top of page

A4   ლიტერატურა  -  1

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

    თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

1      ლიტერატურა

2      პოეტები და პოეზიის მოყვარულები

3      გიორგი (გიგლა) ხუხაშვილი

4      იაკობ ჩიკვაშვილი (გოლან)

5     ნანა შაბათაშვილი-დავარაშვილი

6     სიმხა ადარ (აჯიაშვილი)

7     "რა ხალხი ვყოფილვართ"

8     შამუელ მოძღვრიშვილი

9     ნანა ჯანაშვილი

10    ციალა დავარაშვილი

11    იზოლდა კრიხელი

12    ჩესი ლეზგიშვილი

13    ბენიკ მირილაშვილი

14    ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საკითხები აბრაამ სფიაშვილის (აბრაამ საპრის)        

        შემოქმედებაში  -  ა. ნიკოლეიშვილი

15    სიმა ქოენიშვილი   

16     "ჯარისკაცის იმედი"   -  ცისანა სეფიაშვილი 

17    ადარ (აჯიაშვილი) რობერტ

18    დალი დავარაშვილი

19    მიშა ჯანაშვილი

20    პოეტი და იურისტი რომან იაკობაშვილი

21    კალმით ხალხის სამსახურში

22    სულო სეფიაშვილი

23    ესთერ თეთრუაშვილი

24    რიტა დავარაშვილი (პარლაგაშვილი)

25    აბრამ იოსებაშვილი 

26    რივკა შალევ (მურდუხაშვილი)

27    თამარ ბათ-მოშე

28    პოეზია

29    მორის ფოცხიშვილი

30    "თბილი" პოეზიის საღამო

31    მწერალ იეუდა შალელაშვილის შემოქმედებით საღამოზე 

32    ეკა ბაქრაძე ისრაელში 

33    თამი ჩიკორი 

34    მოგონება გარდასულ დღეთა   

35    ზაალ მესენგერი

36    დოდო ხუხაშვილი

37    დანიელ ხახიაშვილი

38    აბრაამ საპირი  -  კულტურის ამაგდარი 

39    სოფი (სოფიკო) დვირი (წიწუაშვილი)   

40    რაია ორენი (წიწუაშვილი)   

41    ირაკლი კოკუაშვილის მოგონება

42    სიმონ არონის-ძე კრიხელი

43    ორი რედაქტორი  

44    წარსულის გახსენება

45    მერი ამშიკაშვილი სტუდიაში

46    მენაშე ელიშაყაშვილი

47     გ. ტაბიძის პრემია იაკობ პაპიაშვილს

48    ქართულენოვანი რადიოს დიქტორები

49    პოეტი ნანა დავარაშვილი 

50    პროფ. აბონ ციციაშვილი    -   აბრაამ საპირის წიგნის "კულაში ნანახი, განცდილი,       

        გაგონილი"-ს შესახებ

         

                             გაგრძელება იხილეთ    ლიტერატურ  -  2

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები” – ამონარიდი აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) წიგნიდან “ალიის 40 წელი”  გვ. 535-586

პოეტები და პოეზიის მოყვარულები

აბნერაშვილი  როზა
ადარ  (აჯიაშვილი)  სიმხა
აჯია  (აჯიაშვილი)  დავით
აჯიაშვილი  ჯემალ
ბააზოვ  (ჯინჯიხაშვილი)  ილო
ბათოშვილი ლია
ბაღდადიშვილი  აბრამ
ბიბილეიშვილი  ქეთი
ბიბილეიშვილი  მზია
ბოთერაშვილი  ცირა
გაპონოვი დოვ
გოკიელოვა  ნელი
გოლან  (ჩიკვაშვილი)  იაკობ
დავარ  (დავარაშვილი-შაფათაშვილი)  ნანა
დავარაშვილი  დალი 
დავარაშვილი ციალა
დავიდ  იცხაკ
დავითაშვილი  იზა
დავითაშვილი  შალვა
დანიელოვი  დალი
დედიაშვილი  ეთერი
ელიგულაშვილი  მედეა

ელიშაკოვი მერი

თარონიშვილი  იოსკა
იაკობაშვილი  ისახარ
იაკობაშვილი  მიშელ
იაკობაშვილი  რომან
იოსებაშვილი  აბრამ
იოსებაშვილი  ნათელა
კოკუაშვილი  ირაკლი
კრიხელი  იოსებ
კრიხელი  ლილი
ლეზგიშვილი  ჩესი
მამისთვალოვი  ბონდო
მამისთვალოვ  მზია
მამისთვალოვ  აბრაამ
მანაშეროვი  შალვა
მეგრელიშვილი  ისაკ 
მესენგისერი  რობერტ
მიხაელი  ციპი
მირილაშვილი  ბენიკ
მიხელაშვილი  რიჩარდ
მოშიაშვილი  (ბენ-მოშე)  იზოლდა
მოძღვრიშვილი-სეფიაშვილი  თამარა
მოძღვრიშვილი შამუელ
მოშიაშვილი  შალვა
ოსიაშვილი  ლია
სეფიაშვილი აბული
სეფიაშვილი  გიგა
სეფიაშვილი  იორამ
სეფიაშვილი  სოსო
სეფიაშვილი  სულო  (სეფი ელი)
სეფიაშვილი  შოთა
სეფიაშვილი  (ბეხორაშვილი)  ცისანა
ტორჩინსკაია  თამრიკო
შათაშვილი  შალვა
შალევ  (მურდუხაშვილი)  რივკა
შალელაშვილი  იეუდა
შალელაშვილი  აბტალიონ
შამაშვილი  ნინიკო
შიმშილაშვილი  თემურ
შიმშილაშვილი  თინა
შაფთოშვილი მიხაელ
წიწუაშვილი  იამზე
წიწუაშვილი  (ციციაშვილი)  მზია  
წიწუაშვილი  (ორენ)  რაია
წიწუაშვილი  (ორენ)  გერშონ
ქოენიშვილი  სიმა
ხანანაშვილი  რახელ  –  (“ნინო”)
ხარუნი  (კრიხელი)  სარა
ხახიაშვილი  დანიელ
ხუხაშვილი  გიგლა
ხუხაშვილი  დოდო
ხუხაშვილი  ნათელა
ჯანაშვილი ბერტა
ჯანაშვილი   ნანა
ჯანაშვილი  ნუგზარ
ჯანაშვილი ფირუზ
ჯანაშვილი  სიმა

გიგლა (გიორგი) ხუხაშვილი

გიგლა.jpg
გ.ხუხ-1-1152x1536.jpg
გ.ხუხ-2-1152x1536.jpg
გ.ხუხ-3-1152x1536.jpg
გ.-ხუხ-4-1152x1536.jpg

იაკობ გოლან (ჩიკვაშვილი)

იაკობ-ჩ-1152x1536.jpg
იაკობ-ჩიკვაშვილი-1152x1536.jpg
იაკობი.jpg

იაკობ გოლან (ჩიკვაშვილის) საფლავთან   11.6.2005

იაკობ გოლანის მოგონება (წლისთავი) 13.6.2006

ბათ-იამი  "აუდიტორიუმი"

IMG_8759.jpg
IMG_8760.jpg

2006  წელი

ნანა დავარაშვილი-შაფათაშვილი

აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) ნანა დავარზე

ნანა ………………

       დღეს ამერიკაში რომ გათენდა, ცა მოღუშული იყო, თითქოსდა სახე ჩამოსტიროდა, ცოტა მოგვიანე-ბით გავიგე, რომ მას ჩემზე ადრე გაუგია, ჩვენი ნანას (შაფათაშვილ-დავარაშვილის) უდროოდ გამგზავრება ჩვენგან შორეულ სამყაროში.

        ვინ იყო ნანა ? ბუმბერაზი ქალი, სულით საქართველოსთან დაკავშირებული, ნიჭიერი პოეტი, ქართველი და ებრაელი. კარგი მუსიკოსი და მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი, დიახ, ის გახლდათ ცხოვრების სურათების ნამდვილი რეჟისორი, ორგანიზატორი, რომელიც მართავდა ხოლმე მამაკაცების მთელ პლეადას, ისე, რომ თავისთვის პირველობას არ იჩემებ და. ის იყო ამ ბოლო დროს აშდოდში აღორძინებული ქართულ-ებრაული კულტურის ერთ-ერთი ინიციატორი, დამწყებ ლიტერატორთა დამკვალიანებელი, ქართული კულტურის გამა ვრცელებელი, ბევრი კულტურული ღონისძიების სულისჩამდგმელი.

        ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვმეგობრობით, ნანა იყო გაზეთ “ალია”-სა და “ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოების” აქტიური წევრი.

მიყვარდა მისი სიმღერებისა და ტკბილი ხმის მოსმენა, ერთხელ დაბადების დღეზე, მაკას ოჯახში, ყვავილების დიდი თაიგული რომ მივართვი, პატარა ბავშვივით გაეხარდა.

      ეჰ ! ნანა ! წახვედი და დატოვე ცარიელი ადგილი. ჩვენ ყველაფერში არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთ რიდი და პატივისცემა ყოველთვის გვქონდა. შენი უდროოდ წასვლით ქართველ ებრაელთა თემმა საქართველოში და ისრაელში დაკარგა კიდევ ერთი ბუმბერაზი პიროვნება. ქალი, რომლის სახელიც დიდი ასოებით ჩაიწერება ქართველ ებრა-ელთა ისტორიაში.

      ვისარგებლებ შემთხვევით და ღრმა თანაგრძნობას გამოვუცხადებ ქ-ნ მაკა ბენ-იოსეფს და განსვენებულის სხვა ახლო ნათესავებს.

ნანა-დ-1-1152x1536.jpg
ნანა-დ-2-1152x1536.jpg
ნანა-დ-3-1152x1536.jpg

სიმხა ადარ (აჯიაშვილი)

9 ნოემბერი 2017 წელი

ქალბატონ სიმხა ადარს (აჯიაშვილს)

    დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ჯანმრთელო-ბას, გულის სიხარულს და შენი აგრე რიგად ნათელი და ნიჭიერი პოეტური კალმის უბერებლობას. ჩვენი თემი, საქართველოდან გამოსული ებრაელობა, სამართლიანად ხედავს შენში, მის მწერალთა და პო-ეტთა მთელი პლეადის, პოეტური შემოქმედების დედოფალს.

   მათ მიერ, მშობელი ხალხის ტრადიციების უპრეცედენტო – 2600 წლოვან ერთგულებისა და მამა- პა-პათა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლების მოპოვებისათვის გამოჩენილი გმირობის მეხოტ-ბესა და მებაირახტრეს. სწორედ ამ ფაქტმა აქცია თქვენი ცნობილი ლექსი: “რა ხალხი ვყოფილვართ” ჩვე ნი თემის ეროვნულ ჰიმნად. ყოველივე ამისათვის, ქალბატონო სიმხა, გთხოვთ მიიღოთ, დღეს, თქვენი დაბადების დღეს, ჩვენი კეთილი სურვილები, გულწრფელი პატივისცემა და დაფასება.

ანა კოლ (შიმშილაშვილი), დრ. დავით შიმშილაშვილი, აბრაამ საპირი (სეფიაშვილი)

რა ხალხი ვყოფილვართ

სიმხა ადარი

რა ხალხი ვყოფილვართ, თქვენ გსურდათ გაგეგოთ ?

მაშ, იქნებ ინებოთ და ყური დაგვიგდოთ,

თქვენ , თურმე, არ გვიცნობთ, თქვენ თურმე, არ იცით,

როგორ ვეწამეთ და მაინც არ დავეცით.

თქვენ გსურდათ გაგეგოთ, რა ხალხი ვყოფილვართ,

ან როგორ აღვმდგარვართ, როცა დავმხობილვართ,

ან როგორ გავუძელთ განსაცდელს ამოდენს,

ანდა, მართალია, თუ ვინმეს აბოდებს,

რომ მართლა რკინის თუ ფოლადის ერი ვართ,

რომ, როცა სისხლი გვდის, მაშინაც ვმღერივართ.

თუ კაცის მკვლელნი ვართ, ან აგრესორები,

აღვსილნი წარსულის ანგარიშსწორებით,

სრული სიმართლეა, თუ მართლა მითია

და ეს ყველაფერი მიეთ- მოეთია ,,,

რა ხალხი ვყოფილვართ, თქვენ გსურდათ გაგეგოთ ?

კთილი, გვისმინეთ, ვეცდებით, გაგენდოთ.

ჩვენ მაკავიელთა ვართ შთამომავალი,

ოდითგან მახვილით გვშთანთავდა მტარვალი.

ჩვენი ისტორია თვლის საუკუნეებს,

უამრავს გავუძელთ ცეცხლს თუ უკუნითებს,

უამრავ ,,ფარყოს” თუ ,,ამანს”, თუ სატანებს,

მაგრამ დღევანდლამდე მაინც მოვიტანეთ

სახელი იმათი, ვინც კი დაცემულა,

ექვსი მილიონის ფერფლი და აჩრდილი,

ზეცისკენ ხელები ვედრებით აწვდილი.

შიში და იმედი ,,ნეტა ვის რა ელის ?”

ღაღადით ნათქვამი ,,შემაყ ისრაელი”.

როგორც დახუნძლული ხეები ვაშლებით

მკვდრებით-ოსვენციმი და იად-ვაშემი,

გაზის კამერებში შეყრილი ,,საკლავი” და

მკერდზე ყვითელი დავითის ვარსკვლავი …

სიკვდილის მანქანამ ვერ გადაგვაშენა,

დავითის ვარსკვლავი გვშველოდა მაშინაც,

როცა მტრის ბოლომდე ბრძოლისას გვაძლევდა.

რა ხალხი ვყოფილვართ, რისთვის გაგვიძლია

და უიმედობა არასდროს გვიგვრძნია.

წარსული პირშეკრულ იარად გვაჩნია,

სამშობლო – დღეს ჩვენი სახლი გაგვაჩნია.

სისხლით და ცრემლებით ერთ დროს ნასველები

წალკოტად ქცეული მთები და ველები

და მონაპოვარით მშრომელი ხელების,

სახტად დარჩენილი მისი მნახველები.

რა ხალხი ვყოფილვართ ?- სახეში ჩაგვხედეთ,

საზღვართან მედგრად მდგარ ჯარისკაცს შეხედეთ.

მტრის ავი ზრახვებით ცეცხლად რომ ენთება

და გმირულ ლეგენდად აქცია ,,ენტებე”.

ჩახედეთ მის დედას ნაღვლიან თვალებში,

თავისი გმირით, რომ ამაყობს ქალებში.

შვილის და მშვიდობის ლოცვად რომ იღვრება,

ზოგჯერ შვილს კარგავს და მაინც არ იხრება.

მაინც არ იღლება მშვიდობის ლოდინით

და უიმედობას ჩაქოლავს ლოდებით,

ცდილობს, რომ ღიმილით დამალოს ქვითინი

და ართობს ივრითზე ციცქნების ტიტინი.

სიმღერა ისმინეთ ჩვენი და ლექსები,

რა უნდა ინატროთ სხვა უკეთესები ?

ჩვენ – ციცქნა ერი და მაინც რა დიადი

შეხედეთ, რა ვხარობთ ხვალის განთიადით,

როგორი გამძლე და უდრეკი ერი ვართ

და როცა სისხლი გვდის, მაშინაც ვმღერივართ.

შეხედეთ, იგრძენით და თქვენც მოგინდებათ,

რომ ხოტბა შეასხათ ამ ხალხს და დიდება,

ნახეთ, რომ ვიზრდებით და არ დავმხობილვართ

ნახეთ და გაიგებთ – რა ხალხი ვყოფილვართთთ !!!

სიმ-1152x1536.jpg
სიმხა-ადარი-1-1152x1536.jpg
სიმხა-ადარი-2-1152x1536.jpg
სიმხა-ადარი-3-1152x1536.jpg
სიმხა-4-1152x1536.jpg

მაინც რა შესცოდე ?   ნუთუ ეს სამყარო არარაობაა?

თუ მუდამ ბრძოლა და მუდამ დაობაა და

ყოველდღიური ცხოვრების ჭიდილი,

თუ უსამრთლობის გმობა და ჩივილი?

შენ ხომ სამყაროზე არასდროს ჩიოდი,

შენ მხოლოდ სპეტაკი სიმართლე გშიოდა,

ამიტომ საკუთარ გზებს იმიზეზებდი

და ყველგან ცხოვრების სიმართლეს ეძებდი;

ეძებდი და მნინც ვერ ჰპოვე რატომღაც,

და უსამართლობა შენს გზებზეც დაბობღავს,

შენ კიდევ პასუხად ის მაინც იცოდე

ან როდის შესცოდე, ან რაში შესცოდე?

ყველა მეგობარი რომ შემოგეცალა,

ყველა ტკივილმა რომ შენთვის მოიცალა,

ყველა სიხარული ძირში რომ მოისრა,

რა დააშავე–თქო ასეთი, მაინც რა?

გტკივოდა და ააინც არასდროს იტყობდი,

შენ მხოლოდ შენს წილად სიმართლეს ითხოვდი,

განა რა დათესე ასეთი სიცუდე,

განა ასე ძლიერ მაინც რა შესცოდე?

                    სიმხა ადარი–ისრაელი
სიმხა-ადარის-ლექსი.jpg

შამუელ  მოძღვრიშვილი

შამუელ-მოძღვრიშვილი.jpg

“სამტრედია – ცნობილი სამტრედიელები” – ფეისბუკი 21.3.2022

      შამუელ მოძღვრიშვილი – ქართველი ებრაელი პოეტი. დაიბადა 1913 წელს, სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში, ქართველი ებრაელის ოჯახში. სევასტოპოლის ბრძოლების მონაწილე. გარდაიცვალა 66 წლის ასაკში. (1913 – 1979) ქვემოთ წააიკითხავთ მის ბრწყინვალე ლექსებს.

 

 

                              მუხავ !

მუხა გადარჩენილხარ მრავალ ქარიშხალს,

ჰყვავი, შრიალებ რტონამეხარი,

მაგ შენს ფესვებთან გულმა მანიშნა,

ჯეჯილს ეტრფი და სოფელს შეხარი.

განთიადივით ცაში მაღლდები და

გრძნობ სიცოცხლეს ფოთლის ხმაურში.

თუ გეწვევიან მზეში ბალღები,

ხალიჩასავით ჩეროს გაუშლი.

შენ ჯმუხ ტოტებზე, როგორც თითებზე,

ითვლი გაფრენილ საუკუნეებს,

მღერით იღამებ, მღერით ითენებ,

თავზე მტრედები დაგღუღუნებენ.

ძველი დროება გემახსოვრება,

გემახსოვრება რტოც მოკვეთილი,

ჯერ არ ყოფილა კაცის ცხოვრება

ასე ლამაზი, ასე კეთილი.

მინდვრის მქარგველებს ალვებს ადარებ

და თავს იწონებ წყაროს სარკეში,

განთიადიდან განთიადამდე

სამყაროს მწყობრი სუნთქვა ჩაგესმის.

დგახარ, მუხლები აღარ გეღლება,

შემოგღიმიან ბლები, კაკლები,

მხრებზე სხივების წვიმა ეღვრებათ

და ირწევიან, როგორც აკვნები.

მთიდან გიცქერენ დილის ნისლებით

ითქოს გაშალა ფრთები ციცარმა,

და მე მგონია ლხენით ივსები,

ყანა რომ ვერცხლით გადაიცვარა.

ქვეყანა ისე შეგყვარებია,

ფესვებით მკერდში ჩახუტებიხარ,

ნორჩი მოძმენიც მწკრივში დგებიან,

ვით გუშაგები თავთუხებისა.

შენ ჯმუხ ტოტებზე, როგორც თითებზე,

ითვლი გაფრენილ საუკუნეებს,

მღერით იღამებ, მღერით ითენებ,

თავზე მტრედები დაგღუღუნებენ.

 

კარპატების მთებს შეერთო შენი ძვლები

ბიჭო, ოცი გაზაფხული შეგისრულდა

და ოცივე მამულს უძღვენ თაიგულად.

თუმცა ომმა სიჭაბუკე შეგისუდრა,

შენ მამულმა თავის ბურჯად დაგიგულა.

ყრმობის ცეცხლით შენთებიხარ მავთულხლართებს,

მშვიდობისთვის გზა სიცოცხლით გაგიკაფავს.

სიკვდილს თვალი ისე როგორ გაუმართე,

რომ სახელი ჟამმაც ვეღარ დაგიკარგა?

შენი სული მიუძღოდა ჯარისკაცებს,

მტრის ურდოებს გზა – გზა თვალებს უღამებდა,

მეგობრებმა გული ისე გაიკაჟეს,

რომ ტყვიებად გადაადნეს მწუხარება.

კარპატების მთებს შეერთო შენი ძვლები,

მოძმეს წყლული ცხელი სისხლით განუკურნე.

ყმაწვილიც კი მამაცობით შეიძლება

ხალხთა თვალში გამზიანდეს საუკუნოდ.

ვაჟკაცობით განთქმულია საქართველო,

ცას უმშვენებ, ვარსკვლავთ ოჯახს ემატები.

ავმა ქარმა, ბიჭო, ვეღარ გადაგვთელა

და დედაშენს საკოცნელად ენატრები.

ბიჭო, ომმა მეც გამიხმო ცალი ხელი,

წავიჩოქე ჩემი ქვეყნის საამბოროდ.

გამომყევი, ხეობაში მტკვარი გველის,

ვისაუბროთ და თუთუნი გავაბოლოთ.

დაგანახვებ ზურმუხტ მინდორს, ფირუზ ზეცას,

მხარე, ჩვენი გამომზრდელი, მოვიაროთ.

მყინვარს თეთრი ჩოხის კალთა აუკეცავს

და ქვეყანა ბაღს წააგავს მსხმოიარეს.

შენი მოსვლის სასო დედას მარად ჰქონდა,

შენს გმირობას ებჯინება, ვით ყავარჯენს,

შენი ნახვით მომჯობინდეს იქნებ ოდნავ,

რომ ტკივილებს შეუტიოს ქალმა მარჯვედ ?

გესმის ? ტყეში ჩიტთა გუნდი რარიგ ხარობს,

ვიღაც მოდის, ისმის კაბის შარიშური.

„იყავ გმირი, გმირი ხალხის შვილი ხარო“,

დედის მცნება კვლავ გულში გაქვს ჩანიშნული.

მამულისთვის შეგიწირავს სიჭაბუკე,

მყინვარივით დედის თავი დათოვლილა.

შენს სატრფოს კი ერთგულება ხშირად უქეს,

თვალმაყვალა ჯერაც რომ არ გათხოვილა.

ომის შემდეგ მიიწურა ოცი წელი,

მტვრადქცეული ცოცხალივით მენახვები,

ბიჭო, ხედავ ? ჩვენ გვიწევენ მოწიწებით

ჯიქნებსავსე მოშრიალე ვენახები.

ორი მუჭა მიწა

ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,

ლეღვის ძირას ეგდო მწვანე ქოჩრიანი.

იქვე ჩრდილში, საწუთროზე მომჩივანი,

მოლის ნოხზე ორი კაცი იწვა

ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,

ლეღვის ძირას ეგდო მწვანე ქოჩრიანი.

საუბრობდნენ კაცნი, სიტყვის ფიწალს

წამოსდებდნენ ხოლმე აზრის ბურბუშელას:

– სიკვდილს შემდეგ არ არსებობს ნუთუ შველა ?

არ ბრუნდება მიიცვლება ვინცა ?

ადამისძის არა ესმის იმ ცას ?

ცაა იგი თუ ლაჟვარდის ბურბუშელა ?

– ტყუილია, არ არსებობს ღმერთი !

– მაშ, სად არის უკვდავების დასაყრდენი ?

არც იმედი, სიზმარივით ასახდენი,

იმქვეყნიურ ქარებს აღარ ერთვის…

– ტყუილია, არ არსებობს ღმ-რთი !

– მაშ, სად არის უკვდავების დასაყრდენი?

– ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,

წინათ იყვნენ კაცნი ლამაზქოჩრიანნი …

იქვე ჩრდილში, საწუთროზე მომჩივანი,

მოლის ნოხზე ორი კაცი იწვა.

ორი ბელტი, ორი მუჭა მიწა,

ლეღვის ძირას ეგდო მწვანე ქოჩრიანი.

 

               დამწვარი ვარდი

მე შენს დაკარგვას რა მწარედ ვდარდობ,

დაო, წუხილი სულისთქმას მიშლის.

ოცნებაში კი, დამწვარო ვარდო,

ის დღე ცოცხლდება, როდესაც იშვი.

ვერ მოვასწარი სიტყვის არჩევა,

ხმა მომაშველა ქართვლის ფანდურმა,

თურმე მამულმა შენი გაჩენა

ბულბულის ენით დაადასტურა.

შენს დაბადებას ხარობდნენ ხენიც,

მღეროდა წყარო, ქროდა ნიავი.

ნუთუ დასრულდა სიცოცხლე შენი,

ბუნებამ გახლო ხელი სიავის ?!

იქნებ გრიგალი თავადაც დარდობს,

რომ შემომემსხვრა ფრთებზე არწივი ?

ოჰ, მზენახულო მაისის ვარდო,

შენ ხომ ბუნების იყავ ნაწილი !

ეს ზეცა იყავ, ეს მიწა იყავ,

ხმას რომ მაფენდი გულზე ვარდებად,

როგორც მამული, შენი ხმაც მიყვარს,

მშვენიერების გამოცხადებავ !

შენი სახება მემახსოვრება,

მზისგან დამწვარი და ფერმიხდილი,

სიმღერა იყო შენი ცხოვრება

და ტრაგედია შენი სიკვდილი.

შენ დილის როლში თუ იყავ მაშინ,

მამულს – ამირანს სუნთქვა გადაეც,

ღრუბლებს არღვევდი ზღაპრული რაშით,

ხელში შეგაწყდა ელვის სადავე.

ნუთუ სიმღერა ჰაერში გაქრა,

ლამაზ თბილისში ვერ დაბრუნდება !

მხურვალე ხელი ბეჭებზე დაგკრა

და შეგიერთა დედაბუნებამ.

რამდენი კაცი შენს ხილვას ნატრობს,

რომ გინახულონ, სად მივასწავლო ?

იქნებ ღრუბელი შენა ხარ, ნატო,

სიმღერის ეშხით ცაში დამწვარო !

რომ მოჩანს ბუდე მერცხლებით სავსე,

ძვირფასო, იქნებ შენი გულია,

მაგ თვალთა ელვას მამულის ცაზე,

როგორც დღის ნათელს გადაუვლია !

წეღან ცხრათვალა მნათობი ვნახე,

მშვიდად შეცურდა ცის ლურჯ ფარჩაზე,

იქნებ სივრცეში გარიჟრაჟს აჰყევ

და მზედ დაჰნათი მამულს, ვაჩნაძევ !

იქნებ ამაოდ მაწუხებს დარდი,

ცოცხლობ, ვერ გხედავ, მე კი ვღონდები,

როგორც გაზაფხულს მაისის ვარდი,

სამშობლოს მუდამ მოაგონდები.

 

        სად არის ჩემი თეთრი მათარა ?

სად არის ჩემი გულუბრყვილობა ?

სად არის ჩემი განცდები ნაზი ?

რატომ ამტკივდა ასე ჭრილობა,

ვით ომის დაღი, მხარზე რომ მაზის ?

სად გაქრა ღვარად მომსკდარი ცრემლი,

წუხილი დიდი, ღიმილი მწარე ?

სად თვლემენ დღენი, მნგრეველნი, მწველნი,

თავს რომ დაატყდენ მშობლიურ მხარეს ?

სად არის ჩემი ბატალიონი ?

სადღა არიან მებრძოლი ძმები ?

ვგონებ, ახალი კავკასიონი

აიგებოდა იმათი ძვლებით.

სად არის ჩემგან ნასროლი ტყვია ?

სად არის ჩემი თეთრი მათარა ?

გულს, მგონი, ჯერაც არ შეუტყვია,

რომ დიდი ღელვა უკვე დამთავრდა.

სად არის ჩემი რუხი მაზარა,

ამღერებული გულით გამთბარი ?

ნეტავ, ის ბიჭი ხომ არ დამზრალა,

ნემსებს რომ ჩხვლეტდა მკაცრი ზამთარი ?

სად არის ბრძენი პოეტის წიგნი,

ერთი მასპინძლის ქალს რომ ვაჩუქე ?

სად გაქრა – მეთქი, ვით ტკბილი ფიქრი,

ჩემი ბავშვობა და სიჭაბუკე ?

სადღა არიან ის თაობები,

მე რომ მისწრებდნენ ადამის აქეთ ?

შეუწყვეტელი ჯაჭვი ომების

რად იწირავდა სიცოცხლის ნამქერს ?

სად მიიყუჟნენ ჰანგები ძველი,

გულისთქმა ხალხთა, ნათელი თვალთა ?

ვის დარჩა ცისკენ აწვდილი ხელი ?

ვის დააბერტყა მზემ ოქროს კალთა ?

სად არის სული აჯანყებული ?

სად არის ტრფობა ზეცის და მიწის ?

მე ყველაფერი ჩემში მეგულვის,

მე ყველაფრისგან აღვსილი ვიწვი.

მე ვიტვირთები აწმყოზე ფიქრით,

ვით დედამიწა მღელვარე ხალხით.

მე მომავლისკენ უშიშრად მივქრი

და მფლობს წყურვილი მომავლის ნახვის.

ვინ დააშორა მომავალს აწმყო ?

ვინ თქვა წარსულის გადავიწყება ?

აწმყო იქცევა მომავლის სამწყსოდ,

აწმყო წარსულის გულში იწყება.

 

               მზის ნაფლეთები

წაჰკიდებია ტყეებს ხანძარი,

ვისმენ რტოების იდუმალ ლიწინს.

კოცონის ფრთებზე მწვანე ტაძარი,

ნაშრომ – ნაღვაწი, უწყალოდ იწვის.

ფოთლის ღადარი მიწყივ მაღონებს,

მწამს, რომ სიმწვანე მოითხოვს შველას,

მაგრამ ფერთაცვლის უცვლელ კანონებს

ვერ შეცვლის ბრძენთა გონების ელვა.

ცა საფირონის თვალით დამცქერის,

მიღვივის ჟრჟოლა ამარტის ტეხვით

და სულში წვება ოქროს ნამქერი,

როგორც მშვენება ლომის და ვეფხვის.

მიწისძვრასავით ველი განსაცდელს,

მინდა ჭიდილის მორევში მოვყვე.

ერთფეროვნების საზღვარს გადავცდე,

ვით საოცნებო „ვეფხვი და მოყმე“.

მე ვხედავ, ფოთლებს მფარველობს მიწა,

გულში იხუტებს, ვით ჯარისკაცებს,

ვგონებ, ციური რისხვისგან იცავს

და ვეღარ ამჩნევს თავის სიმკაცრეს.

ფერების ცეკვის ვარ ამომცნობი,

ყვითელი ეშმის ტალღები მიტევს.

მე ფოთოლცვენის მიხმობს კოცონი,

გამოსაკვანძავს ვემსხვერპლო კვირტებს.

მე ვერ აღვსდგები, როგორც ფენიქსი,

გაქრება სულის უსაზღვრო ჯვარცმა,

-ამოდუღდება დიდი მერმისი

ჩემი ოცნების ხანძრების ნაცვლად.

მიწაზე ყრია მზის ნაფლეთები,

ჯიბეში ვიწყობ ქარვის ბარათებს.

მზე სიცოცხლისთვის თავგამეტებით

ჩემს აღზევებულ სულში ანათებს.

ჭადრის ფოთოლი აგდია კუნძზე,

როგორც მეგობრის ხელის მტევანი.

ომში მოხვეჭილ სიმძიმილს ვუძლებ,

გულს, რომ მიფატრავს, ვით სატევარი.

ანთია ირგვლივ კოცონი დიდი,

მიციალდება თვალში ალმასი.

სამსხვერპლოსაკენ სიმწვანე მიდის

და მსხვერპლთშეწირვა სუფევს ლამაზი.

სიცოცხლის ცეცხლის განცდა მენება,

აწ შემოდგომის ტყესავით ვიწვი.

თურმე საწუთროს მრავალ მშვენებას

კოცონზე გზავნის ძახილი მიწის.

 

          ფრონტელის ცხედართან

ფრონტს გადაურჩა, მაგრამ სიკვდილი

ათასი ცდითაც ვერ აიცილა.

აწ შავ ხავერდში წევს ფერმიხდილი

და თვალზე გვადგას ცრემლი ციმციმა.

ვფიქრობ, სიცოცხლე არის ზღაპარი

და ჰგავს წამწამთა დახამხამებას.

მზის ქვეშ ვეგზნებით, როგორც ლამპარნი,

ლხენის წამისთვის ვიტანთ წამებას.

ნუთუ სჯობია, ბრძოლა გვართობდეს,

ქარმა გვაფლითოს ტანისამოსი,

ერთ ხანს ვუმზიროთ მბრუნავ მნათობებს,

თუნდაც მერმისში გვფლობდეს ქაოსი ?

ჩვენი მოვლენა არის შემთხვევა

თუ ხორცშესხმისთვის დაშვრა კოსმოსი,

რომ შეგვაფხიზლოს დროდრო მეხებმა

და განვიცადოთ შიშიც მოსპობის ?

თუკი გავქრებით, რა გვემღერება,

რად ვეჭიდებით ტკივილს ონავარს ?

ნუთუ იმიტომ, მშვენიერება,

ვით ჩვენი პირმშო, შერჩეს მომავალს ?

ღვთიურ წესრიგში ხშირად ვეჭვდებით,

თითქოს მოვეცვათ ნისლებს რიჟრაჟში.

მთელი სამყაროს ანაბეჭდები

უნდა ჩაშალოს ჟამმა მიწაში.

გვამღვრევს საწუთრო მარტის ცასავით,

სულის სამრეკლოს რეკენ ზარები,

ლოდიც არ რჩება დაუხავსავი

და მაინც იმედს ვუხმობთ მგზავრები.

არ გვწამს არყოფნის გარდუვალობა,

ვგრძნობთ, აგვშორდება მეხი მუხთალი,

რომ შემოგვღიმებს შთამომავლობა,

თითქოს ამ განძით ვიყოთ უკვდავნი.

სადღაც მიგვაფრენს სუნთქვა ფრთამალი,

გვწაფავს ცხოვრების ორომტრიალი,

გვწადია შევქმნათ რამე წამალი,

აგვატანინოს დარდი ტიალი.

ზოგჯერ მადლობას ვუძღვნით განგებას,

ღირსი გაგვხადა ფერთა დანახვის

და მეგობრობის განცდის საქებრად

ფიქრი ბიბინებს, როგორც ბალახი.

გვტანჯავს, სიკვდილის შეუვალობას

რომ ეწირება კაცი კაცური,

წყაროთა, ვარდთა, ჩიტთა გალობა

მისი სისხლითაც იყო დაცული.

 

       სევასტოპოლის კატაკომბები

დაყრუებული იყო ბომბებით

სევასტოპოლის კატაკომბები.

შიგ შევიყოლე სულის გრიგალი

და დაცხრილული რუხი მაზარა.

გმინვა აღმომხდა წამით იმგვარი

კლდეთა ფესვები შეაზანზარა.

მიშუშდებოდა შავი კოპები

და მამხნევებდნენ კატაკომბები.

მანდ მიხვეწავდნენ ნასეტყვ ძალ – ღონეს,

როგორც სიცოცხლის ფერმკრთალ სტრიქონებს.

ახლა, როდესაც რამე მაღონებს,

იმ გვირაბების გმირებს ვიგონებ.

ბევრი ლაშქარი მოწყდა ომებით,

ვგონებ, ფიქრობენ კატაკომბებიც.

სხვადასხვა დროის ბრძოლის მნახველნი,

მათ ოცნებებში ვსხედვართ ინახად.

დიდი მომავლის წმინდა სახელით

თავგადასავლის ღადარს ვინახავთ.

როგორც ქალაქის მცველი ლომები,

იმზირებიან კატაკომბები.

ალბათ, ელიან ძველ – ძველ ნაცნობებს,

ნახტომებისთვის კვლავ ჩამუხლულნი.

ასე მგონია, მნათობთ ამცნობენ

უცნობ გმირობას მძლავრი ბუხუნით.

                 შამუელ მოძღვრიშვილი

     ლექსები წიგნიდან ,,დათოვლილი მაზარა”

ნანა  ჯანაშვილი

ნანა ჯანავილი.jpg

თურმე რამხელა ფასი ჰქონია

დედის სიყვარულს შვილისთვის მიძღვნილს.

როცა პატარას სითბოთი ათბობს

ღამე არ ძინავს ათენებს მისთვის.

დედის ალერსი, სიკეთე მისი

შვილის მომავალს რომ ასხივოსნებს.

სულ ძალას მატებს, ბავშვს იმედს აძლევს.

და სიყვარულით უკაფავს მის გზებს.

ეს სიყვარული ღმერთისგან მოდის.

რასაც რომ ვერვინ შეცვლის ამ ქვეყნად.

მადლობა უფალს დიდი გრძნობისთვის.

რასაც რომ ჰქვია დედა-შვილობა!!!

              2022 წ.   18  თებერვალი.

ნანა.jpg

ციალა  დავარაშვილი

    საზოგადო მოღვაწე, შესანიშნავი პოეტი, პედაგოგი, მოსიყვარულე დედა და ბებია, სათნო და ერთგული მეგობარი, სამაგალითო მოქალაქე. 2014-ის ზაფხულში გარდაიცვალა.. ისე მოხდა, რომ იმ დღეებში ჩვენი რაბები ნიუ-იორკში არ ბრძანდებოდნენ. ჭირისუფლებმა აშქენაზი რაბები მოიწვიეს ებრაული კანონების მიხედვით მიცვალებულისთვის წესის ასაგებად. მაგრამ – საქართველოში დაბადე-ბული და აღზდილი ქართველი ებრაელი ხომ ქართული სულიერებით „სუნთქავს“, რაღა თქმა უნდა, საკუთარი ებრაული სარწმუნოებით, რჯულაღმსარებლობის იმ ტრადიციებით, რომლებშიც მისი წინაპრების თვით სული, ძარღვი და ტემპერა-მენტი ძევს და – ქალბატონი ციალას ქალიშვილების – მარინას და ირმას თხოვნით (მეტიც – ჩვენი და-ძმური ურთიერთობებიდან გამომდინარე – კატეგორიული მოთხოვნითაც კი) მე მომიწია გამოსამშვიდობელი სიტყვის თქმა – მადლმოსილი ქართული დავადევნეთ ქართულ-ებრაული სულიერებით გაჯერებულ პოეტ ქალ-ბატონს მარადიული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე…

    ცხოვრების რთული გზა გამოიარა ქალბატონმა ციალამ. ახალგაზრდა დაქვრივდა, მეორე შვილზე ფეხმძიმემ დაკარგა საყვარელი მეუღლე – ულამაზესი ვაჟკაცი შალვა (ბიჭიკო) ხევსუროვი, რომელსაც თავისი სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. დიდი სიძნელეების მიუხედავად, პატიოსანი შრომით – პედაგოგიური მოღვაწეობით აღ-ზარდა, უმაღლესი განათლება მიაღებინა და დააოჯახა ორი ქალიშვილი. დღესაც კარგად ახსოვთ მის კოლეგებს და ყოფილ სტუდენტებს მისი შემართება და მუხლ-ჩაუხრელი გარჯა. იოლი როდია – სრულიად ახალგაზრდამ მაღალპროფესიულად წაიკითხო ლექციები: ხელოვნების ისტორია – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ესთეტიკა და პოლიტეკონომია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პუშ-კინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში; იყო შესანიშნავი პოეტი; და, რაც მთავარია, სახელი დაიმკვიდრო ორი ქვეყნის ფართო საზოგადოებაში: ჯერ სამშობლოში – საქართველოში და შემ-დეგ – ყოფითი სირთულეებით აღსავსე ემიგრაციაში – აშშ-ში, მსოფლიოს დედა-ქალაქად წოდებულ ნიუ იორკში…

    სხივი და ნათელი ახლდა ქალბატონ ციალასთან ყოველ შეხვედრას, ჰქონდა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა, ემოციურად გვიკითხავდა საკუთარ ლექსებს, პატივისცემით სარგებლობდა ნაცნობ-მეგობრების წრეში, ნიუ-იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის მრევლში. რა დაგვავიწყებს მის მშვენიერ ლექსს „ჩვენს სალოცავს ნიუ-იორკში“, რომელიც სწორედ იმ – 2014 წლის ზაფხულის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ლიტერატურულ-შემეც-ნებით ალმანახ „სავანეს“ და 2019 წლის ებრაული კალენდრის გარეკანებზე გა-მოვიტანე და ჩვენი თემის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ გახდა:

ციალა-დავარაშვილი.jpg

მე მიყვარს ჩემი ბროლის კარავი,

ზღვა სივრცეებში რომ იცავს რწმენას,

აშენებულა თორის ვარაყით,

მხარზე აუსხავს ათივე მცნება.

ფილოსოფოსი და კიდევ ბრძენი,

თორა ასხივებს კოდებს, მირაჟებს,

-ასე აზვირთდა ერი ძლიერი,

დღეს რომ წვეთებად ერთვის მდინარეს;

და ამ წვეთების ერთი ნაკადი

ბრძენი თემი თუ დიდი ელიტა

აქ ჩამოსულა ენით არაგვის,

ჰავა-ნაგილას უკრავს ფლეიტა.

თუმცა მისი ძე სწავლობს სხვა ენას,

სხვა რელიეფზე იცვლის სამოსელს,

მხოლოდ საკუთარს იტოვებს რწმენას

და ერთი ღმერთის წმინდა კანონებს ….

       დილა, აისი, მორწმუნე მრევლი ლოცვის ჭიშკართან იწყებს დინებას, მზემ გამოაღო თავის სარკმე-ლი და ეფინება ირგვლივ სხივებად. ქალბატონი ციალას ლექსებს ყოველთვის დიდი მადლიერებით იღებდა მკითხველი. ხშირად იბეჭდებოდა ჩვენი სალოცავის გამოცემაში „თორა – ორ“ („თორა – სინათ-ლე“) და გაზეთში „დავითის ფარი“. მაგრამ, არის მკითხელისთვის ჯერ კიდევ უცნობი ლექსები მისი შემოქმედებიდან. გავეცნოთ ერთ ულამაზეს ლექსს – „იასამანი“. მცირე ამონარიდი ბატონი ოთარ სეფია შვილის ესსედან „სილამაზის ტრფიალი“, რომელიც მხატვარ როზა ალელიშვილის ცხოვრებასა და შემო ქმედებას ეძღვნება: „ამოუწურავია ადამიანი და უსასრულოა სამყარო. თვით რიჟრაჟი და მზის ჩასვლაც ყველგან სხვადასხვანაირია.

        იქნებ ყოველ ადამიანს მხოლოდ მშობლიურ მხარეში ეჩვენება განუმეორებლად აისი და დაისიც, მაგრამ მშვენიერზე უმშვენიერესიც ულევია ამ თვალფიქრშეუწვდენელ მილეთზე. ამიტომაც ისმის მა-რადიულად სულმნათ რუსთველის – „მან ერთმა მოგვცა სამყარო, გვაქვს უამრავი ფერითა…“ თუმცაღა, დღეცისმარე ფორიაქში დაძირული ყოველი ადამიანი ვერ ხედავს და ვერც აღიქვამს „უამრავ ფერთა სამყაროს“. ეს მხოლოდ სულით ფაქიზთა – პოეტებისა და მხატვრების ხვედრია… არ ვიცი რატომ, მაგრამ განსაკუთრებით ჩამრჩა ხსოვნაში როზა ალელიშვილის ერთი „ნატურმორტი -„იასამანი“, რომელიც მხა ტვარმა ისრაელიდან სტუმრად ჩამოსულ თავის მეგობარ პოეტ ქალს – სიმა ჯანაშვილს უსახსოვრა.

ერთი შეხედვით, მასში თითქოს არაფერია უჩვეულო ან მოულოდნელი – არც კომპოზიცია, არც წე-რის მანერა, იასამნებიც ხომ თითქმის ყველგან ერთნაირია. მაგრამ ფერთა თვალშეუდგამი ნიუანსირე-ბით და აჟღერებით, ამ სურათიდან გაღვიძებული ბუნების თრთოლვა, სწორედ თბილისური მცხუნვარე გაზაფხულის სუნთქვა და სურნელება მობერავდა თითქოს. ამით მეჩვენა ეს ფერტილო ნამდვილ მშვე-ნიერებად … დასტურად კი მოვიტან შესანიშნავი პოეტი-ქალის – ციალა დავარაშვილის ლექსს, რომე-ლიც – ავტორის თქმით – როზა ალელიშვილისეულ იმ ფერწერული იასამნის შთაგონებითაა დაწერილი:

                                             იასამანი

მე მივატოვე ჩემი ქალაქი და ჩემი ეზოს იასამანი,

ეს ჯადოსნური ნაზი მაგია. თან რომ გამომყვა მისი სურნელი …

გაფრინდა წლები. ორ ოკეანეს ისევ ესტუმრა იასამანი,

მხატვარი ქალის ლაღი პალიტრა ….

მხატვრის თაროზე ვეძებდი ლარნაკს,

ბროლს ან როკოკოს ან ჩინურ ბაკალს,

რადგან სურნელი ვიგრძენი ტოტის,

ეს საოცრება საიდან მოჰქრის ?..

უცებ კედელზე გამეკრა თვალი,

მოლისფერ ფონზე ფრთებით ფარვანის აქ ჩამოსულა იასამანი

– სეფექალების სრული ამალით ….

ეს ჯადოსნური ნაზი მაგია

დღესაც ტრიუმფი გახლავთ მხატვარის.“

მართლაც საოცარია პოეტი ქალის ხედვა – შეგრძნება ზეგარდმო შარავანდედით გასხივოსნებული მშვენიერებისა. დავტკბეთ მისი კიდევ რამდენიმე (ჯერაც გამოუქვეყნებელი) ლექსით:

                               ვაჟას

მთის სოფელში დაიბადა რენესანსი ბუნების,

რუსთაველმა – შავქმენიო შვილი ჩემი გუნების.

აბა, ისე ვის უთქვია შვლის ნუკრისა ჩივილი,

ჩიტ-ჩუტების სიყვარული, ხმელი წიფლის ტკივილი;

თუ არა შენ, ვაჟავ, ჩემო, ცრემლო ირმის მოთქმისა,

არწივების თარჯიმანო, მოალერსევ ფოთლისა;

ფშავ-ხევსურთა ადათ-წესო, ძმათნაფიცთა ერთგულო,

სანაქებო მასპინძელო, ყველა სტუმრის მეგზურო;

საქართველოს ბახტრიონო, ვარსკვლავების მგოსანო,

უკვდავება გიპოვნია, -რუსთაველი გლოცავო.

ნოდარ დუმბაძეს

პარა ლელები, პარალელები,

სიცილ-ტირილის ერთად,

„მარადისობის კანონი“ – მძიმე

-კაცის ვედრება ღმ-რთთან.

„მზეო, ნუ გარდაიცვლები“,

ნუ დააღონებ მწერალს,

განა აიტანს ნოდარ

ხელოვნურ გულის გძერას ?

                                       სოფიკოს

ყველა ქალის „ინტერვიუ“ყველა ქალის დარდო,

განსწავლულო ჟურნალისტო ,„ვერის უბნის ვარდო“.

მთაში მხატვრის ფუნჯის მუზავ, „ხევსურელო ქალო“,

თუთაშხიას პრელუდიავ, „ქალბატონო ნანო“,

არტისტული ფერწერა ხარ, ხელოვანთა ფიქრი,

მეც შენს ქალებს ვუერთდები – იუბილეს გიხდი.

„შინდის ბუჩქი თუ ?“-ს – „უსამშობლო“ ემიგრანტი პოეტი – ქალის სულის სიღრმიდან ამონთებუ-ლი სტრიქონები კი მუდამ მაფორიაქებს:

შინდის ბუჩქი თუ ?

მე აქ მოვედი ლექსის სარჩულით,

ოკეანეზე წვეთავს ქართული …

და მაინც გიყვარს, როგორც ის ქოხი

– რასაც ბავშვობა ერქვა – შენი ქუჩა და შენი უბანი …

იქ, მზის ფერდობზე შინდის გურმანი,

თუმც გადავცვალე მაღალ ბინაში,

მაინც ქოხია შენთან სიზმარში,

რამეთუ ტვინის ყველა უჯრედი აღმოცენდება

ბავშვურ ბუდეში … დღეს მაიამის ელეგანტურ სასტუმროს ფონზე

თუ გაგონდება დაბა სურამი,

ან ქობულეთის ზღვის ნაპირები ?

..მე აქ მოვედი მოტეხილ ფრთებით,

სტრიქონებს ვებრძვი, უკვე ვიღლები …

მე ჯერ ვერ ვწვდები „ვერეზანოს“ ხიდს,

„ბარათაშვილის“ დავდივარ ხიდზე …

თუმც მოწონებით ვემორჩილები ისევ მანჰეტენს

– მას სამკაული ასხია ბევრი და კეკლუცური ჟინით შრიალებს.

პირამიდების უმაღლეს სკვერზე

მე ამერიკის ხელოვნების ხელოვურს ვითვლი,

ზღაპრულ მწვერვალებს სინათლის სპექტრზე.

აქ, მანჰეტენზე არ არის შინდი …

კვლავ ჩახვეული დავდივარ კიბით

– სად შინდის ბუჩქი და სად ბროდვეის შოუს სიგიჟე ?. .

შემომიღამდა უცხო ბილიკზე და „ლეონარდოს“ ანთებულ ჭაღზე …

რა კელაპტრები დავანთო ცაზე – უენო ქლმა…

მსურს მივწვდე სქემებს– უცხო დედანს ვერ სწვდება წლები

და ესაიას ქარაშოტზე

ისევ მეორე სიტიზენის პროგრამით ვკვდები …

მე – უსამშობლო –ვეჭიდები გუშინდელ წარსულს,

ის მიმაჩნია მშობლიურ დედად … იქ – საქართველო,

აქ – ამერიკა და ისრაელის გალეწილ შვილებს

უაფრო გემი მართავს ყოველთვის.

..გუშინ იქ ვიყავ, დღეს აქ მოვედი,

ხვალ სად ვიქნებით ?..ო, ჩემო ერო! ჩემო დიადო, და ჩემო ბრძენო !

იქნებ ვიკმაროთ ემიგრანტის თეთრი ბილეთი,

ისევ და ისევ აყვავილდეს ჩემი მილეთი,

ერის კრუიზებს რომ დაესვას წერტილი მძიმე,

არ ვამზადებდეთ შვილებისთვის გასაგზავნ ფირებს …

შინდის ფერები არ გადიქცეს ფერებად ცრემლის,

ჩემმა ფინალმა დამარწმუნოს

                                                         – ჩვენთან არს ღმ-რთი !

       ციალა დავარაშვილის ყოველი ლექსი ქართული პოეზიის მარგალიტია. ამ დანატოვარს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება… ბრძენი შელომო ჰამელეხი (მეფე სოლომონი) ამბობს „კოჰელეთში“: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა – გაჩენის დღეს“. კარგი სახელი გაჰყვა ქალ-ბატონ ციალას მარადიულ სამყაროში. მან პირნათლად მოიხადა ადამიანის დანიშნულების ამქვეყნიუ-რი ვალი. ნათელი დაადგეს მის სულს! ხსოვნა იყოს მისი და არდავიწყება !

                                                                          ისაკ (ირაკლი) კრიხელი

                                                                                      12 ნოემბერი, 2021 წ.

იზოლდა კრიხელი

izolda kri.jpg

ჩესი  ლეზგიშვილი​​

ბენიკ მირილაშვილი

ბენიკ მირ-1.jpg
ბენიკ მირ-2.jpg
ბენიკი.jpg

სიმა  ქოენიშვილი

სიმა ქოენიშვილი.jpg

"ჯარისკაცის  იმედი"  -  მოთხრ.  -  ცისანა სეფიაშვილი

პოეტი  რობერტ  ადარი  (აჯიაშვილი) 1990 წ.

Screenshot 2023-06-06 214208.png

დალი  დავარაშვილი

dali.jpg

მიშა  ჯანაშვილი

მიშია ჯ.jpg

პოეტი  და  იურისტი  რომან  იაკობაშვილი

787-9.jpg
787-12.jpg
787-14.jpg

კალმით  ხალხის  სამსახურში

743-9.jpg
743-10.jpg

სულო  სეფიაშვილი

სულო ს.jpg
sulo.jpg
sulo sefiashvili.jpg

ესთერ  თეთრუაშვილი

774-9.jpg
774-11.jpg
774-12.jpg

რიტა დავითაშვილი (პარლაგაშვილი)

rita sur.png

აბრამ  იოსებაშვილი

აბრამ იოსებ-1.jpg
აბრამ იოსებ-2.jpg
აბრამ-იოსებ-1024x768.jpg

სიტყვას ამბობს პოეტი აბრამ იოსებაშვილი

რივკა  შალევ  (მურდუხაშვილი)

ბევრი ძველი მეორდება, ახალი გარეგნობით….

გაჭენებული ცხენების მიმწყდარი თქაფათქუფი,

ორღობეში მიმავალი, უცნობ ლოთის ფეხის ხმები,

ზეცას დაბრუნებული სამეფო გვირგვინები,

უღირსთა თავზე შემთხვევით მორგებულნი,

ცხოვრების კიდევ ერთი … დაწერილი მონაკვეთი ,

არეული ფიქრები … მიმდევრობით ლაგებული …

ნაცნობ ბილიკზე … შეუცნობი მომავალი,

საათის ისრების დინჯი წრიულბრუნვა, ახალ-ძველს გააახლებს ყოველდღიურობა, სადღაც, ახალი ვარსკვლავი იბადება. სადღაც ვულკანი აფრქვევს ცხელ ლავას, სადღაც მდინარე კალაპოტს გადადის, სადღაც მუსიკის ხმა, გარემოს აჯადოებს… ბევრი ძველი მეორდება, ახალი გარეგნობით…

                               რივკა შალევ მურდუხაშვილი.

                                          18/6/2021.  

რივკა შალევ.jpg
რივკა შალევ.jpg

თამარ  ბათ-მოშე

ჩემი ლექსები ასე თუ მოგწონს, გულს თუ გაგითბობს დილა მზიანი,

ლექსების იქით ვერაფერს მოგთხოვ, იპოვე ჩემში ადამიანი…

ჩემი ლექსები თუ აგატირებს, თუ გაგიღვიძებს გულში იარებს,

ნუ გაუყვები ცრემლის ნაპირებს, მოდი და შენს დარდს გავიზიარებ.

ჩემი ლექსები თუ ჩაგაფიქრებს და სინანული წარსულს გახსენებს,

არ იყოს გვიან, ვინ იცის იქნებ, შენთან გავჩნდები ოღონდ მახსენე.

ჩემი ლექსები თუ შეგაწუხებს და მაინც მათკენ გაგირბის თვალი,

ქვიშის საათი წაშლის ამ წუთებს და არ გექნება შენ ჩემი ვალი.

და ბოლოს როცა დაკარგავ იმედს, როცა დაგტოვებს ჩემზე ფიქრები

ლექსად იწვიმებს ამინდი იმ დღეს და წვიმის ყველა წვეთი ვიქნები …

                                                                           თამარ  ბათ-მოშე
თამარ ბათ-მოშე.jpg

პ ო ე ზ ი ა

პოეზია.jpg

მორის ფოცხიშვილი

moris foz.jpg

“თბილი”  პოეზიის  საღამო

poeziis sagamo.jpg

მწერალ იეუდა შალელაშვილის შემოქმედებით საღამოზე კირიათ-გათში

„      ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოება“, გაზეთ „ალია“-ს რედაქციასთან ერთად აბრაამ საპირ სეფიაშვილის  ხელმძღვანელობით ხში-რად აწყობდა ხოლმე მწერლების, პოეტებისა და ხელოვნების მუშაკთა შემოქ-მედებით საღამოებს და თანაც ისრაელის ცენტრიდან შორს მდებარე რაიონებში : ნაჰარიაში, ცურ-შალომში, კირიათ-ათაში, ტირათ-აქარმელში, ხაიფაში, ნაცერეთ-ილითში, იერუშალა-იმში, ნეთანიაში, ხოლონში, ბათ-იამ ში, აშდოდში, აშკელონში, კირიათ-გათში, ლუდში, რამლეში, ბეერ-შევაში და სხვ.

ეს სურათი გადაღებულია ცნობილ მწერალ იეუდა შალელაშვილის შემოქმედები-სადმი მიძღვნილ საღამოზე, კირიათ-გათში (ასეთი რამდენჯერმე მოეწყო)

       დარბაზში 300-ზე მეტი მოწვეული პირი ისხდა.

   საღამოს საზეიმო ნაწილის პრეზიდიუმში ისხდნენ (მარჯვნიდან მარცხნივ) პოეტები დოდო ხუხაშვილი და იოსებ კრიხელი, მწერალი რუსუდან ხოტოველი, იეუდა შალელა-შვილი, კირიათ-გათის ქალაქის მერი, აბრაამ საპირი და ……

IMG-7106-1024x768.jpg

ეკა ბაქრაძე  ისრაელში

 არიან ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ახლოს არიან ჩვენს სულთან,  ისინი ძალიან ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში და ასევე ძალიან ხშირად ისინი, ჩემი ლექსების ცოც-ხალ სახეებად, ლიტერატურული გმირებად ჩნდებიან ხოლმე და რაც აქედან გამომდინარე, მინდა შემო-გთავაზოთ ლექსი, რომელიც ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს, და არა მარტო ჩემს, ძვირფას პიროვნებას – ბა-ტონ აბრაამ საპირ სეფიაშვილს, რომლის დიდი გულისხმიერებით მოვხვდი მე ამ საოცარ ქვეყანაში და ამ საღამოს მოწყობაც მისი დამსახურებაა”.

 პოეზიის საღამოზე ბათ-იამში (ისრაელი)  13/12/1990  წ 

eka.jpg
ეკა-8.jpg

ეკა ბაქრაძე იერუშალაიმში

ეკ-1.jpg
ეკ-2.jpg
ეკ-3.jpg

ექსკურსია იერუშალაიმში პოეტ ეკა ბაქრაძესთან ერთად

თამი  ჩიკორი

თამი ჩიკორი-1.jpg
თამი-2.jpg
თამი-3.jpg
თამი-4.jpg
თამი-5.jpg
თამი-6.jpg
თამი-7.jpg
თამი-8.jpg
9.jpg
10.jpg
11.jpg
12.jpg
13.jpg
14.jpg
15.jpg
16.jpg

მოგონება იმ გარდასულ დღეთა

953-9-1152x1536.jpg
953-11-1152x1536.jpg
955-9-1152x1536.jpg
955-11-1-1152x1536.jpg

ზაალ   მესენგისერი

ზაალ-1.jpg
ზაალ-2.jpg
ზაალ-3.jpg

დოდო  ხუხაშვილი

დოდო ხუხ-50.jpg
დოდო-3.jpg
დოდო-2.jpg
დოდო-1.jpg

დანიელ  ხახიაშვილი

დანიელ ხახიაშვილის პოეზიის საღამო აშკელონში

    ეს საღამო 13.7.1988  წელს გაიმართა აშკელონში. მაშინ ბ-ნი დანიელი ტურისტის სტატუსით ესტუმრა ისრაელს. “ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ” და გაზეთის “ალია საქართველო-დან” რედაქციამ აშკელონის მერიის ხელშე-წყობით პოეზიის საღამო მოუწყო პოეტს.  იმ პერიოდში აშკელონის მერიას წარმოადგენდა ბ-ნი შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი), ისრაელის ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი საქარ-თველოში.

აბრაამ  საპირ  (სეფიაშვილი)  -  კულტურის  ამაგდარი

Screenshot 2024-02-10 202942.png

სოფი  (სოფიკო)  დვირი  (წიწუაშვილი)

რაია  ორენ  (წიწუაშვილი)

ირაკლი  კოკუაშვილის  მოგონება

ირაკლი.jpg

5.9.2018

    დღეს ოცდაათი სრულდება დიდებული ადამიანის, დიდი კაცისა და შემოქმედის, ნიჭიერი მათემატიკოსისა და პედაგოგის, ჟურნალისტის, მწერლისა და პოეტის, ძირძველი ქუთაისელის, ისრაელის პატრიოტის, მჭექარე მეტყველისა და ორატორის ირაკლი კოკუაშვილის გარდაცვალებიდან.

    მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ კიდევ ერთი მოჰიკანი გამოაცალა ქართველ ებრაელობას, კიდევ ეღთი მაქებარ-მადიდებელი მოაკლდა საქართველოს.

      ბევრი კარგი საქმე გააკეთა ირაკლიმ ჩვენი თემისათვის, მის მიერ დაწერილი სტატიები ამკობდა გაზეთ "ალია"-ს, მისი ხმა ატკბობდა რადიოს ქართულენოვან გადაცემებს. ის წერდა წიგნებს, სწავლობდა ებრაელთა ისტორიას, თორას, ჩვენს წარსულს და ჩვენც გვაზიარებდა ხოლმე.

    ის იყო აქტიური მონაწილე საზოგადოებრივი ღონისძიებებისა. მასთან ერთად შემოვიარეთ თითმის მთელი ისრაელი, ყველგან სიყვარულით ხვდებოდნენ ხოლმე მას.

   განსაკუთრებულ სითბოს გრძნობდნენ მისგან მეგობრები, არასდროს დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელიც მან ჩააქსოვა სატელეფონო საუბრებში ამერიკაში ჩემი მძიმე ავადმყოფობის დროს.

    მახსოვს თუ როგორი ტკბილი იყო ის წუთები, როცა თავი მოვიყარეთ რედაქციის წევრებმა და თანამშრომლებმა "ალია"-ს რედაქციაში, ჩემი მეუღლე სიმას სახელდახელოდ მომზადებულ სუფრაზე. ირაკლის მაშინ გვერდს უმშვენებდა მისი მეუღლე რაია.

    მრავალი წლები ვითანამშრომლეთ ერთად,გაზეთ "ალია"-ს რედაქციაში და ბედნიერი იყო ჩვენს მიერ ერთად გატარებული წუთები.

      კეთილი იყოს მისი ხსოვნა სამარადოსოდ და დამკვიდრდეს სული მისი ნათელში,

                                                                                  აბრაამ საპირი-სეფიაშვილი

სიმონ  არონის-ძე  კრიხელი

დაიბადა 1940 წლის 3 მაისს ქ. თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტრანსპორტის ფაკულტეტი რკინიგზის ინჟინერ-კონსტრუქტორის სპეციალობით. მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ლაბორანტად და განყოფილების უფროსად. იყო 28 გამოგონების საავტორო უფლებების სერთიფიკატის, მრავალი დიპლომისა და სიგელის მფლობელი.
1996 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ იორკში. 2003 წლიდან გაზეთ „დავითის ფარის“ 311 ნომრის რედაქტორი და გამომცემელი. 2015 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია (შემდგომში – შემოქმედებითი გაერთიანება) „თარბუთის“ პრეზიდენტი.

sioma.jpg

ორი  რედაქტორი

სიმონ (სიომა) კრიხელი (მარცხნივ) გაზეთის “დავითის ფარი” რედაქტორი და აბრაამ საპირ სეფიაშვილი გაზეთის “ალია საქართველოდან” და ჟურნალის “ალიონი” მთ. რედაქტორი

abraamsemion-1024x835.jpg

წარსულის  გახსენება

   სურათზე: 1974 წელი.  თელ-ვივი ეროვნული თეატრის „ჰაბიმა“-ს წინ. (მარჯვნიდან მარცხნივ) გერშონ მეგრელიშვილი, ბუხარიადან ამოსულ ებრაელთა ლიდერი …… ფანია ბააზოვა, გერშონ წიწუაშვილი, ხაიმ ხუბელაშვილი, პოლინა ბააზოვა,  მიშა კრიხელი, ჟურნალისტი ბუხარიდან …..   აბრაამ საპირ სეფიაშვილი

ჰაბიმა-1-1024x768.jpg

მერი  ამშიკაშვილი  სტუდიაში

meri amshik.jpg

Meri Amshikashvili

27.3.2018

                 მოისმინეთ .....
   დღევანდელი გადაცემა განსაკუთრებუ-ლია.. .გადაცემა ... »მარტის თვეა შენი" რომე-ლიც მიეძღვნება ისრაელის ქვეყნის 70 წლის საიუბილეო თარიღს ....
  გადაცემა მიეძღვნება ჩემი გადაცემის გმირს - აბრაამ საპირს (სეფიაშვილს),
  ისრაელის ქართული გაზეთის "ალია საქართველოდან" გამომცემელს დამაარსე-ბელს და მთავარ რედაქტორს, "ისრაელ-საქართველოს კულტურულ-მეგობრული კავშირის რუსთაველის სახელობის საზო-გადოების დამაარსებელს და თავმჯდომა-რეს, ქალაქ ბათ-იამის მერის ყოფილ მოად-გილეს და უამრავი რეგალიების მქონე პიროვნებას ...

მერი.jpg

მენაშე  ელიშაყაშვილი

შეცდომის გასწორება : “წინსვლა”-ს რედაქტორი მენაშე ელიშაყაშვილი

მენაშე-ელიშაყაშვილი.png

გ.  ტაბიძის  პრემია  – იაკობ  პაპიაშვილს

i.papiasvili.jpg

ქართულენოვანი  რადიოს  დიქტორები

ამშიკაშვილი მერი

გაგულაშვილი ნოდარ

დავითაშვილი შალომ

ენოხ (ენუქაშვილი) რეუბენ

ეფრემაშვილი მარგო (მალქა ბათ-ეფრაიმი)

კაკიაშვილი ლალი

კეზერაშვილი (მამისთვალოვი) თამარ

მოშეკიზი მირიამი (მირიამ ბათ-მოშე)

მეგრელიშვილი  გერშონ

ფიჩხაძე ეთერი

ხუხაშვილი ჯამლეტ

IMG-1417.jpg

ნოდარ გაგულაშვილი  -  ჯერ ისრაელის ქართულენოვანი რადიოს, ხოლო შემდეგ მიუნხენში რადიო "თავისუფლება"-ს დიქტორი

პოეტი  ნანა დავარაშვილ-შაბათაშვილი  (დავარი)

IMG-3652.jpg
IMG-3653.jpg

პროფ.  აბონ  ციციაშვილი   -   ა. საპირის  წიგნის "კულაში  ნახული, განცდილი, გაგონილი" - ის  შესახებ

ამონარიდი აბონ ციციაშვილის წიგნიდან "ებრაელები და საქართველო"   გვ. 729-735

Screenshot 2024-05-16 163625.png
Screenshot 2024-05-16 163717.png
Screenshot 2024-05-16 163641.png
Screenshot 2024-05-16 163809.png
732.png
733.png
735.png
bottom of page