A 2 ებრაელთა (ქართველ ებრაელთა) ისტორია - 3
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 კულაშის ებრაელთა ცხოვრების სურათები
3 ბანძა
4 სუჯუნა
5 ვანი
7 სურამი
8 სურამი
9 ცხინვალი
10 ახალციხე
11 ხოტევი
12 ლაგოდეხი
14 საჩხერე
15 ქარელი
16 მექორწილეები ონის სალოცავის წინ - ანა კოლ (შიმშილაშვილი)
17 ონი - შალვა ხახიაშვილი - მოგონება
22 დრო, როცა ერდროულად ცხვებოდა ხაჭაპური .....
23 დ-რი ლაშა შაყულაშვილი წმინდა ქალაქ იერუშალაიმში
24 საქართველოს ებრაელთა თემი სოხუმსა და ცხინვალში
25 ებრაული თემი საქართველოში - ისტორიული მიმოხილვა
26 რელიგიური უმცირესობები სამცხე-ჯავახეთში - თინა იველაშვილი
27 იაყაკობ აბინუს ჩასვლა ეგვიპტეში
28 თეთროქალაშვილების ოჯახი ისრაელში ამოსვლის წინ. ვანი (საქართველო)
29 ქართველ ებრაელთა პირველი საპატიო პრეზიდენტი - მორდეხაი მიხაკაშვილი
კულაშელ ებრაელთა ცხოვრების სურათები
ამონარიდი აბრაამ საპირის წიგნიდან - "კუ ლაში ნანახი, განცდილი, გაგონილი"
ონელ ებრაელთა სურათები
ონელი-თერძი
გოგონა-საშაბათოდ-დაკლულ-ფრინველს-ასუფთავებს
თერძები
ონელი-ებრაელი-შვილიშვილთან-ერთად
ონელი-ებრაელი
ონელი-ებრაელი
ონელი-ებრაელი-ბავშვი
ონელი-ებრაელი-მოხუცი
ონელი-ებრაელი-სახლთან
ონელი-ებრაელები
ებრაელი-ბიჭი-
ებრაელი-მოხუცი
გონებასუსტი-
ონელი ებრაელები არტელში
ონელი-ებრაელი
ონელი-ებრაელი-ბავშვები
ონელ-ებრაელ-ქალთა-ერთი-ჯგუფი
ონელ-ებრაელთა-სამი-თაობა
ონელი-ებრაელი-ქალი
ონელი-ებრ.-ქუთაისის-ერთ-ერთ-ფოტო-ატელიეში 1929 წ
ონელი-ებრაელები
ონელი-ებრ.-ბავშვი-ვერანდასთან
ონელი-ებრაელი-ბავშვების-თამაში
ონელი-ებრაელი-ბავშვი
ონელი-ებრაელი-ბავშვი
ონელი-ებრაელი-შვილებთან-ერთად
ონელი-ებრაელი-ბავშვი
ონელი-ებრაელი-მოხუცი
ონის ერთერთი ქუჩა
ონის-სინაგოგა
ონელი-ებრაელი-შიმშილაშვილი
ონის-ებრაული-უბნის-ხედი
ონის-ებრაული-უბნის-ხედი
ონის-ჯამაათი
სურათები გადაღებულია მარკ პლისეცკის მიერ 1929 წელს
ონის ებრაელობა ისრაელში ამოსვლის წინ და მის შემდეგ
გადაღებულია 1991 წელს
ბ ა ნ ძ ა
ს უ ჯ უ ნ ა
მეგრელი (სუჯუნელი) ებრაელი, მიხაელ ისრაელაშვილი (17 წ.) მეუღლე ხაისარასთან (14 წ.) ერთად 1897 წ.
20.6.2024 სუჯუნა ებრაელთა სასაფლაო
ვ ა ნ ი
სალოცავი
ქორწინება ვანში - მღერის ბუჭუნა მოშიაშვილი
ხაშური – მიკვე
ს უ რ ა მ ი
ლალი მანაშეროვი: სურამი – “ფოტო გივი” 1968 წელი, ამ სურათზე დგანან: პაატა კობალაძე, ლალი ჯანაშვილი ამჟამად მანაშეროვი, მანანა ნებიერიძე, ლილი ჯანაშვილი -მანაშეროვი, ნუგზარ ორ-ჯონიკიძე. ზიან: ტარიელ პაპისმედოვი, ემა მინასოვი-გოგოლაძე, ნაირა ჯანაშვილი, დათო გაბეხა-ძე. თანაკლასელები სურამის მეორე საშუალო სკოლიდან, მეექვსე კლასი
ს უ რ ა მ ი
ქაფაროთი – როშ ჰაშანიდან ქი ფურამდე ყველა ისრაელის შვილმა თავზე ქათამი უნდა შემოივ-ლოს: ქალმა – დედალი, მამაკაცმა – მამალი, ორსულმა ქალმა – ერთი დედალი და ორი კვერცხი; თავზე შემონავლები ოჯახში არ იჭმევა, ღარიბებზე რიგდება.
ურათზე: სურამელი ხახამი ასრულებს ქაფაროთის რიტუალს. 1929 წ.
ქაფაროთის რიტუალი სურამში
ხახამი-სურამის-სინაგოგაში
ც ხ ი ნ ვ ა ლ ი
ცხინვალელი ბავშვები
ცხინვალის სინაგოგა
ცხინვალის მიკვე
ცხინვალის რაბინის სახლი
ცხინვალი
ცხინვალის რაბინის, ხახამ აბრაამ ხვოლესის ოჯახი 1929 წ
ა ხ ა ლ ც ი ხ ე
ებრაელების-წიგნთსაცავ-სამკითხველო-ახალციხეში
რაბათი
ახალციხელ ებრაელთა ერთი ჯგუფი
ახალციხის სინაგოგაში
ხ ო ტ ე ვ ი
ხოტევის ციხე XVII ს.აუკუნე. ხოტევი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. რაჭა. ძველ დროში აქაც ცხოვრობდნენ ებრაელები. გვარი ხოტოველი წარმოშობილია ამ დასახლების სახელიდან.
ლ ა გ ო დ ე ხ ი
ლაგოდეხის ებრაული უბანი
ლაგოდეხელი ებრაელის სახლი
ტყაჩირი – ებრაელები
ტყაჩირის ებრაელობა (წყალტუბოს რ-ნი) ტყაჩირში ებრაელობა მე-18 საუკუნის ბოლოს დამკვიდ რდა. თავდაპირველად 30-მდე ოჯახი ს.ახლობდა, ძირითადი გვარები – ხანანაშვილი, ბათაშვილი და პაპიაშვილი ყოფილა. ბატონყმობის დროს ბეგარის სახით თევზს და მარილს იხდიდნენ. მათ დასახლე ბასთან ახლოს ყოფილა სოფლის ძველი ბაზარიც, რომელიც ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მოშლი ლა. ებრაელობას წინააღმდეგობა გაუწევია საკოლმეურნეო მოძრაობისთვის. ამ მოვლენებიდან სულ მალე კი ქუთაისსა და კულაშში გადასახლებულან. მოსახლეობა მათი ძველი დასახლების ადგილს დღე მდე „ნაურიებს” ეძახის.
ს ა ჩ ხ ე რ ე
საჩხერის სინაგოგა 1929 წ
საჩხერის სინაგოგის აღდგენის საზეიმო ცერემონიალი 2012 წ.
საჩხერელი ქალი შვილებთან ერთად
საჩხერის მესამე საშუალო სკოლის მოსწავლეები
ქ ა რ ე ლ ი
ქარელელი ებრაელი დავარაშვილი შვილებთან ერთად
საწნახელი
ქარელელი ებრაელი ქალი ასრულებს საქორწილო ცეკვა კაბალურს
დედა-შვილი
ქარელის ბაზარი
ქარელელი ქალ ი
ქარელელ ებრაელთა ერთი ჯგუფი
ქარელის ებრაული უბანი
ანა კოლი (შიმშილაშვილი) – ონი 1982 წლის 1 ივლისი მექორწილეები ონის სალოცავის წინ
ონი – შალვა ხახიაშვილი – მოგონება
ონი, რაჭა, ებრაელები და ქართველები
ჩემი მოგონება. ონი 50 წლის წინ დავტოვე. ამის შემდეგ რაჭას ორჯერ ვეწვიე – 2001 წელს 40 დღით, Მაშინ რამდენიმე ტურისტთან ერთად სათავეში ვუდექი სასაფლაოს გასუფთავებას და 2015 წელს, შვიდი დღით ონის სალოცავის 120 წლის იუბილეზე.
ეხლა კვლევის პროცესშია, თუ როდის დასახლდენ ონში ებრაელები. ვარაუდობენ, რომ რაჭაში (ეზორ) ებრაელები მოვიდნენ დაახლოებით 17 საუკუნის წინ. საერთოდ ებრაელები დაახლოებით 2600 წლის წინათ შემოვიდნენ საქართველოში. ისრაელში პირველი “მიკდაშ”-ის დარბევის შემდეგ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ შებეტ (შტო) იეუდას მოდგმა. მიგვაწერენ აგრეთვე ბენიამინის, იაკობის უმცროსი ვაჟის შთამომავლობასაც.
ონში რამდენიმე გვარის დასახლება იყო: შიმშილაშვილები, ჩაჩაშვილები, ხახიაშვილები, ამშიკა-შვილები, ქოსაშვილები, ბუზუკაშვილები, ტატკიშვილები, ხიტიბაშვილები, ხეტუაშვილები, ყოყუაშვი-ლები. ბერიკაშვილები, თოთიაშვილები. არავისგან მომისმენია რატომ ჰქონდათ ასეთი გვარები, რის საფუძველზე წარმოიშვა ისინი.
ონი მდებარეობს დასავლეთ საქართელოს მთიან რაიონში, რომელიც მდიდარია მორაკრაკე მდინა-რეებით და მინერალური წყლებით. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე რომელიც მდინა-რისაგან დაშორებულია 100-150 მეტრით. 50 მ კი მოსახლეობიდან, მისი ხმაური კარგად ისმის სახლებში განსაკუთრებით ღამის წყვდიადში, დასავლეთით მარჯვენა მხარეს მდინარე რიონზე გადებულია ხი-დი, რომელიც აერთებს ონს, რაიონის დასავლეთ სოფლებთან და გზას, რომელიც მიემართება სხვა და სხვა რაიონების მიმართულებით.
ხიდის მოპირდაპირედ მარცხენა მხარეს ცოტა უფრო სიღრმეში, დასავლეთით, ონის ბოლოს, მოედი-ნება მდინარე ჯეჯორა, რომელიც უერთდება რიონს – დაახლოებით ერთი კილომეტრში. აღნიშნული ხი-დიდან. რიონის სათავე იწყება მთებიდან, ანუ სოფელ ღების მახლობლად, “ფასის მთა”, “შოდა კედე-ლას” და მის მახლობელ მთებიდან, რომელიც დაშორებულია ონიდან 30 -35 კ”მ-ით და ქალაქს გადმო-ყურებს ზემოდან. ის ზამთარ ზაფხულს დაფარულია თოვლით. ბევრი ადამიანი უმსხვერპლია რიონს როცა ადიდდებოდა. შემოდგომაზე თოვლი,რომ იწყებდა დნობას მთებში.
მეც მახსოვს და სხვებისგანაც გამიგონია, რომ რიონს უერთდება მდინარე ღარულა. არ შემიძლია ღარი ვახსენო და არ მოვიგონო, როდესაც 1930 წლებში ონის სალოცავის დაკეტვა მოისურვეს მთავრო-ბის წარმომადგენლებმა (წინაპართა გადმოცემით) ღარის მანდილოსანი ქართველი ქალები, ებრაელ ქალებთან ერთად ჩაიკეტენ სალოცავში და არ მისცეს ჯალათებს საშუალება დაეკეტათ ან დააენგრიათ სალოცავი – განუსვენოთ მათ გამჩენმა.
რამდენიმე ებრაელის ოჯახი გაწევრიანებული იყო ღარის კოლმეურნეობაში. მათ შორის ჩემი ბა-ბუა აარონ შიმშილაშვილიც იყო (განუსვენოს). განსაკუთრებული მეგობრული კავშირი იყო სოფელ ღა-რის მაცხოვრენლებსა და ებრაელთა შორის).
მდინარე რიონი ჩაედინება, კლდის ძირში, ონის რაიონის ტერიტორიაზე, ის გადაჭიმულია 330 კი-ლომეტრზე დაახლოებით და უერთდება შავ ზღვას ქალაქ ფოთის მახლობლად. ონში რიონის მარჯვენა მხარეს გორაზე შემოფენილია სახლები სოფელ შეუბნის მცხოვრებლებით. ეს ყველაფერი ალამაზებს ონის რაიონს და რაჭას. მრავალნაირი, სხვადასხვა ჯიშის ხეებით, ტყეებით, მთებით. ქალაქი არის დაახ-ლოებითა 7-8 კ”მ სიგრძის. სულ სწორი ქუჩები, ბურთიც არ დაგორდება, რომ მოინდომო. პატარა, ლამა-ზი და სუფთა ქალაქია. ყველა საჭირო სამთავრობო მომსახურეობით.
1970 წლამდე ვიდრე დაიწყებოდა ებრაელთა ისრაელში ამოსვლა ონში ცხოვრობდა (1969 წლის საკავშირო აღწერით) 13 000 მოქალაქე – მოედნის ჩათვლით, აქედან 3 000 იყო ებრაელი, აღწერაში მო-ნაწილეობდა ამ პოსტის ავტორი და კიდე ორი ებრაელი შალვა ყოყუაშვილი და დავიდ შიმშილაშვილი (განუსვენოს) როგორც ქალაქის საბჭოს ტექ. ბიუროს მოსამსახურეებს დაგვავალეს. მთელი ქალაქის მო-სახლეობის აღწერა. შემოვიარეთ ოჯახებში და ავღრიცხეთ ყველა ოჯახი. სოფელი მოედანი ჩემს დროს შემოუერთდა ონს, აგრეთვე სოფელ ღარის ნაწილი, რომლებიც ჩამოსახლდენ სოფლის დამეწყრის შემ-დეგ. ამ სახლების დაგეგმვაში 5 6 ებრაელს მიგვიძღვის წვლილი, რომლებიც ვმუშაობდით ქალაქის საბ-ჭოში.
ესენი იყვნენ:შალვა ამშიკაშვილი, გერცელ ქოსაშვილი, იცხაკ ხახიაშვილი (განუსვენოს) და კიდევ 3 4 თანამშრომელი ინჟნრები და ტექნიკოსები. ონის აღმოსავლეთ ნაწილში 3-4 ქუჩა და შესახვევი ჰქონ-დათ დაკავებული ებრაელ მცხოვრებლებს. იყო რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ცხოვრობდენ ქართველთა უბნებში. ონელი ებრაელებიდან ბევრმა მიიღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. ბევრი ცოცხალი არ დაბრუნებულა. ერთ დროს, დასახლებიდან შორს მდებარე, ებრაელთა სასაᲤლაო, ქალაქის თითქმის შუა ნაწილში მოექცა, ქალაქის მარცხენა მხარეს მდებარე სინაგოგიდან აღმოსავლეთით 500-600 მეტრით დაშორებით. ეს გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომ 1960-იან წლებში მთავრობამ მიწის ნაკვეთი დაური-გა ებრაელ მოსახლეების იმმ ნაწილს, რომლებივ ვიწროდ ცხოვრობდენ – სახლების ასაშენებლად და ებრაელთა დასახლება გადაიჭიმა სოფელ ღარამდე.
თანამედროვე სტილში აგებული შენობების ბაზაზე გაშენდა ახალი ქუჩა – კეცხოველის. კარგის მეტი რა გვეთქმის მთავრობაზე. საერთოდ კარგი დამოკიდებულება გვქონდა ქართველ მეზობლებ-თან. არ მახსოვს “როგორც” ებრაელს რაიმე ცუდი მათგან, ვიყავით ერთმანეთში კარგად, ამხანაგურად. არას-დროს გამიგონია ვინმეს დაცინვით ეთქვას “ურია” ასეთი სიტყვა თითქმის არ არსებობდა, არც სკოლაში და ქუჩაში. საერთო სკოლაც ერთი გვქონდა. იყო მისვლა-მოსვლა ერთმანეთში, მიუხედავად ამისა, ონში არ ყოფილა შემთხვევა შერეული ქორწინებისა – გარდა ორი შემთხვევისა. ერთი მოხდა დაახლოებით 70 წლის წინ. მეორე 50 წლის წინ. ეს მეორე გათხოვდა ქართველზე, ჩააგონა შვილებს ისრაელობა და მისი შვილები ამოვიდენ ისრაელში და დღეს აქ ცხოვრობენ, ქალაქ ბეერ შევაში.
ონში ცხოვრობდენ მეტ წილად ორ სართულიან სახლებში. საერთოდ არ იყო მრავალ სართულილი-ანი სახლები, მარტო აქა იქ შეგვხვდებოდათ ასეთები, .ონში ებრაელობა მეტი ნაწილი იყვნენ ფიზიკუ-რად მომუშავენი. იყვნენ ხელოსნები. ბუხჰალტრები, გადიოდნენ სოფლებში ფარნასის შემოსატანად. ებრაელთაგან თითქმის არავინ მისდევდა ვაჭრობას. იმ დრისათვის იყო საშიში, აკრძალული მთავრობი დან. ებრაელთაგან ზოგიერთები დასაქმენული იყვნენ მთავრობის სავაჭრო მაღაზიებში, საწყობებში ხე-ლოსნები პარიკმახელები, მოსამსახურენი.
ონელ ებრაელთა მეტი ნაწილი ეკონომიურად ხელვიწროდ ცხოვრობდა. სხვა რაიონებთან შედარე-ბით. 1960 წლიდან ბევრი ონელი ახალგაზრდა წავიდა სასწავლებლად სხვადასხვა რაიონებში, თბილის ში, ქუთაისში, უმაღლესებში თუ ეგრეთ წოდებულ – ტექნიკუმებში. გასულ საუკუნის 1970 წლებში ბევ რი ინჟნერი, ექიმი, ტექნიკოსით გაივსო პატარა ონი. ზოგი მათგანი დიდ ქალაქებში გადავიდა საცხოვ-რებლად.
1970 წლიდან გაიხსნა საბჭოთა კავშირის “რკინის ჭიშკრები” და 1990-იან წლებში დაიცალა ონი ებრაელებისგან. დღეისათვის თითქმის აღარავინ დარჩა. გაყიდეს სახლები ბევრად დაკლებულ ფასებ ში, მრავალმა სულაც მიატოვა და აისრულა მამა პაპათა ლოცვა “მომავალ წელს იერუშალიმში”. ონიდან ისრაელში ამოსვლა მიწის ძვრამაც დააჩქარა, რომელიც მოხდა 1991 წელს. მიწისძვრის გამო დაინგრა ბევრი სახლი და მათ შორის პატარა სალოცავი, რომელიც იყო 3-4 მეტრით დაცილებული ახალი სალოცა ვიდან. პირველი სართული აშეენებული იყო ქვით, მეორე სართული კი ხით, რომელშიც მოთავსებული იყო სამკითხველო.
მიწისძვრამ გამოიწვია რამდენიმე ადამიანის დაღუპვა. რაჭის მთელ რაიონში, ებრაელთაგან არა ვინ დაზარალებულა სულადობით. იმათგან ვინც შემორჩა 1990 წლამდე და არ ამოვიდა ისრაელში. 1970 -იან წლებში ისინი ცოტა მერყეობდნენ, ან არ უნდოდათ ამოსვლა ისრაელში, მიწისძვრამ დაუჩქარათ თუ გინდ აიძულა ისინი. დარჩა სალოცავი, რომლის მსგავსი ძნელად თუ მოიპოვება სადმე. ასეთი არქი ტექტურული ნაგებობა. ამ საკითხზე ბევრი იწერება და ბევრი სურათიც ქვეყნდება. ქართველთა საამა ყოც გახდა ებრაელთა სალოცვი, ის ამშვენებს ონის რაიონს. სალოვავის პროექტი ჩამოიტანა ელია ამში-კაშვილმა პოლონეთიდან, რომელიც სწავლობდა ვარშავის იეშიბაში. თვითონ ჩაუდგა სათავეში მშე-ნებლობას, რომელიც 4-5 წელი მიმდინარეობდა – 1895 წლამდე. ის ზეიმით გაიხსნა ამავე წელს.
Აღსანიშნსვია, რომ მანვე ჩამოიყვანა მშენებლები საბერძნეთიდან, როგორც უფროსები გადმოგვ ცევენ. თვით ელია ამშიკაშვილი გარდაიცვალა 45 წლის ასაკში, ქალაქ ორჯონიკიᲮეში და მისი საფლა ვი უცნობია. 1995 წელს აღნიშნეს სალოცავის 100 წლის იუბილე საქართვლოს მთავრობის მონაწილე-ობით, რომელსაც ესწრებოდა ედუარდ შევარდნაძე.
აგრეთვე 2015 წლის სექტემბერშიც ავღნიშნეთ სალოცავის დაარსების 120 წლის იუბილე. ამ წელსაც მოწყობილ ცერემონიალს ესწრებოდა დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით. დაესწრო აგრეთვე საქართველოს და ისრაელის საელჩოს თანამშრობლები, წარმომადგენლები, მინისტრები, მსო ფლიოს ბევრი ქვეყნიდან და ისრაელიდან ჩამოსულები. სალოცავის ეზო გაივსო ხალხით, ადგილობრი-ვი მეგობარი ქართველებით სავსე იყო ქუჩა და აივნები. წარმოითქვა მრავალი საინტერესო სიტყვა, რო-მელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრეზე. ონის ჯამაათს არ მიუტოვებია სალოცავი და მამა პა-პათა საფლავები, ხშირი სტუმრები არიან ონისა. -რაჭაში მოინახულებენ სალოცავს და სასაფლაოს.
ახალგაზრდებიც კი, რომლებიც აქ ისრაელში დაიბადენ, ინტერესდებიან იმით, თუ საიდან მოვიდ ნენ მათი პაპები და მშობლები. ვარაუდით დღეისათვის ისრაელში ცხოვრობს ონიდან გამოსულთა 90% .
ონელი ებრაელები ცხოვრობენ. ბეერ-შევაში, აშქელონში, აშდოდში, ლოდში, ხაიფის რაიონებში, იერუშალაიმში, თელ-ავივის რაიონებში. ეკონომიურად ყველა ბევრად უკეთ ცხოვრობს გამჩ-ნის დახმა რებით. საქართველო გვენატრება (არა იმიტომ, რომ ჩვენ რაიმე გვიჭირს), კარგის მეტი რა გვეთქმის მათ ზე. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ცუდის მთქმელი. მაგრამ ეს ვერ გააფუჭებს ჩვენსა და ქართველების ურთიერთობას. გავა საუკუნეები და გამოიკვლევენ ებრაელთა ცოვრებასსაქართველოში.
იქნებ ონშიც ჩამოაღწიონ და ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს მეტი პატარა ონზე, ვიდრე ჩვენ ვიცით დღეს ონში გაზრდილებმა. კარგი იქნება თუ შეიკავებს თავს ზოგიერთები და არ იტყვის ნიშნის მოგებით, რომ ჩვენ შემოუშვით და დავიცავით ებრაელები, შევიფარეთ საქართველოში. ამით წინ არ წავა ერთმამანეთის მეგობრობა. გვახსოვს და არა ერთხელ ავღნიშნეთ. იქ დაბადებული ქართველი კაცი წყალს მაინც მიაწვდიდა და თიხის ქვაბსაც ათხოვებდა შემოხიზნულ ებრაელებს, საჭმლის მოსა-დუღებლად. როგორც ამას აღნიშნავდა თავის დარაშში აწ განსვენებული რაბი რაᲤაელ ელაშვილი : –“ჩვენთვის საქართველო მეორე სამშობლოა, იქ დავიბადეთ გავიზარდეთ, არ ყრიან კენჭებს სამშობლოს ჭაში, მიუხედსვად ამისა, რომ ჩვენც კარგი სტუმრები ვიყავით”- ასრულებს რაბი – მე მინდა დაგლოცოთ და გისურვოთ ყოველივე კარგი, იერუშალიმის წმინდა მიწიდან ქართველო მეგობრებო, განსაკუთრე-ბით რაჭველებო, რაკი თქვენზეა საუბარი. გითხრათ სიტყვა, რომელიც მესმოდა ყოვლ ნაბიჯზე 2015 წელს, რომ ვიყავი სტუმრად ? ონში სინაგოგის 120 წლის იუბილეზე გაიხარეთ ! ამენ !
ქართველი ებრაელები ონში, ისრაელში ამოსვლის წინ
რეჟ: ალექსანდრე რეხვიაშვილ ი (2001 წ.)
დანიელ ხახიაშვილი
აღარც ნათლობა, „აღარც ქეთუბა”, დაცარიელდა ეზოც, ტაძარიც
და ეუფლება წმინდა სალოცავს მარადიული მკაცრი ზამთარი.
ნუთუ გადაჰყვა ჟამთა დინებას ყველა ლოცვა და ყველა ვედრება,
არც ჯამაათი, არც რაბინები სალოცავს აღარ ეიმედება !
გონდაკარგული დუმს ჯამაათი, ყველა გზა-შარა გალეულია,
დაგმანულ ფანჯრებს აწყდება ქარი, სუსტი ხმით ისმის ალილუია.
გადახრილია იქით სასწორი, სადაც დავითის ქნარი ქანაობს
და სინაგოგა, მშვენება ონის, მარტო სნეულთა ცრემლში ბანაობს.
აღთქმულ მხარისკენ გაქცეულ მზერას სული და გული სრულად მიენდო
და სალოცავის გედის სიმღერას, ბანს ეუბნება რიონის ექო. დანიელ ხახიაშვილი
ო ნ ი
ყ ა ზ ა რ ი ა
ბოლომდე შემოგრჩა თოკი და კურტანი,
შენთვის სულ წვიმაა, შენთვის სულ დარია,
ზაფხულში რაჭაში ბევრია სტუმარი,
ბარგის გადამტანი შენ ხარ ყაზარია.
შუბლი დაღარული, ენა საბულბულო,
თვალები, თვალები, როგორი წყნარია,
ზურგზე ჩემოდნებით გზა ვინ დაგისრულოს,
ოფლი ვინ შეგიშროს ჩემო ყაზარია?!
თორა ბევრი იცი, მაგრამ რას გიშველის,
როცა წვრილშვილები მარჯვენას აბარია,
რამდენჯერ ასულხარ შქმერში ფეხშიშველი,
რამდენჯერ მოგშივნია გზაზე ყაზარია.
წუთისოფლის სევდა უთქმელადაც გსდევდა
ხან უთქმელმა დარდმა, ხან ბრბომ გადაგრია,
ერის წამებაა შენი გამოხედვა,
ერის ცრემლები ხარ ჩემო ყაზარია,
გაცვდა, გზებზე გაცვდა რკინის ქალამანი,
ახლა ის წარსული მხოლოდ ზღაპარია,
ახლა თვალს გარიდებს ქალაქელი მგზავრი,
სნეულების ტყვე ხარ ჩემო ყაზარია,
ორი გროშისათვის როგორ ისწრაფვოდი,
ახლა მოედნებზე ტაქსის ბაზარია,
არავის სჭირდება ეგ დამპალი თოკი,
დრომ შენც დაგაძველა ჩემო ყაზარია.
ო, როგორ გიყვარდა ღვინო და არაყი,
სასმელს რა გამოლევს, თავზე საყარია,
საცაა ამოვა შენს მკერდზე ბალახი,
საცაა დაისვენებ ტანჯვისგან ყაზარია.
დანიელ ხახიაშვილი
“სუქოთი” იერუშალაიმში
იაფოს ქუჩა (სუქოთის დღესასწაულზე)
შუქი მთვარისა ტოტებს შუა აღწევს კარავში,
დაეპატრონა მყუდროება იდუმალ წყვდიადს
და ვითარცა ჩვილს, უცოდველად – ყუთს რომ გადაშლი
– უცხო მიწაზე ნარინჯოვან ეთროგსა სძინავს.
ზედ მურტის რტონი, ამაყ პალმას გადაწნულები,
შერწყმიან ძეწნას მკაცრ გალუთში მტირალს,
გალეულს, თითქოს ნატრობენ მდუმარებით დათანგულები,
შეერთსხეულდნენ, შეუერთდნენ დუმილს ღამეულს.
თვლემენ უჩუმრად, მაგრამ გულებს რა დააძინებს,
ყველას აღელვებს ოცნებათა ტკბილი თარეში,
აუხდენლობა ცალკეულად ყველას ამძიმებს სიზმრის,
რაც ხიზანს ეზმანება უცხო მხარეში. ჰქანცავენ ყარიბს
ეკლიანი გზა-ბილიკები, რაც გადალახა და რაც კიდევ გაუვალია,
ის იმ ბაღშია გულით, სადაც სხვა ეთროგები
შორზე შორეულ სამშობლოში მზისქვეშ ჰყვავიან.
მურტსა და პალმას ეზმანებათ სამშობლო ღელვით.
.. ეჰ, ყვავილობამ, სიჭაბუკემ გადაიარა,
ჰგონიათ გაქრა მხიარული ზეიმის დღენი,
გალუთს ნახავენ, მამა-პაპის მიწას კი – არა.
თითქოს მობერდნენ, ჩაქრობიათ მზერა თვალებში,
მთვარის ქვეშეთში გაპარტახდა მათთვის ნადაგი,
ვერვინ იქნება ბედნიერი უცხო მხარეში
არც იმედია, არც მოყვასი, არც ნიადაგი.
იღვრება შუქი უჩვეული … და ქარი რტოებს არხევს …
კარავში მდუმარება სუფევს მხუთავი,
იქვე ეთროგი – ოქროსფერი – ძილს ვერა ტოვებს,
პალმის რტოს გვერდით სამშობლოზე ფიქრით მსუნთქავი.
ხაიმ ნახმან ბიალიკი
(თარგმნა აბრამ მამისთვალოვმა)
დრო, როცა ერთდროულად ცხვებოდა ხაჭაპური, ხაბიზგინა და ოსური ღვეზელი სახარაჯინი
ავტორი : ლაშა შაყულაშვილი 26.2.21
დ-რი ლაშა შაყულაშვილი წმინდა ქალაქ იერუშალაიმში გოდების კედელთან
ლაშა შაყულაშვილის ლექცია - საქართველოს ებრაული თემი სოხუმსა და ცხინვალში
ებრაული თემი საქართველოში - ისტორიული მიმოხილვა
6,531 views Dec 26, 2022
ებრაული მემკვირეობის კვალის პოვნა თბილისსა და დანარჩენ საქართველოში დღესაც ბევრ ადგილას შეიძლება, მაგრამ დრო გადის და ქართველი ებრაელების ამბებიც მეხსიერებიდან ნელ-ნელა ქრება. ამ ვიდეოში ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი გვიამბობს თბილისელი ებრაელების, ხანანაშვილების ოჯახის "ალიის" ანუ ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის ისტორიას, პნინა ხანანაშვილის ოქროს ყელსაბამზე, ერთადერთ ნივთზე, რომლის საქართველოდან წაღებაც შეძლო, იმაზე, თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა ნომენკლატურა თბილისის იდიშურ სკოლებს, მოგვითხრობს იდიშურ წარწერებიან პროპაგანდისტული პლაკატებზე, სოციალ-დემოკრატ რაბინ მოსე დავარაშვილსა და მის ხელმოწერაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე - აქამდე უცნობ და ნაცნობ ისტორიებს ორი ერის საუკუნოვან თანაცხოვრებაზე.
00:00 საბჭოთა საქართველოდან იმდროინდელი პალესტინის ტერიტორიაზე - ხანანაშვილების რეპატრიაციის ამბავი
02:20 ებრაელი ქალები დიუმას ქუჩიდან - პნინას ოქროს ყელსაბამი 03:31 როგორ გააქრო საბჭოთა მთავრობამ თბილისის იდიშური თბილისში
05:50 იდიშურენოვანი თეატრი თბილისში
07:07 საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატები - იდიშურ ენაზე
08:36 მოსე დავარაშვილი - ცხინვალელი რაბინი და დამფუძნებელი კრების წევრი
09:48 ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილი დეპეშა ონის სინაგოგის სახელით