A17 ებრაული დღესასწაულები
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
ფ ე ს ა ხ ი
ფესახი საგაზაფხულო დღეობათა ციკლს მიეკუთვნება . იგი თორაში მოხსენიებულ სამ უდიდეს აგრარულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და საფუძვლად, ისე როგორც ებრაულ დღესასწაულთა აბსოლუტურ უმრავლესობას აგრარული კალენდარი უდევს . აგრარული ყოფა კი ძველ ებრაელებში მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებასა და მიწათმოქმედებაზე გადასვლის უშორეს წარსულს უკავშირდება.
აღთქმულ ქვეყანაში დასახლებამ და ფართო მასშტაბის სამიწათმოქმედო სამუშოებმა გამოიწვიეს უძველესი მთვარის კალენდრის ჯერ მზის, ხოლო შემდეგ მთვარე - მზის სისტემის აგრარული (სამეურნეო) კალენდრით შეცვლა, მაგრამ, როგორც წყაროებიდან ირკვევა ,ერეც ისრაელში ორივე კალენდარი წარმატებით იხმარებოდა და მხოლოდ მეორე ტაძრის დროიდან საბოლოოდ დაკანონდა მთვარე - მზის სისტემის კალენდარი, რომელიც დღესაც მოქმედებს ისრაელში.
მის აგრარულ ხასიათზე შესანიშნავად მიუთითებენ როგორც ჩვენი კალენდარული დღესასწაულების შინაარსის, რიტუალების, წეს-ჩვეულებების, სიმბოლოების თუ სა-ხელწოდებების კვლევის შედეგები ისე უძველესი, ე. წ. "გეზერის კალენდრის" (ძვ.წ. 10 ს.) თვეთა სახელწოდებანი, მაგ. ნისან-ი კვირტობის, ზივ - ყვავილობის, ბულ - აღმოცენე-ბის თვე და ა. შ.
ებრაელთა მძიმე ისტორიულმა ყოფამ გამოიწვია ამ დღესასწაულების თავდაპირველი სახისა და შინაარსის ნაწილობრივი ტრანსფორმაცია, რამეთუ მათ სამეურნეო საფუძ-ველს დაერთო ზედნაშენური მოვლენები ისტორიული, ეროვნულ-პოლიტიკური თუ სამოქალაქო ხასიათისა, თუმც კი ყოველ მათგანს მაინც შემორჩა აგრარული კულტმსა-ხურების ნიშნები, ამიტომ არის, რომ ჩვენამდე მოღწეული ეს დღესასწაულები სინკრე-ტული შინაარსის არიან,
წინ უფრო მათი ზედნაშენური მოვლენებია წამოწეული და ხაზგასმული, ხოლო მათი თავდაპირველი რაობა და შინაარსი შედარებით გაფერმკრთალებულია. ამგვარ დღე-სასწაულთა რიგს ეკუთვნის ფესახიც. როგორც მისი კვლევა გვიჩვენებს, იგი ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში ებრაელთა მომთაბარე მესაქონლეობის პერიოდში წარმოშობილი და მესაქონლეობის მფარველი ღ ვ თ ა ე ბ ი სადმი მიძღვნილი დღეობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ადრე გაზაფხულზე ცხვარს (ბატკანს) სწირავდნენ მისი გულის მოგებისა და ამ გზით საქონლისათვის ავი თვალისა და ყოველგვარი ხიფათის თავიდან აცილების მიზნით.
დღესასწაულის სახელწოდება פסח (აცილება, გვერდის ავლა) სწორედ ამ ქმედების დედაზრიდან გამომდინარეობს. ბინადარ ცხოვრებასა და მიწათმოქმედებაზე გადას-ვლის შემდეგ მას დაემატა მცენარეული შესაწირავები, გამდიდრდა აგრარული კულტ-მსახურების ელემენტებით, კერძოდ პურეულის (ქერის) მკისადმი მიძღვნილი რიტუ-ალებით და საწესო ქმედებებით და საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი უდიდესი აგრარული დღესასწაული, რომელიც გაზაფხულზე, ნისანის 15 რიცხვში ქერის მკის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო მსხვერპლშეწირვით (მისი სიმბოლოა შემწვარი ყირუბი - ხორცის ნაჭერი აგადის სუფრაზე), მხიარული პურობით და პირველი ძნის ტაძარში მიტანით აღინიშნენოდა.
მკის პერიოდს "ხმიადების დღესასწაულს" უწოდებდნენ მისი მთავარი სიმბოლოს- ქერის ფქვილისაგან გამომცხვარი ხმიადების (მაცის) მიხედვით, რომლითაც იკვებე-ბოდნენ ხორბლის დამწიფებამდე. ჩვეულებრივ პირობებში ასეთ ხმიადებს მოსახლე-ობის ეკონომიურად ჩამორჩენილი ნაწილი ხმარობდა საკვებად, ამიტომ მას "სიღარიბის პურს" - " ჰალახ მაყანიას" ეძახდნენ, საფესახო აგადაში (თქმულებაში) იგი"ტანჯულო-ბის პურად"არის მოხსენიებული.
მკის დაწყებას, როგორც აღვნიშნე, საზეიმო ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მეორე დღეს როგორც კი მომკელის ცელი შეეხებოდა პურეულს მოსაჭრელად საზეიმო განწყობი-ლება სამწუხაროთი იცვლებოდა. ეს განწყობილება დიდებულად აისახა ტერმინში"ყო-მერ"-ი, რომელიც ბიბლიისდროინდელ ებრაელთა ყოფაში აღნიშნავდა მკის დროს მოჭრილ თავთავსაც, ძნასაც, თვლის ერთეულსაც და მკის მთელ პერიოდსაც, რომელიც მეცნიერული კვლევის თანახმად, ძველ ებრაელ მიწათმოქმედთა ადრეული ანიმის-ტური რელიგიურ-ფილოსოფიური გადმონაშთური შეხედულებით მცენარის (პურეუ-ლის) კვლად, უფრო სწორედ მისი "სულის კვლად" გაიაზრებოდა, ამიტომ ითვლებოდა და ითვლება მკის მთელი პერიოდი "ყომერი" არასამხიარულო ,სამწუხარო დღეებად განსაზღვრული სახის შეზღუდვებით.
რაც შეეხება ტერმინ "ყომერ"-ის შემდგომდროინდელ რელიგიურ გააზრებას- ეპიდემიის შედეგად ათასობით სასულიერო მოღვაწის გარდაცვალებით გამოწვეულ
სამგლოვიარო შინაარსს - იგი გვიანდელი დანაშრევია და მას "ყო-მერ"-ის თავდაპირველ, ნამდვილ შინაარსთან არაფერი აქვს საერთო, შესაძლოა მხოლოდ, რომ ხსენებულ ტრაგედიას მკის პერიოდში ჰქონოდა ადგილი და ეს მეორადი მოვლენა შემდგომში გაეაზ-რებინათ "ყომერ"-ის ნამდვილ შინაარსად. ხაზგასმით მინდა აღვ-ნიშნო, რომ არც ერთი ებრაული დღესასწაული, მით უმეტეს "ფესახი", არავითარ შემთხვევაში არ არის რელიგიური შინაარსის და ისინი არ უნდა მოიხსნიებოდნენ რელიგიურ დღესასწაულებად. მართალია, რელიგიას დიდი დამსახურება მიუძღვის ბარბაროსი დამპყრობლე-ბისგან მათ გადარჩენა-პატრონობაში, მაგრამ ეს არ მიუთითებს მათ რელიგიურობაზე.
ფესახი მდიდარია მრავალფეროვანი აგრარული რიტუალებით და სიმბოლოებით, რომელთა კვლევა-გაანალიზება საშუალებას გვაძ-ლევს წარმოვიდგინოთ რა სახის და დანიშნულების იყო თავის დროზე ეს დღესასწაული, თუმც კი, დღეს იგი უფრო მეტად აღი-ნიშნება როგორც დიდი ეროვნული მოღვაწის მოშე რაბინუს წინამ-ძღოლობით ჩვენი ხალხის ეგვიპტის მონობიდან თავდახსნისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილი ისტორიული დღესასწაული. ხსე-ნებული ისტორიული ფაქტი ნისანის თვეში უნდა მომხდარიყო როგორც ეს თორაშიც არის მითითებული. ეგვიპტის მონობიდან ებ-რაელთა გამოსვლის, ხსნის დღესასწაული ჩვენმა ეროვნულმა ტრა-დიციამ მიწის, მოსავლის აღების ზეიმთან დააკავშირა და ბუნებისა და ებრაელი ხალხის ხელახალი დაბადების, აღდგომის, განახლება - აღორძინების ერთ დიდებულ დღესასწაულად აქცია, რომელიც თაო-ბიდან თაობაში, საუკუნედან-საუკუნეში გადადიოდა და გადადის ერთის მხრივ, ვითარცა ჩვენი წინაპრების მაღალი სამეურნეო და სულიერი კულტურის თვალსაჩინო დადასტურება, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა დროისა და ქვეყნის ფარაონებზე ებრაელთა გამარ-ჯვების, ეროვნული ხსნისა და თავისუფლების უკვდავი ჰიმნი, ჰიმნი, რომელიც ყველგან და ყოველთვის შეახსენებს ებრაელებს, რომ საკუთარ კერასა და სამშობლოზე უფრო ძვირფასი არაფერი არსებობს ქვეყანაზე.
პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი
ფესახი, რაჭა და საყებურთი
ფესახი ონში (რაჭა).
დილით, ღამე ნათევი მოქეიფე ძვირფასი ქალბატონები ... საყე ბურთის თამაშის შემდეგ ...
ონში ტრადიციული რიტუალები იმართებოდა ხოლმე, რომელიც დღემდე გრძელდება ბეერ-შევაში (ისრაელი) ...
ეს სურათი კი ნამდვილი ისტორიაა ... აქედან ბევრნი აღარ არიან ჩვენს შორის. ნათელი მათ ხსოვნას. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ ორი ძვირფასი პიროვნება შალო და იანდო, განუყ-რელი მეგობრები, რომლებიც წლების განმავლობაში, დოლ-გარმონით სიხარულით აცილებდნენ ფესახს მოქეიფე ქალებთან ერთად. ....
ტუ-ბი-შვატი (15 შვატი)
ხეხილის ახალი წელი
გაზაფხულის მახარობელი ეს ლამაზი დღესასწაული ნაადრევად გვეწვევა წელს, რამეთუ ებრაული კალენდარი მოძრავი კალენდარია და დღესასწაუ-ლების ებრაული თარიღი ყოველთვის არ ემთხვევა სამოქალაქო კალენდრის ერთსა და იმავე დროს .
შვატი ებრაული კალენდრის მეხუთე თვეა (იანვრის ბოლო-თებერვა-ლი).მისი ზოდიაქალური ნიშანია "მერწყული", რამეთუ წელიწადის ეს პერიო-დი უხვი წვიმების პერიოდია, მიწა ძალუმად იწოვს მაცოცხლებელ ნალექს, ხეთა ფესვებში ბლომად გროვდება წყალი ,როგორც ნათქვამია, "თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო ..." შვატში ზამთარი და გაზაფხული ხვდება ერთმანეთს და მათ შორის იწყება ჭიდილი - ზამთარი ცდილობს გაიხანგრ-ძლივოს არსებობა, გაზაფხული კი არ აძლევს ამის საშუალებას,
რაც იმაშიც გამოიხატება ,რომ თვის ბოლოს წვიმები იკლებს, უკვე შესამ-ჩნევია ბუნების გამოცოცხლებისა და გაზაფხულის პირველი ნიშნები - ხეები იწყებენ გამოღვიძებას, უპ. ყოვლისა ნუშის ხეები და იმოსებიან ფოთლებით, ხოლო მინდვრები ნაირფერი ჭრელ-ჭრულა ყვავილების ულამაზეს ხალიჩას ემსგავსება.
დიახ, ტუბიშვატი ბუნების ძალთა აღორძინებისადმი მიძღვნილი დღესას-წაულია, მასში გამოხატულია ზამთარში მიძინებული ბუნების გაცოცხლება-განაყოფიერების, აგრარული კულტმსახურების, ზამთრისა და გაზაფხულის უნივერსალური მითოსი, რომელმაც არაჩვეულებრივი ასახვა ჰპოვა ებრაულ ფოლკლორში, ხალხურ პოეზიაში. ხალხური შემოქმედების ეს უმშვენიერესი ნიმუშები ალამაზებდა დიასპორაში ებრაელთა უსიხარულო ცხოვრებას, მეო-რეს მხრივ კი საფუძველს უდებდა, ამდიდრებდა თავად დიასპორის ქვეყნების ხალხურ შემოქმედებას.
"მიშნა"-ს მიხედვით,ტუბიშვატი ბიბლიური ერეც ისრაელში დადგენილი ოთხი ახალი წლიდან ერთ-ერთია და აღინიშნებოდა შვატის 15 რიცხვში. რა-ტომ მაინცა და მაინც 15- ში ? ამის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ვიტყვი, რომ თორაში ხეხილის ახალი წელი არ არის ნახსენები, მხოლოდ ძვ. წ-ის პირველ საუკუნეში ორი დიდი მოაზროვნის, ორი ბრძენის - ჰილელის და შამაის სკოლებში დაისვა საკითხი მისი აღნიშვნის შესახებ, მაგრამ მათ შორის იყო უთანხმოება თარიღის საკითხში .
შამაის სკოლის ბრძენთა შეხედულებით, ეს უნდა ყოფილიყო პირველი შვატი, ჰილელის სკოლის მიხედვით კი - 15 შვატი. ბრძენთა ამ ორი სკოლის დისკუსია მაშინ არ ითვალისწინებდა ხეხილის ახალი წლის აღნიშვნას სად-ღესასწაულო ცერემონიით და ხეების დარგვით. მათთვის მთავარი იყო იმ დროს ერეც ისრაელში არსებული მიწის მოსავალთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბიბლიური მცნების "მაყასერა"-ს შესრულება, რომელიც ითვალისწი-ნებდა ყოველი ახალი წლის მოსავლიდან "მეათედი"-ს (მაყასერას) გამოყოფას ტაძრის მსახურთა (ქოენების და ლევიტების), აგრეთვე გაჭირვებულთა და უპოვართა დასახმარებლად.
ამისათვის კი საჭირო იყო ნაყოფის მომცემი ხეებისათვის ახალი წლის ზუსტი თარიღის დადგენა. ჰილელის და მისი სკოლის ბრძენთა შეხედუ-ლებით, რომლებიც იმავ დროულად დაკვირვებული და გამოცდილი მიწათ-მოქმედებიც იყვნენ, მხოლოდ შვატის შუა რიცხვებისთვის ხდება ხეების მიერ მათ ფესვებში არსებული მთელი იმ წყლის შეწოვა, რომელიც დაგროვდა არა მხოლოდ წინა წელს, არამედ ხსენებული თვის 15 რიცხვამდეც, ამიტომ ხეხი-ლის ახალი წლის დასაწყისად 15 რიცხვი უფრო ოპტიმალური იყო.
ამ თარიღის სასარგებლოდ ისიც მეტყველებდა, რომ ქვეყნის გეოკლიმა-ტური პირობებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაიონში ბუნების გამოღვიძება სხვადასხვა დროს იწყება, ზღვისპირთსა და დაბლობ ადგილებში გაზაფხული უფრო ადრე დგება ვიდრე მთიანეთში, ამიტომ მთიანი რაიონების მცხოვრებ-ლებს 15 რიცხვი მიაჩნდათ შესაფერის თარიღად. რამდენადაც იმ პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მთიანეთში იყო დასახლებული იმარჯვა ჰილელის სკოლის აზრმა და 15 შვატი დაკანონდა ხეხილის ახალი წლის თა-რიღად.
მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მთიანეთში იყო დასახლებული იმარჯვა ჰილელის სკოლის აზრმა და 15 შვატი დაკანონდა ხეხილის ახალი წლის თარიღად.
ასე აღინიშნებოდა ის ბიბლიურ პერიოდშიც და გალუთშიც. თითქმის 2000 წლოვანი განდევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ-დამკვიდრებულმა ერმა ააღორძინა ბუნების, მიწის, მოსავლის ეს შესა-ნიშნავი დღესასწაული და მის მთავარ პათოსად მთელ ქვეყანაში ხეების, ხეხილნარის დარგვა აქცია. არც დღეს და არც უწინ ახალდარგული ხის ნაყოფის ჭამა არ შეიძლებოდა სამი წლის განმავლობაში, რამეთუ ის არაქაშერად ითვლებოდა, მ
მეოთხე წლის მოსავალს ტაძარს სწირავდნენ, თანამედროვე პირობებში კი ყიდიან მას და აღებულ ფულს სხვა საჭიროებისათვის იყენებენ. მეხუთე წლის მოსავალი უკვე შეიძლება იჭამოს და გამოყენებულ იქნეს ოჯახში. მეშვიდე წელს კი მიწამ უნდა დაისვენოს, არაფერი არ უნდა დაირგოს და დაითესოს, რომ მიწა არ გამოიფიტოს, არ დაკარგოს აღმოცენების და ნაყოფიერების უნარი.
ამ პერიოდს "შემიტა" ჰქვია და ის ებრაელი მიწისმოქმედის სიბრძნისა და უდიდესი სამიწათმოქმედო კულტურის მაჩვენებელია, კულტურისა, რომელიც ათასეული წლების წინათაც და დღესაც სანაქებო და მისაბაძი იყო ყველასთვის.
ტუბიშვატი უქმე დღე არ არის, მაგრამ მისი აღნიშვნა მაინც ხდება სᲐზეიმო ტრაპეზით და რაც მთავარია ხილის საზეიმო სუფრით და კურთხევით. სუფრაზე უპ. ყოვლისა თავს იწონებს წმინდა მიწაზე მოწე-ული ხილის და მაცვლეულის შვიდი განსაკუთრებული სახეობა: ხორ-ბალი, ქერი, ფინიკი, ბროწეული, Ყურძენი, ზეთისხილი, ლეღვი ახალი ან ჩირის სახით. ჩამოთვლილი სახეობები აუცილებელია, მაგრამ მათ გარდა სხვა ხილეულიც თუ იქნება სუფრაზე (15 სახეობის მაინც) უკეთესია.
აღმ.-ის ებრაულ თემებში მიღებულია ჯერ ხორბლის ან ქერისგან მომ-ზადებული ფაფის, ჩვენში მიღებული "კორკოტის ფაფის" მსგავსის მირ-თმევა, შემდაგ კი ხილის კურთხევა და დაგემოვნება. ჩვენ თემში გავრცე-ლებული იყო აგრეთვე შვიდი სახეობის მარცვლის ფაფის მომზადება, ამიტომ ტუბიშვატს "შვიდფერობას"- აც ეძახდნენ.
ტუბიშვატი ებრაელი ხალხის მშობლიურ მიწასთან ღრმა კავშირის სიმ-ბოლოა, მᲐთი სიყვარულის გამოხატულება ხეხილისადმი, რომელთა ფესვები წმინდა მიწაში ჩაკირული რჩეული ხალხის ფესვების ასოცირებაა. ღრმად სიმბოლურია ებრაელთა დამოკიდებულება ხეხილისადმი, საერ-თოდ ხისადმი, როგორც ცოცხალი არსების მიმართ, თორაში ხომ ადამიანი სწორედ ხესთან არის შედარებული אדם כעץ השדה
პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი