A11 რაბინები, ხახმები და სალოცავები
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
2 ხახამ მიხაელ "აკატან" მიხელაშვილი
4 დიდი რაბი ხახამ ხაიმ ელიაშვილი
6 რაბი ხახამ იაყაკობ დავარაშვილი
8 ქართველ ებრაელთა მთ. რაბი ხახამ მოშე მიხელაშვილი
9 რაბი ხახამ ბენციონ მიხელაშვილი
11 რაბი ხახამ ფინხას ხარაზიშვილი - აქოენ
12 სურამელი რაბინები დავით და ბენიამინ ჯანაშვილები
13 ვანისა და კირიათ-ათას რაბის ელიაჰუ ხუნდიაშვილის გახსენება
18 რაბი ხაიმ აქოენი (ჯიმი ქოენიშვილი)
21 უზი ხიტმანი უმღერის მამაზეციერს
24 სალოცავები (სინაგოგები) - ახალციხე, საჩხერე
35 ქართველ ებრაელთა სალოცავი ვენაში (ავსტრია)
36 ქართველ ებრაელთა სალოცავები ისრაელში - იერუშალაომი
45 დავით ბუზიაშვილი მოგვითხრობს
47 რაბი აბრაამ აშვილი (წიწუაშვილი)
49 მღერის კულაშელი გარი ელიშაყაშვილი
52 ცხინვალის ქართველ ებრაელთა რაბინი, ხახამ ხაიმ-აბრაამ მანაშეროვი
55 სინაგოგები საქართველოში - მანანა ქუთათელაძე
57 სოხუმის რაბი ხახამ მიხაელ მოძღვრიშვილი
60
ხახამ ბენ-ციონ ეფრემაშვილი

ხახამ მიხაელ “ჰაკატან” მიხელაშვილი

რაბი აბრაამ ხვოლესი
რაბი აბრაამ ხვოლესის ოჯახის წევრები



დიდი რაბი – ხახ ამ ხაიმ ელიაშვილი


დიდი რაბები ხახამ ხაიმ ელიაშვილი, საბჭოთა კავშირის მთ. რაბი შლიფერი და ხახან იაყაკობ დავარაშვილი




ხახამ რეფაელ ელაშვილი

საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბის, ხახამ რეფაელ ელაშვილის ბოლო დარაში მის მშობლიურ ლოცვაში. კულაში. 08. 09. 1998.

რაბინთა სამი თაობა გოდების კედელთან იერუშალაიმში
ეს იშვიათი სურათი გაზეთ “ალია”-ს არქივში აღ-მოვაჩინე. გადაღებულია 1981 წლის იანვარში, იერუშა-ლაიმში “გოდების კედელთან”.
სახელგანთქმული რაბინების სამი თაობა: საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბი ხახამ იააკობ დავარაშვილი (ქუ-თაისი), მისი მოსწავლე საქართველოს ებრაელთა მთ. რაბი ხახამ რეფაელ ელაშვილი (კულაში) და მისი მოს-წავლე ხახამ ფინხას ხარაზიშვილი (სურამი) – ქოენი.
ამ წმინდა ადგილზე მათი ერთად თავშეყრის მიზეზი იყო ჩემი ვაჟის შაბთაის (დღეისათვის სახელგანთქმული მკურნალი ექიმის, ბოსტონის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის) ბარ-მიცვა.
რაბინთა სამი თაობა : ხახამ იაყაკობ დავარაშვილი, ხახამ რეფაელ ელაშვილი და ხახამ ფინხას ხარაზიშვილი (ქოენი) აბრაამ საპირთან ერთად იერუშალაიმში გოდების კედელთან 1981 წ.


ხახამ რეფაელი გორში
ქართველ ებრაელთა მთ. რაბი ხახამ რეფაელ ელაშვილი აშდოდის კინო-თეატრ“ოლიმპიაში” სიტყვით გამოსვლის დროს. საღამო გაიმართა დავით ბოთერაშვილის ხელმძღვანელობით
ხახამ რეფაელი ქუთაისში
“ალ თირა ყაბდი იაყაკობ” (არ შეშინდე ჩემო ყმაო იააყაკობ)
ხახამ რეფაელი 02.1991 წ ხსოვნის საღამოზე (იცხაკ თეთრუაშვილი)
საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბის, ხახამ რეფაელ ელაშვილის სიტყვა ქართველ ებრაელთა სალოცავის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე.
რამლა. 03. 09. 1996
ასე უმღერიან კულაშელი ებრაელები ხახამ რეფაელს
ხახამ რეფაელ ელაშვილის მილოცვა სა-"როშ-ჰაშანოდ"
ისრაელის ქართულენოვანი რადიოს ჩანაწერი 2,10,2022
დიქტორი ქ-ნი მერი ამშიკაშვილი
ხახამ რეფაელ ელაშვილი გოდების კედელთან იერუშალაიმში

ხახამ რეფაელი
ხახამ რეფაელ ელაშვილი 9 აბ-თან დაკავშირებულ გოდების დროს
ხახამ რეფაელის დაკრძალვა
ხახამ რეფაელ ელაშვილის სიტყვა რაბი ბენ-ციონ ეფრემაშვილისა და რაბი იაყაკობ დავარაშვილის ხსოვნის საღამოზე



ხახამ რეფაელ ელაშვილი ბეერ-შევაში 1975 წ
קטע מתוך מגילת רות ממורנו ורבנו הרב חכם רפאל אלאשוילי זצוק״ל
ხახამ რეფაელ ელაშვილი ელია ჰანაბის სესახებ 20,08,1989 წ
ხახამ რეფაელ ელაშვილი იგონებს მის აწ განსვენებულ ბაბუას კულაშის მთ. რაბის ხახამ აარონ ბოთერაშვილს 1998 წელი
ინტერვიუს იწერს პროფ. რეუბენ ენოხი (ენუქაშვილი)
საქართველოს ებრაელთა მთ. რაბი, ხახამ რეფაელ ელაშვილი ლოდში 200 წელი
Mamuka Ashvetia
საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბის, ხახამ რეფაელ ელაშვილის დარაში გორის სინაგოგაში…
საქართველოს ებრაელთა მთ. რაბი, ხახამ რეფაელ ელაშვილი შაბუყოთში რუთისა და ნაყომის შესახებ
რაბი ხახამ იაყაკობ დავარაშვილი







რაბი გაბრიელ დავარაშვილი










სამი ძმა დავარაშვილები – დიდი რაბინები (მარცხნიდან) ხახამ გაბრ იელი, ხახამ მოშე აკატანი, ხახამ იაყაკობი
ქართველ ებრაელთა მთ. რაბი ხახამ მოშე მიხელაშვილი

კულაშელი რაბინი. უფროსი იმ სამი ძმა რაბინებისაგან, რომლებიც პირველნი ამოვიდნენ ისრაელში საქართველოდან 1967 წელს და დასაბამი მისცეს, ისრაელის ისტორიაში, ებრაელთა ყველაზე დიდ ალიას, საბჭოთა კავშირიდან

რაბი ხახამ ბენ-ციონ მიხელაშვილი

კულაშელი რაბინი. უმცროსი იმ სამი ძმა რაბინებისაგან, რომლებიც პირველნი ამოვიდნენ ისრაელში საქართველოდან 1967 წელს და დასაბამი მისცეს, ისრაელის ისტორიაში, ებრაელთა ყველაზე დიდ ალიას, საბჭოთა კავშირიდან

კულაშელი ხახმები
ამონარიდი აბრაამ საპირ-სეფიაშვილის სეფიაშვილის წიგნიდან – “კულაში – ნანახი, განცდილი, გაგონილი” 2002 წ.














ეს სურათი გადაღებულია აშდოდში (ისრაელი) 1975 წელს, ბოძებიანი სახლის ქვეშ სამი წლით ადრე დათიკოს მიერ სახელდახელოდ ამოშენებულ დროებით სალოცავში. ეს იყო საქართველოდან ისრაელში ახლად ამოსულთა პირველი სალოცავი ისრაელის ისტორიაში
რაბი ხახამ ფინხას ხარაზიშვილი-აქოენ



სურამელი რაბინები დავით და ბენიამინ ჯანაშვილები
რაბინი დავით ჯანაშვილი , რომელიც ციხიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. ის დაიჭირეს იმიტომ, რომ ღმერთის სამსახურში იდგა
რაბინი ბენიამინ ჯანაშვილი
ებრაული შირები (სიმღერები, გალობები) და მათი უბადლო შემსრულებელი ბენიამინ ჯანაშვილი
ებრაელი მლოცველის ხელოვნებას, რასაც ის ლოცვის დროს სალოცავში მიმართავს, ხაზანუთი ეწოდება. ხაზა-ნუთი შირების (სიმღერების, გალობების) თანხლებით სრულდება. შირებს ერთ-ერთი საპატიო და უმნიშვნე ლოვანესი ადგილი უკავია ებრაელი ხალხის ცხოვრე ბაში. ქართველ ებრაელთა შირები გამოირჩევა მელო დიური ორნამენტიკის სიმდიდრით (ხშირად გამოიყე ნება ნახევარტონები და მეოთხედტონები), სპეციფიკური რიტმიკით, რომელშიც სამეტყველო ინტონაციების გავ ლენა იგრძნობა; მელოდიები გამოირჩევა ემოციურობით, ექსპრესიულობით. საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა კულტურას ჰქონდა ყველაზე ხელსაყრელი პირობები საკუთარი თვითმყოფადი თვისებების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველ ებრაელთა შირები ახლოს დგანან იმ ორიგინალებთან, რომლებიც სამშობლოდან დევნილმა ებრაელებმა თან წაიღეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური თუ სოციალური პირო ბების შედეგად მათი მუსიკალური ხელოვნება სხვა დასხვა ხარისხით დაშორდა პირველწყაროს, ხოლო იქ, სადაც ებრაელი ხალხი ტოლერანტულ გარემოში ცხოვ რობდა, როგორც ეს იყო საქართველოში,
მისმა მუსიკამ შეძლო თვითმყოფადობის შენარჩუნება. ქართველ ებრაელთა საგალობლები სრულდება a cappella, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის ინსტრუმენ ტული თანხლებით შესრულების ტრადიცია, რომელიც ებრაული ისტორიის უძველესი დროიდან მოდის, დღეს აღდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სინა გოგაში, მათ შორის, თანამედროვე ისრაელშიც. ქართველ ებრაელთა საგალობლები – შირები ყველაზე მეტად უახლოვდებიან სეფარდული ტრადიციის თითქმის მი ვიწყებულ ნიმუშებს. მათში აირეკლა გარკვეული კავში რები მუსიკალური აზროვნების არქაულ შრეებთან. ისი ნი ებრაული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ფურცელია.
ქართველ ებრაელთა მუსიკა უძველესი ტრადიციის მქონე კულტურაა, რომელმაც განვითარების რთული გზა განვლო. ევოლუციის ამ პროცესში მან არსებითად შეძლო შეენარჩუნებინა თავისი თვით მყოფადობა, რის დადასტურებასაც წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეული შირები. ქრისტიანულმა სამყარომ ბევრი რამ ისესხა ებრაული მუსიკალური კულტურიდან, თუმცა, ახალი დროის მოთხოვნის თანახმად, თავისებურად გარდასახა და განავითარა ეს ტრადიციები. ებრაელთა საკულტო მუსიკის ბუნებაზე საერთო წარმოდგენას იძლევა, დღე მდე მოღწეული რელიგიური საგალობლები, რომელთა შორის ზოგიერთი მეცნიერი ქართველ ებრაელთა სა კულტო გალობას ერთ-ერთ უძველესად ასახელებს:
„ ქართველ ებრაელთა საქორწილო ცეკვები, რომლებიც ორი ათას წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ საქართველოში, ისეთივეა, როგორც მათი ქრისტიანი მეზობლების საქორ წილო ცეკვები, მეტად დამახასიათებელია ჩაცმულობა, რიგი ჩვეულებები, მაგრამ ქართველ ებრაელთა სინაგო გურ გალობას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ სა ეკლესიო გალობასთან… იგი უძველესია ებრაულ საგა ლობლებს შორის“ (Saminsky L. – Jewish music; Music of the Ghetto and Bible. . VG, Bloch, 1934., NY 1965. s..152). საქართველოს ებრაული ფოლკლორის ხაზნუთის ხელოვნების კვლევა ადვილი საკითხი არ არის. რომ დადგინდეს, როგორი იყო ხაზანუთი 100-130 წლის წინ, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნება. ეთნომუსიკოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ თბილისში იყო ახალცი ხური და სურამული სკოლების გავლენა და თავისებური ურთიერთშერწყმა.
სურამული სკოლა აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და მდიდარი მუსიკალური თვალსაზრისით, ე. ი. სურამი იყო ხაზანობის ცენტრი და გავლენას ახდენდა, ძირი თადად, აღმოსავლეთ საქართველოზე. ახალციხეში კი, ნაწილობრივ ბაბილონურ გავლენას ვხვდებით. საინტე რესოა, როგორ მოაღწია ხაზნობის ხელოვნებამ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში იერუ შალაიმიდან სურამში?! ასეთივე კერძო მაგალითები გვხდება ქუთაისშიც, რაც ადასტურებს, რომ კავშირი არსებობდა ახალ ციხეს, სურამს, ქუთაისსა და და იერუ შალაიმს შორის. სურამელი ხაზნებისთვის დამახასიათე ბელია მაქსიმალურ კულმინაციამდე აყვანილი ხაზნო ბის ხელოვნება, მუსიკალურად შერწყმული ამოსუნთ ქვის ზუსტი რეჩიტატიული ფორმით და ყველა სიტყვა ში ჩაქსოვილი აზრის გამოხატვა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ხაზნური სკოლის შექმნა არც თუ ადვილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს შექმნეს ადამიანებმა, რომლებშიც თორის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ხაზნობის სიყვარულთან და მის სწავლებასთან. ამავე დროს, ისინი დაჯილდოებულნი იყვნენ თორის ცოდ-ნით, ლოცვის გაწყობის უდიდესი ხელოვნებით, მუსიკა ლური ნიჭით, დახვეწილი მუსიკალური სმენით. ჰქონ დათ ასევე ღმერთისგან მომადლებული ნიჭი კარგი მელამედისა და აღმზრდელის, მათზეა ნათქვამი: „ხახამი გალობს ბულბულის ხმაზე, მან გაიხაროს ხათან-ქალა ზე…“ სწორედ ასეთები იყვნენ ძმები – რაბი ხახამ დავიდ და ბინიამინ ჯანაშვილები.
მხოლოდ მათ შეეძლოთ დაეტოვებინათ ის უნიკა ლური სიმდიდრე ხაზნობის სკოლისა, რომლითაც დღესაც ტკბება და ამაყობს ქართველი ებრაელობა. რაბი

ხახამ დავიდ ჯანაშვილი დაიბადა 1887 წელს, მისი ძმა, რაბი ხახამ ბინიამინი -1891 წელს, სურამში, მეირ და ციფორა ჯანაშვილების ოჯახში. მათ 4 ვაჟი და 2 ქალი შვილი ჰყავდათ. 3 ვაჟიშვილი თორის სწავლას გაჰყვა, ერთი მამას ეხმარებოდა. ისინი, დაახლოებით 1902-1906 წლებში, იერუსალიმში გაიგზავნნენ, იეშივა „ყეც ხაიმში“ სასწავლად. აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის დასას რულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი თალმიდ-ხახამი სწავლობდა საქართველოდან იეშიბაში. მამის გარადაცვალების შემდეგ ბავშვები სურამში ბრუნდე ბიან. ხახამ ბენიამინი ბავშვობას იერუშალაიმში, იეშიბა „ყეც ხაიმში“ ატარებს და თორის სწავლასთან ერთად, სეფარადული ხაზნობის კულტურას ეცნობა.
სწორედ ამ პერიოდში იერუსალიმში გაბატონებული იყო თურქულ-საფარადული ხაზნობის კულ-ტურა, რომელიც დღეისთვის იშვიათობაა. ხახამ დავიდმა და ბენიამინმა იერუსალიმში გაიცნეს და შე-ისწავლეს სეფარადული ლოცვის წყობა და ეს ხელოვნება გად მოიტანეს საქართველოში. კერძოდ, დამკვიდრდა სურამ ში, თბილისში, ახალციხეში და ნაწილობრივ, ქუთაისშიც. სურამში დაბრუნების შემდეგ, თორის გაღრმავებული სწავლება, იერუსალიმთან შედარებით, საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო. ამან განაპირობა, რომ 17 წლის ხახამ ბენიამინი 1908 წელს რუსეთში მიემგზავ რება, ხახამ დავიდი კი სურამში რჩება და სურამის მთავარ სალოცავში იწყებს მოღვაწეობას და თალმიდე ბის აღზ რდას.
ხახამ ბინიამინი სწავლას იწყებს რუსეთში ყველაზე ცნობილ ცენტრალურ ლიტვურ იეშიბაში, რომელსაც სულიერად, ფინანსურად, ადმინისტრაციული მართვით მაშინდელ იეშივათა დიდ ნაწილზე ჰქონდა გავლენა. სწორედ ამ პერიოდში მინსკის იეშივაში სწავლობდნენ მსოფლიოს უდიდესი რაბინები. ორწლიანი სწავლის პერიოდში ხახამ ბენიამინი ღებულობს რაბის, შოხეტისა და მოჰელის ასმა ხას. 19 წლის ასაკში მხოლოდ ფენომენ თალმიდებს შეუძლიათ ამის მიღწევა. იგი სახელს იხვეჭს როგორც უდიდესი მლოცველი და ხაზანი და, წარმო იდგინეთ, აშკენაზური ლოცვის ბრწყინვალე შემსრუ-ლებელი. ის გამოირჩევა ყველასგან. ეს გამორჩეულობა გახდა მიზეზი, რომ მინსკის იეშიბისა და მთელი რეგიონის იეშიბებისა და ლოცვების მეცენატი, რაბი დავიდ იალოვსკი, პირადად გამოხატავს მისად მი სიყვარულსა და პატივისცემას. მათი ურთიერთპატივის ცემა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა სულ მალე, რაბი ბინიამინმა ცოლად შეირთო რაბი იალოვსკის და, სახელად პერელი, რომელიც მანამდე ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
მინსკში მას შეეძინა ვაჟი, სურამში კი – 2 ქალიშვილი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რაბი ბინიამინი სურამის ლოცვას ხელმძღვანელობდა ხახამ გაბრიელ დავარაშვილთან ერთად. იგი მშვენივ რად ფლობდა იდიშს, ზედმიწევნით იცოდა არამეული, ივრითზე ლაპარაკიც ზედმეტია! ენით აუწერელი იყო მისი დარაში ქართულად. შირებისა და ფიუტების ქართულად თარგმნა მუსიკალურად მხო-ლოდ მას შეეძლო.1921 წლიდან, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, კომუნისტმა ჯალათებმა ბევრი თალმიდ-ხახამი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის, დავიდ ჯანა-შვილიც. ასეთი რეპრესიების მიუხედავად, ხახამ ბი-ნიამინი არ წყვეტს თალმიდების აღზრდას, განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1920-1950 წლებში მისი მოღვაწეობა ცნობილი იყო საქართ ველოში, რუსეთსა და შუა აზიაშიც (სამარყანდი, ტაშკენტი, ბუხარა და კოკანდი), სადაც დიდი სახელი მოიხვეჭა და მთელი იქაური სალოცავები მას ეპატიჟებოდნენ. მისი ამდენი მოგზაურობა იმითაც იყო გამოწვეული, რომ რაბი ბინიამინი უკვე მაშინ დაინტერესდა მუსიკოლოგიის პრობლემებით, კერძოდ, იმით, თუ როგორ შეიცვალა ლევიიმების შირები. 1942-55 წლებში ხახამ ბინიამინი თბილისის მთავარი ხაზანი იყო.
ეს წლები დაუვიწყარია თბილისის ჯამაათისთვის. როცა ის ქიფურში თეთრად გამოწყობილი დაიწ ყებდა „ქოლ ნიდრეს“, ზუსტად იმავე ნიგუნით და ენერგიით დაამთავრებდა ნეყილას, არც არავის წაიხ მარებდა. როდესაც ფარაშათ თრუმას კითხულობდა ტაყამების გამოთქმით, თითქოს ფრენდა და 20-30 სმ ემატებოდა მის სიმაღლესო. დღესაც ახსოვთ მისი ხავერდოვანი, ზარივით ხმა თბილისელებსა და სუ რამელებს. ხახამ ბინიამინის უდიდესი დამსახურება ისიც იყო, რომ მან აღზარდა მრავალი თალმიდ-ხა ხამი და ხაზანი, შოხეტი და მოჰელი. იგი გარდაიცვალა 1966 წელს.(გამოყენე ბული ლიტერატურა: ეკატე რინე ბუჩუკური„ქართულ-აღმოსავლური მუსიკალური კულტურების ურთიერთო ბის ზოგიერთი ასპექტი“.
თბილისი, 2009 წელი; პროფ. შლომო იანეცი (ჩაჩანაშვილი), „საქართველოს ებრაელთა ხაზნობის წყარო ები“, ჟ. „ჩვენი საუნჯე“, 1997 წ. N2)
ვანის და კირიათ-ათას რაბის, ხახამ ელიაჰუ ხუნდიაშვილი
ვანის და კირიათ-ათის რაბის, ხახამ ელიაჰუ ხუნდიაშვილის სა ზეიმო სიტყვა სიმხათ-თორის დღესასწაულზეკირიათ-ათა. 1983 წ.
ხახამ მოშე ხახიაშვილი



ონელი ხახმები


რაბი დავითო სეფიაშვილი

ბანძის მთ. რაბი, შოხეტი, მოელი და ხაზანი მე-20 საუკუნის დასაწყისში
ქუთაისელი ხახმები

რაბი ხაიმ აქოენი (ჯიმი ქოენიშვილი)
ხახამ იააკობ ხუბელაშვილი

ხახმები და რაბინები
ამონარიდი წიგნიდან – “საქართველოს რაბინები, რელიგია და ისტორია”
უზი ხიტმანი უმღერის მამაზეციერს
ხახამ სიმონ ელიშაყაშვილი
იცხაკ გაგულა
რაბი, ხაზანი, ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ყოფილი წევრი, ადვოკატი, მომღერალი
სალოცავები (სინაგოგები)
ა ხ ა ლ ც ი ხ ე
ს ა ჩ ხ ე რ ე

მამუკა აშვეთია: საჩხერის სინაგოგის აღდგენის საზეიმო ცერემონიალი 2012 წ.
ბ ა თ უ მ ი



ბ ა ნ ძ ა
ზემოთ და მარჯვნივ აჯიაშვილების სალოცავი ბანძაში. ერთ დროს ამ სალოცავის გვერდით იყო სეფიაშვილების შედარებით პატარა სალოცავის შენობა (ქვემოთ)



ვ ა ნ ი


თ ბ ი ლ ი ს ი






თბილისის სინაგოგა -1918-1923 წწ.-ში
1997 წ.-დან შენობაში სამეფო უბნის თეატრი იყო განთავსებული.
მაია ძაძამია იმყოფება აქ: Great Synagogue დიდი სინაგოგა.
31 ივლისი, 2023 · თბილისი, საქართველო ·
1897 წლის ქართულ გაზეთში ვკითხულობთ: ”ტფილისში მცხო-ვრებ ქართველ ებრაელებს განუზრახავთ ძველთაძველი სალოცავის მაგივრად, იერუსალიმის შესახვევშია აგონ ახალი დიდი სალოცავი. ამ საქმეს სათავეში უდგანან ებრაელთა რაბინი ლევინი და აბრამ გო-რელაშვილი და 3000 მანეთი უკვე შეუკრებიათ ამ საქმისათვის.”
გაზეთი ”ივერია” 1903 წლის 25 იანვარს წერდა: ”დიდი ხანია, ტფილისის ეგრეთ წოდებულ ქართველთ ებრაელთ განიზრახეს საკუთარის სამლოცველოს (თორის) აგება ტფილისში, მაგრამ დღეს აქომამდე მართლა რომ ქართველური უთაობა აფერხებდა ამ საქმეს;
ამ ცოტა ხნის განმავლობაში ქართულ ენაზედ მოლაპარაკე ებრაელებს მიუციათ თხოვნა გუბერნატორისათვის და უთხოვნიათ, რომ ნება დაგვრთეთ ჩვენს შორის შევაგროვოთ ფული საკუთარის თორის ასაგებადაო.
გუბერნატორს ებრაელებისათვის ნება დაურთავს იმ პირობით, რომ ხელისმოწერა გაიმართოს მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში და ისიც ერთი წლის ვადით, ამასთანავე, გუბერნატორს დაუვალებია პო-ლიცმაისტერისათვის გამოუცხადოს ქართულად მოლაპარაკე ებრა-ელებს, რომ შემდეგში არ იწოდებოდნენ ქართველ ებრაელებად, არა-მედ იწოდებოდნენ ადგილობრივ ებრაელებათ”.
კ უ ლ ა შ ი












კულაშის იეშიბა ის 1911 წელს აშენდა
widgetid

Loading...
კულაშის სალოცავები
მიშა მიშა შენგელია სამტრედიელები
მოდერატორი
სამტრედიის - კულაშის სინაგოგა
დაბა კულაში, რომელიც სამტრედიიდან 6 კმ-ში მდებარეობს, ქართველ ებრაელთა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ინახავს. ამ ნაწილის კუთვნილებაა კულაშის სინაგოგაც.
კულაშის სინაგოგის ისტორია
როგორც ისტორიულ წყაროებშია აღწერილი, დაბა კულაში შვიდი ებრაული ოჯახი XVII საუკუნის მიწურულს დასახლდა. მოგვიანებით მათი რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ 1990-იან წლებამდე სამტ-რედიაში კულაშის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ებრა ელი იყო.
დაბაში რამდენიმე სინაგოგა არსებობდა, თუმცა დღემდე შემორ-ჩენილი უძველესი სინაგოგა XVIII საუკუნით თარიღდება. მის გვერ-დით დგას ხის დიდი სინაგოგაც, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული, და შენობა, რომლის მეორე სართულზეც ებრაელთა რე-ლიგიური სკოლა იყო.
სამლოცველოში ახლაც ინახება თორის უამრავი ეგზემპლარი. მათ შორის არის 1879 წელს ვარშავასა და 1886 წელს კონსტანტინოპოლში გამოცემული წმინდა წიგნები.
ებრაული სალოცავების მოპირდაპირე მხარეს ებრაული სასაფლაო მდებარეობს.
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართველმა ებრაელებმა კულაში დატოვეს, როდესაც საქართველოდან დაიწყო ებრაელთა მა-სობრივი დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში.
ახლა დაბა კულაში არცერთი ებრაული ოჯახი აღარ ცხოვრობს,. თუმცა კულაშელი ებრაელები და მათი შთამომავლები ხშირად სტუ-მრობენ თავიანთ სახლებს.
ო ნ ი







წყლის კურთხევა ონში
ონის სალოცავის 125 წელი
ონის სინაგოგა - 125
ონის სინაგოგის მშენებლობა 5 წელი მიმდინარეობდა და საბოლოო სახე 1895 წელს მიიღო. ტაძრის აგებას სათავეში ჩაუდგა ელიაუ (ელია) ამშიკაშვილი, რომელიც ონელ ებრაელობას გაუშვია მოსკოვში განათლების მისაღებად. იქიდან 18 წლის ყმაწვილი გაგზავნეს კრაკოვსა და ვარშავაში, სადაც იმდროინდელი ებრაული სამყაროს ცნობილი სასულიერო ცენტრები გახლდათ. სწავლის დასრულების შემდეგ ვარშავაში რაბინად აკურთხეს და იქვე დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა და იქაურ რელიგიურ წრეებს სთხოვა დახმარება ონის სინაგოგის ასაგებად. პროექტიც იქვე შეუკვეთა. მისი ერთგული თანაშემწე ყოფილა იოსებ ბუზუკაშვილი.
მშენებლობაზე მიწვეულნი იყვნენ ბერძენი ქვის მთლელი ოსტატები. ქალი და კაცი ფეხზე დადგა. ვისაც რით შეეძლო, ისე შეჰქონდა წვლილი სალოცავის აგებაში: ზოგს - ფულით, ზოგსაც - ფიზიკური შრომით. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ცნობით, სამშენებლო მასალა დიდი ჭაპანწყვეტით ამოიტანეს მეზობელი რაიონებიდან - ნახევრად დამუშავებულ მოსაპირკეთე-ბელ ლოდებს საირმისა და ქვაბტკირის კარიერებიდან 30-50 კილომეტრის მანძილზე ხარებით ეზიდებოდნენ და თეთრი ფიქალის ქვებს ადგილზე თლიდნენ.
შეუსვენებელი, ზამთარ-ზაფხულ თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ხალხმა, რომელსაც დახეული ჩოხა და გარღვეული ქალამნები ეცვა - საოცარი სალოცავი ააგო. მის გუმბათზე დადგმული „მაგენ დავიდი“ („დავითის ვარსკვლავი“) საუკუნოდ შეენივთა რაჭის ლურჯ ლაჟვარდებს. აღსანიშნავია ონელი ქართველების წვლილი: სოფელ მეიდნის ხის ოსტატებმა იშვიათი მასალისგან სკამ-სავარძლები დაუმზადეს სალოცავს, შიდა კედელი კი მხატვარმა შოთა გოშაძემ მოხატა.
1895 წელს ონის სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. ასეთი ხალხმრავლობა არ ენახა ონს. სიტყვები წარმოუთქვამთ საქართველოს რაბებს, სტუმრებს, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, დიდი პატივით შეუბრძანებიათ სეფერ თორები. ონის ებრაელობა, რომელიც იმხანად დაბის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა,

1.9.2015
ხვალ რაჭაში აღინიშნება ონის სინაგოგის აშენებიდან 120 წელი. ეს დიდებული შენობა 1895 წელს აუგია ელიაუ ამშიკაშვილს.
ელიაუს განათლება ჯერ მოსკოვში, შემდეგ პოლონეთში მიუღია. სასწავ ლებლის დამთავრების შემდეგ რაბებს უკითხავთ, სამშობლოში დაბრუნე-ბული რას გააკეთებობ ?
წამომდგარა მაღალი, ლამაზი ჭაბუკი და სევდიანად უთქვამს:
- საშუალება რომ მქონდეს, ავაგებდი დიდ ტაძარს, რომელშიც ონის ებ-რაელობა შეიკრიბებოდა სალოცავად, მე კი მათ ვარშავაში მიღებულ ცოდნას გადავცემდიო.
რაბებმა ახალგაზრდა ხახამი ოქროთი და სინაგოგის პროექტით გამოუშ-ვეს. ელიაუს მშენებლებად ბერძნები მოუწვევია.
ონელები გვერდში ედგნენ ხახამს. განსაკუთრებით გამოუჩენიათ თავი სოფელ ღარში მცხოვრებ ჯაფარიძეებს, ასევე სოფელ სხვავის მცხოვრებთ და შეუგროვებიათ ოქრო, რომ მშენებლობაში დახმარებოდნენ.
მაგრამ ელიაუს ამ ძმურ დახმარებაზე უარი უთქვამს. ებრაელთა სალო-ცავი ებრაელთა ნაოფლარით უნდა აშენდესო...
რვა თვეში აშენდა ონის უდიდესი და ულამაზესი სინაგოგა.
1932 წელს, საბჭოთა რეჟიმი ეკლესია-მონასტრებს რომ ანგრევდა, ონის სინაგოგასაც მიადგნენ თურმე. მაგრამ ებრაელებთან ერთად ქართველმა ქა-ლებმაც აკვნის ბავშვებით დაიცვეს სალოცავი.
ის დღესაც დგას მთელი რაჭის მშვენებად, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის დასტურად.
ლეილა ნოდია

ელიაუ ამშიკაშვილს ისეთი სულიერი აღმავლობის გზაზე დაუყენებია, რომ ონს, თურმე, „პატარა იერუშალაიმს“ უწოდებდნენ. რაბების ქადაგებები და ღაღადისი მაგნიტივით იზიდავდა მლოცველთა გულებს. საზღვარგარეთიდანაც კი მიდიოდნენ სალოცავის სანახავად...
1927 წელს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა საბჭოთა კავშირის მთავრობის ბრძანება სალოცავების ლიკვიდაციის შესახებ. ეს ებრაელთა სალოცავებსაც ეხებოდა. ონის სინაგოგას დანგრევის საფრთხე შეექმნა. ჯამაათმა თბილისში, მთავრობის ხელმძღვა-ნელებთან გაგზავნა მჭერმეტყველი კაცი და ჯამაათის სახელით სთხოვა სალოცავის შენარჩუნება. ამასთანავე, სალოცავის შიგნით ჩაიკეტნენ მეძუძური ებრაელი და ქართველი ქალები თავიანთი ჩვილი ბავშვებით. მათი გადაწყვეტილება ურყევი იყო - ან დახოცი-ლიყვნენ სალოცავში ბავშვებთან ერთად, ან ეხსნათ სალოცავი დანგრევა-განადგურებისგან.
მთავრობამ უკან დაიხია, ვერ აღუდგა მეძუძურ ქალთა თავგანწირვას. ამ საქმეს ხელმძღვანელობდა რაბი დავით ბააზოვი. მცირეოდენი შეფერხებების მიუხედავად, სალოცავი განაგრძობდა მოქმედებას ...
1995 წლის 17 სექტემბერს დიდი აღმავლობით ჩატარდა სინაგოგის 100 წლის, 2005 წელს კი 110 წლის იუბილე.
კავკასიონის მთების ძირას, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, დგას თეთრი გედივით ყელმოღერებული ტაძარი, რომელიც არა მხოლოდ ონის მშვენებაა, არამედ მთელი საქართველოს დიდება და სიამაყე.
ისაკ კრიხელი

ონის სინაგოგის საუკუნოვანი იუბილე
17. 09. 1995.
ს ე ნ ა კ ი
.jpg)
ს ო ხ უ მ ი


ქ უ თ ა ი ს ი




პატარა სალოცავი


"პატარა ლოცვა" ქუთაისში. აშენებულია 1812 წელს
მამუკა აშვეთია
სახელწოდება – ქუთაისის პატარა სინაგოგა ( „პატარა ლოცვა”, „ხანანაშვილების ლოცვა”, „ხახამ მოშეს ლოცვა”. )
აგების თარიღი – 1812 წელი.
მისამართი – გაპონოვის ქუჩა № 12.
დიდი სინაგოგის წინ, ეზოში დგას შედარებით მცირე ზომის ქვით ნაშენი შენობა, მე-19 ს-ის დასაწყისში აგებული სინაგოგა. მისი ფასადები სადაა.
პირველი სართულის კედლებს შეულესავი ქვის წყობა წარმოადგენს, მეორე სართული შელესილი და თეთრად შეღებილია, ზედაპირზე რუსტირების იმიტაციაა შესრულებული. პირველი სართული დანაწევრებულია – სწორკუთხა, მეორე კი – თაღოვანი ღიობებით, რომელთაც გარს შემოუვლის პროფილირებული საპირეები, გართულებული მცირე ზომის წარბი თავსართებით; არეები თაღებსა და სარკმლებს შორის შევსებულია სხივის მოტივით.
ნაგებობას ორი, მთავარი და დამხმარე შესასვლელი აქვს. მთავარი შესასვლელი პილასტრებითა და მასზე დაყრდნობილი დეკორატიული ანტაბლემენტით არის მონიშნული, თავად ღიობს კი სქელი საპირე შემოუყვება. ანტაბლემენტზე თაღოვანი არეა დაყრდნობილი, რომელშიც წარწერაა მოთავსებული.
კარის არეს პროფილირებული კარნიზი ამკობს. დეტალები სხვადასხვა ფრად არის შეღებილი, რაც კომპოზიციას მრავალფეროვნებას მატებს. შესასვლელს გვიანი წინფრა ერთვის, რომელიც წარწერის არეს ნაწილობრივ ფარავს კიდეც.
მეორე კარი, გვერდით ფასადზე, მეორე სართულის დონეზეა გაჭრილი და ეზოსთან რამდენიმე საფეხურიანი კიბე აკავშირებს.



ქუთაისის დიდი სინაგოგა („დიდი ლოცვა")

აგების თარიღი - 1886 წელი.
მისამართი - გაპონოვის ქუჩა №12.
საკმაოდ დიდი ზომის შენობა მდებარეობს ბ. გაპონოვის ქუჩის ხაზზე და ეზო ერთვის, რომელიც შემოსაზღვრულია ლითონის ცხაურით. ქვით მოპირკეთებული ფა-სადები შემკულია სადა დახვეწილი დეკორით. ერთ-ერთი ფასადი გაპონოვის ქუჩაზე გამოდის და ყველაზე მეტადაა შემკული; კოპოზიცია სიმეტრიულია.
ცენტრალური ნაწილი ოდნავ ამაღლებულია; ფასადი ამ არეში დანაწევრებულია სამმაგი თაღებით. ცენტრალურ თაღში მაღალი თაღოვანი შეწყვილებული სარკმლებია, მათ შორის ზემოთ კი – წრიული. სწორკუთხა არე სარკმლებს შორის შევსებულია ორ-ნამენტით. ღიობებს სქელი, პროფილირებული საპირეები შემოწერს და მაღალი, ვიწრო სამკუთხა ფრონტონები და შპილები ამკობს. სარკმლის თაღნარი ვიწრო პილასტრებს არის დაყრდნობილი.
ფასადის განაპირა ნაწილები ერთგვარ რიზალიტებს წარმოადგენს, რომელზეც თითო სარკმელია გაჭრილი. ფანჯრის რუსტირებულ საპირეს წრიული სარკმლით განსა-ზღვრული სამკუთხა ფრონტონი და მის ორსავ მხარეს განაწილებული შშპილები წარმოადგენს, აღწერილი ერთიანი კომპოზიცია, ნაგებობის იმიტაციას ქმნის. ღიობები აღმართულია პროფილირებულ თაროსა და სწორკუთხა შეღრმავებებზე.
შუა ღერძზე, ფრონტონის არეში ორნამენტულ ფორმაში ჩასმული მედალიონია დატანილი. ეზოსკენ გამავალი გვერდის ფასადს ცენტრში, სვეტებიანი პორტალი აქვს მიდგმული; წრიული სვეტები აღმართულია ბაზისებზე, დასრულებულია კორინთული ორდერის კაპიტელებით, რომლებსაც ანტაბლემენტი ეყრდნობა. ის კრონშტაინებს დაყრდნობილი კარნიზით სრულდება. ფასადი დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, რომლებიც მართკუთხა არეებშია ჩასმული, სტილიზებული პილასტრებით, სწორკუთხა შეღრმავებებით. პორტალზე სამშენებლო თარიღია: 1886 წ.
გვერდითი ფასადი, რომელიც იერუსალიმის ქუჩის ასახვევისკენ გამოდის, შედა-რებით სადაა; კუთხეები და ცენტრალური არე აქცენტირებულია პილასტრებით; შუაში თაღოვან მოხაზულობაში ჩასმულია შეწყვილებული, ასევე თაღოვანი ღიობები, წრიუ-ლი სარკმლით, თაღების შესაყართან. გვერდით არეებში თითო-თითო თაღოვანი ღიობია; აქვე, მეორე სართულის დონეზე, კიბედართული შესასვლელია მოქცეული. შენობა დასრულებულია სარტყელითა და ლავგარდნით. იერუსალიმის ქუჩისკენ გამავალი ფასადი კიდევ უფრო სადაა, დანაწევრებული პილასტრებითა და მცირე ზომის თაღოვანი ღიობებით.
ინტერიერი მოხატულია, სარკმლებს შორის კედლებზე პილასტრების გამო-სახულებებია შესრულებული, კედლების დიდი ნაწილი პეიზაჟებითა და მცენარეული ორნამენტებით არის დაფარული. მოხატულია ჭერიც, სადაც ვარსკვლავებით შედ-გენილი კომპოზიციაა მოქცეული. ნაგებობის მდებარეობა გარკვეულწილად განსა-ზღვრავს ქუჩათა მოყვანილობას, მისი ფასადების გადაწყვეტა კი მხატვრულ მხარეს, ის მიმდებარე განაშენიანებაში ერთ-ერთ დომინანტს წარმოადგენს.
"დიდი ლოცვის" 100 წელი

ქუთაისის ,,დიდი" სინაგოგის საუკუნოვანი იუბილე (1986 წ.)
ვინც ამოვიცანი: ქვემოდან ზემოთ პირველ რიგში, მარცხნიდან მარჯვნივ მესამე - ,,დიდი" სინაგოგის გაბაი, სოსე (იოსებ) ჟვიტიაშვილი, მეექვსე - ონის რაბი, ხახამ მორდეხ ყოყუაშვილი, მერვე - ცხინვალის რაბი, ხახამ ხაიმ-აბრაამ მანაშეროვი, მესამე რიგში, მარჯვნიდან მარცხნივ პირველი - სიმონ სეფიაშვილი, მეორე - მიშა ფიჩხაძე.
ნ ი უ -ი ო რ კ ი





სურათზე : (მარცხნიდან) ნიუ-იორკის სალოცავის მთ. რაბი აბრაამ აშვილი. პრეზიდენტი სოსო პატარკაციშვილი და ვოლონტარული ორგანიზაციის "თარბუთ" დამაარსებელი ილო იოსებაშვილი

სურათზე :ათეული წლების წინ ნიუ-იორკის ახალი სალოცავის შესასვლელთან იდგა მემორიალური დაფა, რომელიც ეძღვნებოდა დავით (ბატკანია) ბოთერაშვილს, კაცს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სალოცავი აშენებულიყო
ისაკ კრიხელი - როცა სალოცავს 40 წელი შეუსრულდა


სამიოდ დღეში, 23 ადარს, ნიუ იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავს არსებობის 40 წელი უსრულდება.
წერილი პირველი
„აწმყო შობილი წარსულისაგან“
საქართველოს ებრაელთა ემიგრაცია ნიუ-იორკში 1972 წლიდან იწყება. „ფორრესტ ჰილსსის“ და „რიგო პარკის“ მიდამოებში კომპაქტურად დასახლებული რამდენიმე ოჯახისგან შემდგარი სათვისტომო ახალ-ახალი ნაკადების შემომატებით მრავალრიცხოვანი და სოციალური შემადგენლობით მრავალფეროვანი ხდებოდა. თვითმყოფობით გამორჩეულ, საუკუნეების მანძილზე რელიგიურ-სულიერი ცხოვრებით გზაგამოვლილ თემში დღითიდღე მწიფდებოდა იდეა - აეგოთ თავიანთი სინაგოგა. მრევლის აქტიურმა წევრებმა - ისრაელ მიხელაშვილმა და იაკობ ელიგულაშვილმა შეარჩიეს გასაყიდად გამოცხადებული ორსართულიანი სახლი იელოუსტონ ბულვარისა და 63-ე ქუჩის გადაკვეთაზე. თემმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო ეს ამბავი და, ემიგრაციის სირთულეების მიუხედავად, შეაგროვა საჭირო თანხა და შეისყიდა შენობა მიწის ნაკვეთით.
ჯამაათის თავკაცებმა ისრაელიდან მოიწვიეს რაბი რეფაელ ელაშვილი - საქართველოს ებრაელების სასულიერო ლიდერი და მოძღვარი, ფრიად განსწავლული საერო მოღვაწე. იდეა გაუზიარეს საყოველთაოდ ცნობილ ლუბავიჩის რებეს მენახემ-მენდელ შნეესორს, რომელმაც დადებითად შეაფასა ეს საშვილიშვილო წამოწყება და წარმატებაზე დააკურთხა. აღსანიშნავია რელიგიური ორგანიზაცია „იად ლეახიმ“-ის წევრების - რაბი ელიახის, რაბი ქოჰენის, რაბი ლიფშიცის გულითადი და საქმიანი თანადგომა. აირჩიეს გამგეობა დავით (დოდიკ) ბოთერაშვილის თავმჯომარეობით. ლიტურგიების შემსრულებელ-წამყვანად მოიწვიეს ლუბავიჩის იეშივის (სასწავლებლის) კურსდამთავრებული რაბი ბენციონ მიხელაშვილი. შენობის სათანადო გადაკეთების, კეთილმოწყობისა და სალოცავად მომზადების შემდეგ, 1982 წლის 18 მარტს, ებრაული კალენდრით 5742 წლის 23 ადარს, პირველად ამერიკის ისტორიაში, შედგა საქართველოს ებრაელთა სალოცავის საზეიმო გახსნა.
1990-91 წლებში შენობის მთლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, 1991 წლის 8 სექტემბერს, ებრაული კალენდრით 5751 წლის 29 ელულს - ებრაული ახალი წლის „როშ ჰაშანის“ წინა დღეს, გაიხსნა საქართველოს ებრაელთა ახალი სალოცავი.
ი. კ.


სურათზე : (მარცხნიდან) ეკონომისტი რამაზი ჯანაშვილი და ნიუ-იორკის სალოცავის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი დავით (დათაია) ბოთერაშვილი ნიუ-იორკის ახალი სალოცავის შესასვლელთან
სურათზე : ნიუ-იორკის სალოცავის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტიი დავით (დათაია) ბოთერაშვილი ძველი სალოცავის შენობასთან
ქართველ ებრაელთა სალოცავი ვენაში (ავსტრია)




ქართველ ებრაელთ ა სალოცავები ისრაელში
ი ე რ უ შ ა ლ ა ი მ ი




კოლ იაყაკობ
ბეერ-შევა

ჰააბათ ისრაელ
ა შ დ ო დ ი


ორ-იცხაკ

ზიხრონ აბრაამ
ორ-ახაიმ
ლ ო დ ი


ლოგ გეულა
თიფერეთ აარონ

ოელ იოსეფ იცხაკ
კირიათ-ათა

ოელ იცხაკ

ყიმანუელ დავითაშვილი
ნ ა ჰ ა რ ი ა

იცხაკ ვე აბრაამ აბინუ
რ ა მ ლ ე


ყეც ხაიმ
ა ქ ო

შებეთ ახიმ
ფოთის სინაგოგაში 9.9.1998 წ.
დავით ბუზიაშვილი მოგვითხრობს
ხახამ არონ ელაშვილი

ხახამ აბრაამ აშვილი (წიწუაშვილი)
ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის მთ. რაბი

ხახამ მიხაელ დავითიაშვილი

მღერის კულაშელი გარი ელიშაყაშვილი და ებრაული სიმღერების პოპური
ლაილაშის სალოცავი


ლაილაშის სალოცავი

ქართველი ებრაელი რაბინები
სურათები შეაგროვა და დაალაგა დავით ბოთერაშვილმა

ცხინვალის ქართველ ებრაელთა რაბინი, ხახამ ხაიმ-აბრაამ მანაშეროვი ცხინვალი. 1984 წ.
სალოცავი სუჯუნაში

სალოცავი სურამში
