A8 ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა - 1
მ ხ ა ტ ვ რ ე ბ ი
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
მ ხ ა ტ ვ რ ე ბ ი
შალომ (სოლომონ) კობოშვილი
”შალომ კობოშვილი (დ. 1876, ახალციხე – გ. 1941, თბილისი) — თვითნასწავლი ქართველი ებრაელი მხატვარი, რომელიც ძირითადად საქართველოში მცხოვრები ებრაელების ცხოვრებას ასახავდა.
დაიბადა ახალციხეში, ღარიბი ებრაელების ოჯახში. მას რაბინობისთვის ამზადებდნენ, თუმცა, რე-ლიგიური განათლება ადრეულ ასაკში მიატოვა. მის ხელოვნებისადმი ლტოლვას ოჯახი მხარს არ უჭერ და და ამიტომ მბეჭდავის შეგირდად მიაბარეს. შალომის ხელოვნების ცოდნა შემოიფარგლებოდა თვით-განათლებით. ითვლება, რომ 1910 წელს ის ნიკო ფიროსმანს შეხვდა.
1937 წელს შალომ კობოშვილი ახლად გახსნილი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ღამის დარაჯად დანიშნეს. ამან მას ხელი შეუწყო განევითარებინა საკუთარი შემოქმედება. მან 61 წლის ასაკში დაიწყო ხატვა და 1937-1941 წლებში, 56 ნამუშევარი შექმნა. კობოშვილის ნამუშევრები მიეკუთვნება პრიმიტივიზმის ჟანრს. ყველა ნამუშევარი ასახავს ქართველი ებრაელების ცხოვრებისე-ულ სცენებს” (”ვიკიპედია”).
(შალომ კობოშვილის პორტრეტი ეკუთვნის მხატვარ დავით გველესიანს).

















მიშა ჯანაშვილი
ზემოდან: მარცნიდან მარჯვნივ მიშა ჯანაშვილის ავტოპორტრეტი, განდეგილი, იერუშალაიმი, ფიქრები წარსულზე, გოგონას პორტრეტი, “ცისანა” – მხატვრის ქალიშვილის პორტრეტი, რაბი ისრაელ ბაბალიკაშვილი,







ფუნჯის ჯადოქარი მიშა ჯანაშვილი





თემურ (არონ) იაკობაშვილი (იაკობსონ)





თემურის საფლავთან


თემურ (აარონ) იაკობაშვილი (იაკობსონი) მეუღლე იანასთან და აბრაამ საპირთან ერთად აბრაამის დაბადებიდან 60 წლის იუბილეზე თელ-ავივის სასტუმრო “ინტერკონტინენტალ”-ში 17.10.2002 წ.

რაფაელ მეშელ (მოშიაშვილი)















მეირ ფიჩხაძე


მაყვალა ფიჩხაძე



და-ძმა მეირ და მაყვალა ფიჩხაძეები

მხატვრები :
ესთერ დაგანი, მეირ და მაყვალა ფიჩხაძეები. თელ-ავივი. 02. 03. 1976.
იოსეფ ბარდანაშვილი






სოსო ჯინჯიხაშვილი
ამონარიდი ალმანახიდან "სავანე" - რედაქტორები ოთარ სეფიაშვილი და ისაკ (ირაკლი) კრიხელი
ცისანა ჯანაშვილი
ზემოდან: მარცნიდან მარჯვნივ – შთაგონება, რევაზ გაბაშვილი, ნისან ბაბალიკაშვილი, ნაპოლლეონი და ჯოზეფინაა, ავტოპორტრეტი, შიმყონ პერესი, მოშე რაბენუ, სოლომონ ბრძენი (შლომო ამელეხ), ავტოპორტრეტი
























ბენიკ მირილაშვილი
თევზები


.jpg)
ლევან შემეშ (შიმშილაშვილი)
ონის სალოცავი


იუზა ბარდანაშვილი



იუზა ბარდანაშვილი – აბრაამ საპირის მამა – შაბათა სეფიაშვილი 1964 წ.
კურორტი ჯავა – ოსეთი


იუზა ბარდანაშვილი
ბიოგრაფია
საქართველოს ებრაელთა ენციკლოპედიაში შესატანი პირის საანკეტო
მონაცემები
1. გვარი,სახელი,მამის სახელი :_
ბარდანაშვილი იუზა (ყეზრა - ეზრა)
მამა - ბენიამინ (ბენო) ბარდანაშვილი,
დედა - აბეღა სეფიაშვილი.
3. დაბადების წელი და ადგილი:_
1922 წელი, 20 მაისი ქ. ბათუმი, საქართველოს რესპუბლიკა.
-
მეუღლე სარა მეგრელიშვილი (1924 – 2008 წ.)
-
შვილები: რუბენი (არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, 1978 წ. ცხოვრობს პოლონეთში), იოსები - სოსო (კომპოზიტორი, 1995 წ. ცხოვრობს ისრაელში) და მიხეილი - მერაბი, განათლებით ინჟინერი - ენერგეტიკოსი, სამშენებლო ინვესტიციების სპეციალისტი, 1997 წ. ცხოვრობს აშშ.).
-
იუზა ბარდანაშვილი გარდაიცვალა - 2000 წლის მარტში ბათ - იამში, ისრაელში.
-
ისრაელში 1995 წლის ივნისიდან, ცხოვრობდა ბათ- იამში.
-
დაკრძალული ისრაელში, თელ - ავივის იარკონის სასაფლაოზე.
-
რა სასწავლებელი დაამთავრა, როდის, სად, რა სპეციალობით:
ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. nr. 2 (ამჟამად nr. 1) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში 1936 -1941 წ.წ. - პირველი გამოშვება, სპეციალობით მხატვარი. არმიაში გაწვევის თანავე გაგზავნილ იქნა თელავში, საბჭოთა არმიის ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე (1941 წ. ივნისიდან - 1942 წ. დეკემბრამდე), რომელიც დაამთავრა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით. 1948 - 1950 წლებში გაგზავნილ იქნა და დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის ორწლიანი კურსები ნოვოსიბირსკში (იმჟამად ევაკუებული მოსკოვიდან).
-
ფრონტი და სამხედრო სამსახური:
სამხატვრო სასწავლებლის დამთავრება დაემთხვა გერმანია - სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებას 22 ივნისს. იმთავითვე 1941 წ. ივნისში გაწვეულ იქნა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში და გაგზავნილი თელავის საოფიცრო სასწავლებელში, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1943 წ. იანვარში (მოზდოკის საგანმანაწილებლო პუნქტიდან) გააწესეს ფრონტზე, პოლკში, რომელიც იბრძოდა კავკასიონზე, იცავდა რა საქართველოს მისადგომებს. იყო ქვეითი მსროლელთა პოლკის როტის მეთაური. 15 სექტემბერს 1942 წ. ძალიან მძიმედ დაიჭრა სანგაროს გადასასვლელის აღების დროს (ბომბის ნამსხვრევებით და ტყვიებით). გადაარჩინეს მისმა ჯარისკაცებმა, ხისგან გაკეთებული ნარით გამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან და 1942 წ. 20 სექტემბრიდან იმყოფებოდა nr. 1450 საევაკუაციო ჰოსპიტალში (ბიჭვინთა), შემდეგ კი ქუთაისის და თბილისის ჰოსპიტალებში. მიღებული ჭრილობების გამო ფრონტზე ვეღარ დაბრუნდა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მსახურობდა როგორც საშტაბო ოფიცერი დივიზიებში საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე.
ფრონტზე გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა, საზრიანმა და მამაცმა სამხედრო მეთაურმა, დაიმსახურა მეთაურთა და თანამებრძოლთა პატივისცემა და სიყვარული. მისი ყოფილი ხელქვეითები, რომლებმაც განსაკუთრებული სამხედრო კარიერა გააკეთეს (ზოგიერთი გენერალიც კი გახდა), ომის შემდგომ, ეპიზოდური შეხვედრების დროს, დიდის პატივისცემით და გულთბილობით მიმართავდნენ იუზას, იხსენებდნენ რა მის დამსახურებას.
იუზა ბარდანაშვილი ფრონტზე გამოჩენილი ბრძოლისათვის დაჯილდოებული იქნა მედლებით: კავკასიის გმირული დაცვისათვის (სსრკ -ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წ. 1 მაისის ბრძანებულება, მედალი გადასცა 1945 წ. 20 იანვარს მე - 19 მსროლელი დივიზიის მეთაურმა გენერალ - მაიორმა სილაგაძემ), მამაცობისათვის და სხვა.
ომის დამთავრების შემდეგ იმსახურა ერევნის და ლენინაკანის დივიზიებში (შტაბის უფროსის მოადგილედ) და თბილისში. უარი თქვა კახეთის სამხედრო კომისრის თანამდებობაზე და დაბრუნდა ბათუმში, სადაც მსახურობდა სამხედრო კომისარიატში.
-
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი:
1946 წ. დაქორწინდა ქუთაისელ ქალბატონზე სარა მეგრელიშვილზე (მშობლები: მოშე მეგრელიშვილი და ესთერ - კუკულია სეფიაშვილი წარმოშობით ლაილაშიდან - ლეცზხუმიდან), რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წ. და მუშაობდა ქუთაისთან ახლომდებარე, სოფ. მაღლაკში სკოლაში მასწავლებლად. აქვე შეიძლება აღინიშნოს, ყოველგვარ გადაჭარბების გარეშე, რომ მათ შექმნეს ოჯახი, ძალიან სტუმართმოყვარე, გულგახსნილი დიდი თუ პატარასათვის, „ცნობილისა“ და თუ „არაცნობილისათვის,“ მიუხედავად მოკრძალებული, სსრკ-ს ინტელიგენციისათვის დამახასიათებელი, ეკონომიური სტატუსისა. ოჯახის სახელი ბევრად შორდებოდა ბათუმისა თუ აჭარის მასშტაბებს. ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეს და ხელოვანი სტუმრობდა მათ მოკრძალებულ ბინაში (ტელმანის, ამჟამად მეფე ფარნავაზის ნრ. 74, კომუნალური სახლი, თემისათვის დაბრუნებული, ებრაული სალოცავის გვერდით).
იუზა ბარდანაშვილმა, მიუხედავად საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერის დასაწყისისა, ვერ შესძლო თავისი ოცნების, სამხატვრო აკადემიაში სწავლების, განხორციელება. მართალია შესძლო, მრავალი ცდილობის შემდეგ, გაენთავისუფლა თავი სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ ოჯახის შექმნისა და ორი ვაჟის (რუბენის და იოსები - სოსოს) შეძენის შემდეგ დარჩა ბათუმში და მსახურობდა, როგორც მხატვარი - შემოქმედი. ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, ადრე საპორტო უბანში, 60-იანი წლებიდან ისრაელში ამოსვლამდე, ბლაგოევგრადის ქუჩაზე ბათუმში. ისრაელში წასვლის შემდეგ, სახელოსნო საჩუქრად გადასცა მეგობარს, მხატვარ იაგო ახობაძეს, რომელსაც მის გვერდით ჰქონდა სახელოსნო.
თანამშრომლობდა აჭარის სმხატვრო სახელოსნოების გაერთიანებასთან, ძირითადად მხატვრული გაფორმების განხრით. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის აჭარის სახელმწიფო სამხარეო მუზეუმის გაფორმებაში, ასრულებდა მაღალ არტისტულ დონეზე ცნობილი მოღვაწეებისა, მწერლებისა თუ მუსიკოსების პორტრეტებს დაწესებულებების შეკვეთით. იყო ნეონის რეკლამებისა და აბრების დაპროექტების ერთ - ერთი პიონერი, რითაც ბათუმი გამოირჩეოდა მთელს საქართველოში და სსრკ - ს მაშტაბით (მათ შორის ცნობილი ნეონი სასტუმრო „ინტურისტისა,“ რომელიც მრავალი წლით გახდა ამ შენობის ერთგული თანამგზავრი). აპროექტებდა და მხატვრულად აფორმებდა შესაფუთ კოლოფებს და ეტიკეტებს ბათუმის ალოესის და ევკალიპტის წამლებისა და თევზის დამამუშავებელი ფაბრიკებისათვის, რომელთა ნაწარმი იგზავნებოდა მსოფლიო ბაზარზე და იუზას დაპროექტებული ეტიკეტები კი ამ პროდუქტებისათვის სრულდებოდა დასავლეთის (ფინეთის) სტამბებში, რაც განსაკუთრებით გამოაჩენდა მხატვრული გემოვნების მაღალ დონეს. შესრულებული აქვს აგრეთვე ილუსტრაციები ენციკლოპედიებისათვის, რაც დიდ ტექნიკურ ოსტატობას მოითხოვდა.
1988 წ. 23 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიენიჭა აჭარის დამსახურებული მხატვრის წოდება.
-
ისრაელში ამოვიდა მეუღლესთან და ვაჟთან, უკვე ცნობილ კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან ერთად. დასახლდა ბათ - იამში. გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვეღარ მოახერხა თავისი საყვარელი პროფესიული მოღვაწეობის - მხატვრობის გაგრძელება. შეძლებისდაგვარად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოდან ამოსულ ებრაელთა კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებში, ესწრებოდა სერიოზული მუსიკის კონცერტებს და თეატრალურ სპექტაკლებს.
-
გარდაიცვალა ბათ - იამში 2000 წ. 3 მარტს „ვოლფსონის“ საავადმყოფოში ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ, გულის უკმარისობის გამო.
-
დაკრძალულია ისრაელში, თელ - ავივის იარკონის სასაფლაოზე, მის გვერდით კი 2008 წ. გარდაცვალების შემდეგ დაკრძალულია მისი ერთგული მეუღლე სარა მეგრელიშვილი - ბარდანაშვილისა.
როზა ალელიშვილი – ჩაჩანაშვილი
ამონარიდი ალმანახიდან "სავანე" - რედაქტორები ოთარ სეფიაშვილი და ისაკ (ირაკლი) კრიხელი
სოსო დავარაშვილი
მზია აშვილი (სიგი)

ავტოპორტრეტი

გოდების კედელთან

ადმორ მიულიბავიჩ – შნეორსონი – რებე
რომან მეგრელიშვილი



რახელ დავარაშვილი


ნანა ელიგულაშვილი

ალბერტ პაპისმედოვი - ჭედური ხელოვნების ოსტატი


პროფესორი - ნოდარ ჯინი (ჯინჯიხაშვილი)



რომან კრიხელი

მიშა წვენიაშვილი



დიდი მოქანდაკე - პროფ. გიორგი წულაძე




