A 2 ებრაელთა (ქართველ ებრაელთა) ისტორია - 1
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
3 სინათლე ჩვენს ფანჯრებში - ხანუქა
5 ებრაელთა მეორე ტაძრის აოხრება რომაელების მიერ
10 იერუშალაიმის საკრალური იდეა "ვეფხისტყაოსანში"
11 აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი
12 70 წელი - ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან
15 ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი
16 ქართველი ერის ებრაული ფესვები
19 ვინ არიან ქართველი ებრაელები ?
20 ქართველ ებრაელთა გვარების ისტორია
22 კულაშელთა გვარები, სახელები, პროფესიები და ზედმეტი სახელები
23 საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია
24 ქართველ ებრაელთა ისტორია - ელდარ მამისთვალაშვილი
26 იეუდა ჩორნის მოგზაურობა საქართველოში
27 მარკ პლისეცკის მოგზაურობა საქართველოში 1929 წ
28 ქართველ ებრაელთა ისტორია - ა. საპირი
29 სურამის ებრაელთა გადასახლება ციმბირში
31 ებრაელთა კვარტალი ახალციხეში
32 ქსოვილებით მოვაჭრე ებრაელები
33 მეფე ერეკლესთან საჩივრით მისული ებრაელები
34 წყლის კურთხება "როშ-ჰაშანაში"
36 შიმშილობითი გაფიცვა მოსკოვში 1971 წელს
გაგრძელება იხილეთ A 2 ქართველ ებრაელთა ისტორია - 2
10 ტებეთი
ებრაელთა ისტორიის ტრაგიკული ფურცლები
ებრაული კალენდრით 10 ტებეთი (სამოქ. კალენდ. 14 დეკ.) ერეც ისრაელში სრული მარხვით აღინიშნება. იმისათვის, რომ გავიგოთ ამ მარხვის არსი და მნიშვნელობა 2600 წლით უნდა დავიხიოთ უკან და გავიხსენოთ იმ დროის უᲛძიმესი მოვლენები. ძვ. წ-ის 604 წელი იდგა. ბაბილონის ახალი სამეფოს ერთ-ერთი დამაარსებელი, სახელოვანი მეფე ნაბუფალასარი მიიცვალა და ტახტზე ავიდა მისი მემკვი-დრე ნაბუქოდონოსორი, რომელიც იმ დროისათვის უკვე სახელმოხვეჭილი, წარმატებული მხედართ-მთავარი იყო. მას უკვე ჰქონდა დაპყრობილი ახლო აღმ-ის რამდენიმე ქვეყანა და ახალ ბაბილონური იმპერიის შესაქმნელად სულ უფრო Და უფრო მიიწევდა წინ. მაგრამ ჯერ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მარგალიტი, უძლიერესი ციხე- სიმაგრე, უფლის ქალაქი – იერუშალაიმი უნდა დაეპყრო და თავისი იმპე რიის ბეჭედში ყველაზე მოციმციმე თვალად ჩაესვა.
დიდხანს არ უფიქრია, ძვ, წ.-ის 597 წ. სვებედნიერმა მეფემ პირველად გაილაშქრა წმინდა ქალაქზე და მძიმე ხარკი დაადო. იუდეას მეფე იოაკიმი პატიოსნად იხდიდა ხარკს, მავრამ სამი წლის შემდეგ უა-რი თქვა მასზე. ბრძენი წინასწარმეტყველები, განსაკუთრებით იერემია, აფრთხილებდნენ მეᲤეს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას, მაგრამ მან ყურად არ იღო ბრძენთა გაფრ-თხილებები. ნაბუქოდონოსორი ამ დროს ფინიკიასა და ეგვპტესთან ომით იყო დაკავებული. იუდეაში მან დიდი ლაშქარი გაგზავნა მისი სასაზღვრო ტერიტორიების დასაპყრობად, შემდეგ კი პირადად აპი-რებდა მასზე გალაშქრებას.
ამასობაში გარდაიცვალა მეფე იოაკიმი. ტახტი დაიკავა მისმა ძემ, რომელმაც გააგრძელა მამისეული ანტიბაბილონური პოლიტიკა. განრისხებული ნაბუქოდონოსორი შეიჭრა იუდეაში, ალყა შემოარტყა იერუშალაიმს, დაიპყრო რამდენიმე ქალაქი, ჩამოაგდო მეფე და სხვა დიდებულებთან და რამდენიმე ათას მეომართან ერთად ტყვედ წაასხა ბაბილონში.
ტყვეთა შორის იყო დიდი წინასწარმეტყველი იეხისკიელიც. ნაბუქოდონოსორმა იუდეას მეფედ აკურთხᲐ ჩამოგდებული მეფის ბიძა მათანია, რომელსაც სახელი გადაარქვა და ციდკიაჰუ უწოდა. სულ მალე ციდკიაჰუ პროეგვიპტური დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოექცა და რამდენიმე წლის შემდეგ ზურგი აქცია ბაბილონის მეფეს. იერემია გამუდმებით მოუწოდებდა მეფეს არ დაერღვია ნაბუქოდონოსორისათვის მიცემული სიტყვა, ყოფილიყო მისი მომხრე და ამით ეხსნა ქვეყანა აოხრებისაგან , მაგრამ არც ციდკიაჰუმ მიიღო მისი დარიგება. მას თვალი ეგვიპტელების, მოაბელების და ფინიკიელებისკენ ეჭირა, იმედი ჰქონდა, რომ მათთან კოალიციაში შესძლებდა ბაბილონელების დამარცხებას რაც საბედი სწერო შეცდომა გაᲛოდგა.
მისი მეფობის მე- 9 წელს გამძვინვარებულმა ქალდეველმა (ბაბილონელმა) ტირანმა გადაწყვიტა მიწის პირისაგან აღეგავა იუდეა. უზარმაზარი არმია გაგზავნა პატარა ქვეყანაში, მტრის ურდოებმა მძიმე ალყაში მოაქციეს იერუშალაიმი. ეს იყო ძვ. წ.-ის 588 წლის 10 ტევეთი. ალყა ერთი წელი გაგრძელდა. ქალაქი და მისი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა. დამპყრობლები ქალაქის გალავნებს არ სცილდებოდნენ, ხალხს გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. ალყაშემორტყმულთა დასახმარებლად ეგვიპტის ფარაონი გამოემართა თავისი ჯარით. ნაბუქოდონოსორმა იერუშალაიმს დროებით მოხსნა ალყა და ეგვიპტის არმიის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეგვიპტე დაᲛარცხდა, პატარა იუდეა ბაბოლონელი ტირანის პირისპირ მარტო დარჩა, ღვთის ქალაქი კვლავ ალყაში აღმოჩნდა, რომელიც კიდევ რვა თვეს გაგრძელდა. ქალაქში შიმშილი და ეპიდემია მძვინვარებდა, ქუჩები დახოცილთა გვამებით იყო სავსე, დამარხვას ვერ ასწრებდნენ. მეფეს გაქცევით სურდა თავის გადარჩენა, მაგრამ იერიქონის მახლო ბლად ის შეიპყრეს, ნაბუქოდონოსორის ბრძანებით თვალწინ დაუხოცეს შვილები, შემდეგ კი თვალები დასთხარეს და ბორკილდადებული გაგზავნეს ბაბილონში სადაც ციხეში დალია სული.
გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ქედმოუხრელი იუდეველები დანებებას არ აპირებდ-ნენ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდნენ, რაც კიდევ უფრო აცოფებდა და ამხეცებდა ბარბაროსებს. თითქმის ორწლიანი ალყის შემდეგ, ძვ. წ.-ის 586 წ ივნისში ბაბილონელებმა შეანგრიეს იერუშალაიმის ციხე-სიმაგრის კედელი …,
ბარბაროსულად დაანგრიეს, გაძარცვეს და გადაწვეს ღვთის ქალაქი და მისი სიწმინდე, სამყაროს ერთ-ერთი საოცრებათაგანი, სოლომონის (შლომო ჰამელეხის) აშენებული ტაძარი, გაიტაცეს მისი უმდი დრესი, ხელთუქმნელი განძი და ბაბილონის გზას გაუყენეს.
10 ტებეთი (14 დეკემბ.) გახლდათ იმ უმძიმესი ტრაგედიის პრელუდია, რომელსაც ავადმოსაგონარი, ჯერ კიდევ მოუშუშებელი 9 აბი ჰქვია. როგორც ერთი ისე მეორე თარიღი დიდი ისტორიული მეხსიერე-ბის ებრაელთათვის, იერუშალაიმის გულშემატკივართათვის, ერთნაირად მძიმე და საᲛგლოვიაროა,, ამიტომაც აღინიშნება ორივე თარიღი მარხვით, ყოველგვარი მხიარულებისაგან თავშეკავებით და ლოც ვით …
ჩვენც ვილოცოთ, ვილოცოთ, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს აღარ ენახოს წმინდა მიწას და მის შვილებს მსგავსი ტრაგედიები. ამენ სელა …
პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი
ხ ს ო ვ ნ ი ს დ ღ ე
9 ა ბ ი
ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი, ყველაზე ტრაგიკული თარიღი
ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას, მაგრამ არა საზეიმოდ, დიდი წუხილით, აღვნიშნავთ იმიტომ, რომ ყოველ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობებს ახსოვდეთ და გასიგრძეგანებული ჰქონდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება – ეროვნული კერის, ეროვნული სახლის – სამშობლოს ცნება, სამშობლოსი, რომელსაც ორთავ თვალზე მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ.
ავადმოსაგონარმა 9 აბის ორმაგმა ტრაგედიამ ამ ეროვნული სახლის გარეშე დატოვა ჩვენი ერი და სამყაროს ოთხივ კუთხეში უცხო ცასა და მიწას გამოაკერა, ხიზანის მწარე ბედი არგუნა. ბეით-ჰამიკდაშისა და იერუშალაიმის განადგურება, როგორც ძვ. წ-ის 586 წ. ისე ახ. წ-ის 70 წელს უფრო ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მაშინდელი მმართველების ცოდვებით, ძმათა შორის შუღლით და მტრობით, გათი შულობით და ურთიერთ დაპირისპირებით იყო განპირობებული ვიდრე მტრის ძლიერებით და შემართებით.
მინდა გავიხსენო ბიბლიური ამბავი ერთი მოხუცისა, რომელმაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა თავისთან მიიხმო თავისი ძენი, თვითოულს წკნელი მისცა ხელთ და თხოვა გადაეტეხათ. ყველამ იოლად გადატეხა და გაკვირვებულმა შეხედა მამას ასეთი დავალებისათვის. მაშინ მოხუცმა ყველა წკნელი ერთად შეკრა-შეკონა და კვლავ თხოვა შვილებს გადაეტეხათ, ვერც ერთმა ვერ შეძლო. აი, ხომ ხედავთ – უთხრა მამამ შვილებს – დაშლილ, გათითოებულ წკნელს ყველა ადვილად მოერიეთ, ერთად შეკრულს კი – ვერავინ. ასე იქნებით თქვენც – ერთ მუშტად შეკრულს მტერი ვერ მოგერევათ, ვერ გაგ-ტეხთ, ცალ-ცალკე კი იოლად წამოგაქცევთ. იცოდეთ, ძალა ე რ თ ო ბ ა შ ი ა. ისტორიულად დადასტურებული ეს ჭეშმარიტება ყოველთვის როდი ახსოვდა ჩვენ ხალხს და მის წინამძღოლებს. გათიშულობა, ამპარტავნობა, გაბერილი ეგო, მოყვასის შური და მტრობა, პირველობისა და დიდკაცობისთვის ყოველგვარი უღირსი ხერხის გამოყენება, ღვთის გზისაგან გადახვევა – აი მიზეზები, რაც ერის დაცემა-დაკნინებას, ეს კი თავის მხრივ სახელმწიფოებრიობის მოშლა – გაპარტახებას იწვევდა.
შინაური შუღლით დაუძლურებულ ქვეყანაში ძმათა შორის ატეხილი დავის გადასაწყვეტად უცხო პოლიტიკური და სამხედრო ძალის მომრიგებელ მოსამართლედ შემოყვანა კი, როგორც ამას მეორე ტაძრის აოხრების წინ ჰქონდა ადგილი, ხელ-ფეხს უხსნიდა მტერს, კონკრეტულ შემთხვევაში რომის ხელისუფლების წარმომადგენლებს ცბიერებით და ეშმაკობით თანდათანობით ეპატრონებოდნენ ჩვენს ქვეყანას, ხეᲚთ ეგდოთ მისი მართვის სადავეები, ხოლო შემდეგ მოესპოთ, გაენადგურებინათ ყოველგვარი ეროვნული ინსტიტუტები, მისი სულიერი და მატერიალური ფასეულობანი, ღვთის ქალაქი – იერუშალაიმი და მისი სიწმინდე – ტაძარი.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იერუშალაიმის, როგორც ძმათა სიყვარულისა და გამტანობის ლე გენდაზე აღმოცენებული ქალაქის საბოლოო მოოხრება-გაპარტახება მოხდა ძმათა შორის სიძულვილისა და სისხლის ღვრის საფუძველზე წარმოშობილი ქალაქის – რომის იმპერატორისა და მისი პირსისხლიანი ლეგიონერების მიერ.ებრაელთა ეროვნული მეობის, მათი კვალის წაშლის მიზნით მტერმა სახელიც კი შეუცვალა ქალაქს – ელია კაპიტოლინა შეარქვა. ასე გაქრა იერუშალაიმი, ვითარცა იუდეველთა რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი და მასთან ერთად ებრაელთა სახელმწიფოებრიობა და დასაბამი მიეცა მათი არსებობის ახალ, უმძიმეს პერიოდს – გ ა ლ უ თ ს. და, ისმოდა მშობლიურ კერას მოწყვეტილ ებრაელთა ბაბილონის მდინარეებთან დადებული ფიცი – სიმღერა “თუ დაგი-ვიწყო იერუშალაიმ …. ,
ჰოდა არ დავიწყებიათ და არც ჩვენ ვივიწყებთ 2600 თუ 2000 წ-ის წინ გადატანილ ტრაგედიებს. ჩვენი ხალხის კოლექტიური მეხსიერება კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს გააცოცხლებს და რეტროსპექ-ტულად Აღადგენს ჩვენი ისტორიის შავბნელ კადრებს, უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის.
ყოველი წლის 9 აბის დღეს ყოველი ჩვენგანის სულში ძლიერად ჩამოკრავს ჩვენი მეობის დედო ზარი და შეგვახსენებს, რომ “სამშობლო როგორც დედაი ერთია ქვეყანაზედა” და როგორც დედას და კიდევ უფრო მეტადაც უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი, მაშინ არც მესამე ტაძრის შუქის ნახვა იქნება მიუწვდომელი ოცნება. ტაძრამდე კი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც) ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი მიგვიყვანს, ერთმანეთისადმი, მოყვასისადმი სიყვარული, რამეთუ მხოლოდ უანგარო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს შეუძლია შენება;
შურს , მტრობას, ეგოიზმს კი – ნგრევა. ჩვენზეა დამოკიდებული რას ავირჩევთ – ნგრევას თუ შენე-ბას, სიძულვილს თუ სიყვარულს. იმედია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს. იმედი და სიყვარული ნუ მოგვიშალოს ღმ-თმა. გვახსოვდეს : ძალა ერთობაშია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. სიყვარულმა აღადგინა მკვდრეთით, ააშენა და აგრერიგად დაამშვენა 2000 წლის წინ იავარქმნილი, უდაბნოდ ქცეული ერეც ისრაელი და მის წიაღში დააბრუნა მშობლის თბილ უბეს მოწყვეტილი, დედამიწის ოთხივ კუთხეს წიწილებივით მიმობნეული მისი შვილები. რომ არა დიდი, გაუნელებელი სიყვარული და ხ ს ო ვ ნ ა წარსულისა არ იქნებოდა დღევანდელობა და არ იქნება არც მომავალი, რამეთუ “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა”. დაე, დღევანდელ დღეზე უფრო დიდებული და გაბრწყინე-ბული მომავალი დაბედებოდეს ჩვენს ქვეყანას.
ასეთი მომავალი კი ერთობით, ურთიერთ გატანით და წარსულის მწარე გაკვეთილების ხსოვნითა და გათვალისწინებით იქნება გარანტირებული. ბეით-ჰამიკდაში ქორონიკონით ძველსა ხუთას ოთხმოც დაექვსსა შენი სიწმინდე შელახა ნაბუხადნეცერმა. შემოგაძარცვა სამოსი, პირიდან რიდე ჩამოგხსნა, შენი ხელთუქმნი მშვენება მურდალი ფეხით გათელა, აგყარა ოქროს კლიტენი, საგანძურს ხელი დარია, ქერუბიმთ თვალნი დასთხარა, წარსტაცა ფირუზ-ლალია, ბაჯაღლო ოქროს შანდალი სიცოცხლის ხისა მსგავსია, წმიდაის კრეტის საბმელი თვალთუნახავი განძია – სუყველა მიისაკუთრა, თავის ნადავლად აქცია. დიდი დავითის ნანატრი, სოლომონ მეფის ნაღვაწი, სამყროს საოცრება და საწმიდაო ალაგი ოხ-რად დაგაგდო, გაგწირა, სულ ნანგრევებად გაქცია, შენი მრევლი და მსახურნი ვაგლახ, ტყვეებად აქცია. იერემიას გოდება ქვის ლოდებსაც კი დაადნობს, ბაბილონში მყოფ ტყვეებსაც მოთქმა-სატირლად განა წყობს, ეზრას კი, იმათ წინამძღოლს სულში ისეთ ცეცხლს დაუნთობს ქოენ- ლევიტთა ნაშიერთ კავკა სიიდან მოუხმობს და ნეხემიასთან ერთად ძველი ტაძრის ადგილზე მეორე ბეით-ჰამიკდაშის საძირკველსაც გააწყობს. ღვთის სახლი ისევ აღდგება, ისევ იბრწყინებს ოქროს მენორა – შვიდტოტიანი შანდალი, წმინდა საკმეველს კვლავ დასწვამს მეუფე, დიდი ქოენი, უფლისთვის ისევ დაცხვება წინადაგების პურები, მსხვერპლის შეწირვაც აღსდგება ისე ვითარცა ეგების, მარამ …, რად გინდა იმ სახლსაც პირველის ბედი მოელის – 9 აბის დაწყევლილი დღე მას კარგს არაფერს უქადის, ამ დღეს ჩაესვენება იმისი ბედის ვარსკვლავი, მის ცეცხლში ჩაიფერფლება დიდება იუდეასა, აწმყო და მომავალი ერთდროს დიადი ერი-სა, უზნეო რომი უკვე წერს შავბნელ სცენარს მეორე, არნახულ ტ რ ა გ ე დ ი ი ს ა …
( პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი, 2009 წ .)
სინათლე ჩვენს ფანჯრებში
ხ ა ნ უ ქ ა
დიახ ძვირფასო მეგობრებო , ჩვენი დღევანდელი საუბარი ხანუქის ბრწყინვალე დღესასწაულს შეეხება, რომელიც კვირა საღამოს შემობრძანდება და ჩვენი ქვეყნის და მის გარეთ მცხოვრებ ებრაელთა ყოველ ოჯახში გაიბრწყინებს მისთვის საგანგებოდ დანთებული ფერად – ფერადი სანთლების შუქი, რომელიც ყველასათვის დასანახი და შესამჩნევი უნდა იყოს გარე სამყაროსთან მიმართებაში, ამიტომ სასურველი და შეიძლება ითქვას, საჭიროცაა, რომ სანთლები ფანჯარასთან ახლოს დაინთოს. ჩვენი დიდებული დღესასწაულებიდან ხანუქა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნამდვილად ბრწყინვალეა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნე-ლობით. რაში მდგომარეობს მისი ბრწყინვალება ?
უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ ის სინათლის, შუქის დღესასწაულია და ამას მისი უძველესი სახელწოდება “ხაგ ჰა ურიმ”-იც ადასტურებს, ამაში კი იგულისხმება არა კოსმიურ-ასტრალური, არამედ სულიური სინათლე, სულიური შუქი, რაც უკავშირდება ებრაელთა ჰეროიკული ისტორიის იმ პერიოდს, როცა ერთმა მუჭა მამულისათვის თავდადე-ბულმა იუდეველებმა გმირი მაკაბელების თაოსნობით კუდით ქვა ასროლინეს მათზე რიცხობრივად ბევრად აღმატე-ბულ და შესანიშნავი საომარი ტექნიკით აღჭურვილ ბერძენ დამპყრობთა იმპერიულ ჯარს ძვ. წ.-ის 164 წ-ის 25 ქის-ლევს, გაანთავისუფლეს მათ მიერ მიტაცებული იერუსალიმის ტაძარი, გაწმინდეს ყოველგვარი სიბილწისაგან, საკურთხეველი და სამსხვერპლო განაახლეს და ტაძარში შემთხვევით გადარჩენილი ერთი პატარა ქილა შეუბილწავი წმინ ვდა ზეთით აანთეს ტაძრის შვიდტოტიანი ოქროს მენორა და იზეიმეს მტერზე გამარჯვება.
მოხდა სასწაული და ერთი დღის სამყოფმა ზეთმა რვა დღე იკმარᲐ და გამარჯვების ზეიმიც რვა დღეს გრძელდებოდა. წმ. ზეთის ფაქტი სასწაულს მიეწერება და ასეც მოიხსენიება “ნეს შელ ხანუქა” (ხანუქის სასწაული). მაგრა ეს არ იყო იმ პერიოდის ერთადერთი სასწაული – პირველი და უმნიშვნელო-ვანესი სᲐსწაული მაკაბელთა მცირერიცხოვანი ჯგუფის აჯანყება და გამარჯვება იყო იმპერიულ ძა-ლებზე, ბოროტებაზე- სიკეთის,, სიბნელეზე – სინათლის გამარჯვება. ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ ყოველ წელს 25 ქისლევს ხანუქის სახით. რომ არა ეს დიდი გამარჯვება, ვინ იცის , ვიქნებოდით კი დღეს და თუ ფიზიკურად ვიქნებოდით შეგვრჩებოდა კი ჩვენი ეროვნული სახე, ენა, დამწერლობა, სუ-ლიერება – თორა და შაბათი ? არამც და არამც. ისტორიულ თუ თანამედროვე პირობებში სხვადასხვა ჯურის ამანთა უპ. ამოცანას ხომ ებრაელთა ეროვნული სახის წაშლა, მათში ღვთიური ნაპერწკლის ჩაქრობა წარმოადგენდა, ეროვნულ სახედაკარგული ხალხის მოსპობა კი ძალზედ ადვილია, მაგრამ ებრაე-ლები ჯიუტად, სიცოცხლის გაწირვის ფასად ცხადად თუ მალულად როგორც ნაკვერცხალს ისე უბერავდნენ სულს და არ აძლევდნენ მას ჩაქრობის საშუალებას. რამდენი ნათელი სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას ვინ იცის, ვინ მოსთვლის. ასე იყო ჩვენი უკიდეგანო ისტორიის მთელ მანძილზე, ასე იყო მაშინაც მაკაბელთა პერიოდში.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ალექსანდრე დიდმა ( მაკედონელმა) ძვ. წ-ის 333 წ. დაიპყრო მთელი ახლო აღმოსავლეთი და თავის იმპერიაში მოაქცია, მაგრამ ათი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა და მისი უზარმაზარი იმპერია დაიშალა ორ ერთმანეთის მოᲥიშპე – ფტოლემეების და სელევკიდების სამეფოდ. თავდაპირველად იუდეა ფტოლემეების სამეფოში მოხვდა. ფტოლემეები იუდეველებსაც და სხვა დაპყრობილ ხალხებსაც საკუთარი რელიგი-ური რწმენის და ცხოვრების წესის საკითხში თავსუფლებას აძლევდნენ, მაგრამ ავადებულებდნენ ჩაეტარებინათ მსხვერპლშეწირვის წარმართული ცერემონია ფტოლემეელთა გაღმერთებული მმართველის სახელზე. ერთადერთი ხაᲚხი, რომელიც უარს ამბობდა ამაზე, იყვნენ ებრაელები.
ძვ. წ-ის მე- 3 ს- ში ფტოლემეების და სელევკიდების სამეფოებს შორის გაჩაღდა მძაფრი ბრძოლა იუდეაში საბატონოდ. ძვ. წ-ის 217 წ-ს იმარჯვეს სელევკიდებმა ანტიოქუს მე-3-ის ხელმძღვანელობით და იუდეა მათ დაქვემ-დებარებაში მოექცა. ანტიოქუს მე- 3-ე არ აღმოჩნდა ძალიან მკაცრი, მაგრამ ძვ. წ-ის 170 წ მისი მემკვიდრის ანტიოქუს მე-4 ეპიფანეს დროს ყველაფერი შეიცვალა. მოᲥიშპე ფტოლემეების და იმ დროს აღმავლობის გზაზე მყოფი რომის შიშით ანტიოქუს მე- 4 თავის ქვეშევრდომ ხალხებში, მათ შორის იუდეაში, დაიწყო ბერძნული კანონების გატარება რათა რაც შეიძლება მეტ მორჩილება-ში ყოლოდა ისინი. ეპიფანემ აკრძალა ებრაული რელიგია, იერუსალიმის ტაძარში წმინდა სამსახური, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაადგმევინა წარმართული სამსხვერპლოები, აკრძალა ბრით მილა, შა-ბათის და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა, ბავშვებისთვის ებრაული სახელების დარქმევა, სავალდე-ბულოდ გᲐმოაცხადა ბერძნულ წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობა.
საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქალები, განსაკუთრებით ახალდაქორწინებულები, რომლებსაც ბერძენთა უაღრესად შეურაცწმყოფელი კანონით ქორწინების პირველი ღამე ბერძენ მმართველთან უნდა გაეტარებინათ. სხვათა შორის ,პირველი ღამის ეს ბარბაროსული კანონი ფეოდალურ საქართველოშიც გავრცელდა და ბევრი მწუხარება და სირცხვილი არგუნა როგორც ებრაულ ისე ქᲐრ თულ ოჯახებს. ანტიოქუს მე-4 მარტო ამით როდი დაკმაყოფილდა.მან აუტᲜელ სოციალურ პირობებში ჩააყენა ხალხი, ეწეოდა რა მათ საშინელ ექსპლოატაციას – უმძიმესი გადასახᲓებით სულს ხდიდა მათ, გადასახადების ამკრეფებად კი “ელინისტებს” გადაგვარებულ ებრაელებს იყენებდნენ და ამით ღრმა უფსკრულს ქმნიდნენ მათსა და ხალხის მასებს შორის.
ანტიოქუსი იუდეის და ებრაელი ხალხის ელინიზაციისაკენ სულ უცრო და უფრო უᲐრეს ხერხებს იყენებდა და საბოლოოდ ისიც კი გააკეთა, რომ იერუშალაიმის ტაძარი წაბილწა, სამსხვერპლოზე ზევ-სის ქანდაკება დაადგმევინა და მისთვის მსხვერპლად ღორის შეწირვა მოინდომა. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო , მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სელევკიდების ბატონობის პერიოდში იუდეი-დან Არც ერთ შემთხვევაში არ ქონია ადგილი ებრაელთა გალუთში, კერძოდ კი კავკასიის იბერიაში (დღეს. საქართველო) გასვლას. ამ ყოვლად აბსურდულ მოსაზრებას მხოლოდ და მხოლოდ ებრაელთა და ქართველთა ნამდვილი, სწორი ისტორიის არცოდნა უდევს საფუძვლად, რასაც მოწმობს ძვ წ-ის მე-2 ს-ის მიჩნევა ებრაელთა პირველი კოლონიის თარიღად მცხეთაში. კიდევაც, რომ ჰქონოდა ხსენებულ პერი ოდში ებრაელთა მიგრაციას მცხეთაში (უფრო სწორედ არმაზში, მცხეთა უფრო გვიანდელია), სამწუხა-როდ, ეს სულაც არ ნიშნავს, კავკასია – იბერიაში (თვით ეს ებრაული ტერმინიც მოწმობს ამას) ებრაელთა პირველ დასახლებას. მაგრამ დავუბრუნდეთ იუდეას, სადაც ძვ. წ-ის 168 წ იუდეის მთებში შეყუჟულ პატარა დასახლება მოდეინში აჯანყებამ იფეთქა ადგილობრივი ქოენის მათათიაჰუ ხაშმონაის ხელმძღვა ნელობით. ხუთი ვაჟი ამოუდგა მოხუც მამას იმპერიული , დამპყრობელი ჯარის წინააღმდეგ საბრძოლ ველად.
მცირერიცხოვანი და ცუდად შეირაღებული ებრაელების ბრძოლა მრავალათასიან, კბილებამდე შეიარაღებული გაწვრთნილი ჯარის წინააღმდეგ ბიბლიური დავითისა და გოლიათის შერკინებას გავდა, მაგრამ ებრაელთა დაუმორჩილებელი, ჰეროიკული სულისა და უფლის შეწევნით გოლიათი დამარცხებულ იქნა. ბერძენთა მზაკვრულ გეგმას – ჩვენს ქვეყანაში მოესპოთ ყოველგვარი ეროვნული ინსტიტუტები, ებრაული ენა შეეცვალათ ბერძნულით, იუდაისტური სარწმუნოება – კერპთაყვანისმცემ-ლობით, გმირმა მაკაბელებმა და მათმა მომხრეებმა დაუსვეს წერტილი. უთანასწორო ბრძოლას მრავა-ლი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის გამორჩეული გმირის – იუდა მაკაბელისა. მაკაბელთა და მათ თანამოაზრეთა აჯანყება ეროვნული დამოუკიდებლობის და თავისუᲤლებისათვის ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენი ხალხის გმირულ ისტორიაში.
2000 წელზე მეტია ებრაელთა ყოველი თაობა გაჭირვების თუ დალხინების, მშვიდობისა თუ ეროვნული კატასტროფების ჟამსაც ყოველ წელის 25 Ქისლევს (25 ნოემბ.- დეკემბ.) გაჩირაღდნებულ საზეიმო სანთლების შუქზე რვა დღის განმავლობაში სიხარულით აღნიშნავს ჩვენი ეროვნული მეობის გადარჩენის ისტორიულ თარიღს, ბნელ ძალებზე, ბოროტებაზე, სიბნელეზე გამარჯვებას. ხანუქა შუქის დღე-სასწაულია, შუქის, რომელიც ყოველთვის დევნის სიბნელეს, მით უმეტეს სულიერი შუქი.ებრაელები ყოველთვის იყვნენ და არიან ამ შუქის, სინათლის მასხივებელნი და გადამცემნი კაცობრიობაზე,
ამიტომ ითვლებიან ისინი ყველა სხვა ხალხის სინათლის სვეტად და მანათობელ შუქურად. გილოცავთ სინათლის, შუქის, წმინდა ზეთის, მტარვალ დამპყრობთაგან ჩვენი სამშობლოს, სულიერების, ეროვნული მეობის გადარჩენის დიდ დღესასწაულს. ხაგ ხანუქა სამეახ !
ზოია ჯინჯიხაშვილი
27 ნოემბერი 2021
იერემიას გოდება
კითხულობს ისაკ კრიხელი, რეჟისორი სიმონ კრიხელი
ებრაელთა მეორე ტაძრის აოხრება რომაელების მიერ
დებორა – “ისრაელის დედა”
პროფესორი ზოია ჯინჯიხაშვილი 2009 წ.
ებრაელი ხალხის თვალშეუდგამ, გმირულ ისტორიას არაერთი ქალის დიდებული სახელი ამშვენებს, მათ შორის – ისრაელის ერთ -ერთი მსაჯულის - დებორას (ებრ. დვორა) გამორჩეული სახე-სახელი. ერეც ისრაელში მონარქიული ხელისუფლების შექმნამდე, დაახ. ძვ. წ.-ის მე-12 ს.-ში , უფრო ზუსტად ძვ. წ.-ის 1200-1025 წ.წ.-ის შუალედში ქვეყანას მართავდნენ” შოფტიმ” ანუ მსაჯულები , რომელთა შორისაც იყვნენ ქურუმებიც, მებრძოლებიც, ნათელმხილველებიც. პირველი მსაჯულები ამავე დროს მხედარმთა ვრებიც იყვნენ რამეთუ იმ პერიოდში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო ისრაელთა საცხო ვრებელი ადგილები ხშირად ხდებოდა მათდამი მტრულად განწყონილი მეზობელი ხალხების თავდასხ მების ობიექტები და ხალხი საჭიროებდა სამხედრო ძალის დახმარებას. მშვიდობიანობის დამყა-რების შემდეგ სამხედრო ბელადი ხალხის მრჩევლად და მსაჯულად რჩებოდა. მსაჯულები არჩევდნენ სახელმწიფო, სასამართლო და საზოგადოებრივ საკითხებს, ასევე კერძო პირთა შორის ურთიერთობებს.
ერთ – ერთი მძიმე დავალება გახლდათ ისრაელის 12 ტომის ერთიანობის და კავშირის, მათში ეროვ ნული სულის და ერთმორწმუნე ღმერთცნებითი იდეალების დაცვა-შენარჩუნება. მსაჯულები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ხალხში, ქვეყნის ყოველი კუთხიდან ილტვოდნენ მათთან პირადი თუ საზოგადოებრივი საქმის მოსაგვარებლად. ისრაელის 12 მსაჯულთა შორის მანათობელი ვარსკვლავივით ბრწყინავს ბრძენი ქალის - დებორას (დვორას - ებრ. ფუტკარი) სახელი. იგი ეფრაიმის შტოს წარმომადგენელი იყო . იმ პერიოდში ეფრაიმის შტოს სამოსახლო ტერიტო-რიაზე არსებული ციხე-სიმაგრეები დაკავებული ქონდათ აშურის მეფე იაბინს და მის მხედარმთავარ - სისრას. ისინი სასტიკად ჩაგრავდნენ ისრაელებს, უმძიმეს გადასახადებს აკისრებდნენ, თავიანთ მიწებზე მძიმედ ამუშავებდნენ. ისრაელები ვერ ურიგდებოდნენ ამგვარ ყოფას და ყველა საშუალებას მიმართავდნენ მის შესაცვლელად, მათ შორის შე იარაღებულ აჯანყებებსაც.
დებორა - იაჰვეს ერთგული მსახური, წინასწარმეტყველი და პოეტი ქალი ამ დროისათვის ეფრემის მთაზე, დანაკისკუდის ხის Ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის გზასთან მკვიდრობდა, აქ იღებდა მთელი ის რაელის მოციქულებს, აძლევდა მათ ბრძნულ რჩევებს, უწინასწარმეტყველებდა მომავალს, წყვეტდა სადაო საკითხებს ტომებს, გვარებს, ცალკეულ პირებს შორის. ყველას სწამდა, რომ დებორას პირით იაჰვე ლაპარამობდა, ამიტომ ყოველი მისი რჩევა და მითითება წინასწარმეტყველებად მიაჩნადათ. იმჟამად დებორა ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ისრაელში..
სწორედ იმ დროს იფეთქა ერთ-ერთმა დიდმა აჯანყებამ ქანაანეᲚთა წინააღმდეგ. დიდი პატრიოტული გრძნობით გამსჭვალულმა დებორამ გადაწყვიტა თავისი ხალხი თავისუფლებისათვის საბრძოლველად აემხედრებინა, გრძნობდა რომ ამისათვის იყო მოწოდებული (ებრაელი ჟანა დ’არკი) , სწამდა, რომ ღმ-საგან ჩაგონებული სიტყვით სიმამაცეს ჩაუნერგავდა გულში თავის სასოწარკვეთილ ძმებს. მან იწინასწარმრტყველა ისრაელის გამარჯვება და სისარას სიკვდილი სუსტი ქალის ხელით. ქანანელებთან ბრძოლისათვის დებორამ მოიწვია ბრძოლებში გამობრძმედილი, უშიშო მებრძოლი ბარაკი და მხედარ თმთავრობა შესთავაზა , მაგრამ ბარაკს სიმამაცესთან ერთად ჭკუაც აღმოაჩნდა, კარგად გათვალა , რომ დაუძლურებულ ხალხს ვაჟკაცურ სულს გაუღვიძებდა, ბრძოლის ჟინით და თავდადებით აღავსებდა და თან გაიყოლიებდა ისეთი ავტორიტეტის მქონე ბელადი, როგორიც იყო დებორა, ამიტომ შეჰკადრა ბარაკ მა : ” უკეთუ მოხვიდე შენაც წარვიდე, უკითუ არა მოხვიდე არა წავიდე “, და… , პატრიოტული გრძნობით ანთებული, ერისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული ქალი წარუძღვა ლაშქარს.
“ისრაელის დედის” “გამოჩენამ ენით გამოუთქმელი აღტყინება გამოიწვია არმიაში, ბრძოლის ჟინით და გამარჯვების წყურვილით აღავსო მებრძოლები. ქანაანელებთან შეუდარებლად მცირე და ცუდად შეიარაღებულმა ისრაელებმა მძიმე დარტყმა აგემეს თაბორის მთაზე მტრის არმიას. მხედართმთავარი სისრა ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავი კადეშს შეაფარა მეგობრის ოჯახში. სარდალი ბარაკი ფეხდაფეხ მიყვა და ეჭვი არ იყო, რომ მისი წერა გახდებოდა, მაგრამ დებორას წინასწარმეტყველება ახდა, სისრა ბარაკის ხელით კი არა ქალის ხელით განიგმირა. სისრას მკვლელი ახალგაზრდა გმირი ქა ლი – იაელი იყო, რომელსაც დებორამ თავის უმშვენიერეს პოეტურ ქმნილებაში დიდებული სტრიქონე ბი მიუძღვნა. ისრაელთა მახვილს ვერც ქანაანელთა მეფე – იაბინი გადაურჩა.
“ მსაჯულთა” წიგნის მე-5 თავში მოცემულია “დებორას საგალობელი ” , რომელშიც გამოხატა ებრა ელთა სიხარული ქანაანელებზე გამარჯვების გამო, იაელის გმირობა და ისრაელთა დაუძინებელი მტრის სისრას დედის მოთქმა. ხსენებული გამარჯვებით ისრაელმა ტომებმა 40 წლიანი მშვიდობიანი ცხოვრება დაიმკვიდრეს, მსაჯულად ყავდათ ბრძენი, გმირული სულის , ზნეობით ამაღლებული, “ისრაელის დედად “წოდებული, წმინდანად შერაცხილი ქალი – დებორა (დვორა), რომელიც კაცობრიობის ის ტორიაში პირველი ქვეყნის მმართველი ქალბატონი გახლდათ. დიდება მის სახელს.
დ ე ბ ო რ ა
ისრაელის დედად წოდებულო მსაჯულო და მოსამართლე, კაცთა მოდგმის შენ Პირველო დიაცო ხელმწოფევ ! ქვეყნისა და ხალხის ბედის ჭკუა-სიბრძნით წარმმართველო , ომში ჯარის წინამძღოლო, მეომართა გულამნთებო , გმირობის და თავდადების სიმბოლო და მაგალითო, სულზე ტკბილი მამული სთვის სიყვარულით დაღდასმულო, მშვიდობის დროს ტკბილხმოვანო პოეტო და იაჰვისტო , უფლის წმინდა მოციქულო, მისი უზენაესობის რჩეულო და ხელდასხმულო. ჟანა დ’არკი შენთან ვინ არს, არც ვინ არ გყავს მეტოქე სათნოების და სიმართლის მედროშევ. სახელი დვორა- დებორა შენზე ზედ გამოჭ რილია , შენც ფუტკარივით იღვაწე , წვა-გარჯა არ დაგკლებია, ქვეყანას- თაფლი , უფალს- სანთელი შენგან არ შემოკლებია. ორმოცი წელი ხელთ გეპყრა მართლმსაჯულების კვერთხი, სულ მისხალ- მის-ხალ წონიდი ცოდვა-მადლს , ბოროტებას და კეთილს, მორჭმით მართავდი ქვეყანას, სიკეთე გაამრავლე , მტრების თარეში აღკვეთე, მშვიდობა დაავანე. “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს ,თუნდა ხვადია” , სამყა-რომ შენით შეიტყო ჩვენებურ ქალის გენი. სამათას წელზე მეტი ხნის ჩაუქრობელო ვარსკვლავო – შენი საქმენით ამაყობს დღესაც შენი ერი.
სიონისტი ნათან ელიაშვილი
რა დრო გასულა …
პროფესორი ზოია ჯინჯიხაშვილი
გასული საუკუნის 20- იან წლებში ცნობილი სიონისტი და საზოგადო მოღვაწე ნათან ელიაშვილი დიდი გულისტკივილით წერდა: “არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ებრაული კონგრეგაცია, ერის ისეთი მივიწყებული, მიტოვებული ნაწილი, რომელზედაც ასე ცოტას წერდნენ, ასე ცოტა იცოდნენ მისი არსებო-ბის შესახებ”- ო. ამ სამწუხარო ჭეშმარიტებას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზე-ზები ჰქონდა და არავინ იტკიებდა თავს მათ გადასაჭრელად.
დიახ, ჩვენი ძირძველი თემის შესახებ არც ლაპარაკობდნენ, არც წერდნენ და მისი სახე-ლიც უცნობი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. 30-ან წლებში თბილისში დაარსებულ ებრაელთა მუზეუმშიც არ წარმოებდა თემის ისტორიის მონოგრაფიული კვლევა, მხოლოდ 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან ამ სტრიქონების ავტორის მიერ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო -კვლევით ინსტიტუტში, სადაც სტუდენტის მერხიდან (Მე-3 კურსიდან) ვმუშაობდი გერმანისტად, დიდი წინააღმდეგობე-ბის მიუხედავად იწყება ჩვენი თემის წარსულის (ისტორიის, ეთნოგრაფიის, კულტურის და რელიგიის ისტორიის) აკადემიური კვლევა.და, აი 1989 წელს ხდება სრულიად მოულოდნე-ლი რამ. რუსულ ენაზე გამოცემული ჩვენი თემისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჩემს სტატიას მოსკოვის დიდ ეროვნულ (ლენინის სახ-ის) ბიბლიოთეკაში შემთხვევით წაწყდომიან თურ-მე ამერიკელი, კერძოდ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები და გაოგნებულები დარჩენი-ლან იმ ფაქტით, რომ კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც ებრაელთა საკითხს მძიმე ტაბუ ედო ყველანაირი თვალსაზრისით, ვიღაცას გაუბედია, შეუქმნია მათ შესახებ სამეცნიერო ნაშ-რომი და გაუგზავნია ყველაზე დიდ საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო მეორეს მხრივ კავკასი-აში თურმე არსებულა პატარა ქვეყანა “ჯორჯია” და მისი ებრაული თემი. როგორც შემდეგ გახდᲐ ჩემთვის ცნობილი, ამერიკელ მეცნიერებს მოუსურვებიათ ნაშრომის “თავზეხელაღე-ბული” ავტორის გაცნობა.
საკავშირო მეცნიერებათა აკდემიის ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, რომლის სტუმრებიც ყოფილან, მისი დირექტორის, აკად. ს. არუთუნოვის დახმარებით (კარგად მიცნობდა) დამიკ-ავშირდნენ და შემომთავაზეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილებას-თან თანამშრომლობა.ზღაპარში მეგონა თავი.ა ხალგაზრდა, სრულიად დამწყებ მეცნიერ მუშაკს კი არა ჩვენი დარგის დიდ, აღიარებულ მეცნიერებს არ ხვდომიათ წილად ამისთანა პატივი. (ქვემოთ ვაქვეყნებ აკად. ს. არუთინოვის მოსკოვიდან ჩემთვის გამოგზავნილ ელვა დეპეშას, რომლითაც მატყობინებდა ამერიკელ მეცნიერთა გადაწყვეტილებას და მთხოვდა არავითარ შემთხვევაში არ მეთქვა უარი).
მიუხედავად იმ დიდი საშიშროებისა, რომელიც მანამდეც თან ახლდა ჩემს მუშაობას და ამერიკელთა წინადადების მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდებოდა КГБ-ს მხრი-დან, მაინც დავთანხმდი. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ხსენებული განყოფილების უფროსმა პროფ. პაულ ფრიდრიხმა პირადად გამომიგზავნა თხოვნა იმჟამად ამ უნივერსიტეტის ეგი-დით გამომავალი ახალი, ძალიან პრესტიჟული The Enciklipedia of Vorld Kultur-სთვის დამეწერა კარგა მოზრდილი სტატია.
სტატიისათვის შევარჩიე ჩვენი თემის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და კულტურის ზოგა-დი კვლევითი მიმოხილვა, რათა ოკეანის გაღმელ და სხვა ქვეყნების მკითხველებსაც შეძ-ლების დაგვარად გარკვეული წარმოდგენა შექმნოდათ ებრაული დიასპორის ყველაზე ძველი თემის შესახებ. პირველ პუბლიკაციას მალევე მოჰყვა მეორე პუბლიკაციაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი ევროპაშიც. ასე გასცდა საქართველოს ებრაული თემის სახელი არამარტო საქართველოს არამედ ყოფილი საბჭოთა იმპერიის და, გნებავთ იმ დროის ზოგა-დებრაული დიასპორის ფარგლებსაც და მსოფლიო სამეცნიერო რუქაზე იქნა აღნიშნული.
აშშ-ი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ უამრავი წერილი მოდიოდა ამერიკიდან, კანა-დიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩემს სამსახურში.მართალია, წერილები დიდ ცენზურას გადი-ოდნენ და ჩემამდე გარეგნულად საკმაოდ შელახულები და გახსნილები მოდიოდნენ, მაგრამ ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩვენი თემის სახელი სა-ერთაშორისო ორბიტაზე გავიდა, გავიდა ფართო ნაბიჯებით და მჯეროდა, რომ ჩემთან ერ-თად ნათან ელიაშვილის სულიც ხარობდა. ხარობდა აგრეთვე ჩვენი იცხაკ დავიდიც, რომელ-მაც იქ, ჩიკაგოში თავისი ყურით მოისმინა ამერიკელი მეცნიერების შეფასებები ჩემი ნაშ-რომებისა, რაზედაც შემდეგ მღელვარებით მიყვებოდა ხოლმე.
ისრაელში ამოსვლის შემდეგაც არ გამიწყვეტია კავშირი ამერიკელ კოლეგებთან. პროფ. არონსონთან და ბასკ მკვლევარ ხურიასთან ერთად შევქმენით დიდი საერთაშორისო პროექ ტი “იბერიული ლეგენდა”, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ივე რიელ-იბერიელი ტომების კვლევას და მათ შორის გენეტიკური კავშირის დადგენას. პროექ-ტში ქართველი მკვლევარის ჩართვასაც ვაპირებდით, მაგრამ ცოტა ხანში ესპანელი (ბასკი) მკვლევარი გარდაიცვალა, აშშ-ში და ისრაელში მწვავე ფინანსური პრობლემა გაჩნდა და… პროექტი შეჩერდა, მაგრამ მე არ შემიწყვეტია კვლევა და რამდენიმე წლისშემდეგ Კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი გამოვაქვეყნე 2012 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში “ებრაელე-ბი და საქართველო ,დიასპორა თუ …” იმედი მინდა დავიტოვო, რომ ზემოხსენებულ პროექ-ტზე მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრი სიახლე გამოაშკარავდება. პროექტის მუშაობა-ში მონაწილეობის სურვილი გამოითქვა კანადის (მონრეალის) უნივერსიტეტიდანაც, ამის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი მის ხელმძღვანელობასთან. ყველაფერი ეს კი ჩვენი თემის წარსულის აკადემიური კვლევით და იმ პირველი ამერიკული პუბლიკაციით დაიწყო. რა დრო გასულა, არც კი მჯერავს…
დ/ფ “ებრაელი პირატები” – რეჟისორი სიმონ კრიხელი, სცენარი აბრაამ საპირ-სეფიაშვილი
ამბავი ესთერისა – ცისანა ჯანაშვილი
იერუშალაიმის საკრალური იდეა “ვეფხისტყაოსანში”
იერუშალაიმის რუქა 1820 წ.
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი
წარწერა ჭიშკარზე: “შრომა ათავისუფლებს”
2018 წელი – ისრაელმა სახელმწიფოობის აღდგენის 70 წელი იზეიმა
დ/ფ “ისრაელი 70 წლისაა” – რეჟისორი სიმონ კრიხ ელი, სცენარი აბრაამ საპირ-სეფიაშვილი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალნატანჯი, ნაწამები და სანახევროდ განადგურებული ებრა-ელი ერის ნაშიერნი ათასნაირი ლეგალური თუ არალეგალური გზებით ცდილობდნენ ინგლისის მან-დატის ქვეშ მყოფ ერეც ისრაელის მიწაზე დაბრუნებას.
1947 წლის 29 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის ტერიტორიის დაყოფის შესახებ ორ ნაწილად ებრაულ და არაბულ ნაწილებად.
1948 წლის 14 მაისს ბენ-გურიონი საყოველთაოდ აცხადებს ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შესახებ (სამწუხაროდ, მხოლოდ “გეო”-ს გადაწყვეტილების საზღვრებში), იმ დროს ისრაელში მხოლოდ 600 000 ებრაელი ცხოვრობდა.
ახლად აღდგენილ სახელმწიფოს ერთი დღეც არ შეერგო თავისუფლება, ყველა კუთხიდან დაიძრა არაბი ფედაინები, ახალი სახელმწიფოს გასანადგურებლად. 15 თვის განმავლობაში მძვინვარებდა ტერორი. ფედაინებმა შესძლეს მიეტაცებინათ გალილეის ნაწილი, აღმოსავლეთ ირუშალაიმი, იეუდა და შომრონის ტერიტორიები, მათზე იორდანია გაბატონდა.
ისრაელის აღდგენის სასიხარულო ცნობამ აღაფრთოვანა მსოფლიოს ქვეყნებში გაფანტული ებრაე-ლობა და ებრაელთა მასებმა იწყეს ახალგაზრდა ქვეყანაში ამოსვლა, რამდენიმე წელში ისრაელის მო-სახლეობა 1.5 მილიონ სულამდე გაიზარდა.
ქვეყნის დაცვის პარალელურად ისრაელის ქვეყანა შეუდგა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ინ-ტელიგენციიდან დაწყებული უკანასკნელი მშრომელით დამთავრებული (ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ მოხუცი) შეუდგა საკვები პროდუქტების დამზადებას, რამდენიმე წლის განმავლობაში ისრაელმა შეს-ძლო არა მარტო შიდა სახელმწიფოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ საზღვარგარეთ მათი გატანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოსაზიდად.
რეგიონში სიტუაცია კვლავ მკვეთრად დაძაბული რჩებოდა. არაბული ქვეყნები ალყაში მოქცეულ ისრაელს ათასნაირ პრეტენზიებს უყენებდნენ და მისი მიწების მიტაცებას ცდილობდნენ.
1956 წელი. ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი ზღუდავს სუეცის არხში ნაოსნობას. ისრა-ელის არმია (ფრანგებთან და ბრიტანელებთან ერთად) იპყრობს სინაის ნახევარ კუნძულს და ანახლებს სუეცის არხში თავისუფალ ნაოსნობას.
სინაიდან უკანდახევის შემდეგ ისრაელის ახალგაზრდა სახელმწიფო მზარდი ტემპით იწყებს (სამხედრო) მრეწველობის განვითარებას. დროის მცირე მონაკვეთში ისრაელში იწყება გემების, სატ-ვირთო და ჯავსნოსანი მანქანების, თვიმფრინავების (ჯერ სამოქალაქო ხოლო შემდგომში სამხედრო) მშენებლობას. პარალელურად ვითარ-დება მრეწველობის სხვა დარგები, მეცნიერები და ინტელიგენცია უბრუნდება უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს.
1967 წელი. ეგვიპტე, სირია და იორდანია ისრაელს ომის დაწყებით ემუქრება. ისრაელი ასწრებს პრევენტიული დარტყმა მიაყენოს მტრებს და ექვსი დღის განმავლობაში ანადგურებს სამივე ამ ქვეყნის არმიებს. ომში ტოტალური გამარჯვების შედეგად ისრაელი იბრუნებს განთავისუფლების ომში არაბების მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს – აღმოსავლეთ იერუშალაიმს, გოდების კედელს, იეუდასა და შომრონს.
დამარცხების მიუხედავად არაბთა ტერორი ისრაელის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება, ის საზღვა-რგარეთ მცხოვრებ ებრაელებსაც ეხება. არაბ ტერორისტებს მხარს უბამენ უცხოელებიც. იაპონელი კოზო აკამოტო (1972 წლის 30 მაისი, ტერორისტული აქტი ბენ-გურიონის აეროპორტში), გერმანელი (5-6 სექტემბერი 1972 წელი. ებრაელი სპორტსმენების დახოცვა მიუნხენში) და სხვა ათასი ჯურის ტერორისტები. ისინი გეგმავენ და ანხორციელებენ ტერორისტულ აქტებს ისრაელში და საზღვარგარეთის ქვეყ-ნებში (გაიხსენეთ ისრაელის ელჩის მკვლელობა ლონდონში (10.8.1981) და ისრაელის საელჩოს აფეთქე-ბა არგენტინაში 17.3.1992).
მწვავდება პალესტინელთა ტერორი, 1976 წლის 5 ივლისი ენტებეში (უგანდა) გაიტაცებენ ფრან-გულ თვითმფრი-ნავს, რომელიც ისრაელებითაა სავსე (105 ებრაელი). ისრაელის გმირი ჯარისკაცები დაუჯერებელ გმირობას ჩადიან და ათავისუფლებენ ტყვეებს.
1985 წლის ოქტომბერი – ტერორისტები ხელთ იგდებენ იტალიურ სამგზავრო გემს “აკილა ლაურო” და მასზე მყოფ ებრაელებს ატყვევებენ. აქაც ისრაელი იხსნის თავის ძმებს.
ებრაელთა განთავისუფლების ომი ფაქტიურად დღემდე გრძელდება.
1972 წელი. მასიური ალია საბჭოთა კავშირიდან ისრაელში. მარტო ამ წელს ისრაელში საცხოვრებლად ამოვიდა 200 000-მდე ახალი რეპატრიანტი.
1973 წელი. ქიფურის ომი. ეგვიპტისა და სირიის ჯარები ერთდროულად ესხმიან თავს ისრაელს, ისრაელი სისხლისაგან იცლება, არმიას აღარა აქვს იარაღ-საჭურველი, ტყვია-წამალი, საჰაერო ძალებს აღარა ყავს თვითმ-ფრინავები, სახელმწიფოს განადგურებისგან თავის დაცვა მხოლოდ ატომური იარაღის გამოყენებით შეუძლია.
სწორედ ამ დროს ისრაელს დახმარების ხელს უწვდის ამერიკა (ნიქსონი).
ისრაელი შეტევაზე გადადის. ჩვენი ჯარები გადალახავენ სუეცის არხს და ალყაში მოაქცევენ ეგვიპტელთა მილიონიან მესამე არმიას, იმ ჯარისკაცთა შორის მეც ვიყავი.
დავიპყარით გოლანის მაღლობები, 56 კმ-ით მივუახლოვდით კაიროს, მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდებოდა დამასკოსა და კაიროს აღებას, მაგრამ შეგვაჩერეს …
საბჭოთა კავშირი დაემუქრა ისრაელს, რომ თუ არ შევაჩერებთ ჯარების წინსვლას, საბჭოთა არმია ჩაებმევა ბრძოლებში ჩვენს წინააღმდეგ.
ისევ ჩვენს ხელშია გოლანის მაღლობები, სინაი, სუეცის არხი და გოშენის ტერიტორია (იქ სადაც ცხოვრობდნენ ეგვიპტის გალუთში მყოფი ისრაელები 3400 წლის წინ).
1978 წლის 5-17 სექტემბერი. სამშვიდობო ხელშეკრულების დადება კემპ-დეივიდში (აშშ) ეგვიპტესთან. 15 წლის შემდეგ კი იორდანიასთანაც.
1981 წელს მენახემ ბეგინის გადაწყვეტილებით ისრაელი ანადგურებს ერაყის ატომურ რეაქტორს.
ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ ისრაელმა 6 მნიშვნელოვანი ომი (მათ შორის ლიბანის პირველი (გალილეის) 1982 წელს და მეორე 2006 წელს ომები) და არაერთი მსხვილი სამხედრო ოპერა-ცია ჩაატარა. მიუხე-დავად ისრაელისათვის მიყენებული აურაცხელი ზარალისა, ისრაელი დღითიდღე ძლიერდება როგორც ეკონომიკის ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
ისეთმა პატარა ქვეყანამ როგორიც ისრაელია 1988 წელს (მაშინ ისრაელში 4 მლნ სული იყო მხო-ლოდ) კოსმოსში გაუშვა პირველი თანამგზავრი, ხოლო დღეისათვის ისრაელის სამხედრო და სამოქა-ლაქო დანიშნულების თანამგ-ზავრები, თავისუფლად “დასეირნობენ” კოსმოსურ სივრცეში.
ალიის ხარჯზე მოსახლეობის ზრდის პარალელურად, ისრაელის ეკონომიკა მკვეთრად მიიწევს წინ. უმუშევართა რიცხვის მკვეთრად შემცირებით, თავისი მიღწევებით ეკონომიკურ სფეროში, მეცნიერების, სპორტის, მედიცინის, ჰაითექის, საიბერის, კიბერნეტიკის, სოფლის მეურნეობის, სამხედრო მრეწველობის, ავიაციისა და რაკეტმშენებლობის, სარწყავი სისტემების, ჰაერიდან წყლის მიღების ტექნოლოგიის განვითარების, წყლით მომარაგების, ნანო ტექნოლოგიის საკითხში – ანცვიფრებს მსოფლი-ოს.
გაზის საბადოების აღმოჩენამ. მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმწიფო რესურსები და გააძლიერა ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით. რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურის გამაგრება და ეკონომიური აღმავლობა.
ისრაელის სახელმწიფომ შეუძლია იამაყოს მსოფლიო მასშტაბის მიღწევებით, მისი არა ერთი მო-ქალაქე ნობელის პრემიის ლაურეატია.
დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევამ და მის მიერ იერუშალაიმის ისრაელის დედა-ქალაქად აღიარებამ ისრაელის პრესტიჟი მკვეთრად გაზარდა მსოფლიოს არენაზე და დიდი ბიძგი მისცა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის აღმავლობას.
ასე რომ, 70 წლის მიჯნაზე ებრაელი ხალხი მთელ მსოფლიოში და ისრაელის ქვეყანა გამარჯვები-საკენ მიდის ღმ-რთის შეწევნით.
არ არის მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელსაც დროის ასე მოკლე პერიოდში ასეთი სიმაღლეებისათვის მიეღწიოს.
დავასრულებდი ამერიკის პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვებით (1962 წ.):
- “ისრაელი იმისათვის არ შექმნილა, რომ გაქრეს – ის აყვავდება და განვითარდება, ის მამაცებისა და იმედის შვილია. მას ვერას დააკლებს უბედურება და იქამდე არც მიღწეული წარმატებები დააკარგვინებს მორალურ ჩარჩოებს.
მას თან მოაქვს დემოკრატიის ფარი და თავისუფლების მახვილი.
დადგა დრო იმისა, რომ მსოფლიოს ხალხებმა ახლო აღმოსავლეთში და პლანეტის ნებისმიერ წერტილში გაიგონ, რომ ისრაელი აქაა იმისათვის რომ იარსებოს.
ის უკან არ დაიხევს, მას არაფერი არ დაამარცხებს და ჩვენ არ დავუშვებთ მის დაცემას…”
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
ისრაელის 4 სასწაული
მოგვაწოდა ციცო ზალმანსონმა
ვერც ეგვიპტემ, ვერც , სპარსეთმა, ვერც ელენებმა ანტიოქე ეფიფანეს მეთაურობით, ვერც რომმა და ვერც ქრისტეს სახელს ამოფარებულმა გარეწრებმა, რომლებიც თავს მღდლებად და ქრისტიანებათ ასაღებენ თავს ვერაფერი ვერ უქნა ისრაელს !
შვეიცარიელმა პროფესორმა ე.ლაპიდემ ციურიხში წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „ოთხი სას-წაული ისრაელში“ რომლის შინაარსიც მინდა გადმოგცეთ დღეს.
ისრაელის სახელმწიფო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა. მისი ტერიტორია შვეიცარიაზე ორჯერ პატარაა, მოსახლეობა კი იმაზე ცოტაა ვიდრე ბერლინში. ისრაელს არ აქვს ბუნებრივი სიმდიდრეები, არის წყლის დიდი დეფიციტი (ებრაულში არსებობს 11 სიტყვა რომელიც აღწერს წვიმის სხვადასხვა სახეობას, 4 – ცვარს).
ნაცისტური გენოციდის მიუხედავად, ებრაელებმა გახსნეს თავიანთი საზღვრები გერმანიის მოქა-ლაქეებისთვის, მომლოცველებისთვის, დიპლომატებისთვის და ბიბლიის შემსწავლელებისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ აპირებენ შურისძიებას.
ებრაელები ოპტიმისტები არიან. ისინი ცხოვრობენ მათდამი მტრულად განწყობილ რამოდენიმე ქვეყანას შორის, მაგრამ მაინც აქვთ იმის იმედი, რომ მშვიდად იცხოვრებენ. გასაოცარია მესამე (დამოუ-კიდებელი) ისრაელის არსებობის საუკუნის მეოთხედის სტატისტიკური მონაცემები. ამდენად, პ. ე. ლა-პიდემ ორი სიტყვით გადმოსცა თავისი ლექციის შინაარსი „ოთხი სასწაული“.
პირველი სასწაული, ეს არის „მკვდარი“ ძველი ებრაული ენის აღდგენა.
XX საუკუნის დასაწყისში არცერთი ებრაელი ბავშვი არ თვლიდა ებრაულს თავის მშობლიურ ენად. ებრაელი ემიგრანტები 121 ქვეყნიდან საუბრობდნენ 70-ზე მეტ ენაზე. ფილოლოგები ამტკიცებდნენ, რომ მკვდარი ენის აღდგენა და თანამედროვეობასთან შერწყმა შეუძლებელი იყო. დღევანდელ დღეს კი ებრაულად იწერება თანამედროვე მეცნიერების მიმდინარეობების სხვადასხვა ნაშრომები. ებრაული სკოლის მოსწავლეები, როდესაც მიდიან მუზეუმში და ნახულობენ ბიბლიურ ხელნაწერებს, რომელიც აღმოჩენილია მკვდარ ზღვასთან, და მათზე დაწერილი ხელნაწერები შესრულებულია დაახლოებით 2 000 წლის წინათ, წარწერებს კითხულობენ ისეთივე სიმარტივით, როგორც სხვა ქვეყნებში – გაზეთებს. ისრაელის პარლამენტში ამ ენაზე განიხილება სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვეობასთან. ასე რომ, ფილოლოგების აზრის მიუხედავად, „მკვდარი“ ენა მაინც აღდგა, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად სასწაული უნდა ვუწოდოთ.
მეორე სასწაულია – ფერმერების კლასის შექმნა.
დიასპორაში ებრაელები ფლობდნენ თითქმის ყველა პროფესიას, თუმცა არ არსებობდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გლეხების კლასი.
პირველმა სიონისტებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ერი ვერ გადარჩებოდა საკუთარ მიწაზე მიწათ მოქმედი გლეხების გარეშე, მოუწოდეს ებრაელებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან (რომე-ლიც იყო ებრაელთა საერთო რაოდენობის 80%) ეწარმოებინათ სოფლის მეურნეობა ისრაელში. სოციო-ლოგები და ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს არ გაამართლებდა, რადგან მსგავსი მცდელობები არასდროს ამართლებდა. არსებობს ურბანიზაციის პროცესი, როცა ხალხის მასა მიდის სოფლიდან ქალაქში, მაგრამ ამ მიგრაციის შებრუნებული ფორმა ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა – გადასახლება ქალაქებიდან სოფლებში. „არ გირჩევთ რომ სცადოთ ის, რაც უკვე განწირულია“ – ამბობდნენ ისინი.
ახლა ისრაელში მილიონი მიწათმოქმედი გლეხია – რომელთა მშობლები ან ბაბუები იყვნენ ქალაქელები და ცხოვრებაში შეხება არ ჰქონიათ მიწათმოქმედებასთან და მეცხოველეობასთან.ისრაელის გლეხები სხვა ქვეყნების გლეხებისგან იმით განსხვავდებიან, რომ აქვთ უმაღლესი განათლება.
კიბუცებში არის კარგად აღჭურვილი ბიბლიოთეკა, მუზეუმებიც კი, სადაც არის გამოყოფილი კულტურული კუთხე, მხატვრობისა და თვითშემოქმედების განსავითარებლად. სწორედ ამ კლასიდან გამოდიან გამოჩენილი მწერლები და მხატვრები.
ისრაელის სოფლის მეურნეობა მსოფლიო სტანდარტების პირველ ადგილებზეა, არა მარტო უზრუნველყოფს ქვეყანას საკვები პროდუქტებით, არამედ ექსპორტირებასაც უკეთებს. როგორც ძველ ებრაულ დროში, ებრაელები გახდნენ მიწათმოქმედები და მწყემსები (მესაქონლეები).
მესამე სასწაული – ერის აღდგენა.
1949 წელს, ერთი წლის შემდეგ რაც ისრაელმა მიიღო დამოუკიდებლობა და ებრაელები ჩამოდი-ოდნენ 121 ქვეყნიდან, ქვეყანაში 8 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ამერიკელი და სკანდინავიელი ანტროპოლოგები. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ებრაელები რა საფუ-ძვლით, რა მიზეზით ცდილობდნენ შეერთებოდნენ სხვა დანარჩენებს რომ შეექმნათ ერთიანი ერი. თა-ვიანთი დაკვირვებები მათ ასე შეაჯამეს: „ისრაელის ახალმა სახელმწიფომ დიდი შტაბეჭდილება დაგ-ვიტოვა, მაგრამ თქვენ გაკლიათ ერთი რამ – თქვენ არ გაქვთ ერი. თქვენი მოქალაქეები 90 ქვეყნის წარ-მო-ადგენლები არიან, და ამ ნარევიდან რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ერი საჭიროა პროცესი, რომელიც დაახლოებით გაგრძელდება 200 წელი“. როდესაც ამერიკიდანაც ჩამოვიდნენ ებრაელთა ჯგუფი, მათ დასძინეს: „თუ XXI საუკუნის ბოლოს თქვენ ერთმანეთს მოერგებით და გახდებით მართლაც ებრაელები, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ“.
23 წლის შემდეგ იმავე მკვლევარებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ მათი პროგნოზების მიუხედავად მოხდა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ფსიქოლოგიური ინ-ტეგრაცია ერთ ერში, სადაც იყვნენ სხვადასხვა კულტურის, ენის, ცივილიზაციის წარმომადგენლები, ჩამოსული ხუთი კონტინენტიდან. ერის გაერთიანებას ასევე ხელი შეუწყო გარე საფრთხემ. ის ბორო-ტება და შეთქმულებები, რომელსაც ახორციელებენ მტრები მათ წინააღმდეგ, სასწაულებრივად სიკე-თედ ექცათ ებრაელებს.„
ნუთუ ეს სასწაული არ არის?“ – თქვა პროფესორმა ლაპიდემ.
მეოთხე სასწაული – ისრაელის თავდაცვა.
როგორც კი გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა, სამხედრო ექსპერტები მას სწრაფი და გარდაუვალი დასასრული უწინასწარმეტყველეს. მათ შორის იყო ფელდმარშალი ბ. ლ. მონტგომერი, მეორე მსოფლიო ომში ბრიტანული არმიის ერთ-ერთი წინამძღოლი და ახლო აღმოსავლეთში ძალთა განაწილების მცოდნე.
ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე 1948 წლის 14 მაისს მან განაცხადა: „ებრაელების აღსასრული დადგა“ და არც არავინ შეწინააღმდეგებია მას. ახლო აღმოსავლეთში ებრაელები იყვნენ მოსახლეობის მხოლოდ 2,5%, ხოლო მათი შეიარაღებული ძალები 40-ჯერ ჩამორჩებოდა არაბულს.სამხედრო სტრატეგები ისრაელის აღსასრულის პროგნოზებს აკეთებდნენ 1956, 1967 და 1973 წლის ომებში, მაგრამ მათი პროგნოზები ყოველ ჯერზე ცრუვდებოდა. ყველაზე საშიში იყო ომი, როდესაც არაბები გაერთიანდნენ ისრაელის წინააღმდეგ და იომ-ქიფურის დღესასწაულზე – როდესაც ხალხი მარხვასა და მონანიებაში იყო ჩაფლული, თავს დაესხნენ.
იქ უფრო მეტი ტანკი და თვითმფრინავი იყო ვიდრე ჰიტლერის დროს, როცა 1941 თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ისრაელი იბრძოდა, და მხოლოდ სინაის ნახევარკუნძულზე ორი მილიარდი დოლა-რის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიგდეს ხელში. არაბებმა რომ თავიანთი ფინანსები, რომლებსაც ხარჯა-ვენ ომებში, გამოიყენონ პალესტინელების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, თითოეულ პალეს-ტინელს ექნებოდა საკუთარი სახლი.
ებრაელებს არ უბრძოლიათ ქრ.შ.-მდე 160 წლის შემდეგ, როდესაც მათ იუდა მაკაბელი მიუძღვოდა წინ სირიელებთან ბრძოლის დროს. დაახლოებით ორი ათასი წლის მანძილზე მათ არ ჰქონიათ ეროვნული დროშა, არ ყოლიათ გენერლები, არმია, თუნდაც საკუთარი მიწა, რომელიც უნდა დაეცვათ. მსგავსი ძალები ჰქონდათ მაშინაც, როდესაც დავითის ხელმძღვანელობით ებრძოდნენ ფილისტიმე-ლებს. მაშინ იუდევლებმა გაიმარჯვეს და თავიანთ დედაქალაქად გახადეს იერუსალიმი, სადაც, ისევე როგორც დღეს, დაიწყეს ებრაულად საუბარი.
თავისი ყველა გამარჯვების გამო ისრაელმა მადლობა უნდა გადაუხადოს თავის დამცველს, რო-მელზეც მიუთითებს ფსალმუნებში დავითი. მასზე დაიმედება უტყუარია. როდესაც ებრაელები დაბ-რუნდნენ ისრაელში, ის იყო დაცარიელებული.
გალილეაში იყო ჭაობი, ხოლო სამხრეთით – უდაბნოები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წმინდა მიწაზე დაბრუნდნენ ამ ომის მსხვერპლნი, ადამიანები, რომლებიც ბანაკებში ყოფნის შემდეგ საჭირო-ებდნენ მკურნალობას და ჩანდა ისე, თითქოს ისინი არ გამოდგებოდნენ სახელმწიფოს ასაშენებლად. დღეს, როდესაც ვეცნობით სტატისტიკურ მონაცემებს, ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს ცვლილე-ბებში, რომელიც მოხდა ისრაელში, და ისრაელის არსებობის მიზანი, რომელიც მოცეულია თანახში, ადრე თუ გვიან ასრულდება. ყამ ისრაელ ხაი !
თარგმნა: სალომე ჯებისაშვილმა.
ვიცნობდეთ ჩვენს წარსულს
ჩვენი ბრძენი წინაპრები გვმოძღვრავდნენ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამის ცოდნაა საჭირო, მაგრამ სამი ყველაზე აუცილებელი, რაც სულ უნდა გვახსოვდეს. ეს არის:1.საიდან მოდიხარ2. საით მიდიხარ3. ვის უნდა ჩააბარო ანგარიში. (“მამათა შეგონებანი “,თ.3 ,1) .
ბევრნაირად შეიძლება ამ შეგონების გააზრება, მაგრამ უპირველესად ის უნდა შეიმეცნო, როგორც საკუთარი პერსონის , ისე ერის, ხალხის ,თემის წარმომავლობა-წარმოშობის, მისი წარსულის და მომავლის გათვითცნობიერება; ხალხმა თუ არ იცის საიდან მოდის, არ იცის თავისი ისტორია, მას არა აქვს წარსული და თუ წარსული არა აქვს მომავა ლიც არ ექნება.იმის გამო, რომ ჩვენი ძირძველი თემის და, რასაკვირველია, ქართველი ხალხის უდიდეს მა ნაწილმა, არ იცის ჩვენი ნამდვილი, ჭეშმარიტი ისტორია და დღემდე მის შესახებ მსჯელობს ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არასწორი, დაუსაბუთებელი მოსაზრებებით, ხშირად მომართავენ თხოვნით ფეისის სივრცეში გავაშუქო საქართველოს ებრაელთა წარსულის თანამედროვე კვლევის შედეგები.ღვთის შეწევნით ,შევეცდები დროდადრო, პერიოდულად წარმოვაჩინო თემის ისტორიული, ეთნო-ანთროპო ლოგიური, კულტურულ- რელიგიური ასპექტები უძველესი დროიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. ებრაელთა დიასპორის ისტორია დიდ დროსა და სივრცეში გაშლილი ისტორიაა, დროში , რომლის ხანიერობა ბევრი ხალხის არსებობის ხანგრძლივობას აჭარბებს. ეს არ არს უბრალოდ ისტორია ძველი კულტურული ხალხისა. ამ ისტორიაში იგი წარმოჩინდება როგორც არა მხოლოდ ძველი ბიბლიური სამყაროს, არამედ “კაცობრიობის მამოძრავებელი ღერძი “. უძველესი ხალხები ებრაელეთან ერთად ან შედარებით გვიან წარმოშობილნი დიდი ხანია Აღარ ჩაᲜან ისტორიის ასპარეზზე; უძლიერესი იმპერიები, რომლებიც მიწის პირისაგან აღგვას უპირებდნენ ებრაელებს და მათ ქვეყანას თვითონ აღიგავნენ პირისაგან მიწისა, ებრაელი ხალხი კი ცოცხლობს და არსებობს.თვით უსამშობლოობის თითქმის 2000 წლოვან პირობებშიც კი არ დაუკარგია შემოქმედებითი აქტივობა და უდიდესი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ცივილიზაციებისა და კულტურების შექმნა- განვითარებაში. ალბათ , ამიტომაც წერდა გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსი ვლ. სოლოვიოვი: “ებრაელების ისტორია მსოფლიო ისტორიის ღერძია “-ო.საქართველოს ებრაელობა ერთი მძლავრი ტოტია ფესვმაგარი ებრაული ეროვნული ხისა. ამ პატარა თემმა ღირსეულად ატარა თავისი ეროვნული მეობა ათასწლეულთა ქარცეცხლში და დღემდე მოვიდა როგორც ღირსეული შვილი ღირსეული ერისა. ათასობით ხილული და უხილავი ძარღვით არის იგი მშობელ ხალხთან, მის ისტორიულ წᲐრსულთან , ეთნიკურ ყოფასა და კულტურასთან დაკავშირებული, მაგრამ, ამავე დროს, იგი საქართველოს განუყოფელი ნაწილიცაა, მის ცასა და მიწასთან ისე იყო და არის მიკრულ- მიწებებული,როგორც ვაზი ჭიგოსთან. ამდენად , საქართველოს ებრაელთა ისტ ორია როგორც ზოგადებრაული ,ისესაქართველოს ისტორიის ნაწილიცაა,რის გამოც მის კვლევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ ამ თემისთვისაც, ზოგადებრაული და ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც, რამეთუ ამ ისტორიის ბუნდოვანი საკითხების გარკვევა საშუალებას იძლევა ორივე ხალხის ისტორიაში დღემდე არსებული არაერთი პრობლემური საკითხის ახლებური, სწორი გაშუქებისათვის.როდის და რა გზით დაიწყო კავკასიის გეოგრაფიულ არეალში ებრაელთა მიგრაცია- დასახლებები ? ეს საკითხები დაწვრილებით არის ნაკვლევ- გაშუქებული ჩვენს მრავალრიცხოვან სამეცნიერო ნაშრომებში , განსაკუთრებით წიგნში“ებრაელები და საქართველო, დიასპორა თუ… “
“ისტორიკოსი, რომელიც მომხდარ ფაქტზე დუმს, არანაკლებ ტყუის, ვიდრე ის, ვინც არარსებულ ისტორიას თხზავს” (დ. მარცელიუსი, ჩვ. წ.- ის 1ს.)
ტყუილად როდი წავუმძღვარე დღევანდელ ჩემს პოსტს, ძველი რომაელი ისტორიკოსის ეს Ყოველ დროსა და ყველასათვის გასათვალისწინებელი შეგონება. სავალალოდ უწინაც და დღესაც ცოტანი როდი იყვნენ და არიან ისეთი ისტორიკოსები, მკვლევარები, რომლებიც არამც თუ დუმდნენ, თვალს ხუჭავდნენ, ამახინჯებდნენ, ცვლიდნენ ნამდვილ ისტორიას გარკვეული,უფრო კი ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით, რაც ხშირად იწვევდა და იწვევს ეთნიკურ კონფლიქტებს, დაპირიპირებებს, ბევრ შემთხვევაში ომებსაც . დღესაც -21-ე საუკუნეშიც ვაწყდებით ამ ანომალურ ფაქტებს,მავანნი და მავანნი უტიფრად იტყუებიან ,თვალში ნაცარს აყრიან ყველას მოპᲐსუხე მხარის წაყრუების ,დუმილის, თვალის დახუჭვის გამო.
ვერც ჩვენი თემის ისტორია გადაურჩა ზემოხსენებულ ანომალიებს, თემი, რომელიც ,როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფენ, ებრაულ თემებს შორის ყველაზე ხანდაზმული, ძირძველი თემია, სამწუხაროდ,სამწუხაროდ იმიტომ , რომ დიასპორის არც ძირძველობა და არც საერთოდ არსებობა მისი არ არის ბედნიერება არც ერისთვის, არც თემისა და არც
ერთი თავისი ქვეყნის, თავისი მშობელი მიწის ჭეშმარიტად მოყვარულისა და გულშემატკივრისთვის. პირიქით, ეს ტრაგედიაა, დიდი ტრაგედია. გალუთი ( დიასპორა ) ყოველი ერისთვის ერთი მთლიანი ეროვნული ორგანიზმის დაშლა- დანაწევრების , მისი ფიზიკური და სულიერი ძალების დაქსაქსვა- გაფანტვის “შესანიშნავი “საშუალებაა, განსაკუთრებით იმ ერისთვის, რომელიც თავისი გიგანტური იდეური, შემოქმედებითი და აღმშენებლობითი პოტენციალით ყოველთვის გამორჩეული იყო სხვა ხალხთა შორის,ერის, რომელმაც კაცობრიობას მისცა უმაღლესი ღირებულებანი- ერთი ღმ-რთის რწმენა ,დამწერლობა, წიგნი, განათლება ,კულტურა, ჰუმანიზმისა და დემოკრატიის უმაღლესი პრინციპების შემცველი დასვენების დღე-შაბათი, აღაშენა და დაამშვენა ქვეყნები და ქალაქები, შექმნა მატერიალური და სულიერი კულტურის ხელთუქმნელი ძეგლები,მაგრამ უმადური კაცობრიობისაგან რა მიიღო სანაცვლოდ ? რა და სიძულვილი თავისი ღვთაებრივი გამორჩეულობის გამო, ანტისემიტიზმი- ჯვაროსნების ორლესური მახვილი ,ინკვიზიციის მოგიზგიზე კოცონები, ეშაფოტები, პოგრომები,გეტოები, გაზის კამერები,, მასიური დახვრეტები, გენოციდი. იქ სადაც ფიზიკურად არ სპობდნენ ყოველგვარ უფლებებს მოკლებულთ სულიერად და კულტურულად ისე აკნინებდნენ, რომ მოწანწალე ვაჭრუკანობის იმ უმდაბლეს საფეხურზე დაჰყავდათ, რომელიც თითქმის ფიზიკურ არარსებობას უტოლდებოდა. სამწუხარიდ, ებრაელთა ერთი ნაწილი არად დაგიდევს ისტორიის მწარე გაკვეთილებს, რომლებმაც სამწუხაროდ კვლავ და კვლავ იცის განმეორება და არამც თუ არ ჩქარობს, არც ფიქრობს გალუთიდან (დიასპორიდან) გამოსვლას, ხოლო ერთი ნაწილი თუ მოხდა და გამოვიდა ჯერ კიდევ დიდხანს რჩება სულიერ გალუთში.
ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის ძნელია (ემოციონალურ-მგრძნობელობითი თვალსაზრისით) დიასპორის ისტორიის კვლევა, მით უმეტეს რამდენიმე ათასწლეულზე განფენილი ისტორიისა, რომელიც მოიცავს არა 22, 26 ან 28 საუკუნეს ,არამედ 35 ს-ზე მეტს და ბევრად აჭარბებს როგორც ზოგადებრაული დიასპორის ისე კავკასიის არეალში ბევრი ხალხის არსებობის ხანგრძლივობას. როგორ და რანაირადო- იკითხავს გაოცებული მკითხველი და მართალიც იქნება, იმდენად რამდენადაც ამის შესახებ არასოდეს არავისგან არაფერი არ თქმულა , არ დაწერილა გადაკვრითაც კი,არ გაგვაჩნდა არანაირი მეტ-ნაკლებად დასაბუთებული,სანდო მონაცემები ჩვენი ხანმრავალი თემის წარსული ცხოვრებისა ამიტომაც შენიშნავდა გულისტკივილით ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სიონისტი-ნათან ელიაშვილი : “არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ებრაული კონგრეგაცია, ერის ისეთი მივიწყებული, მიტოვებული ნაწილი, რომელზედაც ასე ცოტას ლაპარაკობდნენ, ასე ცოტა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ “-ო. ამ არ ცოდნიდან გამომდინარე შეიძლება ზოგს დაუჯერებლად მოეჩვენოს ჩვენი Კვლევის ის გასაოცარი შედეგბი, რომელთა მისაღებად, მათი ფაქტობრივ-მეცნიერული დასაბუთებისათვის დიდი გონებრივი და ფიზიკური ძალისხმევა, სიზიფური შრომაა საჭირო.
ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩვენი თემის ისტორია რამდენიმე ათასწლეულზე განფენილი ისტორიაა, მაგრამ იგი მარტო გალუთის (დიასპორის )ისტორია როდია, არამც და არამც. საბედნიეროდ, ამ ისტორიაში იკვეთება ისეთი დროითი პერიოდები , როცა ებრაელები იძულებით, ბარბაროსი დამპყრობლების მიერ მშობლიური მიწა – წყლიდან აყრილ-გადასახლებულნი ხიზნებად კი არ მიდიოდნენ კავკასიაში, არამედ მიდიოდნენ თავისუფალი ნებით-შემთხვევითი ან გარკვეული არჩევანით, სახლდებოდნენ ათვისებულ ან ჯერ კიდევ აუთვისებელ ტერიტორიებზე და მოკლე დროში გამორჩეული ნიჭით, მოქნილი ჭკუითა და იდეებით ფორმასა და შინაარს უცვლიდნენ მათ, ქმნიდნენ სამოსახლოებს, დასახლებებს, სოფლებს, ქალაქებს, მცირე თუ დიდ ტომობრივ გაერთიანებებს( რომელთა ბაზაზე ყალიბდებოდა სამეფოები-ქვეყნები)ებრაული სახეწოდებებით, სულიერებით რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ებრაელობა ყოფილა იქ დომინანტური მოსახლეობა,ისინი არქმევდნენ სახელებს თავის სამოსახლო ადგილებს, თავის სამფლობელოებს. ამის დიდებული დამადასტურებელია ებრაული სახელებით ცნობილი “ივერია/იბერიის ” და “კოლხიდა/კოლხეთის ” სამეფოები. ივერ/ იბერების(ებრ.ივრიიმ) და ივერია/იბერიის დაწვრილებითი კვლევა მოცემულია ჩვენს წიგნში “ებრაელები და საქართველო , დიასპორა თუ… , იქვეა წᲐრმოდგენილი “კოლხი, კოლხიდა/კოლხეთი” ტერმინების პირველადი კვლევის. შედეგები.კოლხეთის თემა სავსებით დამოუკიდებლად და ფართოდ გვაქვს ნაკვლევი სრულიად ახალ, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ მონოგრაფიაში.
მაგრამ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს ებრაელთა მიერ შექმილი ფასეულობანი შემდგომში მათ მფლობელობაში არ დარჩენილან. დროის, გარემოებების და უმადურ, გვიან წარმოქმნილ ტომთა თუ ხალხთა მსახვრალ ხელს ბევრი რამ მოუსპია, შეუცვლია, მათი სახელი წაუშლია და თავისი წაუწერია, ებრაელთა შექმნილ -ნაამაგარი თავის შექმნილად გამოუცხადებია. ამ უკეთურობებში, საუბედუროდ ,ჩვენი გადარჯულებული გენეტიკური ძმების, გაქრისტიანებული ებრაელების ” ღირსეული ” წვლილიც არის. ამ საკითხზე მოგვიანებით გვექნება საუბარი ,აქ კი დავძენთ ,რომ ყველაფრის მიუხედავად ებრაელების ღრმა, ყოვლისმომცველი კვალის წაშლა თუ შეცვლა ,როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით, ხსენებული სამოსახლოების, მთების, მდინარეების, სოფლების , ქალაქების ,უძველესი გაერთიანებების და მათი მოსახლეების ებრაული სახელწოდებების ანუ ეთნონიმიკა-ტოპონიმიკის მონაცემების, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს. კავკასია-საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უხვად მიმობნეული ეს ლინგვისტური( ენობრივი) მონაცემები- ლექსიკური მასალა ჩვენი თემის უძველესი ისტორიის, ეთნიკური ყოფის, კულტურისა და რელიგიის ისტორიის კვლევის ფასდაუდებელი წყაროა, რამეთუ მათში კოდირებულია ყველაზე სანდო, უტყუარი ცნობები. ამ კოდის სწორი გახსნით და გონივრული, ობიექტური კვლევით მკვლევარის განკარგულებაში გადმოდის ყველაზე მართალი, ჭეშმარიტი ინფორმაცია ხსენებული ტერმინებით აღნიშნული დასახლებებისა და მათი ნამდვილი ნათლია-ავტორების შესახებ.
დიახ, ვაგრძელებთ საუბარს ჩვენი თემის წარსულზე, მის ისტორიაზე, რომლის კვლევაც, როგორც ჩანს, ზოგიერთებს არ სიამოვნებთ მიზეზითა სხვათა და სხვათა, უფრო მეტიც, თავს უფლებას აძლევენ აგვიკრძალონ კიდეც ( ! ! !) ” რა დაგრჩენიათ სხვის ქვეყანაში ,რას ეძებთ,ისრაელში ებრაელებს ისედაც მდიდარი ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა აქვთ, რაღა გინდათო (?!). მშობელ ერს 30-ზე მეტი საუკუნის წინ მოწყვეტილ ხალხს თუ არაფერი აქვს საძებნი და გამოსარკვევი,მᲐშინ არც სხვას ჰქონია. ეს ყოვლად დაუფიქრებელი, სავალალო ნათქვამი გვაბრუნებს იმ შავბნელ ეპოქაში – არც თუ შორეულში, როცა ყველაფერ ებრაულს ტაბუ ჰქონდა დადებული, ყოველივე ებრაული იდევნებოდა,სასტიკად იკრძალებოდა ებრაისტიკის საკითხების კვლევა , ებრაული სულიურ- კულტურული დაწესებულებების არსებობა და ა. შ. მაგრამ ეს იყო იქ- ანტიებრაულ გარემოში, დღეს კი,აქ -ჩვენს მიწა- წყალზე ვინმეს აქვს თუნდაც იოტის ოდენა უფლება მსგავსი მკრეხელობისა? არამც და არამც. მაშ რა ამოძრავებს მავანს და მავანს გაბედოს და წამოგვიყენოს ასეთი ზნეგადასული მოთხოვნა ?იქნებ შიში , დიდი შიში -არ გამომჟღავნდეს და დღის სინათლეზე არ გამოვიდეს ის , რისი გამომჟღავნებაც არ სურს არავითარ შემთხვევაში. ალბათ ეს არის რამაც გამოიწვია “ქარიშხალი ჭიქა წყალში “,რომელიც მოჰყვა ჩვენს წინა კვირის პოსტს ჩვენს მიმართ ყოვლად დაუმსახურებელი ბრალდებებით და კიდევ ერთი ყოვლად თავხედური მოთხოვით ( ?!!) -არ ვწეროთ და არ ვიკითხოთ იმ ენაზე, რომლის შექმნაში , მოვლა -პატრონობასა და გადარჩენაში ლომის წილი უდევთ ებრაელებს,იმ ენაზე, რომელიც აგრერიგად ყვავის და იფურჩქნება წმინდა მიწაზე ისევ და ისევ ჩვენი თემის დამსახურებით. როდესაც მავანნი კიდევ იფიქრებენ ჩვენთვის ხსენებულ ენაზე წერის აკრძალვას, მანამდე ჩაიხედონ “ქართლის ცხოვრებაში”,რომელსაც ხშირად იყენებენ თავიანთი პოსტულატების დასამტკიცებლად და წაიკითხონ რა წერია ქართულ ენის შესახებ : ” ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა ,ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული”-ო. 11-12ს-ის მემატიᲜის ნათქვამს ,იმედია ,ჩემს მოგონილად არავინ ჩათვლის და ” ანტიქართველის” საპატიო ტიტულითაც არ შემამკობს. გამოთქმაში “- ყოველთა ნათესავთა”იგულისხმებიან სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გადმოსახლებული ივერ/იბერ/ ებრაელები,რომელთა ძალისხმევითაც შექმნილა ხსენებული ენა. თავის დროზე იგი “ივერიულ /იბერიული”-ს სახელით ყოფილა ცნობილი (შდრ. “ივრითი”)და მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს. სწორედ იბერიული (ებრაული) ენიდან იღებს თავის დასაბამს იბერიულ ენათა ოჯახი. ახალშექმნილ ენას ებრაელთა წიაღში მიუღია სრულიად თავისებური განვითარება.მათი სალაპარაკო ენა გამოირჩევა უფრო ძველი ფორმით, მასში მრავლად არის შემორჩენილი ძველი გამოთქმები, იდიომები. “ქართველ ებრაელებში შემონახულია ბევრი ისეთი ქართული სიტყვები, რასაც ჩვენ საქართველოს სხვა კუთხეებში ვერსად გავიგონებთ-წერს ზაქ. ჭიჭინაძე-ვისაც უნდა რომ ამაზე დარწმუნდეს, იმან გაიცნოს ებრაელთა ლაპარაკი, დააკვირდეს მასა და ის ჩვენს საუბარზე ცხადად დარწმუნდება .” საქართველოს ებრაელთა ქართული მდიდარია ებრაული ლექსიკური მონაცემებით და, როგორც ვარაუდობენ, უფრო მეტად ეტყობა ებრაულის გავლენა, ამიტომ მას ებრაულ-ქართულ ენასაც უწოდებენ. ებრᲔლთა , და არა მხოლოდ ებრაელთა , წრეში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მოსაზრება, რომ სწორედ ამგვარ ებრაულ-ქართულ ენაზეა შექმნილი თორის ტექსტების ზეპირი თარგმანები ” თავსილი”-ს სახელწოდებით, რომლებიც ენობრივი თვალსაზრისით საგრძნობლად განსხვავდებიან იმავე ტექსტების სხვა ,ე.წ. ქართულ-ქრისტიანული თარგმანებისაგან. ქᲐრთული ენისადმი ებრაელთა გამორჩეული სიყვარული, და თავდადება მის დაცვაში და მოვლა- პატრონობაში იქნებ ამითაც იყოს განპირობებული. ” როგორც ძველად, ახლაც ქართველი ებრაელი ყველგან თავის დედა ენად ქართულ ენას ხმარობს-აღნიშნავს ზაქ. ჭიჭინაძე- მათ უაღრესად აქვთ ჩაქსოვილი ამ ენის სიყვარული. საქართველოს გარეშე, სადაც არ უნდა წავიდეს ქართველი ებრაელი იგი ქართულ ენას არსად არ დატოვებს, მას ყველგან ამ ენაზე ეხერხება ლაპარაკი .ქართველთ ებრაელთ უძველესი დროიდან ქᲐრთული ენა შინახეს თვით აღმოსავლეთის უშორეს ქვეყნებში, ისევე მოხდა ლაზისტანისკენ , ტრაპიზონშიც კი შეინახეს ქართველთ ებრაელთ ქართული ენა, ტრაპიზონს დღესაც ამ ენით ლაპარაკობენ.”
ალ. ფრონელი, ეხებოდა რა სამცხე-ჯავახეთის ებრაელობის განსაკუთრებულ ზრუნვას და პატრონობას ქართული ენისადმი, აღნიშნავდა: “აქაური ებრაელები მტკიცედ ინახავენ ქართულ ენას, იგია მათი სამშობლო( მშობლიური- ზ. ჯ.) , ღვიძლი ენა და ამ ენაზე აქვთ მიწერ-მოწერა, თუმცა ორას წელიწადზე მეტს ქართველებთან ერთად ოსმალების ბატონობას იტანდნენ.სწორედ საკვირველია მათი ასეთი სიმტკიცე ქართული ენის შენახვა- პატრონიბაში.მესხეთის ებრაელობას დიდი ღვაწლი მიუძღვის და ეგეთი მისი სამსახური არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, დღევანდელ ახალციხეს თუ კიდევ ქართული იერი ცოტა მაინც აქვს შერჩენილი ეს ებრაელების წყალობაა”.
ილია ჭავჭავაძის გაზეთი ” ივერია”კი, რომელსაც ვერავინ დააბრალებს “ანტიქართულობას” , აი რას წერს : ” საქართველოში წერა შემოვიდა არაუახლეს 5-6 სს-სა ქრ, წ-ეთ ე. ი. ფარნავაზზე ორი საუკუნით ადრე. ამ შემთხვევაში საქართველოში ანბანს გაავრცელებდნენ ის ებრაელები, რომლებიც მრავლად შემოვიდნენ ქვეყანაში…, ებრაულ ანბანში ჩვენი ასოების მსგავსი ასოები მრავლია…, მომეტებული ნაწილი ქართული ასოებისა მოიპოვება ებრაული ასოების გაჩენის პირველ დროს მაგ. ხ,ვ, ს ნ , ყ. საზოგადოდ, იგი პირველი ანბანი ებრაელთა ,რომელთა შემწეობით მოსე წინასწარმეტყველს უწერია “დაბადება”, ერთის შეხედვით, მიმგვანე ბული ნუსხურსა და თანდათან ეს ასოები იცვლებიან ,კუთხიანდებიან და მოხაზულობით და შეხედულებით ჩვენბურ ხუცურს ედრებიან…,ებრაული ასოების დაკუთხიანების დროდ ხვოლსონს მაჩნია მე-5-ე ს.ქ.წ. ( გაზ. ” ივერია” , ნომ. 126 -127).
ზემოთქმული მოკლე მიმოხილვის საფუძველზე , გვაქვს თუ არა უფლება ვწეროთ და ვიკითხოთ იბერიულ- ქართულ ენაზე ? საქართველოში ებრაელთა ცხოვრების კვალი ყველაზე უკეთ შემოინახეს მათი დასახლებების-სოფლების, დაბების, ქალაქების, აგრეთვე მთების, მდინარეების აღმნიშვნელმა სახელებმა ანუ ტოპონიმებმა და ჰიდროტერმინებმა. სწორედ ისინი შეიცავენ უტყუარ ცნობებს მათი ეთნიკური მოსახლეების, მათი ნამდვილი ნათლიების შესახებ. ასეთები კი უამრავია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. დღეს ერთ მეტად საინტერესო ტოპონიმზე მინდა შევაჩერო მკითხველთთა ყურაᲓღება-ეს გახლავთ სვანური დასახლება “ლახამულა(ლოხამული) “.
ეს ტერმინი წარმოსდგება ებრაული სიტყვიდან ” ლოხემ” რაც ” მებრძოლს” ნიშნავს.ლახამულას მთელი მოსახლეობა ებრაული იყო, როდის მოხდა იქ დემოგრაფიული ცვლილებები ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც ირკვევა ეს პროცესი ლახამულას მოსახლეობის გაქრისტიანებას მოყოლია. საქართველოში კარგად ყოფილა ცნობილი და გავრცელებული “ლეგენდა ” ამ დასახლების და მისი მოსახლეობის ებრაულ წარმომავლობაზე, მოიპოვება წერილობითი ცნობებიც. ამაზე ჯერ კიდევ ცნობილი გერმანელი მეცნიერი გ. რადდე წერდა, რომელიც 1863 წ.- დან საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. კიდევ უფრო დაბეჯითებით საუბრობს ხსენებულ საკითხზე გამოჩენილი ქართველი მწერალი, პედაგოგი , “დედაენა”- ს შემქნელი იაკობ გოგებაშვილი თავის ეთნოგრაფიულ და საისტო რიო ნაწარმოებებში. 1886 წ. გამოცემულ წიგნში ” საგანძური” იგი წერს: “სადადიანო სვანეთში ცხოვრობენ ლახამულები ორმოცდაათ კომლამდე და ჩამომავლობით ურიები არიან, ლახამულები სვანურად ლაპარაკობენ და (დღეს) მართმადიდებლურ სარწმუნოებას აღიარებენ, მაგრამ სვანებს ისინი სძულდათ და განმარტოებული ყავდათ … , ლახამულების ქალები სვან ქალებზე უფრო ლამაზები არიან, მაგრამ სვანს არ შეეძლო დამოყვრებოდა, ახლა ეს სამწუხარო სიძულვილი შემცირებულია და კეთილმეზობლობაზე იცვლება” .
ლახამულელ ებრაელებზე საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ცნობილმა ებრაელმა მოღვაწემ გ. მეგრელიშვილმა. მე-20 ს.-ის დასაწყისში სვანი (ლახამულელი) ემუზა გულბანისაგან მას ჩაუწერია შემდეგი მონათხრობი : “ადრე, ხომ ჩვენ ,ებრაელები ვიყავით; აი, ბაბუაჩემისგან გამიგონია, რომ მისი ბაბუა რაფაელი დიდი რაბინი ყოფილა ლოხამულში. როდესაც ქრისტიანებმა დაგვამარცხეს, ჩვენი სალოცავი ეკლესიად გამოაცხადეს, რაბი რაფაელს გულზე ჯვარი ჩამოკიდეს, მან მოიძრო ჯვარი და ისროლა წყალში. ქრისტიანები დაედევნენ მოსაკლავად და მან მდინარეს მისცა თავი. ჩვენი წინაპრები სულ ომებში იყვნენ, არასოდეს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. იბრძოდნენ საუკუნეებით, ბოლოს დამარცხდნენ და გვიანდერძეს, რომ თორა, თეფილინი, მეზუზა ყოველ ოჯახში იყოს. აი, ამიტომ ჩემთან სახლში ინახება თორაც და თეფილინიც”. რაბი რაფაელის მსგავსად, გადმოგვცემს გ.მეგრელიშვილი არა ერთ და ორ ლახამულელ სვანს რწმენის შეცვლას ურჩევია მდ. ენგურში თავის დახრჩობა. ლახამულელი იუდეველნი სისტემატურ თავდასხმებს განიცდიდნენ, ამიტომ სოფელს გარშემორტყმული გალავანი იცავდა, ხოლო მოსახლეობა ხელში ხმლით იცავდა თავის რჯულსა და რწმენას. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ქრისტიანებთან ბრძოლაში ისინი მაინც დამარცხდნენ და იძულებით აღიარეს ქრისტიანობა, სინაგოგა ეკლესიად გადაიქცა, მაგრამ “დაბადება” იქვე ინახება დიდი მოწიწებით”. (იხ. გ. მეგრელიშვილი, “სამშობლოდან სამშობლოში”, 1990).
ლახამულელების ბრძოლა რწმენის და რჯულის დაცვისათვის შესანიშნავად შემოინახა სოფლის სახელმა “ლახამულა (ლოხამული)” რაც, როგორც აღვნიშნე, ებრაული სიტყვა “ლოხემ” (“მებრძოლი”)-დან არის ნაწარმოები. უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი სოფელი ატარებდა სვანეთში მსგავს სახელს-“ლახმი”. მისი მოსახლეობაც ებრაული ყოფილა და ვერც ის ასცდენია ნაძალადევ გაქრისტიანებას. ხსენებული შემთხვევები გამონაკლისი არ ყოფილა, რასაც ებრაული სახელწოდების მქონე უამრავი სხვა დასახლებაც მოწმობს, მათ შორის სვანეთშიც. არაერთი გვარის, როგორც მაგ. ზემოხსენებული – გულბანების, აგრეთვე – ჭკადუების და სხვა გვარის სვანებში ბოლო ხანებამდე იყო შემორჩენილი არამარტო მახსოვრობა თავიანთ ებრაულ წარმომავლობაზე, არამედ მათ ყოფასა თუ სᲐწესო რიტუალებში ებრაული ტრადიციების გადმონაშთები, მაგ. საყოველთაოდ ცნობილი ებრაული სადღესასწაულო – სარიტუალო შირები” (შირა-საგალობელი) და სხვა.
სვანი ებრაელების კუთვნილება იყო დღეს “ლაილაში-ს ბიბლიის” სახელით ცნობილი “ხუმაში”-ს ანუ “მოშეს ხუთწიგნეული”-ს უნიკალური ხელნაწერი. თავდაპირველად ის, სწორედ, სვანეთში ინახებოდა და “სვანური ბიბლიის” სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით, როგორ ჩანს, სვანი ებრაელების საბოლოო გაქრისტიანების შემდეგ, უზრუნიათ და ლაილაშში გადაუტანიათ. ლაილაშის (სახელი წარმოსდგება ებრაული სიტყვიდან “ლაილა” (ღამე) მოსახლეობას, რომელიც მთლიანად ებრაული ყოფილა მე-20 ს- ის დასაწყისის ჩათვლით, ხელნაწერი სალოცავში მოუთავსებიათ შესანახად.
სწორედ იქ უნახავს ეს ხელნაწერი ცნობილ ებრაელ სწავლულს, მოგზაურს რაბი ი. ჩორნის 1869 წ. მისი ცნობით, ლაილაშის ებრაელები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ხსენებულ ხელნაწერს. მათ არ იცოდნენ როდის და ვის მიერ იყო ის დაწერილი, მაგრამ ის კი იცოდნენ, რომ დიდი ხანი იყო, რაც მათთან ინახებოდა. ი. ჩორნიმ შეამოწმა ხელნაწერი და აღმოაჩინა, რომ ნაკლული იყო , თავსა და ბოლოში აკლდა ფურცლები, სტრიქონები დახაზული, ასოები კი უცნაურად მოხაზული ჰქონია. ი. ჩორნის განუზრახავს წაეღო და სპეციალისტებისათვის ეჩვენებინა ეს უძველესი და უძვირფასესი რელიქვია ,მაგრამ ლაილაშელებმა არ დაანებეს. რაჭა-ლეჩხუმის ებრაელი და ქრისტიანი მოსახლეობა სასწᲣლმოქმედად მიიჩნევდა მას, გვალვისა და სტიქიური უბედურების დროს გამოასვენებდნენ სალოცავიდან და შველას და დახმარებას შესთხოვდნენ. ასე იყო ომების დროსაც. გასული საუკუნის 30-იან წლებში ლაილაშიდან თბილისში ჩამოუტანიათ ხელნაწერი და მოუთავსებიათ ებრაელთა ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მაგრამ მუზეუმის გაუქმებისა და მისი მდიდარი კოლექციების გაფანტვა-დაქსაქსვის შემდეგ “სვანეთის( ლაილაშის) ბიბლია” მოხვედრილა საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში. თუმცა არსებობს განსხვავებული ცნობაც , რომელიც გამოჩენილ სემიტოლოგ გ. წერეთელსეკუთვნის. ამ ცნობის მიხედვით ხსენებული ხელნაწერი ებრაელთა მუზეუმიდან, თითქოს 1938 წ . გადაუტანიათ ს. ჯანაშიას სახელობისმუზეუმში, მაგრამ ებრაელთა მუზეუმის მიერ 1948 წ. გამოცემულ მეგზურში გარკვევით და ნათლად არის აღნიშნული , რომ ხელნაწერი 1947 წელ- საც იქ იყო გამოფენილი ” ბრეთის ბიბლია”-სა და “ჭიანურაშვილების ფსალმუნ”-თან ერთად. ასეა თუ ისე” მოსეს ხუთწიგნეული “- ს ანუ ” ხუმაში”-ს10-11 სს-ში სალონიკის(საბერძნეთი) ებრაულ ჯამაათში დაწერილი და ჩვენი თემის კუთვნილი , უდიდესი მნიშვნელობის სულიერ- კულტურულიგანძი კარგა ხანია ებრაელთა მფლობელობაში არ არის სამწუხაროდ.სვანეთის, იგივე ლაილაშის ტყავზე დაწერილი ბიბლია მკვლევართა ერთსულოვანი აზრით, ერთ – ერთი საუკეთესოა თორის ხელნაწერთა შორის.რაც შეეხება ებრაული სახელ- წოდებების სხვადასახლებებსა და მათ მოსახლეებს ,შემდგომში დავუბრუნდებით და გავაცოცხლებთმათ ისტორიას.
(ამონარიდები ზ.ჯინჯიხაშვილის წიგნიდან -“ებრაელები და საქართველო , დიასპორა თუ ….)
(გაგრძელება იქნება)
(ზოია ჯინჯიხაშვილი-ისტ. მეცნ. დოქტორი ,პროფესორი)
კიდევ ერთხელ ... ებრაელებზე
ვინ არიან ებრაელები ?
ხომ სავსებით გარკვეულია ებრაელთა ეთნიკური ვინაობა, წარმომავლობა, მაგრამ დღემდე ისეთ დამახინჯებებს აქვს ადგილი მავანთა და მავანთა მხრიდან ამ საკით-ხში, რომ, როგორც ჩანს, კიდევ და კიდევ უნდა შევახსენოთ მათ და ყველა იმათ, ვინც რაღაცა კუთხით ეხება ამ თემას - ვინ არიან ებრაელები და საიდან მოდის სამყაროს ეს უძველესი ხალხი. ებრაელთა უპირველესი Ეთნიკური სახელი - "ივერ" ("იბერ")-ი ისე, როგორც მათი უძველესი და თანამედროვე სასაუბრო და სამწერლებო ენის სახელწოდება - "ივრით"- ი კარგად მიუთითებენ ებრაელთა ეთნიკურ - "ივერიულ" იბერიულ წარმომავლობაზე.
მხოლოდ ისინი იყვნენ ძველ სამყაროში ამ სახელით ცნობილნი და მოხსნიებულნი როგორც თავად ებრაელთა, ისე სხვა უძველეს ხალხთა ისტორიულ ანალებში. სადა-ური წარმოშობის იყვნენ იბერიული ტომები ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავყვეთ მათი ისტორიის გრძელ ჯაჭვს დასაბამიდან. ("ბერეშით"-დან ,ქართ. "დაბადება"), რომელსაც მივყავართ იმ გეოგრაფიულ არეალში სადაც ბიბლიური წარღვნის შემდეგ ნოემ და მისმა შვილებმა დაიდეს ბინა, არც თუ ისე შორს არარატ- არმენიიდან, სადაც ნოეს კიდობანი გაჩერდა. სწორედ იქ დაბადებულან და აუდგიათ ფეხი წარღვნის შემდგომი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე (6 ათასი წ-ის წინ), იქ დარწეულა მათი ეთნიკური აკვანი, იქვე მომხდარა მათი ტომობრივი ფორმირება და თავიანთი დიდი წინაპარ (ეთნარქის - ივერ) იბერის (ებრ . შვილი, ძე, ვაჟი) ძეთა ანუ ივერიელ-იბერიელთა ("ღვთის შვილი, ძე) * სახელით გაფანტულან სამხრეთის (მე-სოპოტამია, შუამდინარეთი) მიმართულებით დიდი მიგრაციების დაწყებამდე დაახ. 5000- 4500 წ. წინ რასაც ჩვენი მრავალდარგოვანი, ღრმა, კომპლექსური მეცნიე-რული გამოკვლევების მონაცემებთან ერთად თვალნათლივ გვიდასტურებენ ბიბ-ლიური ისტორიული წყაროების, თორისა და კაბალას ეზოთერული მონაცემების გაშიფვრის და მათი ეთნო - რელიგიური ანალიზის შედეგები და, რაც მთავარია, შეუმცდარი ლინგვისტური მონაცემები.
ასე, რომ ებრაელები არ წარმოადგენენ არც ახლოაღმოსავლურ და, მით უმეტეს, არც ს ე მ ი ტ უ რ ტომებს. დაბეჯითებით ვიმეორებთ, ებრაელები არ არიან ს ე მ ი - ტ უ რ ი მოდგმის. ისტორიის გარკვეულ ეტაპზე სემიტების, განსაკ. ქენაანელების გარემოცვაში ცხოვრების შედეგად მათ განიცადეს გᲐრკვეული ენობრივ - კულტუ-
ივერ (იბერთა გარკვეული ნაწილი პროტოსამშობლოში დარჩენილა. მათგან ზოგი შედგომში უკუმიგრირებული მოძმეების გავლენით მონოთეისტები გამხდარან უფრო გვიან კი, გარკვეული ნაწილი "ახალი აღთქმის" სარწმუნოებაზე მოუქცევია იუდეადან მოსულ Ამ სარწმუნოების შემქმნელ მათ თანამოძმეებს.
ივერ (იბერ) ებრაელებს თავიანთი ტომობრივი სახელიდან ნაწარ-მოები ტოპონიმი - "ივერია-იბერიᲐ" ("ღვთის შვილთა"ქვეყანა) უწო-დებიათ. სამხ. კავკასიაში თავიაᲜთი სამოსახლო ადგილებისათვის. ტოპონიმი "ივერია-იბერია" დასტურდება ძველი დროის დიდი ისტო-რიკოსების - ჰეროდოტესა (ძვ. წ.აღ-ის 5 ს.) და მეგა-სთენეს (ძვ. წ.-აღ. 4 ს.) თხზულებებში და რამდენად ცდებიან (შეგნებულად თუ შეუგ-ნებლად) ისინი, ვინც Კავკასიაში, კერძოდ დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებას ძვ. წ.-ის მე-2 ან თუნდაც მე-6 ს. უკავშირებენ.
ებრაელთა ისტორიის ფესვები სამხ. კავკასიის უძველეს წარსულშია საძიებელი. ამ ფესვების ძიებას და გამომჟღავნებას Ეძღვნება ჩვენი მრავალრიცხოვანი შრომები, Მათ შორის ჯერ კიდევ დაუსტამბავი, სრულიად ახალი მონოგრაფია - "ებრაელები, ძველი კოლხეთი, არგო-ნავტიკა", რომელიც გასაოცარ ისტორიულ სიახლეებს სთავაზობს მეცნიერებას და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველებს.
* "ღვთის შვილობის" ინსტიტუტი შესანიშნავად შემოინახა ხევსურთა ეთნოლოგიურმა ყოფამ.
ზოია ჯინჯიხაშვილი 30.8.2022
რული ცვლილება (ისე როგორც ნებისმიერი ხალხი განიცდის სხვა ხალხის გავლენით), რაც სულაც არ ნიშნავს მათ ტომობრივ (რასობრივ) სემიტიზაციას და ეთნო-ანთროპოლოგიური კვლევის უდიდესი შეცდომაა, რომ ივერ (იბერ) ებრაელებს სემიტურ ეთ-ნოსად, ხოლო მათ ენას სემიტურ ენად თვლიდნენ და სამწუ-ხაროდ, დღესაც თვლიან ისინი, ვინც არ იცის მათი წარმოშობა - წარმომავლობის ნამდვილი ისტორია.
სამხ. კავკასიიდან მიგრაციების დროს ივერ (იბერთა გარკვეული ჯგუფები რჩებოდნენ კავკასია - მცირე აზიის სხვადასხვა არეალში და ქმნიდნენ თავიანთ სამოსახლოებს, სათავეს უდებდნენ ახალ მონათე-სავე ტომებს და ენებს რაზეც კარგად მიუთითებს იბერიულ - კავკა-სიურ ენათა საკმაოდ ფართო ჯგუფის არსებობა, რომელსაც კოლ-ხური და ქართული ენებიც მიკუთვნებიან.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი
ქართველი ერის ებრაული ფესვები
ქართველ ებრაელთა შესახებ
ებრაული რელიგიის შესახებ
ვინ არიან ქართველი ებრაელები ? აი, რას ამბობს, ამის შესახებ – “ვიკიპედია”
ქართველ ებრაელთა გვარების ისტორია
საქართველოს ებრაელთა გვარების წარმოშობის საკითხისათვის
გვარ-სახელების,ამ ენობრივ- სოციალური ფენომენის, მეცნიერულ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენადაც ხშირად მათში ისეთი ინფორმაციაა შემონახული რასაც წერილობითი წყაროები არ შეიცავენ. ამის კარგი დასტურია საქართველოს ებრაელთა გვარები. მათი წარმოშობა შორეულ ხანას ეკუთვნის და უმეტეს ნაწილს ბიბლიური საკუთარი სახელები უდევს საფუძვლად, მაწარმოებელ სუ-ფიქსებად კი- “ბერ/ ბარ” , “ელ ” , “ია/ იან “და ” ბენ “- ი. გამჩენის ( ებრ. “ბორე”) მიწიერი მემკვიდრის, ძის, შვილის აღმნიშვნელი სიტყვა ” ბერ/ ბარ ” უძველესი დროიდან იქცა გვარ-სახელის მაწარმოებლად ებ-რაულში სიტყვა ” ბენ “(ძე, ვაჟი)-ის ანალოგიურად. დიასპორაში წასულმა ებრაელებმა, მათ შორის ჩვე-ნი თემის შვილებმაც, როგორც ირკვევა, თან წაიღეს ეს ტრადიცია და ადგილობრივ პირობებშიც არ უღალატეს მას.
მართალია, ახ. წ.-მდე ჩვენ არ მოგვეპოვება ქართული წერილობითი წყაროები საქართველოს ებრა-ელთა გვარები რომ იყოს მოხსენიებული (ქართული დამწერლობის უქონლობის გამო ), მაგრამ გვაქვს მე-2 ს. მატერიალური კულტურის ძეგლი, კარგად ცნობილი- მცხეთის ებრაულწარწერიანი საფლავის ქვა, რომლის წარწერაშიც მოიხსენიება სასულიერო პირი- იოსეფ ბარ ხაზან-ი. აქ ” ბარ “( ” ბერი”-ს არამეული ფორმა) ძეობის, შვილობის გამომხატველია და გვარ-სახელზე მიუთითებს- იოსეფ ჰაზანის- ძე, ჰაზანის-შვილი. საქართველოს ებრაელთა გვარების უმრავლესობა აკი “შვილზე” და “ძე”- ზე ბოლოვდე-ბა და მამაშვილობას გამოხატავს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაშვილობის უფრო ადრინდელი გამომხატველი ” ძე ” იყო, რამეთუ ” ბერ/ ბარ”, ისე როგორც ” ბენ ” უპირველესად სწორედ “ვაჟს” , ” ძე:- ს ნიშნავს. მართალია, ქართულმა საისტორიო ძეგლებმა ” ძე”- ზე დამთავრებული ებრაული გვარები ნაკ-ლებად შემოინახა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ებრაულში ” ძე”-თი გვარების წარმოება ტრადიციული არ იყო, პირიქით, ისეთი ძველი გვარები როგორებიცაა- ბარელიძე, ბუღფაბაიძე, ელიო-ზიძე, შემდგომ- იოსებიძე, ისაკაძე, ბერიძე (ბერაძე), ებრალიძე, ფიჩხაძე, ლევიძე და სხვ. იმაზე უნდა მი-უთითებდნენ, რომ საქართველოს ებრაელთა გვარების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე “ძე”-თი გაფო-რმებული გვარები უნდა ყოფილიყო დომინანტური ,მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვი-დრებისას ებრაელთა ერთი ნაწილის გაქრისტიანების შედეგად ისინი ებრაულად აღარ მოიხსენიებოდ-ნენ, თუმცა მრავლად გვაქვს ისეთი გვარებიც, რომლებიც საზიაროა ორივე ხალხისთვის, მაგრამ ის ფაქ-ტი, რომ ამ საზიარო გვარებიდან ბევრი ფეოდალური ხანის საბუთებში მხოლოდ და მხოლოდ ებრაელ-თა გვარებად დასტურდება იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ისინი ებრაულიდან არიან გადასულნი ქართულში. ჩვენს თემში გვარების წარმოქმნა ძალიან ადრეულ ეტაპზე მომხდარა და იგი ზოგადებრა-ულ პრინციპს ემორჩილებოდა, რომელსაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა საქართველოში გვარების წარმოშობის პროცესზე, რაზედაც აშკარად მიუთითებენ ქართული გვარები, რომელთა დიდი ნაწილი ებრაული გვᲐრების ანალოგიურად “ძე” და “შვილი”-თ არის ნაწარმოები.
ებრაულ გავლენაზე მიუთითებენ აგრეთვე “ელ”-ზე, “ია” და ” იან”- ზე დაბოლოებული გვარებიც. “ელ ” და “ია”(” იან” მისი არამეული ფორმაა) გამჩენის , დამბადებლის აღმნიშვნელი ტერმინებია და მათი მეშვეობით გვარების წარმოება ებრაულში არანაკლებ ადრეული ხანისაა და გადმოსახლებული ებრაელებისთვის ისევ და ისევ ძველი ტრადიციის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. “ელ “, “ია”( “იან”) , “ბერ/ბარ”- ით და ” ბენ”- ით ნაწარმოები გვარები როგორც ძველ, ბიბლიურ, ისე თანამედროვე ისრა-ელში საყოველთაოდ იყო და არის გავრცელებული. ზემოთ აღვნიშნე, რომ საქართველოში ებრᲔლთა გარკვეული ნაწილის გაქრისტიანების შედეგად ბევრი ებრაული გვარი ებრაულად აღარ მოიხსენიებო-და, ეს განსაკუთრებით ეხება “ია” -თი და” “იან”-ით ნაწარმოებ , დას. საქართველოში (სამეგრელო- სვა-ნეთში) გავრცელებულ გვარებს. მეგრულ/ ზანურში არსებული არაერთი გვარი, მაგ. ზაქარაია, კალან-დია, საჯაია, ფაჩულია ,დადიანი და სხვ.ისრაელურ ტომებში გავრცელებული გვარების ანალოგიურია- ზაქარია, კალანდია დადია(ნ-ი-არამეული დაბოლოებაა, რომელიც განსაკუთრებით იემენის ებრაული თემისთვის არის დამახასიათებელი), საჯაია, კალანდია,კალკილია, ფაჩულია გვარები ისრაელის დასა-ხლებების აღმნიშვნელ ტოპონიმებად იქცნენ . ყოველივე ეს უამრავ სხვა უმნიშვნელოვანეს ეთნო- ის-ტორიულ, ფილოლოგიურ- ლინგვისტურ მონაცემებთან ერთად ქმნის მეგრელ-ზანების( ძვ. კოლხების) თუ სხვა ქართველი ტომების ებრაელებთან ნათესაობის ჰიპოტეზას.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვერაფრით ვერ გავიზიარებ ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულ (როგორც ქართველი ისე ებრაელ მკვლევართა მიერ) მოსაზრებებს ებრაული გვარების ვი-თომცდა ქართულიდან წარმოშობის შესახებ. ისინი( მოსაზრებები), ძალიან რბილად რომ ვთქვათ ,სრუ-ლებით არ გამოხატავენ რეალობას. პირიქით, გვარების წარმოების ებრაული მოდელი უდევს საფუძვ-ლად როგორც ქართველ ისე არაერთ სხვა ქრისტიან და არაქრისტიან ხალხში გვარების წარმოებას.
საქართველოში გვარ-სახელების დამკვიდრების პროცესი ხანგრძლივი იყო და მე-12ს-ში ჯერ კიდევ არ იყო ტრადიციად ქცეული, უფრო მეტიც, მე-19 ს.-ის დასაწყისამდე,მათ ყოველთვის არ ჰქონიათ ვინა-ობის დადგენის ფუნქცია(ი. მაისურაძე) , რასაც ვერ ვიტყვით საისრაელო-ებრაულ გვარებზე, რომლებიც სულ ცოტა 2500 – 2000 წ.წ.-ის წინ პიროვნების ვინაობის , გვაროვნული კუთვნილების დამადასტურებე-ლი იყო.ამის დასტურად ერთი მაგალითის მოყვანაც იკმარებს: ძვ. და ახალი წელთაღრიცხვის პირველი ს.-ის მიჯნაზე მოღვაწე დიდი ისტორიკოსი- იოსეფ ბენ მათათიაჰუ (ი. ფლავიუსი) ანუ იოსეფ მათათიას ძე (მათათიაძე). ებრაულად “გვარი” აღინიშნება ტერმინით “შემ მიშფახა” (שם מישפחה) რაც სიტყვა-სიტყ-ვითი თარგმანით “ოჯახის სახელს” ნიშნავს. ოჯახი სახელს ღებულობდა ოჯახის უფროსისაგან, მამაკა-ცისაგან (ებრ. גבר), , ის იყო გვარის ფუძემდებელი , მისგან გადაეცემოდა ის მის შთამომავლებს. ტერმინი “შემ მიშფახა” გამოხატავდა მამაშვილობას,ერთობა-კუთვნილებას გვარის ფუძემდებლისადმი, რაც პატ რიარქატიდან უნდა იღებდეს დასაბამს, როცა მამაკაცი (גבר) გაბატონდა საზოგადოებრივ ურთიერთობე- ბში. ქართულ ტერმინში “გვარი”, რომელიც მამრის, მამაკაცის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა- გევერ’- Ის ძირ გვრ (גבר-) – დან მომდინარეობს სწორედ ეს მნიშვნელობა აისახა.
(ამონარიდები წიგნიდან : ზოია ჯინჯიხაშვილი, ებრაელები და საქართველო, დიასპორა თუ … ,სტატიიდან : ზ. ჯინჯიხაშვილი “გვარის მორფოლოგიურ-სემანტიკური ასპექტები “.)
ისაკ კრიხელის მოგონება
ისინი, ვინც ჩემს მეხსიერებას შემორჩა (ზოგის სახელს, ზოგის გვარს, ზოგის – ვერც სახელს და ვერც გვარს ვეღარ ვიხსენებ). ველი თქვენს თანადგომა-შემოხმიანებას, ჩემო თბილისელებო, გორელებო, ცხინვალელებო, ქარელელებო, ქუთათურებო, ონელებო, ლაილაშელებო, საჩხერელები, ვანელებო, ახალ ციხელებო, აწყურელებო, სურამელებო, ბანძელებო, სუჯუნელებო, სენაკელებო, კულაშელებო, ბათუმე ლებო, სოხუმელებო, ფოთელებო … შემოუნახოთ მომავალ თაობებს ჩვენი ჯამაათების კოლორიტი ადა მიანების სახელები (და სახეებიც – თუკი თქვენი საოჯახო ალბომებიდან ფოტოსურათებს შევკრებთ):
აბრაშკა აჩაჩია – აჯიაშვილი, აშიღ არონა – ბარტყა -ბარქაია – იაკობ აჯიაშვილი ბარტყა – შალიკო ჯანაშვილი (?) ბაღლინჯო – ბექირა – ისხაკ გორელაშვილი ბეჩუ – რეფო აჯიაშვილი ბეცოთ ფაშა – მიხეილ კრიხელი ბოჩია – აბრამ იაკობაშვილი (მეფაიტონე), ბუბულო – ……. ჯინჯიხაშვილი ბუზუ – ისაკო სეფიაშვილი, ბუკეტო – რახელ (რახელო) ხუხაშვილი-მანაშეროვი, ბულბულა – შალოკო დავარაშვილი, ბურნუთ პაპა – გაფრინდაძე – ილია (ილო) იოსებაშვი, ლიგაფრთხა – იეხისკელ (მიხაელ ანტონიჩ) ბაზაზაშვილი, გენერალა – რაფო შათაშვილი, გლობუსა – ომარ მიხელაშვილი, გუფთა – შალიკო ზიზოვი, დანგოთი – მიხეილ ბაბურაშვილი, დუღუ-ყალიონა – მერაბ მიხელაშვილი, ზიმი მიშა – მიხეილ თეთრუაშვილი, ზადნი გერცელა – გერცელ კრიხელი, ზუზა – შალიკო დავარაშვილი, თაგვე-ბის კომისარი – იოსკა ……..თითია – სიმონ ბათოშვილი, ილუშა მეგრელი – ილია ხუბელაშვილი, იჟოთ გერცელა – გერცელ მამისთვალოვი, ისრო მეწურბელე – მოძღვრიშვილი, კაბო – გაბრიელ ეხისკელაშვი, ლი, კაკილო – იაკობ აჯიაშვილი, იოშუაყ ძეკამპეტე – მიხეილ (მიშა) ბინიაურიშვილი, კაპლო – მორდეხ მაღალაშვილი, კინტო თამარა – კისინჯერა – რობერტ ჩაჩანაშვილი (იანეცი), კიტაია – შალიკო კობაივა-ნოვი, კომბლე არონკა – კოლხოზა – ……… შიმშილაშვილი, კოწოლა იოსკა – კრუხო – ნოდარ (მორდეხ) კრიხელი, კუტო – სიმონ მამისთვალოვი, ლამაზ გერცელა – გერცელ ხუხაშვილი, ლიპა – ლებედა – იურა კეზეროტი, მაიორა – მაღალ აყო -მიშა ლეღვა – აჯიაშვილი, მიშა პახვალა – შამელაშვილი, მოლა – სიმონ ჯანაშვილი, ნაპეტა – გაბრიელ კრიხელი, ნოდარია კვარკვალიტა – შამელაშვილი, პაიჭა – მიშა კობაივა-ნოვი, პაჭო – მიშა კრიხელი, პეპელა – ანზორ ბინიაშვილი, პიტაკა – აჩაიანი იოსკა – იოსებ ჯანაშვილი, პონჩიკა – სიმონ ლევიაშვილიპ, ონჩიკა – მიხეილ (მიშა) ………პოხონდრია – პუჭურა – მიშა კრიხელი, რასპუტინი – შიმშონ ჩაჩანაშვილი, რუბენა მენავთე – მეფაიტონე რუბენ იაკობაშვილი, სენკევიჩი – სიომა დედიაშვილი, სიდოი იოსკა – იოსებ დავითაშვილი, სიდოი რაფიკა – რაფო ჭიანურაშვილი, სიმონია მექუდე – მარდახიაშვილი, სიმონია მწყერა – აჯიაშვილი, სომეხა მარო – მარო ზიზოვი, ტიკჭორა – უწკა – ზილფა დედიაშვილი-ჯანაშვილი, ფიდელ კასტრო – ხახამ იცხაკ აჯიაშვილი, ფითოთ აბრეკი – აბრეკ ბათოშვილი, ფიშტო – ქუცო – მანუახ ჯანაშვილი, ყოყოლია – ანზორ ნანიკაშვილი,ყურშა – კაკო ჯანა-შვილი, შავი ბენო – ბენიამინ მირილაშვილი, შამაიკა პარტნოი -შელო ტრიკა – აჯიაშვილი, შელო ჯიმუ – შალელაშვილი, შოპენა -ჩანთი – იაშა მანაშეროვი, ჩაშკა – მიხეილ (მიშა) ჯანაშვილი (?) ჩაჩანი – მორდეხ ელიშაკოვი, ჩიტა – შალვა პაპისმედოვი, ცხვირო მიშა – მიხეილ დავარაშვილი, ცხვირო – წიწკა სიფორა – წოპა – თამაზ ჯანაშვილი, წრუწუნათ რიბკა – ჭანაპარა – სოსო ბეხორაშვილი, ჭეჭელაანთ იოსკა – იოსებ კრიხელიჭინკა – ალბერტ პარლაგაშვილიჭოჭინა – იოსკა წიწუაშვილიხაშლამა – მიშა მაღალაშვილი, ხენეგა – იოსებ სეფიაშვილი, ჯაგა – შალვა ჯანაშვილი, ჯაგა – ჯემალ ჯანაშვილი
კულაშელთა სახელები, გვარები, პროფესიები და ზედმეტი სახელები
ამონარიდი აბრაამ საპირ სეფიაშვილის წიგნიდან – “კულაში – ნანახი, განცდილი, გაგონილი”
საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია
ამ დეკლარაციას ხელი სამმა ებრაელმა მოაწერა
ქართველ ებრაელთა ისტორია – ელდარ მამისთვალაშვილი
ამერიკელი ებრაელების სტუმრობა ქუთაისში
სუფრის თავში: მოსკოვის მთავარი რაბინი შლომო შლიფერი და ქუთაისის რაბინი, ხახამ ხაიმ ელიაშვილი
საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრობენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II -ის მიერ იუდეას განადგურების შემდეგ. მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა მოსულიყო იუდეური ომის /66-73/ შემდეგ. ებრაელები საქართველოში მოდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში /ბიზანტია, სომხეთი, ხაზარეთი, თურქეთი, რუსეთი/ ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში.
იუდაიზმის მიმდევრები საქართველოში, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდნენ ერთი ზოგადი სახელით – “ებრაელი”, რომელიც შემოსული უნდა იყვეს ბერძნულის გავლენით, ბერძნულში შევიდა არამეულიდან, არამეულში კი ებრაულიდან.
ქართველსა და ებრაელის ერთმანეთისაგან განუყოფლობის მაჩვენებელი იყო და არის ტერმინი “ჰურიანი ქართველნი” /ქართველი ებრაელები”/. იგი ქართული ენის ლექსიკაში უნდა გაჩენილიყო IV-XI საუკუნეებში.
ზოგიერთი ანტროპოლოგი ვარაუდობს, რომ არ არსებობს ებრაელის წმინდა რასობრივ -ეთნიკური ტიპი, რადგან ათასეული წლების მანძილზე იგი სხვადასხვა ეთნიკურ ფორმაციას შეერია.
ქართველი ებრაელები, ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით, არ განსხვავდებიან აღმოსავლეთის ქართველებისაგან. ზოგიერთი სპეციფიური თავისებურებანი, რომლებიც შეიძლება განვასხვავოთ ქართველი ებრაელი ქართველისაგან, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეთნოგრაფიული თავისებურებებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ებრაელები წარმოადგენენ კავკასიის ებრაელების ეთნიურ ბაზას. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ საქართველოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თანდათანობით გადასახლდნენ ჯერ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელდნენ დანარჩენ კავკასიაში. მოხდა მათი ასიმილაცია კავკასიის აბორიგენებთან. ცხადია, რომ დიასპორის ებრაელებმა თითქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი რასობრივ-ანთროპოლოგიური მაჩვენებლები, მაშინ, როცა კავკასიაში საერთო ებრაული მაჩვენებლებიდან გადახრას ვხედავთ. ამიტომ აქვთ ფიზიკური ნიშნების ერთობა კავკასიის ებრაელებს. ამიტომ ჩანს მისი მკვეთრი განსხვავება პალესტინის და ევროპის ებრაელებისაგან. საინტერესოა საზიარო გვარები, რომლებიც ქართველებსაც აქვთ და ებრაელებსაც, რაც მრავალი საუკუნის მანძილზე თანაცხოვრებით უნდა იყოს განპირობებული. ებრაელები მაშინ მოვიდნენ საქართველოში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა გვარები. როდესაც იწყება და მიმდინარეობს გვარების ჩამოყალიბების პროცესი, ებრაელთა გვარების წარმოქმნაც საერთო ქართულ პრინციპს ემორჩილება. ამიტომაა, რომ ქართველ ებრაელთა გვარები გარეგან გაფორმებასთან ერთად ხშირად ქართულ შინაარსს იძენს და, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ყალიბდება ერთნაირი გვარები, როგორც ქართველებში ისე ებრაელებში.
ებრაელთა განსახლება საქართველოში სხვადსხვა პერიოდში განსხვავებული იყო. გვიანფეოდალურ პერიოდში ებრაელები თითქმის აღარ ცხოვრობდნენ ანტიკური და ადრეფეოდალური განსახლების ადგილებში. მათი კვალი ზოგჯერ ტოპონიმებმა შემოგვინახა. შეგვიძლია ისევ ვივარაუდოთ, როდის მოხდა მათი ჩასახლება ამ თანამედროვე ქალაქებში, სადაც გვიანფეოდალურ პერიოდში არ ჩანდნენ.
ებრაელთა რაოდენობა საქართველოში ცვალებადი იყო. მის პერიოდულ შემცირებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სახელმწიფოს, ეკლესიის ან ქრისტიანი მოსახლეობის მიერ გატარებული რაღაც განსაკუთრებული ღონისძიებები ედო საფუძვლად. მისი მიზეზები უმთავრესად ქვეყნის ტრაგიკულ ბედში უნდა ვეძიოთ. ხშირი ომები, რასაც თან სდევდა ამოწყვეტა და დატყვევება, ეპიდემიები, მოტაცება, სარწმუნოების შეცვლა… ყველა ამ უბედურებას ებრაელები ქართველ ხალხთან ერთად იზიარებდნენ და მათი შემცირება ქართველთა შემცირების პროპორციული იყო.
ფეოდალიზმის ეპოქაში ებრაული მოსახლეობა პერიოდულად იცვლიდა თავის სამოსახლოს ქვეყნის შიგნით – ზოგჯერ საკუთარი სურვილით, ზოგი ძალდატანებით. ძველი და გვიანდელი ხანის განსახლების ადგილების დადგენა წარმოდგენას შეგვიქმნის ებრაული მოსახლეობის დინამიკაზე და მის მიზეზებზე.
XIX ს. დასაწყისიდან შეიმჩნევა ებრაელების გადასახლების ტენდენცია სოფლებიდან ქალაქებში. ქართული საისტორიო წერილობითი წყაროები განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ებრაელებს ქართლის გაქრისტიანების საქმეში. ჩანს, რომ ქართველ ებრაელებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ქრისტიანობის კერასთან – იერუსალიმთან.
ქართველი ებრაელები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ იერუსალიმში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური მოვლენებისა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროისათვის მეფის ხელისუფლების დამოკიდებულება ებრაელებისადმი საერთოდ და კერძოთ, მცხეთელი ებრაელებისადმი, ჩვენთვის ცნობილი წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ შეიცვალა. ქართველი ებრაელების ღვაწლი ქვეყნის გაქრისტიანების საქმეში ჯეროვნად შეფასდა.
ქართველებსა და ებრაელებს შორის ანტაგონიზმის არარსებობა შემდეგში უნდა ვეძიოთ:
1.ებრაელები საქართველოში იმ პერიოდში მოვიდნენ, როდესაც ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა, მათ თან მოიტანეს ვაჭრობისა და ხელოსნობის წარმოების მოწინავე ფორმები, რითაც მაშინდელი ქართული საზოგადოების პატივისცემას მოიპოვებდნენ.
2.ებრაელები ყურადღებას მიიპყრობდნენ თავიანთი მონოთეისტური რელიგიით, რომელიც თავის მრევლს კონსოლოდაციის, კაცთმოყვარეობისა და პატიოსნებისაკენ მოუწოდებდა. ძველი აღთქმის მცნებებს ქართული საზოგადოება სხვა ხალხებთან შედარებით კარგა ხნით ადრე გაეცნო.
3.ებრაელების მიმართ მტრული დამოკიდებულების არარსებობას ხელს უწყობდა ისიც, რომ ისინი ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი არ მოვიდნენ საქართველოში, არამედ თვოთონ მიიღეს უშუალო მონაწილეობა ამ რელიგიის დანერგვაში. ქართველი ებრაელები ითვლებოდნენ ებრაელების იმ ნაწილად, რომლებსაც ბრალად არ ედებოდათ მაცხოვრის ჯვარცმა.
4.მართალია, ქართველი ებრაელები შორს იყვნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოდან, მაგრამ არ წყვეტდნენ კავშირს მასთან. ეს კავშირი საქართველოსათვის არ იყო საზიანო, პირიქით.
5.წინააღმდეგობა ვერ იქნებოდა იმიტომაც, რომ უკვე მომხდარი იყო ქართველების და ებრაელების ნაწილობრივი ურთიერთშერევა.
6.ადრექრისტიანული ქართული ლიტერატურა ებრაელების მონაწილეობით იქმნებოდა და, ამდენად, მასში ვერ აიხსნება წინააღმდეგობა.
საქართველოში ებრაელების გაქრისტიანება დაიწყო მანამდე, ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, შემდეგ კი მასობრივი ხასიათი მიიღო. ეს პროცესი გრძელდებოდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და, რადგანაც მაშინ იუდაიზმის დათმობა და ქრისტიანობაზე გადასვლა ებრაელის გაქართველების ტოლფასი იყო, სხვა მიზეზებთან ერთად, ებრაელთა საერთო რაოდენობის შემცირებას იწვევდა საქართველოში.
საქართველოში ებრაელების უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი წერილობითი ცნობები უაღრესად მცირეა. ერთი რამ ცხადია: რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, ქართველი ებრაელი და ქართველი ქრისტიანი, უფლებრივი მდგომარეობით თანასწორნი იყვნენ. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა დევნა და რბევა, არასოდეს არ ყოფილა სხვა ქვეყნებისათვის ასე დამახასიათებელი ებრაელთა ცხოვრების ზონები და ე.წ. გეტოები, ეს კი არა და, ფეოდალური ხანის მწირი ცნობებიც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ისინი ზოგჯერ გარკვეული პრივილეგიებითაც კი სარგებლობდნენ.
ფეოდალური საზოგადოების სოციალური და კულტურული ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი ყმა ებრაელი, ისევე, როგორც საერთოდ ყველა ეროვნების ყმები, მებატონის სრულ საკუთრებას წარმოადგენდა.
ქართული ფეოდალური სამართალი ისევე იცავდა ებრაელის საკუთრებას, როგორც ქართველი მემამულისას მიწაზე, ყმებზე თუ სხვა რამეზე. საუკუნეების განმავლობაში კანონმდებლობითა და ტრადიციებით შედუღაბებული ქართულ-ებრაული ურთიერთობა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგაც გრძელდებოდა. მიუხედავად ცარიზმის მოხელეების მრავალი ცდისა, ქართველები დაეპირისპირებინა ებრაელებისათვის, მიზანს ვერ მიაღწიეს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ ზოგიერთ ინსინუაციას რელიგიურ ნიადაგზე. რუსულმა მმართველობამ ქართველი ებრაელების უფლებების შეკვეცა, უპირველეს ყოვლისა, იმით დაიწყო, რომ აუკრძალა ყმების ყოლა, რაც ადრინდელ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ებრაელები, მართალია, სხვა მოსახლეობის მსგავსად იხდიდნენ სახელმწიფო და საზოგადოებრივ გადასახადებს, მაგრამ ისინი ვერ სარგებლობდნენ საერთო სახელმწიფოებრივი ფონდიდან ისეთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორც იყო განათლება, რელიგიური რიტუალი, ავადმყოფთა თავშესაფარი, ღარიბებზე მზრუნველობა, სტიქიური ან სხვა სახის უბედურება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ებრაელებს მხოლოდ თვითონ უნდა გამოენახათ სახსრები. ამგვარად, ებრაელთა ინტერესების იგნორირება ხდებოდა მთელს იმპერიაში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
უაღრესად მწირია საბუთები ებრაელთა მიწისმფლობელობაზე. დოკუმენტურ მასალაში ებრაელთა მიწისმფლობელობა აისახა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით, საეკლესიო შეწირულობებში და სხვ. ირკვევა, რომ ზოგისთვის მიწა იყო არსებობის ძირითადი საშუალება, ხოლო ზოგისთვის დამხმარე, დამატებითი შემოსავლის წყარო. ერთი რამ ცხადია, ებრაელთა აბსოლუტურ უმრავლესობას კავშირი ჰქონდა სოფლის მეურნეობასთან.
ებრაელები საქართველოში მოსვლის პირველ საუკენეებში, რამდენადაც ისინი ქალაქებში ჩასახლდნენ, ძირითადად, ვაჭრობითა და ხელოსნობით შემოიფარგლებოდნენ და ანტიკურ და ელინისტურ სამყაროსთან ურთიერთობაში ჩაბმულ საქართველოში ეკონომიკური ცხოვრების ამ სფეროში კარგი გასაქანიც ექნებოდათ. მაგრამ ელინისტური სახელმწიფოების დაცემის, ფეოდალური ურთიერთობის და ნატურალური მეურნეობის დამკვიდრების გამო, ვაჭრობა შეიკვეცა. ფეოდალიზმის დამკვიდრებას საქართველოში თან ახლდა ქართველი ებრაელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი – ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანწილად მოიცვა თვით ებრაელები. მათი ერთი ნაწილი გაქრისტიანდა და ასიმილაცია განიცადა. მეორე ნაწილი კი, რომელმაც იუდაიზმი შეინარჩუნა, ქრისტიანობის ძირითად კერებს – იმდროინდელ ქალაქებს – გაეცალა და პერიფერიებში დასახლდა, სადაც ნატურალური მეურნეობა კიდევ უფრო ძლიერი იყო. ამ დროს მიმდინარეობდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი, რაც, ბუნებრივია, ებრაელების ძირითად მასა დაყმევებას უმზადებდა. ფეოდალი, როგორც საერო ისე საეკლესიო, შეძლებისდაგვარად აღჭურავდა ებრაელს მიწით და ყმად გადააქცევდა. ქართველი ებრაელების მდგომარეობა, როგორც სოციალური ისე იურიდიული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების ებრაელთა მდგომარეობისაგან. საქართველოში არ არსებობდა ქრისტიანი და ებრაელი ბატონის ან ყმის განსხვავება კანონმდებლობის საფუძველზე. უფრო მეტიც, ებრაელ ბატონს ჰყავდა ქრისტიანი ქართველი ყმები, მაგრამ მაშინდელი საზოგადოება ამაში ვერ ხედავდა რაიმე შეურაცხმყოფელს, სადაც ანალოგიურ შემთხვევაში ებრაელი სასტიკად ისჯებოდა.
საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის ხელში თავი მოიყარა მრავალმა ყმა-ებრაელმა, ეკლესიის მიერ ყმის მოპოვება უმთავრესად შეწირვის გზით ხდებოდა. წირავდნენ მეფე-მთავრები, მათი ოჯახის წევრები, ფეოდალები და სხვა. არ იყო იშვიათი ამა თუ იმ მიზეზით საკუთარი ნებით თავის შეწირვა. ფეოდალური ძალადობის ეპოქაში გავლენიანი მფარველის მოპოვების მიზნით, ეკლესიისათვის თავის შეწირვას ხშირად ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად. შეწირული ვაჭარი და ხელოსანი, როგორც წესი, თავისუფლდებოდა სახელმწიფო და საბატონო გადასახადებისაგან. ისინი გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობდნენ ახალი ბატონის – ეკლესიის წინაშე.
ებრაელებს მნიშვნელოვანი წვლილი ქონდათ ანტიკური და ფეოდალური ხანის საქართველოს როგორც საშინაო ისე საგარეო ვაჭრობაში. სოციალურად და ეკონომიურად განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ ქალაქისა და სოფლის ებრაელი ვაჭრები. ქალაქის ვაჭრები მთლიანად ვაჭრობას მისდევდნენ და მათი საქმიანობის სივრცეც შედარებით ფართო იყო. ქალაქელი ვაჭრები შეძლებითაც დიდად განსხვავდებოდნენ მოძმე სოფლელებისაგან. სოფლელი ვაჭრები მოწყვეტილნი არ იყვნენ სოფლის მეურნეობას და მათი ვაჭრობა უფრო სეზონურ ხასიათს ატარებდა.
ქალაქის და სოფლის ებრაელი ვაჭრები ისევე როგორც სხვა ეთნიკური ვაჭრების უმრავლესობა, სხვადასხვა მებატონის /მეფის, მეფის ოჯახის წევრების, ეკლესიის, თავადების, აზნაურების/ ყმები იყვნენ და ბატონს ნატურით ან ფულით, ზოგჯერ ორივე სახით უხდიდნენ გადასახადს. XIX ს. 60-იანი წლებიდან, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, ებრაელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იწყებს ქალაქებში გადასახლებას, ჩნდება ებრაული ინტელიგენცია.
რუსეთის რევოლუციებმა სერიოზული გავლენა მოახდინა ქართველ ებრაელთა პოლიტიკურ გამოღვიძებაზე. საქართველოს ქალაქებში გაჩნდა სიონისტური ორგანიზაციები. ებრაელთა გარკვეული ნაწილი იზიარებდა ბოლშევიკურ იდეებს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში /1918-1921/ ებრაელებმა მიიღეს სრული მოქალაქეობრივი უფლებები. მათ თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ მენშევიკურ მთავრობაში.
გასაბჭოების შემდეგ, ებრაელები მიუხედავად საბჭოთა მთავრობის მიერ განხორციელებული ანტი ებრაული პოლიტიკისა, საქართველოში, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისაგან, უკეთეს მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.
XX ს. დამდეგიდან იწყება ებრაელთა მასობრივი გადასახლება ისრაელსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში. არასრული მონაცემებით დღეისათვის საქართველოში ცხოვრობს ათი ათასამდე ებრაელი.
ქართველ ებრაელთა ისტორია პერიოდების მიხედვით პირობითად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. ებრაელთა მოსვლიდან /ძვ.წ. VIII ან VI სს/ -ჩვ.წ. საუკუნამდე. ეს არის ებრაელთა სხვადასხვა ნაკადების მოსვლის და მცხეთაში და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში განსახლების დრო.
2. ადრეფეოდალური ხანა /IV-X სს/, ქრისტიანობის გამარჯვების გამო, იშლება მცხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქების ებრაული თემები; ხდება ებრაელთა გაფანტვა ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა რეგიონში და კავკასიაში საერთოდ; განუხრელად მიმდინარეობს მათი დაყმევების პროცესი.
3. განვითარებული ფეოდალიზმის ხანა /XI-XVსს/. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად ეს არის უშუალო მწარმოებელთა, მათ შორის ებრაელების, საბოლოოდ დაყმევების პერიოდი.
4. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანა /XVI-XIX სს. პირველი ნახევარი/. ქართველ ებრაელებს მათი სოციალურ-ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით ამ ჩარჩოში ვერ ჩავტევთ. უნდა გამოვყოთ ს. პირველი ნახევარი.
5. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან ბათონყმობის გაუქმებამდე /1801-1860-იანი წლები/ ძირეულად იცვლება ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა. ცარიზმი ანტიებრაული კანონების დანერგვით ლამობს გამოყოფას საქართველოს მოსახლეობისაგან; იწყება დაპირისპირება მებატონეებთან; ებრაელი ყმები ცდილობენ საერთო ბატონებს გასცილდნენ და შევიდნენ მართმადიდებელი ეკლესიის მფარველობაში.
6. XIX ს. 60-იანი წლებიდან 1917 წლამდე. სხვებთან ერთად თავისუფლებას იღებენ ებრაელი ყმებიც; ებრაელები აქტიურად ებმებიან კაპიტალისტურ ურთიერთობაში, განსაკუთრებით ვაჭრობაში; ებრაელთაგან იცლება მთელი რიგი ძველი დასახლების ადგილები. ებრაელები მასიურად გადადიან ქალაქებში; ქართული ინტელიგენცია იბრძვის ებრაელთა უფლებების დასაცავად.
7. 1918-1921 წწ. ებრაელთა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა დამოუკიდებელ საქართველოში.
8. 1921წ. – დღემდე. ქართველი ებრაელები საბჭოთა ხელისუფლების დროს, სიონისტური იდეებისა და პროპაგანდის გავლენა; ნაციონალური სულის გაღვიძება და ემიგრაცია ისრაელში.
ებრაული თემი საქართველოში
ებრაელები – სემიტური მოდგმის უძველესი ხალხის საერთო ეთნიკური
სახელია; ისინი ცხოვრობდნენ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში, ხოლო 1948
წლის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა ებრაელთა
სახელმწიფო – ისრაელი, რომლის ოფიციალური ენაა ივრითი, ხოლო რელიგია
იუდაიზმი.
ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელთა საქართველოში მოსვლას
ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას (ძვ.წ 586წ)
უკავშირებს. იეჰუდას სახელმწიფოდან ებრაელებს საქართველომდე
მოუღწევიათ და ქალაქ მცხეთაში დასახლებულან. მე–4 საუკუნეში მცხეთის იმ
უბანს, სადაც ისინი სახლობდნენ, „უბანი ჰურიათა“ ეწოდებოდა, ხოლო მათ
რელიგიურ ცენტრს „ბაგინი ჰურიათა“. „მოქცევაი ქართლისაიში“ ხაზგასმულია
ებრაელთა განსაკუთრებული როლი ქრისტიანობის გავრცელებაში: მცხეთელი
ებრაელი ქალი სიდონია, ქართული ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო
ქართველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი ქრისტეს კვართის ჩამომტანია
საქართველოში. ებრაელთა დასახლება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
შემდგომშიც არ შემწყდარა: მრავალსაუკუნოვანმა მშვიდობიანმა
თანახცოვრებამ გააჩინა ტერმინი – ქართველი ებრაელი. მიუხედავად თანმდევი
ასიმილაციისა, ებრაელებმა შეინარჩუნეს საკუთარი რელიგია, ტრადიციები და
თვითმყოფადი კულტურა.
1
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთში 1905 წლიდან დაწყებული
ანტისემიტური მოძრაობა საქართველოში არ გავრცელებულა. 1912 წელს აკაკი
წერეთელმა რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს ონელი ებრაელების წინაშე
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დადგება დრო, ერთა ჩაგვრა მოისპობა და
თქვენც თავისუფლად ამოისუნთქებთ“. ილია ჭავჭავაძეც საგანგებოდ
აღნიშნავდა ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობის
განსაკუთრებულობაზე: „ძვირად სადმე შეეთვისებიან ებრაელები სხვა ხალხს
1 მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი საქართველო. გვ. 151.
ისე, როგორც ქართველებს შეეთვისნენ…. უკანასკნელ დროს და ახლაც, არც ერთ
უფლებას არ იყვნენ მოკლებულნი, რომელიც ქრისტიანებს ქონდათ
მინიჭებული“
2
ქართველი ებრაელები აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს
პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. საქართველოს დესპანებად
წარგზავნილი ებრაელები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ კიდევ ერეკლე
მეორის სამეფო კარის საქმეებში. ისინი მონაწილეოდნენ საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის ფორმირებაშიც,
პირველ ქართველ პარლამენტართა შორის იყვნენ აბრამ ბუზიაშვილი და მოსე
დავარაშვილი. მათ ამავე პერიოდში, 1918 წლის იანვარში დაარსეს
ნაციონალური საქმეების ებრაული კომისარიატი და ქართველ ებრაელთა
ლიდერებმა თბილისის სინაგოგის – ბეით ქსენეთის ოქროს მარაგის ნაწილი
საქართველოს ხაზინაში შეიტანეს. ეს ემსახურებოდა ქვეყნის
დამოუკიდებლობისაკენ სწაფვასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების იდეა, სიონიზმის სახით, XIX საუკუნის
ბოლოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გავრცელდა. 1905 წლის
რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919
წელს თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა. დავით ბააზოვი
(1883-1946) იყო სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თავის
დროზე განათლება ევროპაში მიიღო და შემდგომ საქამიანობის
გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.
3
(დანართი 1) ქალაქ ონში დაიწყო
მრევლის შემოკრება, წერა-კითხვის არმცოდნე ბავშვებისათვის საბაზო სკოლის
ჩამოყალიბებაც მის სახელს უკავშირდება. 1913 წელს ფრანკფურტში, ებრაელთა
ერთ-ერთ საერთაშორისო თავყრილობაზე დავით ბააზოვმა სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანა საიდანაც მე ჩამოვედი, შორეულ კავკასიაშია.
მას საქართველო ჰქვია. ეს არის ქვეყანა, სადაც არასოდეს არ ყოფილა ებრაელთა
რბევა. მის შვილებს არასოდეს არ აუწიოკებიათ ჩემი ხალხი და აგერ ოცი
2
მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი საქართველო. გვ. 173
8 საუკუნეა, ტკბილად და ძმურად ვცხოვრობთ“.
4
როგორც ზემოთ აღვნიშნე
დავით ბააზოვი სათავეში ჩაუდგა სიონისტურ მოძრაობას და ამასთან ერთად
დაუპირისპირდა უკიდურესად რეპრესიულ ცარისტულ რეჟიმს. მუდმივად
თანაუგრძნობდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებს,
რაც, რა თქმა უნდა, შეუჩნეველი არ დარჩენილა: ოცდაათიან წლებში მას შვილი
დაუხვრიტეს, ხოლო თავად ციმბირში გადაასახლეს. დღეს თბილისში
ფუნქციობს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა მუზეუმი,
რომელიც აერთიანებს საქართველოში ებრაელთა ცხოვრების ისტორიასა და მათ
კულტურულ მონაპოვარს.
ქართველ ებრაელებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქუთაისელი
ებრაელების განსაკუთრებული ღვაწლი. მათ შესახებ ჟაკ ფრანსუა გამბა 1824-
1826 წლებში გამოცემულ თავის წიგნში მოგზაურობა ამიერკავკასიაში წერდა,
რომ ქუთაისში 800 ებრაელი ცხოვრობდა, რაც ქალაქში მცხოვრებთა ნახევარი
იყო. ებრელთა დასახლების ადგილი 1833 წელს შედგენილ დიუბუა დე
მონპერეს რუკაზე მონიშნულია „ებრაელთა უბნის“ სახელწოდებით.
5
აქ დგას
ებრაელთა სალოცავი- სინაგოგა, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებშია
აგებული და ნაკურთხია 1887 წლის 14 მაისს. ამ პერიოდის ქუთაისის რაბინი
გახლდათ, სიმონ მოშეს ძე რიჟინაშვილი, რომელმაც ებრაული ენის
სახელმძღვანელო „სეფერ ხინუხიმ ჰანეარიმი“ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი
იერუსალიმში გამოსცა. ებრაელი თემის წარმომადგენლები ზოგჯერ ფინანსურ
დახმარებასაც უწევდნენ ქართველებს. ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, რომელსაც
მწვანეყვავილა ჰქვია, არის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც 1944-1946
წლებში საკათედრო ტაძრის ფუნქციას ასრულებდა. ამ ტაძარში მსახურობდა
ნაუმ შავიანიძე, რომელსაც ძალიან საინტერესო ამბავი უკავშირდება: მამა
ნაუმი, ერთხელ წირვის შემდეგ ძალიან დაღონებული ქუჩაში მიმავალი
შეუნიშნავს რაბინს, უკითხავს, რა მოხდაო, ქართველ ღვთისმსახურს უპასუხია,
რომ ფინგანს (საფინასო სამსახურის წარმომადგენელი) მისგან იმხელა
4
ეთნოსები საქართველოში. გვ.122
5
დავიწყებული ისტორიები: კათოლიკური და ებრაელი თემები ქუთაისში. გვ.16
9
გადასახადი მოუთხოვია, რომელსაც ვერ იხდიდა და ეკლესიის დახურვის
ეშინოდა. რაბინს საჭირო თანხა მიუცია მამა ნაუმისათვის და უთქვამს: დღეს შენ
დაგხურავენ. გენაცვალე, და ხვალ მე მომადგებიანო. ამ ფაქტის ნამდვილობას
ადასტურებს მეუფე ნაუმის პირად არქივში არსებული წერილი, სადაც ის
დახმარების თხოვნით მიმართავს ქუთაისის მღვდელმთავარს, რათა ეკლესია არ
დაიხუროს.
6 ებრაელი თემის წარმამადგენლები არაერთხელ დახმარებიან
ფინანსურად, როგორც სახელმწიფო ხაზინას, ასევე ცალკეულ ადამიანებს.
აუცილებლია ვახსენოთ XIX საუკუნის ბოლოს ქართველი ებრაელების მიერ
ონში აშენებული დიდი სინაგოგა, რომლის მშენებლობაც სწორედ დავით
ბააზოვის სახელს უკავშირდება და მასში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 1927
წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ მისი დაკეტვის ბრძანება გასცა, სინაგოგის
დასაცავად ოცდაათამდე ქალი ბავშვებთან ერთად შენობაში ჩაიკეტა. მათ
შორის იყვნენ ქართველები, ებრაელები – ქრისტიანები და იუდეველები. ისინი
ერთად აპროტესტებდნენ სამლოცველოს განადგურების მცდელობას და ორი
ერის სოლიდარობამ შედეგი გამოიღო7 – მათ იხსნეს შენობა დანგრევისაგან.
დღეს ეს სინაგოგა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
(დანართი 2)
8
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა ქართველი ებრაელების მიერ
შემონახული უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი, მსოფლიოს ერთ-ერთ
უძველეს ხელნაწერად აღიარებული თორა, რომელიც „ლაილაშის ბიბლიის“
სახელითაა ცნობილი. XII საუკუნეში (1131 წ.) სალონიკში მაღალმხატვრულად
შესრულებული ეს უნიკალური ძეგლი XX საუკუნის 40-იან წლებში
აღმოაჩინეს ლეჩხუმის სოფელ ლაილაშის სინაგოგაში, სადაც საუკუნეების
განმავლობაში ინახებოდა. 1957 წლიდან „ლაილაშის ბიბლია“ ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში არის დაცული. (დანართი 3) მას სვანურ ბიბლიასაც
უწოდებენ და უამრავ ლეგენდას უკავშირებენ, როგორც ქრისტიანები ისე
6 დავიწყებული ისტორიები: კათოლიკური და ებრაელი თემები ქუთაისში. გვ.64
7 დავიწყებული ისტორიები: კათოლიკური და ებრაელი თემები ქუთაისში. გვ.63
8 ეთნოსები საქართველოში. გვ. 77-89
10
იუდეველები (სასწაულთმოქმედი იყო ორივე რელიგიის კუთვნილების
წარმოადგენლებისათვის). სოფელი ლაილაში მრავალმხრივ გამორჩეულია. აქ
დღემდე შემორჩენილია ეს სინაგოგა და ებრაელთა სასაფლაო, ხოლო 2003 წელს
სოფლის ცენტრში დადგეს ობელისკი, რომელზეც ვკითხულობთ: „ლაილაში,
ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა და ბერძენთა თანამეგობრობის კერა“.
(დანართი 4)
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა ჩვენთვის ბრეთის ანუ ავალიანთ
(ავალიშვილების) ბიბლია, რომელიც დაწერილია ქალაქ სალონიკში 1513 წელს
სულთან სელიმ I-ის მეფობის დროს იეჰუდა გედალიას ოჯახში, ვინმე
ყარიელის მიერ. XVIII საუკუნიდან „ბრეთის ბიბლიის“ სასწაულთმოქმედებაზე
მრავალი გადმოცემა თუ ლეგენდა არსებობს, დროთა განმავლობაში მას მთელი
საქართველოს ებრაელები სცემდნენ თაყვანს. იუდა ჩორნის (1835-1880)
გადმოცემით, მასთან ებრაელების გარდა ქართველებსაც მიჰქონდათ შესაწირი
და განკურნებას ევედრებოდნენ, მას ყმათა დასაფიცებელი საკულტო ფუნქციაც
ჰქონია – ვინც ამ ბიბლიაზე დაიფიცებოდა, მის ფიცს წყალი არ გაუვიდოდა. შუა
საუკუნეების ბიბლია ხელით იყო შესრულებული, შემდეგ დაიკარგა და XIX
საუკუნის მეორე ნახევრიდან მის ფუნქციას ნაბეჭდი ბიბლია ასრულებდა, იგი
ინახებოდა ამავე სოფელში მდებარე სინაგოგაში. 1856-1870 წლებში ბრეთიდან
ებრაელები სურამში გადაასახლეს და სწორედ ამ პერიოდში უკვე ნაბეჭდი
ბიბლია ავალიშვილებისგან დავალიშვილებმა იყიდეს.
იეჰუდა ჩორნის მოგზაურობა საქართველოში 1869 წ.
მარკ პლისეცკის ექსპედიცია საქართველოში 1929 წ.
ამ კვლევის დროს მარკ პლისეცკიმ გადაიღო ფოტო სურათები, ქართველ ებრაელთა ცხოვრებიდან საქართველოში, რომლების ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ “მამუკა აშვეთიას კუთხის” ჩარჩოებში. სურათები გადაღებულია 1929 წელს
ქართველ ებრაელთა ისტორია (მოკლედ)
ამონარიდი აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) წიგნიდან “კულაში ნანახი, განცდილი, გაგონილი” 2002 წ
სურამის ებრაელთა ციმბირში გადასახლება ებრაული, რელიგიური რიტუალის შესრულების გამო
ვაჭრობა ქუთაისში
ებრაელთა კვარტალი ახალციხეში
ასეთ მიწურ ან ქვითკირით ნაშენ სახლებში ცხოვრობდნენ ებრაელები ახალციხეში, ისევე, როგორც მეზობელი ქართველები
ქსოვილებით მოვაჭრე ებრაელები
მეფე ერეკლესთან საჩივრით მისული ებრაელები
ქართველი მეფეები და განსაკუთრებით “პატარა კახი” – ერეკლე მეორე დიდი სიმპათიით და ლოიალურად ეპყრობოდა ებრაელებს
წყლის კურთხება “როშ-ჰაშანაში”
ეს სურათი ასახავს ებრაულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად “როშ-აშანის” მეორე დღეს საღამოს, “მინხის” ლოცვის შემდეგ და ქვია “თაშლიხ”. ამ ტრადიციის მიხედვით ებრაელები მიდიან წყლის წყაროსთან, მდინარესთან, ტბასთან, ზღვასთან ან ოკეანის სანაპიროსთან და იფერტხავენ კალთებს, რაც სიმბოლურად ცოდვების წყალში გადაყრას ნიშნავს.წყლის კურთხება “როშ-ჰაშანაში”
ებრაელი ვაჭრები გზაში
ხელვიწროდ მცხოვრები ებრაელები საქართველოში ზოგჯერ ჯგუფურად, ზოგჯერ კი მარტოხელა სავაჭროდ დადიოდნენ მეზობლად მდებარე სოფლებში და ყიდდნენ ყოველგვარ წვრილმანს. ამ გზაზე მათ ათასნაირი ფათერაკი, ძარცვა და დაცინვა ხვდებოდათ, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ სახლში შიშველ-ტიტველი და მშიერ-მწყურვალი ცოლ-შვილი ელოდათ.
შიმშილობითი გაფიცვა მოსკოვში 1971 წელს
შიმშილობითი გაფიცვის მონაწილენი მოსკოვში 1971 წელს/ მარჯვნიდან პირველ რიგში
ნ. კრიხელი, მეორე აბო ხუხაშვილი
აბო ხუხაშვილი (მარჯვნიდან პირველი) მის ძმის შვილთან შუქრი ხუხაშვილთან (მერიკიდან) ერთად ბერლინში. ის ამჟამად ბერლინში (გერმანია) ცხოვრობს. 2023 წ.