A9 ქართველ ებრაელთა თემის გამოჩენილი პირები
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 მინისტრი და ელჩი - ციპი ხოტოველი
2 იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი)
4 "ალია და ახალგაზრდები" - პოლიტიკური პარტია
5 დავით და გერცელ ბააზოვები - ა. ნიკოლეიშვილი
7 სგან-ალუფი (პოდპოლკოვნიკი) ეფრაიმ ბენოვი
8 იოსეფ არონის-ძე ელიგულაშვილი
9 "რა დრო გასულა" - აწ/გ პროფ. ზოია ჯინჯიხაშვილი
10 არქიტექტორი რუბენ ბარდანაშვილი
11 დამსახურებული ექიმი და სიონისტი დინა დავარაშვილი
13 სგან-ალუფი (პოდპოლკოვნიკი) მოშე შამგარი
14 გაზეთი "დავითის ფარი" 70 წლის იუბილეს ულოცავს აბრაამ საპირს
15 დანი ხახიაშვილი - ისრაელის ბანკების ინსპექტორი
16 დ-რი კარდიოლოგი აბრამ ჩიკვაშვილი
18
მინისტრი და ელჩი – ციპი ხოტოველი
ინგლისის დედოფალთან შეხვედრის წინ ლონდონში
იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი)
იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი) – ებრაელი გმირი ქართული ფესვებით
(1956-2020)
ორი წლის წინ, თელ-ავივის ერთ მყუდრო კაფეში შევხვდით. სიტყვამ იაჰია აიაში მოიტანა, მის ხსენებაზე კი იციკს ეშმაკურად გაეღიმა და მითხრა: – იცი, ტელეფონს, რომელიც „ინჟინერისთვის” უნდა გადაეცათ და სადაც ასაფეთქებე ლი მოწყობილობა იყო, კოდური სახელწოდება „გინეკოლოგი” ერქვა.
იმ დღეებში ტელეფონს ვერ ვიშორებდი, ერთხელ ბავშვს ვაბანავებდი და ონკანიდან ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყალი მოვუშვი, მან ტირილი დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შევამჩნიე, მთელი ჩემი ფიქრები აიაშისკენ იყო მიმართული, ამაზე ცოლი გამიჯავრდა და მითხრა: – დაგვანებე თავი და იმ შენს „გინეკოლოგთან” წადიო.
როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რა ხდებოდა და ასეთი შემთხვევები ხომ ცოტა არ იყო…
ისრაელის უშიშროების სისტემაში 30 წელი იმსახურა იცხაკ ილანმა, ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მისნაირ ადამიანებზე დგას ისრაელი, რომელსაც 1948 წლიდან დღემდე მოდუნების საშუალება არ აქვს.
ეს მოგონება ჩემი მეგობრის გვერდიდან, ქნესეთის დეპუტატის ანდრეი კოჟინოვის გვერდიდან წამოვიღე, მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან პირადად არ ვიცნობდი ბატონ იცხაკს, ისღა დამრჩენია მისი გარდაცვალება მივუსამძიმრო მის ოჯახს, ჩემს მეგობრებს, საერთოდ ებრაელობას და ისრაელის ყველა მეგობარს.
ნათელში იყოს გმირის სული. ამენ.
„პესიმიზმი არის ისეთი სახის ფუფუნება, რომელიც არც ერთ ებრაელს არ უნდა გააჩნდეს”.
გოლდა მეირი
ვაჟა თოფჩიაშვილი
ფილოსოფოსი, ქართული ლიტერატურის ღრმად მცოდნე, ჟურნალისტი, გაზეთის “ალია საქართველოდან” რედაქტორი 1986 წლიდან ბოლო ნომრამდე და მეტი ….
“ალია და ახალგაზრდები” – პარტია
ქართველ ებრაელთა პირველი პარტია (პოლიტიკური მოძრაობა) ისრაელში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ისრაელის ქვეყნის აყვავება, ახლად ამოსული ოლიმების აბსორბციისა და ისრაელი ახალგაზრდების ცხოვრებისეული და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გზით. პარტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მე-10 მოწვევის ქნესეთის არჩევნებში 1984 წელს და მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია.
ეფრაიმ მიხაელი - ისრაელის სამხედრო ატაშე მოსკოვში
სგან-ალუფ (პოდპოლკოვნიკი) ეფრაიმ ბენოვი