A14 ვ ე ტ ე რ ა ნ ე ბ ი
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
არონ იცხაკის-ძე ელიგულაშვილი
არონ იცხაკის-ძე ელიგულაშვილი – საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი
ცხედართან
გამოსვენების დროს
მოშე ბათაშვილი
სახლიდან გამოსვენების დროს
ცხედართან
სამი შინმოუსვლელი ძმა
მამუკა აშვეთია
მეორე მსოფლიო ომში საქართველოს ებრაელობამ დიდი მსხვერპლი გაიღო. ბევრი გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში, ბევრი კი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დაახლოებით ათასამდე ქუთათური ებრაელი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, სამი შინმოუსვლელი ძმის - იაკობაშვილების სახელები კი - სამუდამოდ ჩაეწერა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში.
უფროსი ძმა იზა სტალინგრადის დაცვას შეეწირა, მომდევნო აბრაამი ქერჩში დაეცა, უმცროსი გარი კი კალინინში დაიღუპა.
ტრაგიკული იყო ძმების მამის ბენიამინ იაკობაშვილის ბედიც, როცა მან მიიღო ცნობა დაჭრილი შვილის გარის ნალჩიკის სამხედრო ჰოსპიტალში გაყვანის შესახებ, უმალ გაეშურა იქ, მაგრამ ვერ მიუსწრო, გამოჯანმრთელებული კვლავ ფრონტზე დაბრუნებულიყო, მამამ კი იქვე დაასრულა სიცოცხლე.
1990 წლის 9 მაისს დიმიტროვის ქუჩის (ახლანდელი ჯიბლაძის) №18-ში, სადაც ცხოვრობდნენ შინმოუსვლელი ძმები, გაკეთდა მემორიალური დაფა.
ხსოვნა და არდავიწყება გმირებს, რომლებმაც იხსნეს სამშობლო და იხსნეს კაცობრიობა!
გმადლობთ მამუკა მათი გახსენებისათვის.
სამი ძმანი იაკობიშვილები იყვნენ ჩემი მამის ბენიამინ-ილუშა შალომის-ხე ელიგულაშვილის მამიდა-შვილები, ვერიჩკა მამიდას შვილები (ანუ აარონ ელიგულაშვილის შვილიშვილები,როგორც მამაჩემი).
ცხოვრობდნენ დიმიტროვის ქუჩაზე. მე ბავშვი , პატარა ვიყავი მახსოვს თითქმის ყოველ შაბათს ჩემს ბებიასთან ერთად (როზა-რუთი ციციაშვილი-ელიგულაშვილისა) თავს ვიყრიდით ვერიჩკა მამიდასთან.
მას ჰყავდა კიდევ მეოთხე ვაჟი სამსონ იაკობიშვილი (ყოფილი მშენებელი ინჟინერი) , რომელიც გარდაიც-ვალა აქ ისრაელში.
კიდევ ერთხელ მადლობა.
დიდება გმირებს!
რაია ატანელოვი
9 მაისი მამას, იაკოვ იაკოვის ძე ატანელოვს (ფერეს) ძალიან უყვარდა. ეს დღე მისთვის დიდი დღესასწაული იყო, გამარჯვების დღესასწაული .
19 წლის იყო მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს .
დაჭრილი ბრძოლის ველზე იწვა, გვერდზე 2 თანამებრძოლი დაეღუპა. სისხლისაგან იცლებოდა და მაინც მიხოხავდა წინ, რადგან უკან გერმანელები შემოდიოდნენ .
უკვე იმედ და ძალადაკარგულს, მკვდარი ჯარისკაცებით სავსე სატვირთო მანქანა წამოეწია, რომელსაც მტრისთვის რომ არ დაეტოვებინათ , ბრძოლის ველიდან გარდაცვლილები გამოყავდა. მძღოლმა დაჭრილი მამა მანქანაზე აიყვანა და საველე ჰოსპიტალს ჩააბარა. ეს მძღოლი გორელი აღმოჩნდა და შემდეგ მეგობრობდნენ. ქირურგს ფეხის მოჭრა სურდა, რადგან განგრენას ვარაუდობდა, თან არც არჩევნის დრო არ იყო, უამრავი დაჭრილი ყავდათ, სამკურნალო დრო კი ცოტა ქონდათ. მამა წინააღმდეგი წასულა, მოვკვდები და უფლებას არ მოგცემთ ფეხის მოჭრისო. მე 2 ქირურგს საქართველო ყვარებია, შესცოდებია ეს შავ ქოჩორა, 19 წლის ვაჟი უფეხოდ და ვცადოთო . მადლობა ჯერ ღმერთს, შემდეგ იმ გორელ მძღოლს და ქირურგს რომლებმაც მამას სიცოცხლე, ფეხი და ომის მწარე მოგონებები გადაურჩინეს, ჩვენ კი საუცხოო მამა შეგვძინეს! ჩვენი ოჯახიდან მამის ძმა და დეიდის მეუღლე საერთოდ არ დაბრუნდნენ ომიდან . დედის ორი ძმა დაკარგულად ითვლებოდა, თუმც შემდეგ ორივე ჭრილობების ნაკრებებით დაბრუნდა სახლში. მათგან ერთ ერთი ლენინგრადის ბლოკადაში აღმოჩნდა ნამყოფი, მასზე უგზო უკვლოდ დაღუპვის ცნობა ქონდათ მიღებული. და მაშინ დაბრუნდნენ, როცა მათ დაბრუნებას უკვე აღარავინ არ ელოდა.
და როდესაც ერთად იხსენებდნენ ომის საშინელებებს და ჩვენ ამას ვისმენდით, ვფიქრობდით, რომ ეს ამბები არ შეიძლებოდა განმეორებულიყო, რადგან არ შეიძლებოდა ადამიანებს კეთილგონიერება არ ყოფნოდათ და მომხდარიდან დასკვნა ვერ გამოეტანათ!
თურმე ამაოდ...!
მადლობა მათ და ნათელი მათ სულებს!
აბრაამ საპირ სეფიაშვილი
არასდროს არ დაგივიწყებთ
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) ესაუბრება სიმანტობ ჯანას მეუღლეს ქნესეთში
გმირთა ხსოვნა უკვდავია
იუზა ბარდანაშვილი
ბარდანაშვილი იუზა (ყეზრა - ეზრა)
მამა - ბენიამინ (ბენო) ბარდანაშვილი,
დედა - აბეღა სეფიაშვილი.
3. დაბადების წელი და ადგილი:_
1922 წელი, 20 მაისი ქ. ბათუმი, საქართველოს რესპუბლიკა.
-
მეუღლე სარა მეგრელიშვილი (1924 – 2008 წ.)
-
შვილები: რუბენი (არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, 1978 წ. ცხოვრობს
-
პოლონეთში), იოსები - სოსო (კომპოზიტორი, 1995 წ. ცხოვრობს ისრაელში)
-
და მიხეილი - მერაბი, განათლებით ინჟინერი - ენერგეტიკოსი, სამშენებლო
-
ინვესტიციების სპეციალისტი, 1997 წ. ცხოვრობს აშშ.).
-
იუზა ბარდანაშვილი გარდაიცვალა - 2000 წლის მარტში ბათ - იამში, ისრაელში.
-
ისრაელში 1995 წლის ივნისიდან, ცხოვრობდა ბათ- იამში.
-
დაკრძალული ისრაელში, თელ - ავივის იარკონის სასაფლაოზე.
-
რა სასწავლებელი დაამთავრა, როდის, სად, რა სპეციალობით:
ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. nr. 2 (ამჟამად nr. 1) საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში 1936 -1941 წ.წ. - პირველი გამოშვება, სპეციალობით მხატვარი. არმიაში გაწვევის თანავე გაგზავნილ იქნა თელავში, საბჭოთა არმიის ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე (1941 წ. ივნისიდან - 1942 წ. დეკემბრამდე), რომელიც დაამთავრა უმცროსი ლეიტენანტის წოდებით. 1948 - 1950 წლებში გაგზავნილ იქნა და დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის ორწლიანი კურსები ნოვოსიბირსკში (იმჟამად ევაკუებული მოსკოვიდან).
-
ფრონტი და სამხედრო სამსახური:
სამხატვრო სასწავლებლის დამთავრება დაემთხვა გერმანია - სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებას 22 ივნისს. იმთავითვე 1941 წ. ივნისში გაწვეულ იქნა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში და გაგზავნილი თელავის საოფიცრო სასწავლებელში, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ 1943 წ. იანვარში (მოზდოკის საგანმანაწილებლო პუნქტიდან) გააწესეს ფრონტზე, პოლკში, რომელიც იბრძოდა კავკასიონზე, იცავდა რა საქართველოს მისადგომებს. იყო ქვეითი მსროლელთა პოლკის როტის მეთაური. 15 სექტემბერს 1942 წ. ძალიან მძიმედ დაიჭრა სანგაროს გადასასვლელის აღების დროს (ბომბის ნამსხვრევებით და ტყვიებით). გადაარჩინეს მისმა ჯარისკაცებმა, ხისგან გაკეთებული ნარით გამოიყვანეს ფრონტის ხაზიდან და 1942 წ. 20 სექტემბრიდან იმყოფებოდა nr. 1450 საევაკუაციო ჰოსპიტალში (ბიჭვინთა), შემდეგ კი ქუთაისის და თბილისის ჰოსპიტალებში. მიღებული ჭრილობების გამო ფრონტზე ვეღარ დაბრუნდა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მსახურობდა როგორც საშტაბო ოფიცერი დივიზიებში საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე.
ფრონტზე გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა, საზრიანმა და მამაცმა სამხედრო მეთაურმა, დაიმსახურა მეთაურთა და თანამებრძოლთა პატივისცემა და სიყვარული. მისი ყოფილი ხელქვეითები, რომლებმაც განსაკუთრებული სამხედრო კარიერა გააკეთეს (ზოგიერთი გენერალიც კი გახდა), ომის შემდგომ, ეპიზოდური შეხვედრების დროს, დიდის პატივისცემით და გულთბილობით მიმართავდნენ იუზას, იხსენებდნენ რა მის დამსახურებას.
იუზა ბარდანაშვილი ფრონტზე გამოჩენილი ბრძოლისათვის დაჯილდოებული იქნა მედლებით: კავკასიის გმირული დაცვისათვის (სსრკ -ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წ. 1 მაისის ბრძანებულება, მედალი გადასცა 1945 წ. 20 იანვარს მე - 19 მსროლელი დივიზიის მეთაურმა გენერალ - მაიორმა სილაგაძემ), მამაცობისათვის და სხვა.
ომის დამთავრების შემდეგ იმსახურა ერევნის და ლენინაკანის დივიზიებში (შტაბის უფროსის მოადგილედ) და თბილისში. უარი თქვა კახეთის სამხედრო კომისრის თანამდებობაზე და დაბრუნდა ბათუმში, სადაც მსახურობდა სამხედრო კომისარიატში.
-
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი:
1946 წ. დაქორწინდა ქუთაისელ ქალბატონზე სარა მეგრელიშვილზე (მშობლები: მოშე მეგრელიშვილი და ესთერ - კუკულია სეფიაშვილი წარმოშობით ლაილაშიდან - ლეცზხუმიდან), რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1944 წ. და მუშაობდა ქუთაისთან ახლომდებარე, სოფ. მაღლაკში სკოლაში მასწავლებლად. აქვე შეიძლება აღინიშნოს, ყოველგვარ გადაჭარბების გარეშე, რომ მათ შექმნეს ოჯახი, ძალიან სტუმართმოყვარე, გულგახსნილი დიდი თუ პატარასათვის, „ცნობილისა“ და თუ „არაცნობილისათვის,“ მიუხედავად მოკრძალებული, სსრკ-ს ინტელიგენციისათვის დამახასიათებელი, ეკონომიური სტატუსისა. ოჯახის სახელი ბევრად შორდებოდა ბათუმისა თუ აჭარის მასშტაბებს. ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეს და ხელოვანი სტუმრობდა მათ მოკრძალებულ ბინაში (ტელმანის, ამჟამად მეფე ფარნავაზის ნრ. 74, კომუნალური სახლი, თემისათვის დაბრუნებული, ებრაული სალოცავის გვერდით).
იუზა ბარდანაშვილმა, მიუხედავად საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერის დასაწყისისა, ვერ შესძლო თავისი ოცნების, სამხატვრო აკადემიაში სწავლების, განხორციელება. მართალია შესძლო, მრავალი ცდილობის შემდეგ, გაენთავისუფლა თავი სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ ოჯახის შექმნისა და ორი ვაჟის (რუბენის და იოსები - სოსოს) შეძენის შემდეგ დარჩა ბათუმში და მსახურობდა, როგორც მხატვარი - შემოქმედი. ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, ადრე საპორტო უბანში, 60-იანი წლებიდან ისრაელში ამოსვლამდე, ბლაგოევგრადის ქუჩაზე ბათუმში. ისრაელში წასვლის შემდეგ, სახელოსნო საჩუქრად გადასცა მეგობარს, მხატვარ იაგო ახობაძეს, რომელსაც მის გვერდით ჰქონდა სახელოსნო.
თანამშრომლობდა აჭარის სმხატვრო სახელოსნოების გაერთიანებასთან, ძირითადად მხატვრული გაფორმების განხრით. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის აჭარის სახელმწიფო სამხარეო მუზეუმის გაფორმებაში, ასრულებდა მაღალ არტისტულ დონეზე ცნობილი მოღვაწეებისა, მწერლებისა თუ მუსიკოსების პორტრეტებს დაწესებულებების შეკვეთით. იყო ნეონის რეკლამებისა და აბრების დაპროექტების ერთ - ერთი პიონერი, რითაც ბათუმი გამოირჩეოდა მთელს საქართველოში და სსრკ - ს მაშტაბით (მათ შორის ცნობილი ნეონი სასტუმრო „ინტურისტისა,“ რომელიც მრავალი წლით გახდა ამ შენობის ერთგული თანამგზავრი). აპროექტებდა და მხატვრულად აფორმებდა შესაფუთ კოლოფებს და ეტიკეტებს ბათუმის ალოესის და ევკალიპტის წამლებისა და თევზის დამამუშავებელი ფაბრიკებისათვის, რომელთა ნაწარმი იგზავნებოდა მსოფლიო ბაზარზე და იუზას დაპროექტებული ეტიკეტები კი ამ პროდუქტებისათვის სრულდებოდა დასავლეთის (ფინეთის) სტამბებში, რაც განსაკუთრებით გამოაჩენდა მხატვრული გემოვნების მაღალ დონეს. შესრულებული აქვს აგრეთვე ილუსტრაციები ენციკლოპედიებისათვის, რაც დიდ ტექნიკურ ოსტატობას მოითხოვდა.
1988 წ. 23 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მიენიჭა აჭარის დამსახურებული მხატვრის წოდება.
-
ისრაელში ამოვიდა მეუღლესთან და ვაჟთან, უკვე ცნობილ კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან ერთად. დასახლდა ბათ - იამში. გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვეღარ მოახერხა თავისი საყვარელი პროფესიული მოღვაწეობის - მხატვრობის გაგრძელება. შეძლებისდაგვარად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოდან ამოსულ ებრაელთა კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებში, ესწრებოდა სერიოზული მუსიკის კონცერტებს და თეატრალურ სპექტაკლებს.
-
გარდაიცვალა ბათ - იამში 2000 წ. 3 მარტს „ვოლფსონის“ საავადმყოფოში ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ, გულის უკმარისობის გამო.
-
დაკრძალულია ისრაელში, თელ - ავივის იარკონის სასაფლაოზე, მის გვერდით კი 2008 წ. გარდაცვალების შემდეგ დაკრძალულია მისი ერთგული მეუღლე სარა მეგრელიშვილი - ბარდანაშვილისა.
ბიოგრაფია
საქართველოს ებრაელთა ენციკლოპედიაში შესატანი პირის საანკეტო
მონაცემები
1. გვარი,სახელი,მამის სახელი :_
ბარდანაშვილი იუზა (ყეზრა - ეზრა)
მამა - ბენიამინ (ბენო) ბარდანაშვილი,
დედა - აბეღა სეფიაშვილი.
3. დაბადების წელი და ადგილი:_
1922 წელი, 20 მაისი ქ. ბათუმი, საქართველოს რესპუბლიკა.
-
მეუღლე სარა მეგრელიშვილი (1924 – 2008 წ.)
-
შვილები: რუბენი (არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, 1978 წ. ცხოვრობს პოლონეთში), იოსები - სოსო (კომპოზიტორი, 1995 წ. ცხოვრობს ისრაელში) და მიხეილი - მერაბი, განათლებით ინჟინერი - ენერგეტიკოსი, სამშენებლო ინვესტიციების სპეციალისტი, 1997 წ. ცხოვრობს აშშ.).

აბრაამ ენუქაშვილი
აბრაამ ენუქაშვილი
ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მრავალმა ქართველმა ებრაელმა ისახელა თავი. მე, კი, იომ ჰა’აცმაუთზე ყოველთვის აბრაამ ენუქაშვილი მახ-სენდება.
ქუთაისში დაბადებული, 30-იან წლებში თურქეთში გადასახლდა. 1941 წელს კი ისრაელში ასვლა მოახერხა და შეუერთდა ,,ჰაგანა"-ს. ფლობდა ქართულ, რუსულ და თურქულ ენებს, აქტიურად მონაწილეობდა სადაზვერვო ოპერაციებში.
1948 წელს უერთდება ქარმელის ბრიგადას (ხატიბოთ ქარმელ), სადაც რამდე-ნიმე ბრძოლაში ისახელა თავი, მისთვის საბედისწერო კი მიშმარ ჰა' იარდენთან მომხდარი შეტაკება აღმოჩნდა, სადაც ისრაელელებმა სირიელების შეტევა აღკვე-თეს, მაგრამ აბრაამი ბრძოლის ველზე დაეცა. ეს მოხდა ისრაელის დამოუკიდებ-ლობის გამოცხადებიდან ზუსტად ორი თვის თავზე, ხოლო იმავე წლის 8 ოქტო-მბერს, გალილეაში, როშ-ფინას სასაფლაოზე დაიდო სამუდამო ბინა.
ბარუხ დაიან, ჰა' ემეთ...
აბრაამ ენუქაშვილი
აბრაამ ენუქაშვილი