top of page

A 2    ებრაელთა (ქართველ ებრაელთა) ისტორია - 2

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

      თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

37    მამუკა აშვეთიას კუთხე

        ილო ხახიაშვილი  -  ფოტოგრაფი

38    ქუთაისელი ებრაელი

39    მოგონებები ქუთაისზე  -  ნიკო ნიკოლაძე

40    წინაპართა ხაზი  -  რ. ჭეიშვილი

41    რეზო ჭეიშვილის მოგონება

42    მამუკა აშვეთია ფესახსა და აგადაზე

43    მეფაიტონე  - "ბოჩია"

44    ქართველი ებრაელების წვლილი ქუთაისის განვითარებაში

45    სახელოვანი ექიმი  -  ისინკა ფიჩხაძე

46    ქუთაისის შაუმიანის ქუჩა

47    ქუთაისის ებრაელთა ადათ-წესები: "ხალიცა", "გეთ"-ი

48    არონ ელიგულაშვილი

49    რიკრიკა

50    რევოლუციონერი  -  იცკა რიჟინაშვილი

51    ქუთაისის შაუმიანის ქუჩა  9.9.1998 წელი

52    ინტერვიუ აბრამ ზონენაშვილთან

53    რაბი იაყაკობ დავარაშვილის კურთხება

54    ქუთაისის ებრაელთა ადათ-წესები: იომ აქიფურიმ

55    მეფაიტონე  -  რუბენ იაკობაშვილი

56    ქუთაისის ებრაელები (სურათები)

57    ქუთაისის ებრაელობა სურათები

58    ექიმი თავდიდიშვილი ბულვარში

59    ებრაელთა დახმარება

60    ებრაელები მიდიან

61    ვარშაველი ებრაელები ქუთაისში

62    კამიაყი

63    ებრაელები ქუთაისში

64    ქართველ ებრაელთა სალოცავი ბაქოში

65    კინოფილმიდან  -  "დათა თუთაშხია"

66    ილია ჭავჭავაძე

67    გვმართებს რწმენა და სიყვარული

68    შაბათა ელაშვილი

69    ალფრედ დრეიფუსი

70    რეზო გაბრიაძე

71    ფილხაზ ელიგულაშვილი 800 წლოვან ჭადართან

72    შრომის მემორიალს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

73    გაძარცული ებრაელი

74    გუბერნატორი ქუთაისი სალოცავში

75    ქუთაისის დრამატული თეატრი

76    ხუტუნა რიჟინაშვილი

77    დაბა კულაშის ისტორია

78    კულაში    -     შოთა საპირის კუთხე

79    კულაშის მონახულება

80    ვანი - კულაში 1984 წ.

81    კულაშის ვანო სტურუას სახ. საშუალო სკოლის

82    კულაშის ებრაელთა ცხოვრების სურათები

83    ყველაზე ძველი სინაგოგა - კულაშში

84    ლეჩხუმი (ლაილაში) და ებრაელობა

85    ვანის ებრაელთა ძველი უბანი

86    ებრაელი მსაჯული

           გაგრძელება იხილეთ A 2 ქართველ ებრაელთა ისტორია - 3

მამუკა  აშვეთიას  კუთხე

ბრესლაველი რაბი ნახმანი :
როცა ადამიანი თავის თავს არ მართავს, მას ყველა საგანი მართავს და ყველა საგანი ღვთის მაცნეა

ქ უ თ ა ი ს ი

 ილო (ხახიაშვილი) ფოტოგრაფი

ილო-ფოტოგრაფი.jpg

    დღეს, 2020 წლის 16 აგვისტოს, ილო ფოტოგრაფს 85 წელი შეუსრულდებოდა. ილო მსოფლიოში ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელსაც, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, მის ყოფილ ფოტო-ატელიესთან ქალაქმა ძეგლი დაუდგა. წერილი, რომელსაც გთავაზობთ, 25 წლის წინათაა დაწერილი – ილოს 60 წლის საიუბილეოდ… Ф О Т О ი ლ ო თუ პასპორტში, ან პირადობის მოწმობაში – ყოველ შემთხვევაში,საოჯახო ალბომის ერთ გვერდზე მაინც, ილო ფოტოგრაფის გადაღებული სურათი არა გაქვს ჩაკრული, მაშინ რა ქუთაისელი ხარ !

    ეს იმას ნიშნავს, ქუთაისელობის დამადასტურებელი ფოტოდოკუმენტი არ გაგაჩნია. თუ ილოს სახელოსნოში პური გაგიტეხავს და უბრალო ჭიქით სიკეთისა და ძმობის სადღეგრძელო აგიწევია, ეს უკვე იმის დასტურია, რომ ქუთაისის სიყვარულში მაგისტრის ხარისხამდე ხარ ამაღლებული. პირადად არავის გაუცვნია შენთვის ილო ფოტოგრაფი ? მაშინ შენ თვითონ მოახერხე: დილაადრიან, როცა სამსახურისკენ მიიჩქარი და თავისი სახელოსნოს გარე კედელზე ცალფეხმიბჯენილ, კლიენტებზე მეტად ძმაკაცების მომლოდინე, ჯერაც „სტიმულ მიუცემელ“ ილოს მიუახლოვდები, გულღიად მიესალმე, ნუ მოგერიდება – მაგას იმდენი ნაცნობ-მეგობარი და სალმის მთქმელი ჰყავს, სულ ვერ მიხვდება, რომ არ გიც-ნობს. ის კი არა, თავს მდაბლად დაგიკრავს და ისეთ სათნო, სიყვარულით სავსე ღიმილს მოგაგებებს, მთელი დღე გაგყვება ლამაზი განწყობისათვის.

      მისი ძმები არიან: მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და, საერთოდ, ყველა კარგი ქუთაისელი. არაქუთაისელებთანაც მეგობრობს, რასაკვირველია, მაგრამ ვინ დაჩრდილავს მის თვალში ოთარ ქანდარიას, თემურ ლორთქიფანიძეს, ვაჟა ჭყონიას, რეზო გაბრიაძეს, დური შენგელიას თუ სიყრმის მეგობართა კოჰორტის სხვა დიდებულ წარმომადგენლებს ! ზოგმა საკუთარი ლექსით „უკვდავყო“, ზოგმა – მოთხრობით, პიესის პასაჟით, ფერწერული ტილოთი, ან, უბრალოდ, საუცხოო ანეკდოტით…

    ამასაობაში კი 60 წლისა გახდა ილო ფოტოგრაფი ! ჩვენი ილო ! ქუთაისის ილო ! მოდით. კიდევ ერთხელ ვესტუმროთ მის პატარა, ნესტიან სახელოსნოს. ხუმრობაა ? აქ, მეოთხე გასტრონომის გვერდით, ილო ფოტოგრაფთან ისწავლა თურმე თავის დროზე ხელობა ჩიტმა ბორიამ (რეზო გაბრიაძის ცნობილი მარიონეტი ხომ გაიხსენეთ ?). მე კი ხელობაში ზურაბ კუხიანიძეს ნამდვილად ვერ ვაჯობებ და აქაურობის დასახატავად მისი მოთხრობის „ილოს“ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ. „…სახელოსნო საკანს ჰგავს, მაგ რამ ყოველნაირი საჭირო მოწყობილობა მოხერხებულად აქვს განლაგებული: ონკანი, უჟანგავი ლითო-ნის ნიჟარით, სადაც გამჟღავნებულ ფირებსა და ფოტოსურათებს აჟანჟღალებს. ფარდა ჩამოფარებული კედლის განჯინა _ წამლებით სავსე; გამადიდებული, ჟანგით დაჭორფლილი რეფლექტატორი; ფირფიც რის სამსაფეხურიანი, გამარჯვებულ სპორტსმენთა კვარცხლბეკის მსგავსი ჩამოსაჯდომი, ჯორკოს სი-მაღლე ხის სამი კუბი, ორი ტაბურეტი და, რაც მთავარია, შუა ოთახში, სამფეხა, საქათმისხელა შავჩაბა ლახ მოხვეული აპარატი დგას, რომლის ზარბაზნის ლულასავით გაშვერილი ობიექტივის თითბრის სალტეზე მის ინგლისურ წარმომავლობას ამოიკითხავთ: „F.H. BKJ AJNJUHFAB MESFBCTKT,B dallweyrt B. PETEND LONDON. №05772“. სახელოსნოს მარჯვენა კედელში გასასვლელია … აქედან ილო “მღვიმეში“ შედის, რომელიც მეორე სართულზე მასწავლებელთა სახლში ამავალ კიბის ქვეშაა, შეიყუჟება ილო იმ „მღვიმეში“და მიბნედილ წითელ სინათლეზე ფოტოსურათებს ბეჭდავს“…. სანამ ამ სურათებს დაბეჭდავ დეს (თუ დააცადეს კარსმომდგარმა მეგობრებმა), მის პატარა ბიოგრაფიასაც გაგაცნობთ – ვაჟა ჭყონიას მეშვეობით._

     1935 წლის 16 აგვისტოს ხახიაშვილების მრავალსულიანი ოჯახი დიდ მოლოდინში იყო, – ასე იწყებს თხრობას ილოს მთავარი ბიოგრაფი და მისი სიყრმის მეგობარი, ქუთაისური იუმორის გრანდი ვაჟა ჭყონია, – სამშობიარო ტკივილებს გაეთანგა ქალბატონი სარა, მაგრამ ილომ დაიგვიანა გამობრძანება. იმხანად სად ჰქონდათ (მით უმეტეს, საოჯახო პირობებში !) დამაჩქარებელი, ამიტომ მშობიარეს სპირტი გაუკეთეს. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ილომაც დაიძახა:- სადაა დანარჩენი სპირტი, ერთი ამპულა მეყოფა მე ? იმავე ბიოგრაფს თუ ვერწმუნებით, პატარა ილო საოცრად საყვარელი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა. პირველ კლასში, თურმე, არა უშავდა, სწავლობდა, მეორეში ცოტა გასჭირვებია, მაგრამ მესამეში კი ოქროს მედლით გადასულა – მედლით ? – ყოველ შემთხვევაში, დავაზუსტოთ მთხრობელთან.-, მედლით… ოქროს მედალიონით… რომელიც სარას მიუტანია დამრიგებლისთვის და ასე გადაუყ-ვანიათ ილო მესამე კლასში. მერე, რომ შეატყვეს ფილხაზ ბიძიამ და სარა დეიდამ, ბავშვმა გული მთლად რომ აიცრუა სწავლაზე, გადაწყვიტეს, ხელობა მაინც შეისწავლოსო და იოსკასთან (შალვა მარდის მამასთან) დაოსტატდა ჩვენი ილო.

      სარა სულ წყევლიდა: „არ გეეზარდე დედაშენ“ და დარჩა ასე „გაუზრდელი“. ბავშვობაში არც სუპებ და ქაშებ ჭამდა, აწვებოდა წვენებ, მერე წვენებ გადაამსავა, და _ ღვინოებ“.და ისევ ვაჟა ჭყონია (ამჯერად ღიმილის გარეშე): – მაგას ვენაცვალე მე ! 60 წლისაა და 52 წლის შრომის სტაჟი აქვს ! 45 წელია, სულ ამ კიბის ქვეშ, ამ პატარა სახელოსნოშია ! რაც მაგას სიკეთე უთესია, რაც მაგას ქვრივ-ობლებისთვის, ღარიბ-ღატაკებისთვის უფასოდ სურათები უკეთებია, იმ ფულით ემაგ ქუჩას მთლიანად იყიდდა კაცი !მირონ გოგებაშვილი კი, რომელსაც ილოსთან მეგობრობის „რაღაც“ორმოციოდე წელი აკავშირებს, გვიმტკიცებს:- იცით თქვენ, რომ ილომ მხოლოდ ერთხელ დატოვა ქუთაისი ? აი, მაშინ, ჯარში რომ გაიწვიეს. ისე მაგი რიონის სადგურშიც არაა ჩასული, გესმით ? სამტრედიაში, წყალტუბოში არაა ნამყოფი. ქუთაისიდან ფეხი არასოდეს მოუცვლია, მაგას ერთი ღამის გათევა არ შეუძლია ქუთაისის გარეთ ! არის თუ არა ეს ცნობა მთლად ზუსტი, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ხომ ისაა, რომ ძირძველ ქუ-თაისელთა წარმოდგენაში ასე ლამაზადაა დაფუძნებული ილო ფოტოგრაფის სტერეოტიპი: „მხოლოდ ქუთაისელი“, „საკუთრივ ქუთაისელი“.

     ილო ფოტოგრაფი ქუთაისის ფოტომემატიანეა. მისმა პორტრეტმა-შედევრებმა შთამომავლობას შემოუნახეს ჩვენი ქალაქის საუკეთესო შვილთა სახეები და ხასიათები, ბედნიერებისა და სიხარულის ულამაზესი წამები.ის ყოველთვის სხვას უღებს სურათს. მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავს – ვერც ფოტოაპარატით, ვერც ფუნჯით, ვერც ავტოკალმით,უბრალოდ, ძნელია, აღიქვა ასეთი საოცარი გრძნობის, უბრალო და ამავე დროს, დიდი ადამიანი.

(ნანული ცხვედიანის წიგნიდან “გახსოვს, ქუთაისო ?”)

ქუთაისელი  ებრაელები

ქუთაისელი ებრაელი.jpg
ვანსოვსკები.jpg

ვანცოვსკების პირველი თაობა

მოშე და იოხაბედ ვანცოვსკები შვილებთან: ისროსთან და რაფაელთან ერთად.

1910 წ.

პირველი ქაშერი კვების ობიექტი  ქუთაისში,  ის 1918 წელს გახსნა ციციაშვილმა გელათის ქუჩაზე.

ქაშერი რესტორანი.jpg

მოგონებები ქუთაისზე – ნიკო ნიკოლაძე

          ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, კულაშის მახლობლად. ის ძალიან თბილად ეპყრობოდა ქართველ ებრაელებს და იცავდა მათ.

,,         ნიკო ნიკოლაძე (1843-1928 წ.წ.)- მრავალმხრივი და უაღრესად ფართე დიაპაზონის მქონე პიროვ-ნება: პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, რომელსაც არჩილ ჯორჯაძემ სრულიად სამართლიად უწოდა ,,ულმობელი საქმის კაცი’’, პუბლიცისტი და ,,ევროპული მნიშვნელობის (და მნიშვნელობით !’’- ჟურნალისტი,ა მ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ინოვატორი, ადამიანი, რომელიც ადეკვატურად პასუხობდა დროის გამოწვევევებს და მეტიც, ბევრად წინ უსწრებდა მას. ,,გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს განსაზღვრება სრულად ვერც კი მოიცავდეს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დიაპაზონსა და მასშტაბებს… შესაძლოა იმ დარგების ჩამოთვლა უფრო ადვილია, რომლებსაც ეს დაუღალავი მოღვაწე არ შეხებია, ვიდრე დარგებისა, რომლებზეც მას ამაგი აქვს გაწეული…

ნიკო-ნიკოლაძე-და.jpg

ნიკო ნიკოლაძე მეუღლესთან ოლგა გურამიშვილთან ერთად

ნიკო.jpg

სამტრედია-ცნობილი სამტრედიელები updated his profile picture.

    ნიკო ნიკოლაძე — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. იდეების გენერატორი. დაიბადა 1843 წლის 9 ოქტომბერს.

   დედულეთი ჰქონდა სამტრედიის რაიონის სოფ. დიდ ჯიხაიშში, სადაც 1886 წელს მან ააშენა სახლი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა და შვილიც იქ გაუჩნდა. ცნობის-თვის, სიცოცხლეში სამი ქალიდან ჰყავდა შვილები. მან პირველად ჩამოიყვანა სამტრედიაში ველოსიპედი 1890 წელს, კონკრეტულად სოფ. დიდ ჯიხაიშში.

    ნიკო ნიკოლაძე 18 წლის ასაკში ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ენებს. მოგვიანებით შეისწავლა ინგლისური, იტა-ლიური და გერმანული.

    ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც 1868 წელს სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა.

   ნიკო ნიკოლაძე აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი შექმნას. მართა-ლია, ეს დიმიტრი ყიფიანის იდეა იყო, მაგრამ ისიც არანაკლებ აქტიურად ემხრობოდა ამ აზრს. იმ დროს, დუ-შეთში მომრიგებელ მოსამართლედ წასულ ილია ჭავ-ჭავაძეს რამდენჯერმე ჩააკითხა თხოვნით, დაბრუნებუ-ლიყო დედაქალაქში და ბანკისთვის ეხელმძღვანელა. ბოლოს, როგორც იქნა, დაითანხმა ილია. საერთოდ, ნიკო ნიკოლაძე ილიას დიდი თანამოაზრე და მეგობარი იყო. თუმცა, რიგ საკითხებზე მათი მოსაზრებები განსხვავდე-ბოდა.

  ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გახ ლდათ ვაჭრობა. ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა ევაჭრათ, ოღონდ, კეთილსინდისიერად. ფიქრობდა, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითა რებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარე ბულიყო.

   მომდევნო საკითხი, რომლისთვისაც ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, იყო ერობა, ადგილობრივი მმართველობა. ფაქ ტობრივად, იყო პირველი, ვინც ერობის, ანუ თვითმმართ ველობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. მას მიაჩ ნდა, რომ თემს უნდა აერჩია განათლებული, ხელმძღვა ნელი წევრები, რომლებსაც გადაუხდიდა ხელფასს და მათ დააკისრებდა ხალხის სამსახურს, ხოლო თუ ამ მოვალო ეობას ვერ შეასრულებდნენ, გადააყენებნდნენ და სხვას აირჩევდნენ. სხვათა შორის, ნიკო ნიკოლაძეს თვლიდა, რომ თვითთმართველობის შემოღება უნდა ეთხოვათ 1871 წელს აქ ჩამოსული იმპერატორის, ალექსანდრე II-ისათვის. იმ დროს ეს არ მოხერხდა, თუმცა, 1913 წელს თავად-აზნა ურებმა სწორედ ამ თხოვნით მიმართეს მაშინდელ იმ პერატორს, ნიკოლოზ II-ს.

  ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა, იყო უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა, მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ტექ ნიკური უნივერსიტეტი. თვლიდა, რომ კლასიკური განათ ლება კი არა, ხალხს წინსვლისთვის, რეალური განათლება და შესაბამისი სკოლები სჭირდებოდა.

   ნიკო ნიკოლაძე თვლიდა, რომ პრესას შეეძლო დიდი გარდატეხა შეეტანა საზოგადოების განათლებასა და გან ვითარებაში. 1870-იან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან”, 1871 წელს კი დააარსა ჟურნალის „კრებული”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თავად, ხელმომწერი რედაქტორი კი გიორგი წერეთელი იყო.

    მან თავისი წვლილი შეიტანა პარიზში, ქუჩის განათების საქმეში. ებრაელ ნავთობის მაგნატ როტშილდებს (იმ დროს რუსეთში ებრაელებს არ ჰქონდათ საქმის წარმოების უფ ლება, ამიტომ, ფაქტობრივად, ნიკო განაგებდა მათ საქმეებს) სთხოვა იმ მეცნიერის დაფინანსება, რომელსაც წყალვარდ ნილზე ელექტროსადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა. როტ შილდებმა ლაბორატორია გააკეთეს. მაშინ პარიზის მაცხოვ რებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ სადღაც, წყლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებით, კილომეტრების მოშო რებით, სადენის საშუალებით შესაძლებელი იყო ქუჩის განათება.

    „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გან ვითარებაა. მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო სამეურნეო და ნიშნულებით გამოსაყენებლად იყიდა და აღმოჩნდა „შავი ქვის“ საბადო. ნიკო ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები ჩამოვიდნენ საქარ თველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა, საქმეს უგზოობა ართულებდა. წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის რწმუნებულად (ლობისტად) ნიკო ნიკოლაძე აირჩია და საბოლოოდ, რკინიგზა ამოქმედდა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ კი შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო ნიკოლაძეც იყო.”

ნიკომ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები და გადაწყდა ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის გაყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, 1870-იანი წლების პირველ ნახევარში ფოთიდან თბილისამდე სარ კინიგზო გზა უკვე გაკეთებულია.

  ქალაქის საბჭოში შესვლისთანავე ნიკო ნიკოლაძემ წყალმომარაგების საკითხი დაძრა. მაშინ მტკვრის წყალს იყენებდნენ. პირდაპირ სათლებით იღებდნენ და ყიდიდ ნენ, 3-5 კაპიკამდე ღირდა.ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით, ავჭალის წყაროებზე მოეწყო წყალსადენი. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო და შემდეგ წამოაყენა იდეა, წყალსადენი წალკისა და ნატახტარ-ბულაჩაურის წყაროებზეც გაკეთე ბულიყო. მაშინ ეს პროექტი, ქალაქის ხელმძღვანელობამ, როგორც ამბობდნენ, უსახსრობის გამო ვერ განახორციელა. თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენი მაინც აიგო.

    ნიკო ნიკოლაძე ასევე დაჟინებით მოითხოვდა ქალაქს ჰყოლოდა სანიტარული ექიმი და ჰქონოდა სადეზინფექ ციო კამერა, ძლივს გაიტანა ეს საკითხი. საბოლოოდ, ორივე დაფინანსდა. კამერის პროექტის მომზადება ოდესაში, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პეტრე მელიქი-შვილს სთხოვა. ნიკო ნიკოლაძემ მოახერხა და 1886 წლიდან თბილისში დაინიშნა სანიტარული ექიმი და მადათოვის კუნძულზე აშენდა სადეზინფექციო კამერა, რაც ქალაქში მანამდე არ არსებობდა და შესაბამისად, ძალიან მძიმე სანიტარული პირობები იყო.

  ნიკო ნიკოლაძემ ასევე წამოაყენა დედაქალაქში კანა ლიზაციის ქსელის მოწყობის იდეა. პროექტი, რომელიც მაშინდელმა საკრებულომ დააფინანსა, ფრანგმა ინჟინერმა ლინდ ლეიმ შეიმუშავა.

   ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით შემოიღეს თბი ლისში ცხენის ტრამვაი, ვაგონში შებმული იყო 2 ცხენი და ტრანსპორტი მოძრაობდა ლიანდაგზე. ქალაქი ვითარდებო და, თუმცა პარალელურად, არ არსებობდა კომუნიკაცია ჩუღურეთისა და ვერეს დასაკავშირებლად. სწორედ ამი ტომ, ნიკო ნიკოლაძის მოთხოვნით, აშენდა ვერის ხიდი (დღევანდელი გალაქტიონის ხიდი) და გაკეთდა ვერის დაღმართი (დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმარ თი). ამ პროექტით თბილისის ორი ნაწილი დაუკავშირდა ერთმანეთს. ნიკო ნიკოლაძე დაეხმარა მშენებლებს მთაწმინ დის რკინიგზის შუა ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქ ციის აგებაში და მისი იდეა იყო, რკინიგზა კოჯორშიც გაეყვანათ.

     ნიკო ნიკოლაძეს სურდა „აბანოთუბანში“, „ხარფუხსა“ და ორთაჭალის ნაწილში თბილისის ბალნეოლოგიური კუ რორტი გაშენებულიყო. ეს პროექტი მოგვიანებით მხოლოდ ნაწილობრივ განვითარდა, რადგან დღეს „აბანოთუბანს“ მხოლოდ ჰიგიენური და გასართობი დანიშნულება აქვს და არ მოხდა მისი სამკურნალო ცენტრად ჩამოყალიბება, რო გორც ეს ნიკოლაძეს ჰქონდა გეგმაში. ასევე, მისი იდეა იყო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბების კას კადის გაკეთება, სადაც ტბები იქნებოდა დაგუბებული და ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ხრიოკ და ქარიან კლიმატს გარდატეხდა და აღნიშნული ადგილი საკურორ ტო ზონად იქცეოდა, თუმცა, მაშინ იდეაც „თაროზე შემოიდო“ (ალ. ელისაშვილი, ლექცია: „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. Art Area 2015).

    თბილისის შემდეგ იყო ფოთი. 1895 წელს, 52 წლის ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. ნიკო ნიკოლაძემ ფო თის გარშემო გააკეთა სპეციალური არხი, რომლითაც წვიმის წყალი ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა. გარდა ამისა, ააშენა 2 ხიდი და დააგო ქვაფენილი. ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა, აეშენებინა ქალაქის ცენტრში ტაძარი, რომელიც იქნებოდა „აია სოფიას“ მსგავსი და შეასრულა კიდეც. ასევე, მისი ინიციატივით, ქალაქში გაკეთდა 12 ქუჩა, რომელიც ამ ტაძართან მიდის. გარდა ამისა, ააშენა ქალთა და ვაჟთა გიმნაზიისა და პოლიციის შენობები.

    ნიკო ნიკოლაძის სახელი დაკავშირებულია 1918 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნასთან.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფ. დიდ ჯიხაიშში.

  გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

    გამოყენებულია დ.  ჩიკვილაძის სტატია "ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს !"

მეფაიტონე – “ბოჩია” (აბრაამ იაკობაშვილი)

ბოჩია-1024x768.jpg

ბოჩია მეფაიტონეს როლში  (კინოფილმი  “ჭიაკოკონა”) 1961 წელი

ბოჩია.png

მეფაიტონე აბრაამ (ბოჩია) იაკობიშვილი მესხიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად საპირველმაისო ღონისძიებაზე 1981 წ.

ქართველი ებრაელების წვლილი ქუთაისის განვითარებაში

                  სახელოვანი ექიმი ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე

        ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე – გახლდათ დამსახურებული და კარგად ცნობილი ექიმი ქუთაისში. მას ჰქონდა სამაგალითო მეგობრობა მიტროპოლიტ ნაომ შავიანიძესთან და რაბინ იაკობ დავარაშვილთან ისრაელში ამოსვლის შემდეგ ის გახლდათ “ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზოგადოების” აქტიური წევრი და ამ ვოლონტარული ორგანიზაციის ჩარჩოებში ის სათავეში ედგა “ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრს” ბათ-იამში. კულტურის ცენტრი გაზეთ “ალია”-სთან ერთად ხშირად მართავდა ხოლმე კულტურულ ღონისძიებებს.

        აქვე მოგვაქვს ვიდეო ჩანაწერის ნაწყვეტი “ისრაელში ქუთაისიდან ამოსულებისადმი მიძღვნილ კონცერტიდან”.

ბათ-იამი. 17. 04. 1997

ქუთაისის  შაუმიანის  ქუჩა   –  ებრაელთა უბანი

ქუთაისის ებრაელობის ადათ-წესები – განქორწინება (“გეთი”) და „ხალიცა”

გეთი.jpg

        განქორწინება („გეთი“) – გეთის დაწერას უნდა დაესწროს ათი სრულწლოვანი მამაკაცი (მინიანი) და ორივე მხარე- ქალი და მამაკაცი.

       გეთი უნდა დაწეროს სპეციალისტმა მზის ჩასვლამდე. როდესაც გეთი დაწერილია, დამწერი გადას ცემს მამაკაცს (ორივე მხარე ქალი და მამაკაცი მარხულობს), უკანასკნელი მას ხელით დაახვევს. ქალს ორივე ხელისგული გაშლილი აქვს, მამაკაცი გაშლილ ხელებში შეხვეულ გეთს ჩაუგდებს, ქალი კი აი-ღებს და შეხვეულ გეთს უბეში ჩაიდებს, ათი კაცის თანდასწრებით. ამის შემდეგ ორივე თავისუფალია: მამაკაცს მაშინვე შეუძლია სხვა ქალი შეირთოს, ხოლო ქალს ოთხმოცდაათ დღემდე არ შეუძლია გათ-ხოვდეს სხვაზე.

      “ხალიცა” – ქალი რომ დაქვრივდება, თუ მას შვილი არ გაჩენია, იგი უნდა გაჰყვეს ცოლად თავის უცოლო მაზლს (თუ ჰყავს).

      როგორი მცირეწლოვანიც არ უნდა იყოს მაზლი, როგორც კი წამოიზრდება, თავისი ქვრივი რძა-ლი ცოლად უნდა შეირთოს.
         თუ არ შეირთო და უარი განაცხადა რომელიმე მხარემ, ასეთ შემთხვევაში “ხალიცა” უნდა მის-ცენ. უფროსი რაბინის თანდასწრებით. ვაჟისთვის უნდა შეიკეროს ცალი ფეხსაცმელი, ზორტებით შე-საკრავი – მარცხენა ფეხის.

ხალიცას უნდა დაესწროს დაიანი (ებრაელი რელიგიური მოსამართლე) და სამი კაცი). ერთ-ერთმა მათგანმა ვაჟს ფეხზე უნდა ჩააცვას და შეუკრას ზორტები. ქვრივი რძალი გახსნის მაზლის ფეხზე ფეხსა ცმელის ზორტებს, გახდის ფეხსაცმელს, გვერდზე გადააფურთხებს და ეტყვის სამსჯერ: „მეენ იებარი ლეაკიმ ლეახივ შემ ბეისრაელ“ (რადგანაც არ ისურვე აღგედგინა შენი ძმისთვის სახელი ისრეელშიდა).

ხალიცა იშვიათად ხდებოდა ხოლმე

არონ  ელიგულაშვილი

       არა მხოლოდ თვითონ, არონის შორეული წინაპრებიც კი ამ ქალაქში დაიბადნენ. ელიგულაშვი-ლები ამ ქალაქის ნაწილად ქცეულიყვნენ.

          თუ რამ სასიკეთო კეთდებოდა, უხაროდათ, ამგვარ საქმეში გარევას არ ერიდებოდნენ, მაგრამ თუ რამ ქალაქის ღირსებას ჩრდილს აყენებდა, სწუხდნენ, თავადაც მიაჩნდათ თავი ბრალეულად. კარს მომ-დგარი სიძნელეების მიუხედავად, არონი ხშირად უხდიდა გამჩენს მადლობას, ამნაირ ქალაქში რომ მო-უწია ცხოვრება.

          „ელიგულა და ხავა”. გურამ ბათიაშვილი

არონ ელიგულასვილი.jpg

რიკრიკა

(50-60 წლის წინათ, ქუთაისის ქუჩებში დადიოდა გამხდარი მოხუცი ებრაელი. „რიკრიკას” ეძახდნენ, ყოველთვის მღეროდა.)

ქარს მიაქვს რიკრიკით, რიკრიკა „რიკრიკა“.
უმღერის აივანს, ქუჩებს თუ მიკიტანს,
რაც ქვეყნად სიმღერა თუ ლექსი ისმოდა,
ბაგიდან „რიკრიკა“ რიკრიკით ისვროდა,

ერთხელ საფლავიდან ვიღაცამ იკივლა,
„მანდ რა საქმე გაქვს, აქ მოდი რიკრიკა“.
მთლად ვერ ამოვალო და მაინც წავიდა…
ეჰა, მას შემდეგ რა ხანი გავიდა.

ქუთაისს ენატვრის მაგ შენი რიკრიკი,
ალალო, წასულო სიკეთის ბილიკით
მთლად მაინც არ წახველ დღეს ლექსი მათხოვე
ვინ იცის, აიკელ რიკრიკით სამოთხე.

ალალო, მართალო, კეთილო „რიკრიკა“,
ღმერთმაც ქნას შენსავით
ლექსად  მარიკრიკა.

                 იაკობ ჩიკვაშვილი

რიკრიკა.jpg

რევოლუციონერი – იცკა რიჟინაშვილი

იცკა.jpg

ქუთაისი     09. 09. 1998                     ქუთაისი   22,6,224

ილო  ხახიაშვილის  ძეგლი  ქუთაისში

ილო ხახიაშვილი.jpg

ილო ხახიაშვილის ძეგლი ქუთაისში

ინტერვიუ  აბრამ  ზონენაშვილთან   -  "არ იდარდო"

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ებრაული მემკვიდრეობა - ქუთაისი. Jewish heritage - Kutaisi.
13 ოქტომბერი, 2023 ·

ქუთაისში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფო-ტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.
წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრან-გეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ დაიხურება 15 ოქტომბერს.
დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ქუთაისის დიდი რაბის, ხახამ იაყაკობ დავარაშვილის კურთხევა და მილოცვა საქართველოს ებრაელობას, შაბუყოთთან დაკავშირებით.  1972 წ.

ფიცი-1.jpg

ქუთაისელ ებრაელთა ადათ-წესები

                                                           ქუთაისის ებრაელობის ადათ-წესები – იომ-ქიფური.        

      როშ-ჰაშანიდან ქიფურამდე ყველა სრულწლოვანი ისრაელი მეცადინია განსაკუთრებით მოკრძა-ლებული იყოს ლოცვა-მარხვაში; ერთი-მეორეს შეხვედრისას მეხილას (პატიებას) სთხოვენ, დაუბრე-ბულნი რიგდებიან, ქიფურის წინა დღით კი ნაშუაღამევს სალოცავში მიდიან, რომ ათარა აიშვან. გათენებამდე შინ ბრუნდებიან. ქალები, შეძლების მიხედვით ამზადებენ სხვადასხვა სახის საჭმელს, იმას, რაც მათ მიცვალებულებს უყვარდათ, ახსენებენ მათ სახელს. დამზადებულს თვითონ ისე არ ჭამენ, რომ ღარიბებს არ დაურიგონ, რათა მათ საყვარელ მიცვალებულებს შეუმსუბუქდეს იმ სოფელს სას-ჯელი. მენუხას მამაკაცი იტყვის.        

        მენუხას რომ მორჩებიან, თვითონ ჭამენ, ქიფურის წინ დღით ცხრაჯერ უნდა ჭამონ, ცხრაჯერ უნდა იკურთხოს სუფრა და ხელწყალი. დიდიდან პატარამდე, გარდა ავადმყოფისა, ყველამ უნდა იბანაოს სა-ქიფუროთ, ტანზე თეთრებს იცვამენ, ფეხზე კი მსუბუქ ფეხსაცმელს. კუთხე-მეზობლები ჩამოივლიან ერთმანეთში და მეხილას სთხოვენ; ერთი-მეორეს ალალს ეუბნებიან.          

შინ თავს მოიყრიან და სანთლებს ანთებენ, დიდ ტაშტზე, შუაში, დიდი კელაპტარია, მას ოჯახის უფროსი მამაკაცი ანთებს პირველად, კელაპტარზე რიგ-რიგობით ანთებენ უფროსიდან უმცროსამდე და ტაშტის ირგვლივ შემოაკრავენ წმინდა სანთლებს. უფროსი დიასახლისი გამჩენს ევედრება, რომ მის მიშფახას მომავალ წელში არაფერი დააკლდეს, არავინ მოუკვდეს, სულის მატირალი არ დაჯდეს, მას სხვებიც მიჰყვება – ყველა გამჩენს ევედრება და თან თავიანთ სანთლებს მისჩერებიან; თუ სანთელს ალი პირდაპირ ასდის, კარგი ნიშანია, მისი ამნთები მომავალ წელს მშვიდობით მიაღწევს, თუ ალი გვერდზე ასდის, არ ვარგა, ზარალიანი წელიწადი ექნება, თუ სანთელი გადავარდა და ჩაქრა, ცუდი ნიშანია, მისი ამნთები მომავალ წლამდე ვერ მიაღწევს. ამის გამო თითოეული მეცადინია სანთელი კარგად დაამაგროს, რომ არ გადავარდეს.          

        სანთლების ანთების შემდეგ ოჯახში მყოფნი ერთი-მეორეს ეხვევიან, კოცნიან, პატიებას სთხოვენ, ალალს ეუბნებიან და სუფრას შემოუსხდებიან იმ ანგარიშით, რომ მზის ჩასვლამდე სალოცავში ქოლ-ნიდრეს მიუსწრონ. ქიფურის დაწყების საღამოს ვინც ქოლ-ნიდრეს მიუსწრებს, მას ეპატიება გასული წლის განმავლობაში თუ რაიმე ნედერი ჰქონდა; როდესაც ხაზანი ქოლ-ნიდრეს იძახის, ყველა დამსწრე გამჩენს უნდა ევედროს, რომ შეუსრულებელი შეკვეთილობა ეპატიოს. მამაკაცები შიგ სალოცავში არი-ან, ქალები კი ამ დროს საქალებოში ფანჯრებიდან უცქერენ.            

       ქიფურის ღამეს მრავალი მორწმუნე სალოცავში ათევს ღამეს, მრავალიც 24 საათის განმავლო-ბაში ხმას არ იღებს. 13 წელს ზევით ყველა ისრაელისათვის სავალდებულოა იმარხულოს; წინა დღით მზის ჩასვლამდე რომ ჭამენ, მეორე საღამოს სანამ ცაზე სამი ვარსკვლავი არ გამოჩნდება, არაფერი სას-მელ-საჭმელი არ შეიძლება მიიღონ.            

ქიფურის გასვლის საღამოს სალოცავიდან დიდი და პატარა ხელში ანთებული სანთლებით ბრუნდებიან შინ. სანამ ოჯახის უფროსი შინ ფეხს შეადგამდეს, სუქის ბოძს დაასობს ლოცვითა და კურთხევით, მერე შინ შევა და ჩვეულებრივ სმა-ჭამას შეუდგებიან.

ადატ-წესები-1024x472.jpg

მეფაიტონე – რუბენ იაკობაშვილი

ფოტოზე აღნიშნული პიროვნება გახლდათ მეფაიტონე რუბენ იაკობაშვილი, სურათი გადა-ღებულია 45 წლის წინ, ფილმის “გაქცევა განთიადისას” გადაღებების დროს. რუბენ იაკობაშვილი გარდაიც-ვალა 1985 წლის 7 მაისს, დაკრძალულია ქუთაისის საფიჩხიის ებრაელთა სასაფლაოზე.

ფილმი რომ იწყება პირველი აივნიანი სახლი არის ბუხუტი სეფიაშვილის და სეფიაშვილების უბანი

მეფ.jpg

ქუთაისის ებრაელობა (სურათები)

14-წლის-ებრაელი-გოგონა-1-1.jpg
20.-ქუთათურები-ქართველი-და-ებრაელი.jpg

14-წლის-ებრაელი-გოგონა

ქუთათურები-ქართველი-და-ებრაელი

ku-3.jpg
ku-2.jpg
9.-მემორიალური-დაფა-სინაგოგის-კედელზე-ქუთაისი.jpg

მემორიალური-დაფა-სინაგოგის-კედელზე-ქუთაისი

ku-5.jpg

ქუთაისელი მამაკაცი თეფილინის დადების დროს

ქუჩა ქუთაისის ებრაულ უბანში

21. ქუთ�აისელი ებრაელი მეთულუხჩე.jpg

ქუთაისელი ებრაელი ქალი

ku-1.jpg

დიდ  სალოცავთან

მეთულუხჩე

27. ქუჩა ქუთაისის ებრაულ უბანში.jpg

ქუთაისის ძველი ებრაული უბანი

24. ქუთაისელი ებრაელი ქალი რახელ ელიგულაშვილი ჩიხტიკოპში.jpg

ქუთაისელი ებრაელი ქალი - ჩიხტაკოპში

ქუთაისის ებრაელობა დიდი ლოცვის კართან.jpg

ქუთაისელი ებრაელები ლოცვის კართან

ბააზოვის-ქუჩა-1-1.jpg
ბაზრის-ქუჩა.jpg
კიდევ წერ.jpg

ბაზრის ქუჩა

ბააზოვების ქუჩა

ქუთაისელი ებრაელი ქალი

ტყავის ოსტატი ჩიკვაშვილი

ქუთაისელი ებრაელი ქალი აკვანთან – “ქაბედ ეთ აბიხა, ვეეთ იმეხა” (პატივი ეცი დედ-მამას-ებრ.). 1929 წ.

ქალი 2.jpg
ქალი 3.jpg

ქუთაისელი ებრაელი ქალები

შაუმიანის ქუჩა 1929 წ.jpg

შაუმიანის ქუჩა 1929 წ.

ტყავის ოსტატი ჩიკვაშვილი.jpg
ქუთაისელი ქალი აკვან.jpg

     ქაფაროთი – როშ ჰაშანიდან ქიფურამდე ყველა ისრაელის შვილმა თავზე ქათამი უნდა შემოივ-ლოს: ქალმა – დედალი, მამაკაცმა – მამალი, ორსულმა ქალმა – ერთი დედალი და ორი კვერცხი; თავზე შემონავლები ოჯახში არ იჭმევა, ღარიბებზე რიგდება.

   სურათზე: სურამელი ხახამი ასრულებს ქაფაროთის რიტუალს. 1929 წ.

სინაგოგის სალარო.jpg

ცედაკის შემგროვებელი ქალები

მდიდარი შემომწირველის სახელობის მემორიალური დაფა

მდიდარი შემომწირველის მემორიალური დაფა სინაგოგაში (1).jpg
ქაფასროთი.jpg

ქუთაისის  ებრაელობა  (სურათები)

ქუთაისი.  ექიმი თავდიდიშვილი ბულვარში  1929 წ.

ბულვარ.jpg

ებრაელთა  დახმარება

       კვირას, 6 აპრილს ქალაქის ბაღში საჯარო ვაჭრობით გაიყიდა გაზ. „გოლოს სოლდატა“ ჯარის კაცთა ორგანოს ფონდის გასაძლიერებლად. შემოვიდა შემოწირულებანი, სხვათა შორის ერთმა ქართველმა ებრაელმა თავდიდიშვილმა 500 მანეთი შესწირა.           „ჩვენი ქვეყანა“. №2. 09. 04. 1917.

დახმარება.jpg

ებრაელები  მიდიან

     “დღეს თბილოდა. თბილისში წასვლამდე ებრაელთა უბანში ვიყავი, ფეხით გავიარე. რაც წასვლა დაიწყო, მას შემდეგ აქეთ გამოხედვა აღარ მინდა, მაგრამ რაღაც ძალით მიზიდავს მისი ქუჩები, ვიწრო შუკები და სახლები თავისი სარდაფ-ლაბირინთებით.          

      წერილს მოვრჩი და დ. ხანანაშვილმა დამირეკა, გადავხედოთ, არაფერი შეგვეშალოსო. ებრაელის თვალი აუცილებელიც კია. ხვალ შევხვდები.           ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა”.

                                                      06. 03. 1986.
                               „გადანახული ჩანაწერები”. რეზო ჭეიშვილი
ებრაელები მიდიან.jpg

ვარშაველი ებრაელები ქუთაისში

 ჰოლოკოსტს გადარჩენილი ვარშაველი ებრაელები: იოზეფ, ლოვა და მაშა ვარშავჩიკები. ქუთაისი. 1943 წ.          

აბრეშუმის ქსოვილებით მოვაჭრე იოზეფ ვარშავჩიკის ოჯახმა პოლონეთი 1940 წელს იძულებით დატოვა. 1941 წელს საქართველოში აღმოჩნდნენ და სხვა 600 პოლონური და უნგრული ოჯახის მსგავ-სად ქუთაისში დაბინავდნენ. აქ 3 წელი იცხოვრეს, ომის დამთავრების შემდეგ კი პოლონეთში დაბრუნ-დნენ, საიდანაც 40-იანი წლების ბოლოს სანტა-მონიკაში, აშშ-ში გადასახლდნენ.            

ლოვა ვარშავჩიკი ექიმი გახდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. გარდაიცვალა 2020 წელს.

ვარშაველები-1024x653.jpg

კ ა მ ი ა ყ ი

რაბი იოსებ ელიგულაშვილის მიერ შედგენილი კამიაყი, რომლითაც მკურნალობდნენ სნეულებს და თავს იცავდნენ უბედური შემთხვევებისგან.

კ��ამიაყ-1152x1536.jpg

ებრაელები  ქუთაისში

ვენა. 02. 12. 1990.

ქართველ ებრაელთა სალოცავი ბაქოში

ბაქოსი.jpg

ბაქოში მოხდა ქართველ ებრაელთა სალოცავის შენობის საძირკვლის ჩაყრა. „ხმა ებრაელისა”. №3. 1918 წ.

ნაწყვეტი კინოფილმიდან “დათა თუთაშხია”

მორდეხაი რომ მუშნის ოჯახს სტუმრობს, ახლა ვნახე ის სცენა ფილმიდან. საოცარია პირდა-პირ ჭაბუა ამირეჯიბმა და გიგა ლორთქიფანიძემ ებრაული ხასიათი ასე როგორ დაიჭირეს …   იშვი-ათია ასეთი რამ, ისე კი, მურდუხაის პროტოტიპი რეალური პიროვნება იყო – კომერსანტი არონ რი-ჟინაშვილი. არონის სახელი და საქმეები დღეს თითო-ოროლა კაცს თუ ემახსოვრება, მისი სახლი კი, თამარ მეფის ქუჩის დასაწყისში დღესაც ამშვენებს ქალაქს.

მამუკა აშვეთია

ილია  ჭავჭავაძე​

ილია ჭავჭავაძე  –  დიდი ქართველი მწერალი, რომელიც რეალურად ხედავდა ებრაელთა ისტორიას და მის მწარე ხვედრს

ებრაელთა საკითხზე

ილია ჭავჭავაძე

.   არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდამ გამოსხლიტა სამშო-ბლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამე-რიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყო-ველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის გნმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოს. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად და საწვალებლად ? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართ-ლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს — ვითარცა ერს, სდევნიდნენ — ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ — ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სი-ძულილი ებრაელთადმი.

        . ეხლაც-კი, როდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც-კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძ-რაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისაგანაც ნაკლებად მოსა-ლოდნელი და საფიქრებელი იყო. ჩვენ ვამბობთ ავსტრიისა და გერმანიის მწერლობისა და განათლებუ-ლის საზოგადოების ერთს ნაწილზე. ზოგი გაზეთი მუდმივ ებრაელთა წინააღმდეგ იბრძვის; სტუდენ-ტებიც-კი, რომლებისაგანაც საფიქრებელიც არ უნდა იყოს რომლისამე ერისადმი სიძულილი, საქვეყ-ნოდ ღაღადებენ და მოქმედებენ ებრაელთა წინააღმდეგ. ამას წინათ ვენაში აკურთხეს ძეგლი გლაზე-რისა, იუსტიციის მინისტრად ნამყოფისა. გლაზერი გვარტომობით ებრაელი ყოფილა და ამიტომაც, როცა უნივერსიტეტის რექტორმა ფოკელმა დაიწყო ლაპარაკი განსვენებულის ცხოვრებასა და მოღვა-წეობაზე, სტუდენტებმა შეჰქმნეს ისეთი ხმაურობა, რომ უნივერსიტეტის მთავრობა იძულებული გახდა შეეჩერებინა დღესასწაული. სტუდენტები გამოვიდნენ უნივერსიტეტის დარბაზიდამ და, როგორც აღმოჩნდა, უფროს-ერთი ანტისემიტურის მიმართულებისა ყოფილა, — ასე გასინჯეთ, ანტისემიტური გრძნობა არ დაცხრა არც მეცნიერების ტაძარში განსვენებულის სახელის წინაშე. გარდა ამისა, ამას წინათ, როცა ასამართლებდნენ შენერერს, ამ უკანასკნელის მომხრეებმა საქვეყნოდ აღიარეს, შენერერს რომ ებრძანებინა ჩვენთვის, ებრაელებს თავს დაეცით და ამოსწყვიტეთო, ჩვენ ხმაამოუღებლივ შევას-რულებდით იმის ბრძანებასაო.

       . ანტისემიტურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფა-მდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბო-ბენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულილი და რელიგიური ფანატიზმი-კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა კაპიტა-ლისტებისა, რომლების ხელში გროვდება აუარებელი სიმდიდრე საფრანგეთისა, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოებისაო. ამ გარემოებას არა მარტო ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკუ-რიცაო, და თუ ებრაელთა ეკონომიურს გაძლიერებას თავის დროზე არ შევებრძოლებით, კაპიტალი შეიქმნება ყველა სახელმწიფოებზე უფრო ძლიერი და საშიშიო. კაპიტალის ხელში მოიქცევა ბედი და უბედობა ერთა და მეფეთაო. ყველანი იმასა სჩივიან, რომ ანტისემიტური მიმართულება თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება, ნამეტნავად განათლებულს საზოგადოებაშიო.

         . რასაკვირველია, ეს გარემოება მეტად საფიქრებელია, რადგანაც განათლებულს საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს ევროპის ყოფა-ცხოვრებაზე. ამ ნაწილს საზოგადოებისას შეუძლიან თავისი კვალი დააჩნიოს ებრაელთა ბედსა და უბედობას.

ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ებრაელობა

ილია-ჭავჭავაძე.jpg

      ზუსტად 113 წლის წინ, წიწამურთან მომხდარმა ილიას მკვლელობამ საქართველო დააობლა. დიდ მამულიშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ებრაელებთან და მის საგაზეთო წერილებშიც არაერთხელ თქმულა მათ როლზე საქართველოს ისტორიაში.

     სწორედ ამიტომაც, ამ სიყვარულის საპასუხოდ ქართველების საერთო მწუხარებას საქართველოს მთელი ებრაელობა შეუერთდა, მალევე ქუთაისის ებრაელობის სახელით თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: „ქუთაისის ებრაელობის საზოგადოება ღრმად აღშფოთებულია დიდებულ ქართველ მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მხეცური მკვლელობით. ილია თავისი მოღვაწეობით აერთებდა წარჩინებულსა და უბრალო კაცის შვილს, ამაღლებულსა და დაბეჩავებულს. ზიზღი მკვლელებს. საყვარელი მასწავლებლის ხსოვნა კი სამარადისოა”.

    თბილისის ებრაელობა კი კიდევ უფრო შორს წავიდა, მათ ებრაელთა სალოცავში ებრაული წესით ილიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

    დამსწრე საზოგადოების წინაშე თბილისელ ებრაელთა წარმომადგენლის სიტყვა შემდეგ ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ სპეციალურ კრებულში იქნა გამოქვეყ-ნებული. ერთ ადგილას იგი ასე მიმართავდა მსმენელებს: „პატივცემულო თანა-მოძმენო, ვინ უნდა თანაუგრძნოს თუ არა ჩვენმა ებრაელებმა ქართველი ხალხის უბედურებას, რომელმაც დაჰკარგა ძვირფასი ილია გრიგოლის-ძე და მასთან ერთად მისი ეროვნული წარმომადგენელი”. 

გვმართებს რწმენა და სიყვარული

910-9.jpg
911-11.jpg

შაბათა  ელაშვილი

შაბათა-ელაშვილი.jpg

ალფრედ  დრეიფუსი

ალფრედ დრეი.jpg

ამ დღეებში ალფრედ დრეიფუსზე გადაღებული ფილმი ვნახე. კურთხეულ დანიელ ხანანაშვილს, სულ მისხალ-მისხალ აქვს აღწერილი, როგორ განიცდიდა საქართველოს ებრაელობა დრეიფუსის საქმეს და როგორ თანაუგრძნობდა გასაჭირში მყოფ ფრანგ ებრაელ ოფიცერს. თუმცა, ყველას ბანძელმა ებრაელებმა გადააჭარბეს, ოფიცერს გათავისუფლება ერთ-ერთი ფრანგული გაზეთის საშუალებით მიულოცეს. ამ საქმეში კი ბანძელ ებრაელებს დავით ბრონშტეინი დაეხმარა.

          ასეთმა სოლიდარობამ და თანადგომამ გადაარჩინა ისრაელობა და აიყვანა ისრაელის მიწაზე.

          და ახლა, ისრაელში თუ საქართველოში, მნიშვნელობა არა აქვს მდებარეობას, პირველ რიგში ჩემს მეგობრებს და საერთოდ ყველა ებრაელს გილოცავთ ქიფურის დღესასწაულს, დაიწერეთ კარგ ცხოვრე-ბაზე, მშვიდობაზე, ჯანმრთელობასა და ფარნასაზე და დაიბეჭდეთ სიცოცხლის წიგნში!

         პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

          თქვენი მამუკა აშვეთია.

         ქუთაისი. 27. 09. 2020.

რეზო  გაბრიაძე

  “საერთოდ გამიმართლა, ებრაელების უბანთან ახლოს რომ ვცხოვრობდი და ჩემი საყვარელი ხალ-ხი, მეგობრები, ვინც ბავშვობიდან მომყვება, ბევრი – ებრაელია. ჩავივლიდი ტელმანის და შაუმიანის ქუჩებს და შაბათს ვანთებდი „კერასინკებს”, მე ვიყავი ერთი განწირული ამ საქმისთვის და ბევრი მად-ლობა და სიყვარული მიმიღია და კიდევ ბევრი წინ დამხვდა სიკეთე. რეზო გაბრიაძე

გაბრიაზე.jpg

ფილხაზ ელიგულაშვილი 800 წლოვან ჭადართან.   ოქროს ჩარდახი. 1929 წ.

ჭადარი.jpg

შრომის მემორიალს საბა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

       ოდესაში მოღვაწე ქიმიკოსი ებრაული უბნის დარბევის დროს, უიარაღო ხალხის გადარჩენისას გმირულად დაიღუპა. ეს ამბავი მოხდა 1905 წლის 5 ოქტომბერს და მას შემდეგ ებრაელი ხალხი საბას „ხასიდი უმოთაყოლამის“ (მსოფლიო წმინდანის) სახელით მოიხსენიებს.

კლდიასვილი.jpg

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი

გაძარცვული  ებრაელი

       ეს ერთი ხანია რაც დრო გამოშვებით ძარცვავენ შიმშონ იაკობიშვილის სავაჭროს. წაღებულია სხვა და სხვა ნივთები ღირებული 100. 000 მანეთამდის. ამ ქურდობას ჯეროვანი ყურადღება მიაქცია სისხ-ლის სამართლის მილიციამ და დააპატიმრა რუსთა გიმნაზიის დირექტორი სოკოლოვი, მ. ჩიკვაიძე, არ. იაკობიშვილი და ვიღაც რიჟინაშვილი.        

ჩვენ არ გვაკვირვებს უკანასკნელთა პროფესია, მაგრამ გვაოცებს რუსთა გიმნაზიის დირექტორმა სოკოლოვმა, რით აირჩია თავის პროფესიათ ქურდობა.              „ჩვენი ქვეყანა”. № 121. 06. 07. 1919.

გუბერნატორი ქუთაისის სალოცავში

კვირას 1 ივნისს ებრაელებს სალოცავში მიწვეული ყავდათ ქუთაისის ახალი გუბერნატორი ბ-ნი პოტულოვი. გუბერნატორს ებრაელები დიდი ამბით დახვდენ. სალოცავი შემკული იყო ვარდ-ყვავილებით. რაბინმა სტუმრებს გრძნობიერი სიტყვით მიმართა. ბ-ნი გუბერნატორი სულ ნახევარ საათს დარჩა მათთან.

„იმერეთი“. №69. 03. 06. 1914.

პოტულოვი.jpg
ქუთაისისი სინაგოგა.jpg

ქუთაისისა და ბაქოს გუბერნატორი ლევ პოტულოვი

ქუთაისის დრამატული თეატრი. 1932 წ.

სცენა სპექტაკლიდან „მუნჯები ალაპარაკდნენ”

მუნჯები-1024x762.jpg

ხუტუნა რიჟინაშვილი

გასულ კვირაში ტრაგიკულათ გადაიცვალა ქ. ქუთაისში მცხოვრები ებრაელი ხუტუნა რიჟინაშვი-ლი, რომელიც მეტად ღარიბი და წვრილი ცოლ-შვილის პატრონი კაცი იყო. იგი უცაბედურათ ბალკო-ნიდგან გადმოვარდნილა და იქვე გადაცვლილა. ასეთმა ტრაგიკულმა სიკვდილმა, უკიდურესმა სიღა-რიბემ და უპატრონოთ დაყრილმა წვრილმა ცოლ-შვილმა შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმორწმუნე ებრაელებზე, რომლებმაც იქვე, ბატონი რაბინის თანდასწრებით, შეაგროვეს 2000 მანეთა მდი ფულათ და ბავშვებიც დაინაწილეს აღსაზრდელათ. სხვათა შორის ცნობილმა ელო ენუქაშვილმა ორი ათასი მანეთის გირავნობის ფურცელი დახია მიცვალებულის ცხედრის წინ და განაცხადა, რომ მან აპატივა ეს ფული ობლებს.

კარგი ყველგან კარგია, სადაც უნდა მოხდეს იგი ! გული რაღაც სიამეს გრძნობს, როცა ასეთ ღვთიურ შებრალებას და მოწყალებას ხედავს. საქებარია და სასიქადულო ებრაელების საქციელი ამ შემთხვევა-ში. სამაგალითოა და მისაბაძავი და მეტი უუფლებობა სადღა წავა, რომ ადამიანმა საკუთარი ფული ვერ დახარჯო გაჭირვებულ მოძმეთა დასახმარებლად !..

შინაური საქმეები.” №17. 19. 06. 1911

დაბა  კულაშის  ისტორია

აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) წიგნი  - “კულაში ნანახი, განცდილი, გაგონილი” 2002 წ

წიგნი - კულაში -ყდა .jpg

სამტრედია-ცნობილი სამტრედიელები-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: რით არის სამტრედია გამორჩეული ? 

23 დეკემბერი, 2023  · 

ცნობილი კულაშელი ქართველი-ებრაელები...

      სამუელ მოძღვრიშვილი - ქართველი ებრაელი დიდებული პოეტი. დაიბადა 1913 წელს, სამტრედიის დაბა კულაშში, ქართველი ებრაელის ოჯახში. სევასტოპოლის ბრძოლების მონაწილე. მისი წინაპრები ლეჩხუმის სოფელ ლაილაშიდან ყოფილან. გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. (1913 - 1979)

 აბრაამ სეფიაშვილი-საპირი — ქართველი-ებრაელი ინჟინერი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა სამტრედიის დაბა კულაშში. 81 წლის.

    1959 წელს დაამთავრა ვანო სტურუას სახელობის საშუალო სკოლა. 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაასრულა.

     1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში, სადაც ებმევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქ. აშდოდში აყალიბებს ისრაელში პირველ საქართველოდან ამოსულ ოლეთა კომი-ტეტს;

    1993 წლიდან ქ. ბათ-იამის მერის მოადგილე. გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის მანძილზე.

  ავტორია წიგნებისა: "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი" (2000), "კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი" (2000), "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27    წლის შემდეგ" (2017).

   გურამ ბათიაშვილი — ქართველი-ებრაელი პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სამტრედიის დაბა კულაშში. გაიზარდა სენაკში. 85 წლის.

   საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრაელ-თა კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი.

   ის გახლავთ რამდენიმე ისტორიული რომანის ავტორი. ებრაული გაზეთის -"მენორა" დამფუძნებელი და გამომცემელი. ცალკე კრებულად გამოსცა პიესები „ოთხი დღე“ (1972), „სერობის შემდეგ“ (1975), „ვალი“ (1980), „წერილები შვილებს“ (1988). თანამედროვე ლიტერატურისა და თეატრის პრობლემებს მიეძღვნა მისი წიგნები „შენაკადები“ (1977), „კვალი“ (1985). ბათიაშვილმა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის „მზე ღრუბლებში“ მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).

      ეფრაიმ მიხაელი(მიხელაშვილი) – ისრაელის არმიის რეზერვისტების პოლკოვ-ნიკი, პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტი და მიმომხილველი, ისრაელის ყოფილი სამხედრო ატაშე რუსეთში. 68 წლის.

      დაიბადა სამტრედიის დაბა კულაშში, სადაც 17 წლამდე ცხოვრობდა.

  2011–2014 წელს იყო ისრაელის პორტების სისტემის I დირექტორატის თავ-მჯდომარე – დაამტკიცა და ააშენა ისრაელში ორი ახალი პორტი: ხაიფა და აშდოდი (პროეqტების ბიუჯეტი 3 მილიარდი დოლარია).

      2015–2017 წლებში იყო ისრაელის ნავთობისა და გაზის კომიტეტის წევრი.

      2017–2021 წლებში იყო თ ღ I ღ შ შ ღ (მოწინავე იარაღის გამომგონებელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი.

  2003 წლიდან დღემდე არის პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტი პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში, ისრაელსა და მსოფლიოში.

    ეფრაიმ გური გურიელაშვილი  —  ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მილიონერი. 68 წლის.

   დაამთავრა მელაურის საშუალო სკოლა. 17 წლის ასაკში, 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება. 1983 წელს ასრულებდა ქ. აშდოდის მერის მოვალეობას. ორჯერ აირჩიეს ქნესეთის დეპუტატად (1988-1992 და 1992-1996 წწ.).

   

kulaSl.jpg

2003 წლიდან დღემდე არის პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტი პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში, ისრაელსა და მსოფლიოში.

    ეფრაიმ გური გურიელაშვილი  —  ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მილიონერი. 68 წლის.

   დაამთავრა მელაურის საშუალო სკოლა. 17 წლის ასაკში, 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება. 1983 წელს ასრულებდა ქ. აშდოდის მერის მოვალეობას. ორჯერ აირჩიეს ქნესეთის დეპუტატად (1988-1992 და 1992-1996 წწ.).

 ეფრაიმ გურმა წვლილი შეიტანა ისრაელ-საქართველოს დაახლოებაში. სათავეში ედგა საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის საპარლამენტო ასოციაციას. იგი იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია (1995 წ.).

    მოშე ბოთერაშვილი — ქალაქ აშდოდის ვიცე მერი, ამავე ქალაქის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

        დაიბადა სამტრედიის დაბა კულაშში. 62 წლის.

      13 წლამდე სწავლობდა ვანო სტურუას სახელობის სოფ. ნაბაკევის სკოლაში. 1972 წლიდან ისრაელში ცხოვრობს.

     2018 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ის „კულტურის ამაგდარის წო-დებით“ დააჯილდოვა. მიხეილ ჭიაურელმა მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

   მიხეილ მირილაშვილი — ბიზნესმენი, მილიარდერი, მეცენატი. დაიბადა სამტრედიის დაბა კულაშში. 61 წლის.

       17 წელი იცხოვრა სამტრედიაში. 1978 წლიდან ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში.

ძმასთან, გაბრიელ მირილაშვილთან, ერთად რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, მიხეილმა 80-იან წლებში ბიზნესი წამოიწყო. მათი საკუთრება იყო უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი სანკტ-პეტერბურგში „გოსტინი დვორ”.

     შპს „ვკონტაქტი“ დაარსდა 2007 წლის 19 იანვარს. იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის თანახმად, დამფუძნებლები იყვნენ ვაჟი და მამა ვიაჩესლავ და მიხეილ მირილაშვილები.

      კომპანიის შემოსავალმა 2012 წელს შეადგინა 4.8 მილიარდი რუბლი.

                                                      ფოტომონტაჟი: თ.ჭ

კულაში  -  შოთა საპირის კუთხე

Shota Sapir.jpg

შოთა საპირი

20.6.2024 კულაშის ებრაელთა სასაფლაოზე

31.5.2024 კულაშში

17.6.2024   კულაში

.ב - 25.06.2024 חזרתי לארץ.

עד היום הפועלים מקומיים ממשיכים לנקות את בית עלמין

וברגע שיהיה נקי יהיה קל לחפש קברים אשר נמצאים מתחת לאדמה

30 - 40 סנטימטר.

יש הרבה עבודה וזה אמור לקחת מספר חודשים אפילו יותר משנה

הכל תלוי בתקציב ובמזג האוויר.

מטרת הפרסום, אולי מישהו הכיר או שמע על חכם יצחק בר אליעזר ז"ל.

לידיעת כולם, לא עושה את זה לשם רווח כספי. מטרה, לשמור על

המורשת ולעשות מעשה טוב.

בכסף לא נוגע ולא עובד אצל אף אחד..

23.6.2024   კულაში

17.6.2024   კულაშის ებრაელთა სასაფლაო

בשלמותו מאבן ירושלמי

ב - 17.06.2024 יום שני ביחד עם הרב ישראל מאיר גבאי הגעתי בבית עלמין יהודי בקולאשי. באותו יום הרב ישראל מאיר גבאי התחיל

לחפש קברה צדיקים של משפחת מיכלאשוילי אברהם ז"ל שהוא אבא של 3 אחים חכם משה, חכם יעקב וחכם בן ציון.

ליד הקבר של אברהם נמצאו מספר קברים מתחת לאדמה

.ואז גיליתי את הקבר של המנוח.

מה אני רוצה להגיד, חכם יצחק בר אליעזר היה איש צדיק ובורא העולם

לא אשאיר את קברו מתחת לאדמה.

באותו יום, מתחת לאדמה מצאתי מספר קברים של צדיקים..

17.6.2024 კულაშის ებრაელთა სალოცავი  "დიდი ლოცვა"

היסטוריה של יהודי קולאשי במערב גיאורגיה.

ב-24.06.2024 בבית עלמין יהודי קולאשי מצאתי קבר של צדיק חכם יצחק בר אליעזר אשר נפטר בשנת התרכ"ג בחודש אדר ב-1863 חודש מרץ. כנראה, חכם יצחק הגיע מירושלים לגיאורגיה

בישוב קולאשי לשרת את הקהילה היהודית. אבן המצבה שלו שונה מאבן המצבות אחרים. כנראה אבן המצבה הובא מירושלים.. האבן חתוך

17.6.2024   სამტრედია-კულაში

28.11.2024   კულაში ქართველ ებრაელთა სასაფლაო

კულაშის  მონახულება

მრავალი წლების შემდეგ. “თბილისიდან კულაშისაკენ”

ვანი-კულაში 1984 წელი

მეირისა და მალქას ქორწინება

კულაშის ვანო სტურუას სახელობის საშუალო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთი ჯგუფი

კულაში-სკოლა.jpg

კულაშელ  ებრაელთა  ცხოვრების  სურათები

1969 წელი. იცხაკ (გულო) სეფიაშვილის (ციპი ხოტოველის ბაბუას) ოჯახის გამოცილება კულაშიდან ისრაელში

იცხაკ (გარდაიც. 1917 წ.) და სიმხა (გარდაიც. 1922 წ.) სეფიაშვილები (აბრაამ საპირის ბაბუას მამა და ციპი ხოტოველის ბაბუას ბაბუა)

IMG-7083-1024x768.jpg
IMG-7077-1024x768.jpg
კულაში-1997-წ..jpg
კულაში.jpg

დაბა კულაში 23-24-25-26-27.5.2013

დაბა კულაში 23-24-25-26-27.5.2013

კულაშის-სინაგოგა-2.jpg
2. კულაშელი ებრაელ�ი ბენ-სიონ ბოთერაშვილი მეუღლესთან ერთად.jpg
5. კულაშელი ებრაელები მოილხენენ.jpg
კულაშის-სინაგოგა.jpg
ku-14.jpg

კულაშელი ებრაელი ბენ-სიონ ბოთერაშვილი მეუღლესთან ერთად

კულაშელი ებრაელი სალოცავში

 კულაშელი ებრაელები მოილხენენ

ერთერთი სახლი კულაშში 1950-იან წლებში

ქალები კულაშის "დიდ ლოცვასთან" 1950-იან წლებში

სინაგოგა  დაბა  კულაშში

კ უ ლ ა შ ი

ლეჩხუმი (ლაილაში) და ებრაელობა​​

დიახ ! იაკობ სეფიაშვილის აღმოჩენილია და განხორციელებული, 4 მილსადენიანი ,,ოქრონიშის წყარო” და როგორც ისტორია აღნიშნავს, აკაკი წერეთლის ლაილაშში მოგზაურობის დროს, თავად აკაკი წერეთელს მიუძღვნია ლექსიც. ,,აქ გამოდის საარაკო ოქრონიშის ცივი წყარო. ამის ბადალს ვერსად ნახავ, ქვეყანა რომ მოიარო.. აკაკი წერეთელი 1912 წ.

ოქრონ.jpg
ბუხუტი სეფ.jpg
სეფ იაკობ.JPEG
ლეც.jpg

ლეჩხუმის ძველი ქართველ ებრაელთა უბანი   -  მამუკა აშვეთია

ვანის  ებრაელთა  ძველი  უბანი

ებრაელი  მსაჯული

Screenshot 2024-02-02 135914.png

ქართველ  ებრაელთა  გმირობა  საქართველოში  ძველად

ქართველ ებრაელთა გმირობა

"ოლთისის ბრძოლა"

დიახ ოქროს ასოებით ჩაეწერება ქართველთა და ებრაელთა ისტორიაში

დავით მოშიაშვილის წერილი.jpg
bottom of page