A3 ისრაელში აბსორბციის წლები - 1
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 იცხაკ შამირის ვიზიტი აშდოდში
2 ალ. ბოვინის მიღება ბათ-იამში
6 ამერიკის ელჩი კენეტ კიტინგი აშდოდში
8 ქართველ ებრაელებზე გადაღებული კინოფილმები
10 "თუ დაგივიწყო იერუშალაიმ ..."
11 "ქართული სუფრა" ლინა ჩაპლინი: "მე ქართველებს საერთოდ არ ვიცნობდი"
12 1972 წეწლ გადაღებული კადრები აშდოდსა და ნეთანიაში
13 მერი ამშიკაშვილი და ლუბა ხუნდიაშვილი GTV -ის არხით
14 აბრაამ სეფიაშვილი GTV -ის არხით 27.12.2010
15 აბრაამ სეფიაშვილი GTV -ის არხით 14.7.2013
16 ისრაელში ცხოვრების პერიოდი - კ/ფ "ქართველი ებრაელები"
17 ისრაელში ცხოვრების პერიოდი - ქართველ ებრაელთა ცხოვრების შესახებ
18 აშდოდში ცხოვრების პერიოდი (1972-1977 წწ)
19 ექსკურსიები
21 ისრაელის სტუმარია - სარგის ცაიშვილი
22 ბათ-იამის ქართული კულტურის ცენტრში
23 "ხანუქას" ულოცავს ხახამ შაბთაი მიხელაშვილი
24 დიდებული მეცნიერი - პროფ. ჯემალ ბინიაშვილი
26 გაზეთ "ალია"-ს რედაქციის შესასვლელთან
27 აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) ბათ-იამში
28 ბათ-იამის მერის მოადგილის კაბინეტში
29 ქნესეთის წევრის ეფრაიმ გურის ინიციატივით
30 ისტორიკოსი იაკობ ჟვიტიაშვილი
31 ქართული პურის "ლავაში"-ს ცხობა ისრაელში
32 რაფი ბარ-ლავის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე
33 აბრაამ საპირი და პრეზიდენტი ხაიმ ჰერცოგი
34 ექიმთა გაერთიანების სახელით
35 გაზეთ "ალია"-ს რედაქციაში (მუხრან მაჭავარიანი)
36 ხელოვანთა და ლიტერატორთა წრეში
37 შეხვედრა გაზეთ "ალია"-ს მკითხველებთან
39 ბორის გაპონოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე
41 თამარ გვერდწითელი პირველად ისრაელში
42 გაზეთ "ალია"-ს რედაქციაში (კულტურის ცენტრში)
43 ბათ-იამის პარკში დასვენების დროს
46 აბრაამ საპირის დაბადებიდან 60 წლის იუბილეზე
47 ქართველი ებრაელი ექიმების მეგობრობა
48 პოეზიის საღამოზე - პოეტი აბრამ იოსებაშვილი
გაგრძელება იხილეთ A3-2 ისრაელში აბსორბციის წლები - 2
მთ. მეთაურ იცხაკ შამირის ვიზიტი აშდოდში



სსრკ-ს ელჩის ალ. ბოვინის მიღება ბათ-იამში
სსრკ-ს ბოლო ელჩი ისრაელში, სახელგანთქმული ჟურნალისტი – ალექსანდრ ბოვინი და საელჩოს მდივანი პაატა კალანდაძე მოვიპატიჟეთ ბათ-იამის სასტუმრო „სანტონ“-ის (ყოფილ „მარინა“-ს) დიდ დარბაზში. (400-ზე მეტი ადამიანით გაჭედილ დარბაზში)
იმ დროს საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა და ძალიან გვაინტე-რესებდა ამ დიდი ადამიანის აზრი ისრაელზე.
აბრაამ საპირი (სეფიაშვილი)
სურათზე: ელჩს მიესალმება საღამოს ორგანიზატორი აბრაამ საპირი

შეკრება იერუშალაიმში
საქართველოდან ისრაელში ებრაელთა ამოსვლის შემდეგ პირველად, 1985 წელს განხორციელდა ქართველ ახალამოსულთა წარმომადგენლების ისტორიული, პირველი და უკანასკნელი ცდა ჩვენი თემის წარმომადგენელთა გაერთიანებისა, პრობლემათა გან სახილველად და გადასაჭრელად. თუმცა ეს შეკრება უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ მი-სი გამოძახილი დღემდე გაისმის და აქტუალურია. ამიტომ ამ შეკრების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. ყველამ ვისაც ჩვენი თემის ბედი აწუხებს ისრაელში და მის საზღვრებს იქეთ.

























ლალი მანაშეროვი
შრომის წარჩინებული მუშაკი



“გურჯებთან” ბენიამინაში
მწერალი სოლომონ აჯიაშვილი (სურათზე შუაში) ბენიამინაში (ისრაელი) საქართველოდან ისრაელში 1926 წელს ამოსულთა შთამომავლებთან

ამერიკის ელჩი კენეტ კიტინგი ქართველ ებრაელთა სტუმარია აშდოდში
1974 წელია. აშდოდის სტუმრები არიან კომპანია „ამი-გურ“-ის თავ-რე აბრაამ ციგელი, ბინათმშენებლობის მინისტრი აბრაამ ოფერი, ფინანსთა მინისტრი ფინხას საპირი, ამერიკის ელჩი ისრაელში კენეთ კიტინგი, მაქს ფიშერი, ლუი ვიზნერი …….
სურათზე მარცხნიდან პირველი ქართველ ებრაელთა კომიტეტის მდივანი აბრაამ სეფიაშვილი.
ასობით ქართველმა ებრაელმა ოლემ მოიყარა თავი სტუმრების პატივსაცემად. და რატომ არ უნდა ეცათ პატივი ? ამერიკამ 3 მილიონი დოლარი გამოყო აშდოდის ეზორ დალეთში 3 ბლოკის ასაშენებლად. მათში 100-ზე მეტი ოლეს ოჯახი შესახლდა. უდიდესი უმრავლესობა ქართველ ებრაელთა ოჯახები იყო.
ამ ბინების აშენება მოხდა აშდოდის ქართველ ებრაელთა გახმაურებული გაფიცვის შემდეგ.
აბრაამ სეფიაშვილმა მადლობის ნიშნად, ამერიკის ელჩის მეშვეობით, ძვირფასი ყანწები გაუგზავნა საჩუქრად, ამერიკის პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს.

შიმშილობითი გაფიცვა აშდოდში
აშდოდის ქართველ ებრაელთა შიმშილობითი გაფიცვის შესახებ უფრო ფართო ინფორმაცია იხილეთ ა. საპირის ვებ გვერდში abraamsapiri.com (აბრაამ საპირის შემოქმედება - ახალი ვარიანტი) განყოფილება - შიმშილობითი გაფიცვა აშდოდში

ქართველ ებრაელებზე გადაღებული კინოფილმები
26 საუკუნე და …
რეჟისორი გვასალია
“თუ დაგივიწყო იერუშალაიმ ….”
“ქართული სუფრა”
რეჟისორი ლინა ჩაპლინი
კინორეჟისორი ლინა ჩაპლინი : აბრაამ სეფიაშვილთან გასაუბრების დროს








აშდოდსა და ნეთანიაში 1972 წ. აბრაამ საპირის მიერ გადაღებული კადრები
მერი ამშიკაშვილი და ლუბა ხუნდიაშვილი – GTV-ის არხით
აბრაამ საპირ სეფიაშვილი – GTV-ის არხით 27.12.2010
აბრაამ საპირ სეფიაშვილი – GTV-ის არხით 14.7.2013
ისრაელში ცხოვრების პერიოდი
კ/ფ “ქართველი ებრაელები”
პირველი კინოფილმი ქართველ ებრაელებზე ისრაელში. დ/ფ “ქართველი ებრაელები” 1974 წ (ფილმი გადაღებულია 1973 წლის მეორე ნახევარში)
“ ეს იყო 1973 წლის ბოლოს. ისრაელში წლინახევრის წინ ამოვედი საქართველოდან და სულ ახლა-ხან გამარჯვებით დამთავრდა აშდოდის ქართველ ებრაელ პორტის მუშაკთა გაფიცვა და მე თემის ლი-დერად მაღიარეს. პრესა, რადიო და ტელევიზია დაინტერესდა იმით, თუ რა აწუხებდა ქართველ ებრაე-ლობას. მისამართი მე ვიყავი, ვინაიდან ძალიან მცირენი იყვნენ ჩვენს შორის ისეთები, რომელთაც შეეძ ლოთ ებრაულ ენაზე საუბარი საზოგადოებრივ საკითხებზე.
მაშინ ჩემთან მოვიდა რუმინელი კინორეჟისორი პაველ კონსტანტინესკუ და შემომთავაზა გადაგვე ღო კინოფილმი ქართველ ებრაელებზე. დავწერეთ სცენარი, გამოვნახეთ სათანადო ფინანსები და რაც ყველაზე მთავარი იყო მივიღეთ ტელესტუდიის მხარდაჭერა და დაპირება რომ ნაწყვეტებს ამ ფილმი-დან ყოველ კვირეულად გადასცემდნენ ტელევიზიის საგანმანათებლო არხით.
(გავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ მათ სიტყვა შეასრულეს და ათეული წლების განმავლობაში გრძელდებოდა ფრაგმენტების ჩვენება ამ ფილმიდან, სადაც ძირითადი გმირი მე გახლდით”.
აბრაამ საპირ სეფიაშვილი
ისრაელში ცხოვრების პერიოდი
28.6.2018
რამდენიმე სიტყვა ქალაქ აშდოდში მცხოვრები ქართველი ებრაელების ისტორიის შესახებ
ქართულ ფილმში დასმული პირველი შეკითხვა იყო იმის შესახებ თუ როგორ მოხდა რომ აშდოდ-ში არის თავმოყრილი ქართველ ებრაელთა ყველაზე დიდი რიცხვი მთელს ისრაელში და როგორ დაიწ-ყო ქართულ ებრაული კულტურის აყვავება ამ ქალაქში.
სამწუხაროა რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ისტორია. იმ ზოგიერთებმა კი (იქ დამს-წრეთაგან) რომლებმაც თავიანთი თვალებით ნახეს თუ როგორ ან ვინ ჩაუყარა საფუძველი ყველაფერ ამას დავიწყება ამჯობინეს გახსენებას.
1972 წელს აშდოდში რომ დავსახლდი, ამ ქალაქში საქართველოდან ამოსული სულ 18 ოჯახი ცხო-ვრობდა. უმრავლესობა მათგანისა კირიათ-მალახში ან ლუდში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობ-და.
ქალაქი აშდოდი დაარსდა 1955 წელს მაროკოდან ამოსულთა დასახლების ნიადაგზე. ჩვენი ჩასვ-ლის პერიოდში ამ ქალაქის მხოლოდ ორი რაიონი ფუნქციონირებდა.
მშენებლობის სტადიაში იყო ეზორ (რაიონი) ვავი, გიმელი და ჰეი. სხვა რაიონები არა მარტო არ არსებობდა არამედ მათი გაშენების გეგმაც კი არ არსებობდა.
ჩვენ მეგობრების მცირე ჯგუფმა მიზნად დავისახეთ აშდოდი ისეთ ქალაქად გვექცია, რომ ახლად ამოსულ რეპატრიანტებს აეროპორტშივე აქ დასახლება ეთხოვათ.
ამ მიზნით ღამეების განმავლობაში ვდარაჯობდით ლოდის აეროპორტში, რომელსაც ეხლა ბენ-გურიონის სახელი ქვია, რათა საქართველოდან ახლად ამოსულები დაგვერწმუნებინა იმაში, რომ აშ-დოდს ყველაზე დიდი მომავალი ექნებოდა ისრაელში.
1977 წლამდე აშდოდში უკვე ცხოვრობდა 8000-მდე ქართველი ებრაელი. რატომ წამოვიდა ხალხი აშდოდში საცხოვრებლად ?
იმიტომ, რომ ოლეს თითოეულ ოჯახზე ინდივიდუალურად, და ყველა მათი გაჭივრების თუ აბსორბციის სიძნელეების გადაჭრაზე ვზრუნავდით.
გარდა ოჯახური სიძნელეებისა, საფუძველი ჩავუყარეთ სულიერ აბსორბციასაც. იმართებოდა საღამოები, ლექციები, კონცერტები. ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულების მქონე წრეები, ექს-კურსიები, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი რანგის სასულიეო პირებთან. აშდოდში აშენდა პირველი ქართველ ებრაელთა სალოცავი.
აშდოდის ქუჩებს დაერქვა ქართველი ებრაელი გამოჩენილი პირების სახელები, ჩამოყალიბდა თეატრალური დასი, შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლები და იქამდე აშდოდში გადაღებული იქნა პირველი ქართულ ებრაული კინო-ფილმი. დაიბეჭდა და გამოიცა რამდენიმე წიგნი ქართულ ენაზე.
აშდოდში დაარსდა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი გაზეთი “ალია საქართველოდან”.
ისრაელის ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირიდან (საქართველოდან) ამოსულებიდან 1973 წელს საყოველთაო არჩევნებში ამირჩიეს ქალაქ აშდოდში მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრად.
ქალაქის მერი გახლდათ მაშინ ინჟინერი ცვი ცილკერი, მთელ ქალაქის საბჭოში (25 წევრიდან) მხო-ლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ინჟინრები. სწორედ მაშინ დაიბადა აშდოდის გაშენების გეგმა თავისი 16 რაი-ონით. გაშენდა უზარმაზარი სამრეწველო რაიონი, გავიყვანეთ გზები, გავაფართოვეთ ქუჩები, ავაშენეთ სახლები ახლად ამოსული ოლეებისათვის.
ქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელები მაშინ ბავშვები იყვნენ, არ მწყენია რომ სხვისი დათესი-ლის ნაყოფს თვითონ იმკიან, ეხლა როცა საქართველოსთან კავშირი აღდგენილია და ყველა ლაღობს, საწყენი ისაა გაისიგრძეგანონ, რომ ფესვების გარეშე ხე ნაყოფს ვერ მოისხამს.
აბრაამ საპირ სეფიაშვილი
ჩვენი აშდოდში ცხოვრების პერიოდის (1972-1977 წწ) ისტორიული სურათები





























გაზეთი "ალია" ებრაულ ენაზე
სიმა და აბრაამ საპირები ბათ-იამში (საკუთარ ოჯახში)
ექსკურსიაზე
ექსკურსიამძღოლ ბარუხ ჯანაშვილთან ერთად 1975 წელი ისრაელში

(მარჯვნიდან მარცხნივ) იაკობ კრიხელი, აბრამ მამისთვალოვი, ისაკ ნანიკაშვილი, ……… მოშიაშვილი, დოდო ხუნდიაშვილი, ……………., შოთა მირილაშვილი, ბარუხ ჯანაშვილი (ექსკურსიამძღოლი), აბრაამ საპირ (სეფიაშვილი), ლალი კაკიაშვილი, მედეა პელეგი, ეთერი ფიჩხაძე, ლეილა მელუხა


ექსკურსია ბუნების წიაღში
წლების განმავლობაში „ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ“, გაზეთ ალია“-ს რედაქციასთან ერთად, აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) ინიციტივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ასზე მეტი ექსკურსია მოაწყო საქართველოდან ახლად ამოსული რეპატრიანტების და ტურისტებისათვის, ისრაელის ისტორიისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად.
ექსკურსიის მსვლელობისას აბრაამი ექსკურსანტებს მოუთხრობდა ისრაელის იმ საინტერესო ადგილების (რომელსაც ათვალიერებდნენ) და ჩვენი ერის ისტორიის შესახებ
ათასობით ტურისტი და ახლადამოსული მოიხიბლა ამ ექსკურსიებით.
ექსკურსიების დროს იმართებოდა ნადიმები და ცეკვა-თამაში ბუნების წიაღში. (თითქმის ყველა ექსკურსიაზე მოდიოდნენ მგზავრები სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტებით და ართობდნენ ექსკურსანტებს. სიმღერები და ცეკვები ავტბუსშიც კი არ ცხრებოდა. ექსკურსიიდან დაბრუნებულები იქვე ეწერებოდნენ სიაში ახალ ღონის-ძიებაში, რომელსაც აბრაამი გეგმავდა.









ა. საპირის მიერ მოწყობილ ერთერთ ექსკურსიაზე

ებრაელთა ტრაგედიის მუზეუმი "იად-ვაშემი" იერუშალაიში - აბრაამ საპირი მოუთხრობს ექსკურსანტებს ებრაელთა ტრაგედიის შესახებ და წინ მიუძღვის მათ სათანადო ახსნა განმარტებებით
ისრაელის სტუმარია – სარგის ცაიშვილი
საქართველოს ლიტერატურის ინსტიტუტის რექტორი – აკადემიკოსი

სურათზე მაღალი რანგის სტუმარს ბენ-გურიონის აეროპორტში ხვდებიან აბრაამ და სულო სეფიაშვილები

აკადემიკოსი სარგის ცაიშვილი ქალიშვილთან ერთად გაზეთ “ალია”-ს რედაქციაში
ბათ-იამის ქართული კულტურის ცენტრში
(მარცხნიდან) დ-რი დათო შიმში₾აშვილი, ხახამ რეფაელ ელაშვილი, შიმშონ ფაზი – აბსორბციის სამინისტროს საზოგადოებრივი აბსორბციის განყოფილების უფროსი, აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)

ქართული კულტურის ცენტრის სტუმრებს “ხანუქის” დღესასწაულს ულოცავს ხახამ შაბთაი მიხელაშვილი

დიდებული მეცნიერი, მკვლევარი, ექიმი, პროფესორი, ონკოლოგი ჯემალ ბინიაშვილი
ბათ-იამის, გაზეთ „ალია“-სთან არსებული ქართული კულტურის ცენტრში (თავ-რე სახელოვანი ექიმი ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე) სიტყვით გამოსვლის დროს.

მეგობრების წრეში
