანი ხახიაშვილი  -  ისრაელის ბანკების ინსპექტორი

16   დ-რი კარდიოლოგი აბრამ ჩიკვაშვილი

17   იცხაკ ფიჩხაძე

18

 

მინისტრი  და  ელჩი – ციპი  ხოტოველი

ZIPI.png
ციპის.jpg
ინგლისის დედოფალთან შეხვედრის წინ ლონდონში

იცხაკ  ილანი  (ავთანდილ  წიწუაშვილი)

იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი) – ებრაელი გმირი ქართული ფესვებით
(1956-2020)

       ორი წლის წინ, თელ-ავივის ერთ მყუდრო კაფეში შევხვდით. სიტყვამ იაჰია აიაში მოიტანა, მის ხსენებაზე კი იციკს ეშმაკურად გაეღიმა და მითხრა: – იცი, ტელეფონს, რომელიც „ინჟინერისთვის” უნდა გადაეცათ და სადაც ასაფეთქებე ლი მოწყობილობა იყო, კოდური სახელწოდება „გინეკოლოგი” ერქვა.

        იმ დღეებში ტელეფონს ვერ ვიშორებდი, ერთხელ ბავშვს ვაბანავებდი და ონკანიდან ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყალი მოვუშვი, მან ტირილი დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შევამჩნიე, მთელი ჩემი ფიქრები აიაშისკენ იყო მიმართული, ამაზე ცოლი გამიჯავრდა და მითხრა: – დაგვანებე თავი და იმ შენს „გინეკოლოგთან” წადიო.

       როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რა ხდებოდა და ასეთი შემთხვევები ხომ ცოტა არ იყო…

  ისრაელის უშიშროების სისტემაში 30 წელი იმსახურა იცხაკ ილანმა, ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მისნაირ ადამიანებზე დგას ისრაელი, რომელსაც 1948 წლიდან დღემდე მოდუნების საშუალება არ აქვს.

           ეს მოგონება ჩემი მეგობრის გვერდიდან, ქნესეთის დეპუტატის ანდრეი კოჟინოვის გვერდიდან წამოვიღე, მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან პირადად არ ვიცნობდი ბატონ იცხაკს, ისღა დამრჩენია მისი გარდაცვალება მივუსამძიმრო მის ოჯახს, ჩემს მეგობრებს, საერთოდ ებრაელობას და ისრაელის ყველა მეგობარს.

           ნათელში იყოს გმირის სული. ამენ.

         

          „პესიმიზმი არის ისეთი სახის ფუფუნება, რომელიც არც ერთ ებრაელს არ უნდა გააჩნდეს”.

გოლდა მეირი

ilan.jpg

ვაჟა  თოფჩიაშვილი

ფილოსოფოსი, ქართული ლიტერატურის ღრმად მცოდნე, ჟურნალისტი, გაზეთის “ალია საქართველოდან” რედაქტორი 1986 წლიდან ბოლო ნომრამდე და მეტი ….
ვაჟა1.jpg

“ალია  და  ახალგაზრდები” – პარტია

ქართველ ებრაელთა პირველი პარტია (პოლიტიკური მოძრაობა) ისრაელში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ისრაელის ქვეყნის აყვავება, ახლად ამოსული ოლიმების აბსორბციისა და ისრაელი ახალგაზრდების ცხოვრებისეული და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გზით. პარტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მე-10 მოწვევის ქნესეთის არჩევნებში 1984 წელს და მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია.

ეფრაიმ  მიხაელი  -  ისრაელის  სამხედრო  ატაშე  მოსკოვში

ეფ-1.png
ეფ-2.png
ეფ-3.png
ეფრაიმი.jpg
ეფრაიმ მიხაელი.jpg

სგან-ალუფ  (პოდპოლკოვნიკი)  ეფრაიმ  ბენოვი

ეფრაიმ ბენოვ.jpg

იოსებ  არონის-ძე  ელიგულაშვილი

იოსეფ  ელიგულაშვილი.jpg

    დღეს, 20 ოქტომბერს, დიდი ქართველი ებრაელი მამულიშვილის - იოსებ აჰარონის ძე ელიგულაშვილის გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა. დამოუ-კიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, განძის გადარჩენის მიზნით, ნოე ჟორ-დანიამ იოსებ ელიგულაშვილი განძის მცველის - ექვთიმე თაყაიშვილის თანაშემ-წედ განაწესა.

     ამის შემდეგ, მისი ხელმოწერა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტთან ერთად განძის აღწერის, დალუქვის და საფრანგეთის სახელმწიფო ბანკის საცავში ჩაბარების დოკუმენტებზეც გაჩნდა.

  იოსებ ელიგულაშვილის მონაწილეობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ 100 წლის წინ ლევილის მამული. კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საბუთი, რომლის წყალობით ათასობით ებრაელი გადაურჩა ნაცისტთაგან უმოწ-ყალო ამოხოცვას - მიხეილ კედიასთან ერთად შედგენილი, მეცნიერულ დონეზე გაყალბებული დოკუმენტია, რომელიც გერმანელ ნაცისტებს წარედგინა - ქართველ ებრაელთა წარმომავლობას და გენეტიკას ქართველთა ეთნოსს უკავშირებდა და ამტკიცებდა, რომ ისინი ჩვეულებრივ, იუდაიზმის მიმდევარი ქართველები იყვნენ, რის შედეგადაც მრავალი ტყვეობიდან იხსნა.

     ამ დროს დაუმატეს ბევრ არაქართველ ებრაელსაც გვარებზე “შვილი” ან “ძე” და ისინიც გადაარჩინეს უპირობო სიკვდილს. ეს ოთხი დიდი ისტორიული ხელმოწე-რაა, რომელთა მიღმა უდიდესი თავდადება, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი, დიდი სიყვარული და ერთგულება არის. ეს, რამდენიმე სტრიქონით გადმოცემული დიდი ისტორიული ქარტეხილების დროს ერთი კერძო ქართველი ებრაელის კი არა,

     

მთლიანად ებრაელი ერის დიდი ერთგულების გამოხატულებაა არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთლიანად, კაცობრიობის მაღალზნეობრივი იდეალების, თავისუფლებამოყვარული ერების, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და მთლიანად ისტორიის მიმართ.

    ... იერუსალიმიდან მინდა მივაწვდინო ჩემი ერის მადლიერების ხმა პარიზის ბანიოს სასაფლაოს მიწას მიბარებულ იოსებ ელიგულაშვილს და მინდა მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, რითაც ქართველი ერი ასე ამაყობს, ვინაიდან, როგორც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი წერდა - “ეს ის განძია, რომელიც ფასით არ იყიდება და თუ ერთხელ დაიკარგა, აღდგენა აღარ შეიძლება. გაქრა ეს განძი, გაქრა ისტორია, ლიტერატურა, მეცნიერება და საზოგადოდ მთელი კულტურა ქართველი ერისა”.

        მადლობა შენ დიდებული ებრაელი ერის საქართველოს ერთგულო შვილო !

     მადლობა ჩვენი ერის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლო და პირველი მყარი საფუძვლების შემამზადებელო !

       მადლობა ენერგიულო და დაუღალავო პატრიოტო და სანდო მეგობარო !

       მადლობა მშრომელო და ღვაწლმოსილო სახელმწიფო მოღვაწევ !

    მადლობა საქართველოს და ქართველი ერის საგანძურის დღევანდელ დღემდე დიდი ძალისხმევის ფასად მომტანო !

      მადლობა ადამიანთა სიცოცხლის გადამრჩენო გონიერო ერისკაცო !

     მადლობა ხახულისთვის და ღვთისმშობლის სარტყელისთვის !

      მადლობა თამარის ჯვრისთვის და მოქვის ოთხთავისთვის !

      მადლობა ვახტანგის სამართლის წიგნისა და შოთას ვეფხისტყაოსნისთვის !

      მადლობა მარტვილისა და ახალგორის განძებისთვის !

      მადლობა სოლომონისა და ერეკლეს თოფებისთვის !

       მადლობა კაცობისთვის და დიდი ადამიანობისთვის !

       მადლობა უანგარობისა და მზრუნველობისთვის !

       მადლობა ერთგულებისთვის, მამულიშვილობისთვის და წრფელი ამაგისთვის !

   შენ, დიდი ებრაელი ერის საქართველოსადმი ისტორიული ერთგულების გენე-ტიკური კოდის მეოცე საუკუნეში მატერიალური განსახიერება ხარ !

      შენ ძმობის და მეგობრობის სიმბოლო ხარ !

     დაგელოცოს რძის მჭმეველი, ალბათ ქართულად მოღიღინე გამზრდელი დედის ძუძუ და ცხონდეს შენი ყველა წინაპარი !

     განიხაროს შთამომავლობამ, ამ ქვეყნად მსხმოიარე ზეთისხილივით განმრავლდეს და იმ ქვეყნად - აბრაამის წიაღში დამკვიდრდეს !

   იქნებ ინებოს განგებამ და მოვახერხოთ, თუ ეს, კონსენსუსი შედგა, რომ შენი მართალი ნეშტი საქართველოს ან ისრაელის მიწას მიბარდეს …

   დღეს, ჩვენ, აქედან დაგლოცავთ - ებრაელი კადიშს იტყვის, ქართველი კი სულთათანას ჩაგჩურჩულებს, ღვინოს ორივე წაგიგცევთ შენი უკვდავი სულის მოსაგონად და სამადლობელოდ, ვინაიდან შენ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცთან ერთად პირნათლად შეასრულე შენი ვალი მშობლიური საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე; ვინაიდან ათასობით ებრაელის გამოხსნაში დაეხმარე ქართველ შინდლერს მიხეილ კედიას და თავადაც ეს წოდება მოიპოვე მადლიერი ხალხისგან !

   დღეს, არც ყველა ქართველს ულხინს და არც ყველა ებრაელი დაიარება განლაღებული და შევიწყოვების გარეშე ამ დედამიწაზე ! ჩვენ გლოცავთ და შენც დაგვლოცე, როგორც ქართველ ებრაელთა ლექსიკამ შემოგვინახა - იკაიმთქმელე ქართველებისა და ებრაელებისთვის, საქართველოსა და ისრაელისთვის !

       მადლობა !

ლაშა  ჟვანია

საქართველოს ელჩი ისრაელში

რ ა  დ რ ო  გ ა ს უ ლ ა

ზოია.jpg

აწ/გ  პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი

     გასული საუკუნის 20- იან წლებში ცნობილი სიონისტი და საზოგადო მოღვაწე ნათან ელიაშვილი დიდი გულისტკივილით წერდა: "არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ებრაული კონგრეგაცია, ერის ისეთი მივიწყებული, მიტოვებული ნაწილი, რომელზედაც ასე ცოტას წერდნენ, ასე ცოტა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ"- ო.  ამ სამწუხარო ჭეშმარიტებას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა და არავინ იტკიებდა თავს მათ გადასაჭრელად. დიახ, ჩვენი ძირძველი თემის შესახებ არც ლაპარაკობდნენ, არც წერდნენ და მისი სახელიც უცნობი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ.

    30-ან წლებში თბილისში დაარსებულ ებრაელთა მუზეუმშიც არ წარმოებდა თემის ისტორიის მონოგრაფიული კვლევა, მხოლოდ 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან ამ სტრიქონების ავტორის მიერ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში, სადაც სტუდენტის მერხიდან (Მე-3 კურსიდან) ვმუშაობდი გერმანისტად, დიდი წინააღმდეგობების  მიუხედავად  იწყება  ჩვენი  თემის  წარსულის  (ისტორიის, ეთნოგრაფიის, კულტურის და რელიგიის ისტორიის) აკადემიური კვლევა და, აი 1989 წელს ხდება სრულიად მოულოდნელი რამ. რუსულ ენაზე გამოცემული ჩვენი თემისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჩემს სტატიას მოსკოვის დიდ ეროვნულ (ლენინის სახ-ის) ბიბლიოთეკაში შემთხვევით წააწყდომიან თურმე ამერიკელი, კერძოდ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები და გაოგნებულები დარჩენილან იმ ფაქტით, რომ - ა) კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც ებრაელთა საკითხს მძიმე ტაბუ ედო ყველანაირი თვალსაზრისით, ვიღაცას გაუბედია და შეუქმნია მათ შესახებ სამეცნიერო ნაშრომი და გაუგზავნია ყველაზე დიდ საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო მეორეს მხრივ - ბ) კავკასიაში თურმე არსებულა პატარა ქვეყანა "ჯორჯია" და მისი ებრაული თემი. როგორც შემდეგ გახდᲐ ჩემთვის ცნობილი ამერიკელ მეცნიერებს მოუსურვებიათ ნაშრომის "თავზეხელაღებული" ავტორის გაცნობა. 

  საკავშირო მეცნიერებათა აკდემიის ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, რომ-ლის სტუმრებიც ყოფილან, მისი დირექტორის, აკად .ს. არუთუნოვის დახმარებით (კარგად მიცნობდა) დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილებასთან თანამშ-რომლობა. ზღაპარში მეგონა თავი. ახალგაზრდა, სრულიად დამწყებ მეცნიერ მუშაკს კი არა ჩვენი დარგის დიდ, აღიარებულ მეცნიერებს არ ხვდომია წილად ამისთანა პატივი. (ქვემოთ ვაქვეყნებ აკად. ს. არუთი-ნოვის მოსკოვიდან ჩემთვის გამოგზავნილ ელვა დეპეშას, რომლითაც მატყობინებდა ამერიკელ მეცნიერთა გადაწყვეტილებას და მთხოვდა არავითარ შემთხვევაში არ მეთქვა უარი).

   მიუხედავად იმ დიდი საშიშროებისა, რომელიც მანამდეც თან ახლდა ჩემს მუშაობას და ამერიკელთა წინადადების მიღების შემთხვევაში კი-დევ უფრო გაიზრდებოდა КГБ-ს მხრიდან, მაინც დავთანხმდი. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ხსენებული განყოფილების უფროსმა პროფ. პაულ ფრიდრიხმა პირადად გამომიგზავნა თხოვნა იმჟამად ამ უნივერსიტე-ტის ეგიდით გამომავალი ახალი, ძალიან პრესტიჟული The Enciklipe-dia of Vorld Kultur-სთვის დამეწერა კარგა მოზრდილი სტატია. სტა-ტიისათვის შევარჩიე ჩვენი თემის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულ-ტურის ზოგადი კვლევითი მიმოხილვა, რათა ოკეანის გაღმელ და სხვა ქვეყნების მკითხველებსაც შეძლებისდაგვარად გარკვეული წარმოდგე-ნა შექმნოდათ ებრაული დიასპორის ყველაზე ძველი თემის შესახებ. პირველ პუბლიკაციას მალევე მოჰყვა მეორე პუბლიკაციაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ევროპაშიც. ასე გასცდა საქართველოს ებრაული თემის სახელი არამარტო საქართველოს არამედ ყოფილი საბჭოთა იმპერიის და, გნებავთ იმ დროის ზოგადებრაული დიასპორის ფარგლებსაც და მსოფლიო სამეცნიერო რუქაზე იქნა აღნიშნული. აშშ-ი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ უამრავი წერილი მოდიოდა ამერი კიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩემს სამსახურში. მართალია, წერილები დიდ ცენზურას გადიოდნენ და ჩემამდე გარეგნულად საკ-მაოდ შელახულები და გახსნილები მოდიოდნენ, მაგრამ ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩვენი თემის სახელი საერთაშორისო ორბიტაზე გავიდა,

    გავიდა ფართო ნაბიჯებით და მჯეროდა, რომ ჩემთან ერთად ნათან ელიაშვილის სულიც ხარობდა. ხარობდა აგრეთვე ჩვენი იცხაკ დავი დიც, რომელმაც იქ, ჩიკაგოში თავისი ყურით მოისმინა ამერიკელი მეცნიერების შეფასებები ჩემი ნაშრომებისა, რაზედაც შემდეგ მღელვა-რებით მიყვებოდა ხოლმე.

   

ზოია.png

   ისრაელში ამოსვლის შემდეგაც არ გამიწყვეტია კავშირი ამერიკელ კოლეგებთან. პროფ. არონსონთან და ბასკ მკვლევარ ხურიასთან ერთად შევქმენით დიდი საერ-თაშორისო პროექტი "იბერიული ლეგენდა" , რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ივერიელ (იბერიელი) ტომების კვლევას და მათ შორის გე-ნეტიკური კავშირის დადგენას.

    პროექტში ქართველი მკვლევარის ჩართვასაც ვაპირებდით, მაგრამ ცოტა ხანში ესპანელი (ბასკი) მკვლევარი გარდაიცვალა, აშშ-ში და ისრაელში მწვავე ფინანსური პრობლემა გაჩნდა და ... პროექტი შეჩერდა, მაგრამ მე არ შემიწყვეტია კვლევა და რამდენიმე წლის შემდეგ კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი გამოვაქვეყნე 2012 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "ებრაელები და საქართველო , დიასპორა თუ" ...

     იმედი მინდა დავიტოვო, რომ ზემოხსენებულ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრი სიახლე გამოაშკარავდება. პროექტის მუშაობაში მონაწილეობის სურვილი გამოითქვა კანადის - მონრეალის უნივერსიტეტიდანაც, ამის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი მის ხელმძღვანელობასთან .

    ყველაფერი ეს, კი ჩვენი თემის წარსულის აკადემიური კვლევით და იმ პირველი ამერიკული პუბლიკაციით დაიწყო.

      რა დრო გასულა, არც კი მჯერავს ...

 

          ზოია ჯინჯიხაშვილი       23 იანვარი 2022

არქიტექტორი  რუბენ  ბარდანაშვილი 

კუსუ.jpg

ცნობილი კომპოზიტორის იოსეფ ბარდანაშვილის უფროსი ძმა, ცხოვრობს პოლონეთში  და მოგვითხრობს რომის პაპათან შეხვედრის ამბავს.

     1987 წლის 1 ივლისს მქონდა პატივი შევხვედროდი რომის პაპს ა. გ. იან პავლე მეორეს, წარმოშობით პოლონელს კაროლ ვოიტილას, ამჟამად შერაცხულს წმინდანად კათოლი კური ეკლესიისა. შეხვედრა (ე. წ. კერძო - პირადი აუდენცია) შედგა პაპების პირად ბიბ-ლიოთეკაში, სადაც რომის პაპები ხვდებიან სახელმწიფო დელეგაციებსა და სხვა მოწვეულ პირებს.    

      მაგალითისათვის, ორი თვის შემდეგ იმავე დარბაზში შედგა პირველი შეხვედრა მ. გორ-ბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძისა იან პავლე II - სთან, რა თქმა უნდა, უმაღლესი პოლიტიკური მნიშვნელობისა მთელი მსოფლიოსათვის, განსაკუთრებით, საბჭოთა კავ-შირის ვასალი ქვეყნების მომავლისათვის.

  ვათიკანში მიღებული, ტრადიციული ცერემონია-ლის (დიპლომატიური ოქმის) მი-ხედვით არ არის დაშვებული გასაუბრება თუ თვით მასპინძელი არ გაგიმართავს საუბარს. აუდენციაზე მყოფთა შორის მხოლოდ მე მხვდა პატივი გასაუბრებისა. პაპი შემეკითხა ჩემს არქიტექტურულ შემოქმედების შესახებ კათოლიკური ეკლესიების დაპროექტებაში.

     საუბარი საკმაოდ კარგად "გამოვიდა" რაც ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია. გახუმრებაც კი გავბედე, რაც დიდის ენთუზიაზმით აღიქვა მისმა უმაღლესობამ, რომის პაპმა.

   აუდენციის დამთავრების შემდეგ მისმა პირადმა მდივანმა (ამჟამად კარდინალმა) სტანისლა დზივიშმა მადლობა გადამიხადა პაპის "კარგ ხასიათზე მოყვანისათვის"). ამ შეფასების დასტური მეორე დღესვე "მივიღე" ვათიკანის ოფიციალური გაზეთის "ლ, ოს-სერვატორე რომანოს" რედაქციაში, სადაც შემთხვევით შეხვედრილი პაპის პირადი (ძალიან სახელგანთქმული) ფოტოგრაფი არტურო მარი იტალიური ტემპერამენტით მომესალმა:

   - "სენიორ არკიტეკტო, სენიორ არკიტეკტო" - მისი დამსახურებაა ოთხი სურათი, რომელიც მაქვს აუდენციის სამახსოვროდ. აუდიენციის დროს მომცა შეძალებლობა პაპმა იან პავლე მეორემ, რომ გადამეცა მისთვის პატარა სუვენირი, როგორც ვუთხარი, "ჩემი სამშობლოს ნაწილი" - ორი მცირე ალბომი, შესანიშნავად დაბეჭდილი დანიაში (მამაჩემის ნაჩუქარი), ერთი - გელათის მონასტრის კომპლექს წარმოადგენდა, მეორე - სვანეთს და სვანებს, თან მოკლე სიტყვიერი კომენტარით "გავაცანი" გელათის აკადემიის არსებობაც და რომ საქართველოში ორი აკადემია იყო მე-12 ს-ს პირველ ოცდაათწლეულში და შემდეგ დავურთე, რომ ვიცი, რომ მის უმაღლესობას ძალიან უყვარს მთიელები და ახლა მოკლედ გადმოგცემთ ამ ისტორიას.

       მოვუთხრე სვანი ხალხის დიდ დამსახურებაზედ საქართველოს სულიერი ხელოვნების საგანძურის გადარჩენაში საქართველოს ისტორიის შავბნელ პერიოდებში, რაც ერის გა-დარჩენის ტოლფასი იყო.

    შევატყვე, რომ მოეწონა და გათამამებულმა შევთავაზე ამ ორი ალბომის საჩუქრად მიღება, რაზედაც უყოყმანოდ დამთანხმდა "აუცილებლად-ო". ჩემთვის მოულედნელი იყო პაპის თანმხლებლების რეაქცია, ჩემი მოკრძალებული "საჩუქრების გამოჩენაზედ (ოთხი თუ ხუთი კარდინალი და ორი პაპის პირადი მოაღსარე პირად მდივანთან ერთად).

      არც შეუხედავთ დიდ მაგიდაზე დალაგებულ ძღვენზე (საჩუქრები), რომელიც აუდენ-ციის სხვა მონაწილეებმა მიართვეს, როგორც მიღებულია დიპლომატიური ოქმით რომის პაპს მიართვეს (ოქრო - ვერცხლის ნაკეთობანი, ძირითადად საეკლესიო მომსახურები-სათვის საჭირო ნივთები).

       დაიწყეს დათვალიერება ალბომებისა და გავიგონე, გახარებულნი ენთუზიაზმით გამოთქმავდნენ "გელათი - გელატო", "გელათი - გელატო!" ცოტა შეიძლება ანეგდოტურიც იყოს, მაგრამ ცნობილია, რომ იტალიაში მე-19 საუკუნეში, გამოჩნდა ცნობილი მოძრავი სავაჭრო "ფირმა" გელატო, დღემდე არსებობს, უკვე ფართო მწარმოებელი.

        ხანდახან ასეთი ასოციაციები ხელს უწყობენ ადამიანებს შორის საერთო ენის გამონახვას. ბარემ დავამატებ, რომ კეთლშობილ ადამიანს, ცხონებულ იან პავლე   

რომის პაპთან.jpg
რუბენ.jpg

მეორეს (კაროლ ვოიტილას, პოლონეთში კარდინალს და შემდეგ რომის პაპს), ამჟამად კათ. ეკლ. წმინდანად შერაცხულს, უდიდესი დამსახურება ჰქონდა კომუნისტური სამყაროს დამხობაში მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც აშშ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად საკულისო დიპლომატიით შეაჩერეს საბჭოთა ჯარების პოლონეთში შემოჭრა (დამოუკიდე ბელი პროფკავშირების "სოლიდარობის", რომელსაც 9 მილიონი მოქალაქე ჰყავდა წევრად დასამ-ხობად და ე.წ. სოციალისტური წყობის "გადასარჩენად").

    შემდეგ კი, კომუნისტების მიერ პოლონეთში საომარი მდგომარეობის შემოტანიდან (13 დეკემბერს 1981 წლი სა) იმავე დუეტმა დიდი პოლიტიკური სამუშაო ჩაა ტარა და საბოლოოდ დაემხო ევროპაში კომუნისტური არაადამიანური წყობილება.

      ძალიან აფასებდა ედუარდ შევარდნაძეს პოლონელი პაპი. ამბობდა, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ე. შევარდნაძის დამსახურება და მისი წვლილი 80-იანი და 90-იან წლებში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებში, ვინაიდან მთელ მსოფლიოში "გარდაქ-მნების" მამად მ. გორბაჩოვი მიაჩნდათ (დღემდეც).

      ე. შევარდნაძემ დაარწმუნა საბოლოოდ მ. გორბაჩოვი, რომ დაეთმო და გამოეყვანა საბჭოთა დივიზიები და დათანხმებულიყო სოციალისტური ბანაკის დაშლას.

დამსახურებული  ექიმი  და  სიონისტი  დინა დავარაშვილი

IMG-0891.jpg
IMG-0890.jpg

დანიელ  მაღალაშვილი

IMG-1197.jpg
14,2 კომ.png

სგან-ალუფი  (პოდპოლკოვნიკი)  მოშე  შამგარი

 


1.    נולדתי בשנת 1954 בגאורגיה בעיירה קולשי .במשפחה מרובת ילדים של הורי סימון ואוליה מוזגרישווילי 
2.    תקופת הילדות והנעורים שלי הייתה  יותר מעניינת מאשר אצל רוב הנערים בני גילי בעיירה שלנו בתקופה זו. 
3.    הייתי תלמיד מחונן וספורטאי מצטיין ,כיהנתי בתפקיד יו"ר מועצת התלמידים במשך 3 שנים בבה"ס בו למדו כ- 2000 תלמי
דים שברובם יהודים.
4.    הורי ז"ל, למרות מצוקה כלכלית  דאגו לכל הצרכים שלי ע"מ לתת לי אפשרות להמשיך בלימודים גבוהים ולא להכניס אתי למעגל העבודה בגיל צעיר, כפי שהיה מקובל במציאות שלנו בתקופה זו.
5.    בשנת 1971 עלינו לארץ ישראל כמשפחה אחת גדולה ונקלטנו בעיר אשדוד.
6.    תקופת הקליטה לא הייתה קלה כלל. התרבות והמנטליות שונה לחלוטין, כבר איך שהגענו לארץ ,כל העולים היו עסוקים לפרנסת משפחתם, לעומתם הורי ז"ל עשו מאמצים עיליים לאפשר לי להמשיך בלימודים אקדמאיים ,למרות שבגילי יכולתי להיות עזר רב לפרנסת המשפחה בתקופה קשה זו כמו שאר המשפחות מקרב העולים. גם בארץ הצטיינתי בתחומי ספורט שונים אך בסופו של דבר בחרתי בלימודים .
7.    בשנת 1976סיימתי לימודים באוניברסיטת ת"א בפקולטה היסטוריה כללית.
8.    באותה שנה התחתנתי וגם התגייסתי לצה"ל במסגרת עתודה אקדמאית.
9.    לאחר 5 חודשי שירות כחייל, נשלחתי לקורס קצינים וסיימתי אותו בהצטיינות.
10.    הייתי פורץ דרך בתקופה זו עבור הרבה בני נוער בקרב עולים חדשים, הייתי הקצין הראשון מקרב עולי גאורגיה בארץ מהעלייה של שנות ה-70,אחרי באו הרבה בני עולים מצוינים ושירתו בכל חיילות צה"ל בתפקידי קצונה ופיקוד .
11.    שירתתי בצבא 22 שנים באגף לוגיסטיקה וטכנולוגיה בתפקידי פיקוד ומטה, במשך שנים פיקדתי על הרבה  יחידות לוגיסטיות גדולות עם עתירי כ"א ומשאבים ,
נבחרתי מספר פעמים כקצין מצטיין חילי ואגפי. יחידות בפיקודי נבחרו כיחידות מצטיינות בצה"ל, במהלך השירות הצבאי סיימתי לימודי תואר ראשון במנהל עסקים, 
12.    הקמנו בית ומשפחה טובה וערכית בארץ, כמובן בהובלה ובשיתוף מלא עם איישתי לאלי  שבמקביל לעבודתה ה שהזיפית הרחק מאוד מהבית ניהלה את משק הבית ביד רמה בסיוע  הוריה בן ציון (ז"ל) ולובה אברמשוילי  .
13.    בשנת 1999  אחר שרות של 22 שנים פרשתי מצה"ל בדרגת סגן -אלוף.
14.    כבר באותה שנה  התגייסתי לשירות ביטחון כללי (שב"כ) בתפקיד מקצועי וניהולי בכיר כהמשך לשרותי הצבאי.
15.    גם בארגון זה שירתי 22 שנים בתפקידים מקצועיים ניהוליים ,למשך השנים זכיתי להערכה רבה מהארגון על קידום תחום המקצועי עליו הייתי מופקד ,נבחרתי כעובד מצטיין כלל שירותי ופעם נוספת כעובד מצטיין אגפי .תוך כדי השירות סיימתי לימודי תואר שני במנהל עסקים.
16.    מבקש לציין: זכיתי לשרת בארגון בו שירת ופיקד בתפקיד סגן ראש השב"כ, גיבור ישראל, בן העדה שלנו יצחק אילן ז"ל. 
17.    בשנת 2021 פרשתי משרות ביטחון הכללי.
18.    משפחה :
אשתי לאלי שמגר ממשפחת אברמשווילי מעליה של שנות ה-70 
שלושה ילדים אקדמאים ומצטיינים בעיסוקם: 
מאיה ברמן -קצינת רפאוה 25 שנות שרות צבאי.
נילי שמגר-פסח פורצת דרך מקרב בנות ישראל ,בין המתגייסות הראשונות ביחידות הלוחמות בצה"ל.
עו"ד רס"ן גבי שמגר לוחם צנחנים וקצין רפואה. 
כלתי- עו"ד מורן שמגר-שבו, חיזוק מצוין למשפחה.
חתנים :יעקב ברמן ועומר פסח שניהם לוחמים ביחידות מיוחדות של צה"ל ומוצלחים מאוד בעבודתם האזרחית.
5 נכדים מצוינים שממשיכים  את המסורת המשפחתית.

זאת המשפחה שהקמנו בארץ וזאת גם תרומתנו ההצנועה לשגשוגה וחיזוקה של מדינת ישראל.1

משה  שמגר

בתמונה משפחתית בחתונה של הבן גבי ספטמבר 2022

משה בחגיגת בר מצווה של הבן גבי אפריל 2001.jpg
Screenshot 2023-07-30 150428.png

בטקס העברת פיקוד על היחידה ושחרור מצה"ל מרץ 1999

Screenshot 2023-07-30 150534.png

בגאורגיה 1968

Screenshot 2023-07-30 150209.png

בטקס קבלת עובד מצטיין בשב"כ ,בראשות ראש  השב"כ יובל דיסקין וסגנו יורם כהן ראש השב"כ הבאה אחריו

Screenshot 2023-07-30 151613.png

משה ואשתו לאלי בירושלים על רקע הר הבית בשנת 2021

Screenshot 2023-07-30 151624.png

בתמונה משפחתית בחגיגת בר מצווה של הבן  גבי אפריל 2001

აბრაამ  საპირ  (სეფიაშვილი)

70  წლის  იუბილეზე

IMG-3135.jpg
IMG-3136.jpg

დანი  ხახიაშვილი

dani hahiashvili.jpg

נגיד בנק ישראל, פרופ' אמיר ירון, הודיע  על החלטתו למנות את דני חחיאשוילי למפקח על הבנקים

დანი ხახიაშვილი ისრაელის ბანკების ინსპექტორად დაინიშნა

დ-რი  კარდიოლოგი  აბრამ  ჩიკვაშვილი

abram cikvashvili.jpg

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ქუთაისი - Kutaisi.
10 მაისი, 2023 ·

 

    ზუსტად 13 წლის წინ, (2010 წელს) იერუშალაიმში - წმინდა მიწაზე აღესრულა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისში კარდიოლოგიური სამსახურის ერთ -ერთი ფუძემდებელი, ქალაქის კარდიოლოგიური დისპანსერის ყოფილი მთავარი ექიმი, ექიმი-კარდიოლოგი აბრამ ჩიკვაშვილი.
     აბრამ ჩიკვაშვილი დაიბადა ქუთაისში 1923 წელს, სონია და მენაშე ჩიკვაშვილების ოჯახში. მან წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ლენინგრადისა და მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტებში. 1952 წელს მე-დიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია. იმავე წელს მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და შექმნა ოჯახი, იქორწინა კოლეგა რივა პაპიაშვილზე.
      პირველი პროფესიული ნაბიჯები I პოლიკლინიკაში გადადგა, სადაც ჩამოაყალიბა კარდიოლოგიური კაბინეტი და პირველი კარდიოგრამაც მის მიერ აქვე იქნა გადა-ღებული. შემდეგ კი საფუძველი ჩაუყარა კარდიო-რევმატოლოგიური კაბინეტისა და ბოლოს სარაიონთაშორისო კარდიოლოგიური დისპანსერის შექმნას. ამ უკანასკნელის მთავარი ექიმი თვითონ ბრძანდებოდა და სწორედ აქ მკაფიოდ გამოიკვეთა მისი, როგორც ხელმძღვანელ-ორგანიზატორის უნარ-ჩვევები.
   ქუთაისი ამაყობდა და იამაყებს ექიმთა იმ თანავარსკვლავედით, რომლებიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალაქს ამშვენებდნენ. მათგან უთუოდ, უნდა მოვიხსენიოთ მეირ მეგრელიშვილი, შოთა დანელია, დიმიტრი მურღულია, ჩიტო ბუზიაშვილი და სხვები. თანამედროვეთა ამ თანავარსკვლავედში კი აბრამ ჩიკ-ვაშვილი ერთ-ერთი ელვარე ვარსკვლავი ბრძანდებოდა.
  1990 წელს აბრამ ჩიკვაშვილის ოჯახმა ისრაელში ასვლა გადაწყვიტა, სადაც საქართველოსადმი სიყვარული ოდნავადაც არ განელებია, მისი ხსოვნიდან წარუშ-ლელი იყო სიყრმის ადგილები, ქართველი ნაცნობ-მეგობრები.
       აბრამ ჩიკვაშვილმა ლამაზად იცხოვრა და კაი კაცის სახელი დატოვა.

იცხაკ  ფიჩხაძე

იცხაკ ფიჩხაძე.png

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ებრაული მემკვიდრეობა - ქუთაისი. Jewish heritage - Kutaisi.6 თებერვალი, 2023 ·
 

​      ისხაკ ფიჩხაძის მსგავს ადამიანებზე წიგნებსა თუ გაზეთებში იშვიათად, თითქმის არასოდეს არ წერენ, მას არც რაიმე ჩინი და რეგალია ჰქონია (მჯერა, არც იქნებოდა მისი თვითმიზანი), მაგრამ თავისი ცხოვ-რების წესით და პროფესიონალიზმით წარუშლელი კვალი დატოვა ქუთაისში, სიცოცხლის ბოლომდე ჩართული იყო ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში.
    სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით იქმნებოდა ჯერ არტელები, შემდეგ კი მცირე საწარმოები, მის ნიჭზე მიუთითებს ის, რომ იგივე სამუშაოები გასწია ბაქოსა და განჯაში... მის დაქვემდებარებაში ათეულობით ადამიანი მუშაობდა და არავინ დაუჩაგრია, მისთვის ცალკე აღებული ქართველი და ცალკე აღებული ებრაელი არ არსებობდა.
    მანამდე კი იყო ბავშვობის მძიმე წლები: მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საყვარელი ძმა, 50-იანი წლების რეპრესიები ... თუმცა, ისხაკ შაბათას ძეს არაფერი შეშლია და ცხოვრების ბოლომდე ქაბოდიანი და ჭკუასაკითხავი კაცის სახელით ცხოვრობდა.
    ერთი საგულისხმო ფაქტი: მის ოცდაათზე ქართველები უფრო ბევრნი ყოფილან, ვიდრე ებრაელები... სხვა რომ არაფერი გვცოდნოდა ამ კაცზე, ესეც საკმარისია, მისი პიროვნული პორტრეტის შესაქმნელად.
კიდევ ერთი დეტალიც: ისე იყო ამ ქალაქთან შესისხლხორცებული, მისი დატოვება ერთი წამითაც არ უფიქრია, არ გაეცალა არც იმ მძიმე 90-იან წლებში და საყვარელ მეუღლესთან ერთად ქუთაისს ბოლომდე უერთგულა.
     დღეს, ისხაკ ფიჩხაძის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი ათეული წელი გავიდა, მსუბუქი იყოს მისთვის მისი მშობლიური ქუთაისის მიწა და იკაიმთქმელოს იქედან მის შვილ- მომავალზე.
      ბარუხ დაიან ჰა'ემეთ.

დ-რი  კარდიოლოგი  აბრამ  ჩიკვაშვილი

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ქუთაისი - Kutaisi.
10 მაისი, 2023 ·

 

    ზუსტად 13 წლის წინ, (2010 წელს) იერუშალაიმში - წმინდა მიწაზე აღესრულა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისში კარდიოლოგიური სამსახურის ერთ -ერთი ფუძემდებელი

bottom of page