A8 ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა - 2 (გაგრძ)
მ უ ს ი კ ა
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 კომპოზიტორი იოსეფ ბარდანაშვილი
2 თემური ყვითელაშვილი - ვირტუოზი გიტარისტი და მომღერალი
3 კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი
8 ბადრი კაკიაშვილი - "მამამ მასწავლა"
10 ხალხისა და სცენის სიყვარულში
13 მერაბ კრიხელი - ახალგაზრდა რეჟისორი
14 იოსეფ კრიხელი - სპეტაკი სულის შემოქმედი
15 დიდი მუსიკოსი თამაზი ნემსაძე და პოპულარული მომერალი ბუჭუნა მოშიაშვილი
18 ოქროს ხელები
19 ხელოვნება. ამონარიდი აბრაამ საპირის წიგნიდან "ალიის 40 წელი"
20 ბაიათების ოსტატი - ხანანელ ჯანაშვილი
23 მალვინა შამელაშვილი - ქორეოგრაფი, მოცეკვავე
26 არქიტექტორი დავით დავითაშვილი
28 სატირულ-იუმორისტული თეატრი აშკელონში
29 შეხვედრა მსახიობ აბტალიონ შალელაშვილთან
30 ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები
31 "ქოქაბ აზააბ" და "მონტე-კარლო"
36 ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი "შამპანია"
37 ესტრადის ვარსკვლავი - ილია მაწკეპლიშვილი
38 ონიდან ისრაელში ამოსულებისადმი მიძღვნილი კონცერტი
39 ცეკვა ქართული - მანანა სეფიაშვილი და გურამ მიხელაშვილი
40 მუსკომედიის თეატრი - "ისრაელის კურორტები"
41 მამა-შვილი ერთსა და იმავე სცენაზე - ბადრიდა ხანანელ ჯანაშვილები
42 მედოლე და ბაიათების ოსტატი - ხანანელ ჯანაშვილი
43 ონელებს მიესალმება - მერი ამშიკაშვილი
44 ვირტუოზი მუსიკოსი - რაფიელ ბარუხოვი
45 სიტყვას ამბობს თინა შიმშილაშვილი
47 მუსიკალური კომედისს თეატრის დადგმა - "ვისი კაცი ხარ ?"
48 სიტყვას წარმოთქვამს აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
49 მარიკ აბრამოვი - ჭიანურის ოსტატი
50 ზური ბოთერაშვილ;ის სკეტჩი - "დაჩაგრული ქმრები"
51 სიტყვას ამბობს ჟურნალისტი - რუსუდან შიმშილაშვილი
55 ქუთაისიდან ისრაელში ამოსულებისადმო მიძღვნილი საღამო კონცერტი
57 "შალახო" - ქართველ ებრაელთა საყვარელი ცეკვა
59 ხალხური შემოქმედების მარგალიტები
60 ზური ბოთერაშვილის სკეტჩი - "ფესახის გადადება"
61 მღერის გარი ელიშაყაშვილი კულაშიდან
63 სატირულ-იუმორისტული თეატრი (აფიშა)
65 ეთერი კაცობაშვილი - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი
68 შესანიშნავი გიტარისტი სოსო შამელაშვილი
69 ხელოვანთა ისტორიული სურათები
70 მსახიობი ზებულონ მოშიაშვილი
72 მომღერალი ავთო (ავთანდილ) ქოსაშვილი
73 ქორეოგრაფ შოთა წვენიაშვილის საიუბილეო საღამო ხაიფაში
74
მ უ ს ი კ ა
იოსეფ ბარდანაშვილი






ქართველ ებრაელთა თემის ერთერთი სახელოვანი ოჯახი : ბაბუა ბენო ბარდანაშვილი (მექუდე), იუზა ბარდანაშვილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (მაიორის ჩინით) და მხატვარი, მისი მეუღლე სარა ბარდანაშვილი (მეგრელიშვილი) – ისტორიკოსი, შვილები რუბენი – არქიტექტორი, იოსებ (სოსო) – კომპოზიტორი, მერაბი – ინჟინერი

თემურ ყვითელაშვილი
ვირტუოზი გიტარისტი – კომპოზიტორი, მომღერალი
ბიოგრაფია
დაბადების თარიღი : 4 ივლისი 1960 წელი (61 წლის ) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, არანჟირებების ავტორი თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი. იგი მუსიკალური განათლების გარეშე დამოუკიდებლად დაეუფლა გიტარაზე დაკვრას და გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი; არის პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის; აგრეთვე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები; არის პირველი ინსტრუმენტალისტი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში; სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; 1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიის პირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე; მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გიტარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე, მას ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე როგორებიც არის: “NAMM Show”, “NAMM Musikmesse”, “Moscow – Music “; მისი მუსიკა და კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით; საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის: “თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა; თ. ყვითელაშვილის სახელი შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარსა და ენციკლოპედიაში: “ვინ ვინაა საქართველოში”, “საქართველოს მუსიკალური ენციკლოპედია”; მის მიერ შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიო კრებულებში და გამოცემულია CD-ის სახით; სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის: აშშ, კანადა, ინგლისი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრია, ბელგია, შვედეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და მრავალი სხვა; სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიც არის: “Carnegie Hall “, “Birdland “, “The Baked Potato “, “La Ve Lee”, “Дом Музыки “, “Iridium ” და მრავალი სხვა; სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად როგორებიც არიან: Allan Holdsworth, Les Paul , Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio და სხვა. თ. ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
-
2019 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს “საპატიო სიგელი”
-
2018 – ისრაელის სახელმწიფოს “საპატიო სიგელი “
-
2013 – თბილისის საპატიო მოქალაქე
-
2013 – ახალციხის საპატიო მოქალაქე
-
2004 – მსოფლიო რეკორდი -“გინესის რეკორდების წიგნი ” (ქ. ანგარსკი, რუსეთი)
30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე -
1998 – ღირსების ორდენი
-
1996 – საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
-
1994 – წლის საუკეთესო გიტარისტი, ნომინაცია “ფიუჟენ” (“Fusion”) (ქ. ლოს ანჯელესი, აშშ)
თუ რას წერს მასზე ვიკიპედია იხ, ბმულზე:
.jpg)

თემურ ყვითელაშვილი – “ისრაელის ჰიმნი – ჰათიკვა (იმედი)”
თემურ ყვითელაშვილი – “ოქროს იერუშალაიმი” (“იერუშალაიმ შელ ზააბ”)


თემურ ყვითელაშვილი – “ყვავილების ქვეყანა”





კომპოზიტორი და მომღერალი – ჯემალ სეფიაშვილი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს (ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს (საკომპოზიციო).
1968 წლიდან მუშაობდა თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად და თანამშრომლობდა ქარხნის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლთან “მელოდია”; ამ ანსამბლისთვის დაწერა სიმღერა “სიყვარულის სანთლები”, რომელმაც კვარტეტ “თბილისის” შესრულებით დიდი პოპულარობა მოიპოვა;
1972 წელს ი. სოხაძის საავტორო კონცერტზე წარმატებით შესრულდა მისი 12 სიმღერა; 1978-1986 წწ. მუშაობდა საქტელერადიოს კორესპონდენტად, იყო ტელე-რადიო გადაცემების ავტორი და წამყვანი; განსაკუთრებით პოპულარული იყო გადაცემა “შეხვედრები მიკროფონთან” (1972-1986); 1979 წელს გამოვიდა მისი სიმღერების ორი ალბომი მ. ფოცხიშვილის ლექსებზე (ანსამბლ “ორიონის” შესრულე-ბით); 1986-1987 წწ. მუშაობდა მხატვრული აღზრდის სახლის ხელმძღვანელად;
1991 წელს იყო საქართველოს პროფკავშირების კულტურის განყოფილების კომისიის თავმჯდო-მარე; 1991 წელს აღადგინა საქართველოს კულტურის მოღვაწეთა პროფკავშირი და იყო მისი თავმ-ჯდომარე; 1995 წელს საქართველოს კულტურის, 2001 წელს რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩე-ველი კულტურის საკითხებში; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში განვითარებულ ტრაგედიას მი-უძღვნა სიმღერა “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები”( მ. ფოცხიშვილის ლექსი), რომელმაც დიდი პოპულა-რობა მოიპოვა( შეასრულა ქართული ესტრადის 62-მა მომღერალმა); არის არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო მოღვაწეთა ათეულში დასახელდა. საესტრადო ჟანრის კომპოზიტორი.
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. – გვ.57
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
-
1997 – ღირსების ორდენი
-
აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
კომპოზიტორი რეუბენ კაჟილოტი


კომპოზიტორი ხანა აჯიაშვილი

ხანა აჯიაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოში 1972 წელს. 1996 წელს იგი გადავიდა მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის კომპოზიტორთა ასოციაციის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კომიტეტში და თანამედროვე მუსიკალურ სტუდიაში ჩაიკოვსკის მუსიკალური აკადემიის გვერდით ტერნოპოლსკის ხელმძღვანელობით. ალტერნატივა და კონცერტებში გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში …
2001 წელს ის ემიგრაციაში წავიდა ისრაელში. 2002–2004 წლებში მუშაობდა მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის მასწავლებლად Mishkan for Music and Dance in Or Yehuda– ში, ხოლო 2005 წლიდან არის მიშკანის მუსიკის დირექტორი და ასწავლის კომპოზიციას ახალგაზრდა კომპოზიტორებს.
2006 წელს, უნივერსიტეტში სწავლის ფარგლებში, მან დაწერა მუსიკა ისრაელის ფილმისთვის “Miracle”, რომელმაც მიიღო ჯილდოები პოლონეთში, ბელგიასა და ჩინეთში.
2018 წლიდან ხანა არის ლექტორი რაის უნივერსიტეტში ჰიუსტონში, აშშ, ისრაელის ინსტიტუტის სტუმარი არტისტის პროგრამის ფარგლებში.
მისი ნამუშევრები შეტანილია ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ წამყვანი ანსამბლების რეპერტუარში, მაგალითად: “მუსიკა ნოვა”, “21 -ე საუკუნის ანსამბლი”, “სიმებიანი”, “კონტინუუმი” (ნიუ -იორკი), “სტუდია ახალი მუსიკისთვის” (მოსკოვი ), Triomisicals “(მადრიდი),” Momenta Quartet “, ნიუ -იორკი, Mivos კვარტეტი და ა.შ.
აჯიაშვილი მონაწილეობს ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებში, როგორიცაა: ისრაელის მუსიკალური ფესტივალი, მეითარის ანსამბლის CEME ფესტივალი, ნიკელის ანსამბლის განახლებული ხმის ფესტივალი, ISCM ფესტივალი, ACL ფესტივალი – აზიის კომპოზიტორთა ასოციაციების ფესტივალი, ბაზრის მუსიკალური ფესტივალი, თანამედროვე მუსიკა, ბუქარესტი და სხვა. 2019 წელს იგი შეირჩა ისრაელის წარმომადგენლად მსოფლიო მუსიკა-ლური დღეების ფესტივალზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, მისი ნამუშევრით “ცისფერი”.
კვლევები
აჯიაშვილი სწავლობდა ფორტეპიანოსა და კომპოზიციას სერგეიშვილის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში მიშვილიდან კომპოზიტორის ხელმძღვანელობით, სწავლის პერიოდში მონაწილეობდა კონკურსებსა და ფესტივალებში.
2001 წლამდე სწავლობდა კომპოზიციას მოსკოვში კომპოზიტორ ტერნოპოლსკისთან ერთად.
2007 წელს მან დაასრულა კომპოზიციის დოქტორის ხარისხი ბარ-ილანის უნივერსიტეტში, პროფესორ გედეონ ლევინსონისა და პროფესორ ბეტი ოლივეროს მეთვალყურეობით.
ჯილდოები და აღიარება (ნაწილობრივი სია)
ჯილდო საფრანგეთის ქალაქ ტურში გამართულ ფესტივალზე
2004 – მოიგო კონკურსი 21 -ე საუკუნის ანსამბლის ახალგაზრდა ისრაელ კომპოზიტორებზე ნაწარმოებით “ანარეკლები” დიდი ანსამბლისთვის.
2008 – პრემიის პრემია კომპოზიტორებისთვის.
2017 – მოიპოვა ACUM ჯილდო საკონცერტო ნაწარმოებისთვის “Mere Air”.
2019 – მისი ნამუშევარი შეირჩა თანამედროვე მუსიკალური სამყაროს პრესტიჟულ ფესტივალზე ISCM– ის ნაწილად.
საჯარო წევრობა (ნაწილობრივი სია)
ისრაელის კომპოზიტორთა ასოციაცია (დაწყებული 2002 წლიდან)
"კოლანი" - ჩვენი სიამაყე




აღმავლობის გზაზე


ბადრი კაკიაშვილი - "მამამ მასწავლ ა"
בדרי קאקאישוילי
בדרי מתגורר בקרית ים והיה מחלוצי המוזיקה הגאורגית בארץ עם להקת "כוכב הזהב" שהייתה הלהקה הגרוזינית-ישראלית הראשונה בארץ
בסוף שנות השבעים תחילת שנות השמונים.
כאן בביצוע השיר
გია დედიაშვილი
