A16 (გაგრძ) ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობები - 2
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 ისრაელის ჟურნალისტთა პირველი ოფიციალური დელეგაცია საბჭოთა კავშირში და საქართველოში
2 მოსკოვი
"ლამაზი სუფრა"- - რეზო ამაშუკელთან
თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები
5 თბილისელი მხატვრების გამოფენა-გაყიდვაზე
რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე
6 ა. საპირის არჩევა რუსთაველის საზოგადოების საპატიო წევრად
აბრაამ საპირის სიტყვა ყრილობაზე
7 შეხვედრა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან
შეხვერდრა ჟურნალისტთა კავშირში
8 შეხვედრა კათალიკოს პატრიარქთან
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გივი ჯავახიშვილთან
თბილისში სასტუმრო "ივერია"-ს წინა მოედანზე
"ლიტერატურული გაზეთი"-ს რედაქციაში - შეხვედრა მერაბ კოსტავასთან
პრეს-კონფერენცია ჟურნალისტთა კავშირში
გენიალური მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის ოჯახში
რუსთაველის პროსპექტი თბილისში 9 აპრილის შემდეგ
გაზეთ "კომუნისტი"-ს რედაქციაში
დელეგაციის საქართველოში მოგზაურობის სურათები
10 ქუთაისი
მიღება ქუთაისის საოლქო კომიტეტში
დელეგაციის ქუთაისში ვიზიტის სურათები
სურათების ალბომი, რომელიც სპეციალურად დაამზადეს
იერუშალაიმის ქუჩის გახსნა სურამში
12 ონში
პოეტ შალვა დავითაშვილის ქალიშვილი
13 სენაკში
14 ბანძაში
15 სუჯუნაში
16 ფოთში
17 ბათუმში
ბანკეტი ბათუმის "საზაფხულო თეატრში"
18 ვანში
19 სამტრედიაში
20 ქსოვრელების ორიგინალური ანსამბლის მიერ მოწყობილ სუფრაზე
24 ბანკეტი სასტუმრო "რამადა"-ში
25 სანდრო ბარათელი - დიდებული ადამიანი
27 ირინა ირემაშვილი და დავით მჭედლიძე
28 პოეტის უკვდავება (ნიკო სამადაშვილი) - რომან იაკობაშვილი
30 26 საუკუნის ძმები ვართ - ვანო ცინცაძე
31 შოთა რუსთაველის ძეგლი თბილისში რუს. პროსპექტზე
32 ონი - გიგა ჯაფარიძის დადგმა
33 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი ა. საპირს
35 "ქართველებო !" - იაკობ ჩიკვაშვილი
36 კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
37 ისტორიული სურათები ქართველ ებრაელთა ცხოვრებიდან ისრაელში. ა. საპირის წიგნიდან
"ალიის 40 წელი"
40 ჩვენი სტუმარია "ალია საქართველოდან"
41 სასიამოვნო ვიზიტის საქმიანი მხარე
43 დიდი გეგმები
45 "ქანაანიდან ......... ვიდრე მცხეთამდე"
46 დახმარება დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზარალებულებს
48 აბრაამ სეფიაშვილი : -"მე ორი სამშობლო მაქვს"
49 გვმართებს რწმენა და სიყვარული
50 პარტია "ალია და ახალგაზრდები"
52 ქართული ენის სწავლება ისრაელში
53 გაზეთ "ალია"-ს 15 წლისთავის წინ, გასაუბრება პოეტ რეზო ამაშუკელთან
54
ისრაელის ჟურნალისტთა პირველი ოფიციალური დელეგაცია საბჭოთა კავშირში და საქართველოში
მ ო ს კ ო ვ ი
1989 წლის სექტემბრის დასაწყისში ისრაელის პირველი, ოფიციალური, ჟურნალისტთა დელე-გაცია, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მიწვევით, ისრაელიდან ავსტრიის გავლით ჩაფრინდა მოსკოვში და მიღებულ იქნა მაღალ სახელმწიფო დონეზე. დელეგაციის წევრები მოათავსეს საქართ-ველოს ოფიციალური წარმომადგენლობის კუთვნილ შენობაში, რომელიც მოსკოვის ცენტრში მედება-რეობს. დელეგაციისათვის სახელმწიფო სასტუმრო “ნაციონალ”-ის რესტორანში გამოყოფილი იყო გან-საკუთრებულად დაცული დიდი ოთახი, სადაც ერთდროულად შეეძლო ესადილა 30-40 სტუმარს. პირვე ლად გაგვიკვირდა, თუ რისთვის იყო საჭირო, ამხელა ოთახის გამოყოფა, 7 კაციანი დელეგაციისათვის, მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ ვცდებოდით. პირველივე დღეს ჩვენთან ერთად სუფრის ირგვლივ ისხდა 30-35 მოსადილე. ესენი იყვნენ მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული ჟურნალისტები და რედაქტორები, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები და კგბ-ს გენერალი მეუღლით.
დელეგაციაში შედიოდნენ: პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი მეუღლით მზია, გაზეთ “ალია”-ს მთ. რედაქ-ტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) – დელეგაციის ხელმძღვანელი, მეუღლე სიმასთან ერთად, “ალია”-ს რედაქტორი ვაჟა თოფჩიაშვილი, ხელოვანი დავით ხუბელაშვილი და ისრაელის რადიოს სამმართვე-ლოს უფროსის მოადგილე იოელ რეკემი.
როგორც იცით, იმ პერიოდში ისრაელსა და საბჭოთა კავშირს შორის დიპ. ურთიერთობა გაწყვეტი-ლი იყო და სუფრის წევრებს აინტერესებდათ, პირველი წყაროდან მოესმინათ, ყველაფერი ისრაელზე. არაოფიციალურმა საუბარმა სუფრაზე ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთთან დელეგაციის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენი სტუმრობა გახდა პირველი ნაბიჯი, ისრაელსა და საბჭოთა კავ-შირს შორის ურთიერთობის განახლების გზაზე.
რესტორნიდან დელეგაციის წევრები მოსკოვის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წაიყ-ვანეს, დელეგაციის მეთაური კი მთავრობის მანქანით (სპეციალურ ესკორტთან ერთად) მიიყვანეს საბ-ჭოთა კავშიირის ბეჭდვთი სიტყვის მინისტრის კაბინეტში. მინისტრთან საუბარი შეეხო ისრაელ საბჭო-თა კავშირის მომავალ ურთიერთობებს. შემდგომში მას შეხვედრები ქონდა უდიდესი გაზეთების “პრავ-და” და “იზვესტია”-ს მთ. რედაქტორებთან და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.
გაფრენა თბილისში
მესამე დღეს შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, როცა ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, გვიანი ღამის მიუხედავად ასობით ადამიანი ელოდა მათ ჩამოს ვლას. და აი შეხვედრის პირველი წუთები თბილისის აეროპორტში 1989 წლის 3 სექტემბერს. მიაქციეთ ყურადღება საინტერესო ფაქტს, თვითმფრინავი “ტუ-104”, რომლითაც დელეგაცია ჩამოფრინდა მოსკო-ვიდან პირდაპირ აეროპორტის ჭიშკართან მიიყვანეს, სადაც მათ საქართველოს მთავრობის თანამშრომ-ლები და მაღალი კლასის მანქანები ელოდათ.
ამ კადრების ნახვა ქართული ინტელიგენციის ბევრ წარმომადგენელს გაგახსენებთ.
სასტუმრო “ივერია”-ში
გათენებამდე ელოლიაებოდნენ ძვირფას სტუმრებს სასტუმრო “ივერიას” სადარბაზოში
ლამაზი სუფრა რეზოსთან
ქალაქში გასეირნების შემდეგ ისინი მიიწვიეს დიდი ოსტატობით და მაღალი გემოვნებით გაწყო-ბილ სუფრასთან პოეტ რეზო ამაშუკელის ბინაზე თბილისში. სუფრას უსხდა საქართველოს იმდროინ-დელი ბოჰემისა და ისტებლიშმენტის რჩეული წარმომადგენლები. (თბილისის ქალაქის მერი, მინისტ-რები, მთავრობის მაღალი რანგის თანამშრომლები, ხელოვნების და ლიტერატურის გამოჩენილი მოღ-ვაწეები და სხვა).
აქვე სუფრის ცენტრალურ ნაწილში ისხდნენ რეზოს მეგობრები (ლოტბარები) რომლებიც ბულბუ-ლებივით გალობდნენ, მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს და თავისებურ ლაზათს ჰმატებდნენ ქართულ სუფრას.
ხაზგასასმელია ქ-ნ გულიკოს (რეზოს მეუღლის) გულისხმიერება, რომელსაც გაუთვალისწინებია, რომ სუფრაზე მხოლოდ ქაშერი ღვინო და საჭმელები ყოფილიყო.
თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები
დილის საათებში მცირედი დასვენების შემდეგ მთავრობის მანქანების ესკორტი დელეგაციის წევრებ-თან ერთად გაემართა თბილისის ღირსშესანიშნაოე-ბების დასათვალიერებლად.
-“პირველად აბანოთ უბანს ვესტუმრეთ, სტუდენ-ტობის წლებში ხშირად მიხდებოდა ხოლმე ამ უბა-ნში ყოფნა და მას კარგად ვიცნობდი. ათეული წლების შემდეგ ბევრი რამ შეცვლილა აქ. ხელოვნების ნიმუ-შების გამოფენა-გაყიდვის დათვალერების შემდეგ მე-ტეხის ხიდის გავლით მეტეხის ციხესთან ავედით. იქ დავით აღმაშენებლის მოედანი დავათვალერეთ, მოვი-ნახულეთ ცხენზე ამხედრებული მისი ძეგლი …. მეტე-ხის მაღლობიდან დავინახეთ მთაწმინდა და ტელევი-ზიის მაღალი ანძა …” – აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
თბილისელი მხატვრების გამოფენა-გაყიდვაზე
მეორე დილით მტკვრის მეორე მხარეს დასათ-ვალიერებლად წაიყვანეს დელეგაციის წევრები. აქ მოწყობილი იყო თბილისელი მხატვრების ნამუ-შევართა გამოფენა გაყიდვა. დელეგაციისა და მისი თანმხლები პირების გამოჩენამ ამ გამოფენაზე ნამდვი-ლი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელოვანთა შორის. ისინი ყო-ველნაირად ცდილობდნენ განსაკუთრებული პატივი ეცათ დელეგაციის ხელმძღვანელისათვის.
საკმარისი იყო მას ყურადღება მიექცია რომელიმე ნამუშევრისათვის, მისი შემოქმედი იქვე აპირებდა სტუმრისთვის საჩუქრად მიერთმია თავისი ნაშრომი. უხერხულ მდგომარეობაში მყოფი აბრაამი ცდილობდა უარი ეთქვა, მაგრამ მხატვრების თხოვნას უარი ვეღარ უთხრა, მით უმეტეს, რომ კულტურის მინისტრის თანაშემწემ განაცხადა რომ ის პასუხისმგებლობას კის-რულობს, რომ ნაჩუქარ ნივთებს მისი თანამშრომლები თვითონ შეფუთავენ, სათანადო დოკუმენტებს გააფორ-მებენ და დელეგაციის უკან დაბრუნებისას თვითონ მოათავსებენ თვითმფრინავში ისე, რომ მას ხელის გან-ძრევაც კი არ დასჭირდება …..
ისე მოხდა, რომ ათობით ნივთი და მხატვრული ნა-მუშევარი აღმოჩნდა დელეგაციის მეთაურის სალონში, ისრაელში დაბრუნების შემდეგ. დღეისათვის ისინი სა-თუთად ინახება აბრაამ საპირ (სეფი-აშვილის) კოლექ-ციაში და ამშვენებს მის სალონს.
რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე
იმ დღეებში თბილისში (ფილარმონიის დიდ დარ-ბაზში) მიმდინარეობდა ახლად ჩამოყალიბებული “რუსთაველის საზოგადოების” ყრილობა.
ყრილობას ესწრებოდა ქართული ინტელიგენციის, მთავრობის, პარლამენტის, რაიონული ხელმძღვანე-ლობის, აკადემიის – რჩეული წარმომადგენლები.
ყრილობის დეპუტატები ფეხზე მდგარი, ტაშით შეეგებენ დელეგაციის წევრების გამოჩენას, რომელ საც თან ახლდა დიდი პოეტი და კულტურის მინისტრის მოადგილე რეზო ამაშუკელი.
ყრილობამ სამდივნოში 9 წევრი აირჩია და მათ შორის: ზვიად გამსახურდია, ……… რჩეულიშვილი, აკაკი ბაქრაძე, ანა კალანდაძე, კინოსტუდია “ქართული ფილ-მის” ხელმძრვანელი რევაზ ჩხეიძე და ყრილობის სტუმარი: ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის ხელ მძღვანელი ისრაელიდან აბრაამ საპირ (სეფიაშვილი).
გაზეთ “ალია”-ს და ჟურნალ “ალიონი”-ს ათობით ეგზემპლიარი პირდაპირ დაიტაცენ ყრილობის დე-ლეგატებმა.
ყრილობის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სამდივ-ნოს წინადადებას საქართველოს რუსთაველის საზო-გადოების პირველ უცხოელ საპატიო წევრად აერჩიათ აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
აბრაამ საპირი არჩეულია რუს. საზოგადოების პირველ საპატიო წევრად
აბრაამ საპირის სიტყვა ყრილობაზე
საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველ უცხოელ საპატიო წევრად აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) არჩევის შემდეგ ის მიიწვიეს ყრილობის ტრიბუნასთან, სიტყვის წარმოსათქმელად.
ყრილობის მთელი მსვლელობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალუ-რი არხითა და რადიოთი. დარბაზში იმყოფებოდნენ მედიისა და პრესის თანამშრომლები. მათთვის ატრაქ-ცია იყო ისრაელის ჟურნალისთთა დელეგაციის გამო-ჩენა ყრილობაზე.
აბრაამის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ ისე მოხიბ-ლა ყრილობის დელეგატები, რომ ფეხზე წამოდგომით, მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვეს ის რამდენჯერმე, ისინი თვალებზე ცრემლმომდგარნი ისმენდნენ თითო-ელ მის სიტყვას
გაზეთ “სამშობლო”-ს რედაქციაში
1989 წელი. თბილისის ფილარმონიის დიდ დარ-ბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრი-ლობიდან, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგა ციის წევ-რები აბრაამ საპირ სეფიაშვილის მეთაურობით გაზეთ “სამშობლოს” რედაქციისაკენ ფეხით გაეშურნენ. ჩვენი მასპინძლები იყვნენ კოლეგები გაზეთის რედაქტორ პაატა ნაცვლიშვილისლის ხელმძღვანელობით.
მიღება კომპარტიის პირველ მდივანთან
“1989 წელი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია-2-სთან დიდებული მიღების შემდეგ ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევრები, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელობასთან შესახ-ვედრად წაიყვანეს, მე კი ძმადნაფიცმა მეგობარმა რეზო ამაშუკელმა მთხოვა თან გავყოლოდი ისე, რომ არ უთ-ქვამს, თუ სად მივყავდი,
მთავრობის შავი “ვოლგა”, რომელშიც ვისხედით მალე აღმოჩნდა მაღლივი შენობების კომლექსის საიდუმლო შესასვლელის წინ, სადაც მხოლოდ მთავრობის უმაღ-ლესი ეშელონის წევრებს ჰქონდა შესვლის უფლება.
მანქანიდან გადმოვედით თუ არა, იქვე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივ ნის კანცელარიაში აღმოვჩნდით. რეზო შინაურად ითვ-ლებოდა იქ და წარმადგინა ჯერ კანცელარიის უფ-როსის წინაშე ხოლო შემდეგ პირველი მდივნის – გივი გუმბარიძის კაბინეტში.
მან გულთბილად მიმიღო და დაინტერესდა ჩვენი ცხოვრებით ისრაელში. შემდეგ სხვა საკითხებსაც შეეხო და დაგეგმილი 15 წუთიანი შეხვედრა 1 საათი 15 წუთი გაგრძელდა.
ამ საუბრის მსვლელობის დროს არა ერთხელ შე-ახსენეს პირველს, რომ მას მოწვეული მინისტრები ელოდნენ.
აბრაამ საპირი (სეფიაშვილი)
სტუმრად ჟურნალისტთა კავშირში
ჟურნალისტთა კავშირში დელეგაციას მოგვესალმა ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომართელი (არაჩვეულებრივად კეთილი და სათნო ადამიანი) და მდივანი აკაკი … ჩვენი ფაქტიური მასპინძლები.
საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხის, რადიოს და პრესის წამყვანმა ჟურნალისტებმა ბევრი კითხვა დაუსვეს საქართველოს სტუმრებს. დელეგაცი-ის მეთაურმა დამაჯერებელი პასუხები გასცა მათ კითხვებს…
მ თ ა წ მ ი ნ დ ა ზ ე
არ შეიძლება თბილისს ესტუმრო და არ მოინახულო საქართველოს მშვენება და თბილისის ბრილიანტი – მთაწმინდა. თუ გსურთ სიამოვნება სრულყოფილი იყოს, მთაწმინდაზე მატარებლით უნდა ახვიდე. ჩვენც ვერ ვთქვით უარი ამ სიამოვნების მიღებაზე. მით უმე ტეს რომ ჩვენ თან გვახლდა უაღრესად ტკბილად მეუბარი კაცი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – ნიკოლოზ გულიაშვილი.
მიღება კათალიკოს-პატრიარქთან
1989 წელი. თბილისის ფილარმონიის დიდ დარბაზში მიმდინარე რუსთაველის საზოგადოების ყრილობიდან, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის წევრები აბრაამ საპირ სეფიაშვილის მეთაურობით საქართველოს კა-თალიკოს-პატრიარქ ილია-მეორის კანცელარიაში და-ნიშნულ მიღება-შეხვედრაზე მივიდა.
მას თან ახლდა ილია-მეორის უაღრესად პატივისმ-ცემელი პოეტი რეზო ამაშუკელი და და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ზაურ გომარ-თელი.
პატივცემულმა ილია-მეორემ დიდი სითბოთი მიიღო დელეგაცია და განსაკურებით კი დელეგაციის მეთა-ური აბრაამ საპირი რომელსაც უკვე დიდი ხანია პირა-დად იცნობდა.
კათალიკოსმა გაიხსენა მისი პირველი ვიზიტი ის-რაელში 1981 წელს და ის თბილი დახვედრა რომელიც მას მოუწყო ისრაელში 1976 წელს ჩამოყალიბებულმა “რუსთაველის სახ, საზოგადოებამ” აბრაამ საპირის ხელმძღვანეობით და მისი შეხვედრა ისრაელის თავ-დაცვის მინისტრ, გენერალ არიელ შარონთან, რმელიც აგრეთვე აბრაამის მეშვეობით მოხდა. (აბრაამი შარონის დივიზიის შემადგენლობაში იბრძოდა ქიფურის ომში და მასთან ერთად გადალახა სუეცის არხი და შევიდა ეგვიპტეში).
პატრიარქმა გაიხსენა აგრეთვე მისი მეორე ვიზიტი ისრაელში 1985 წელს, როცა მან “რუსთაველის სახ, სა-ზოგადოების” წევრების თანხლებით ჯვრის მონასტერ-ში (იერუშალაიმი) შეაბრძანა ილია მართალის (ჭავ-ჭავაძის) ხატი.
შეხვედრაზე, რომელიც მნიშვნელოვანი ხანი გაგრ ძელდა ილია-მეორემ დალოცა ისრაელი, ებრაელი ხალ ხი და დელეგაციის წევრები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ.
თბილისში სასტუმრო „ივერია“-ს წინა მოედანზე
1989 წელია, ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია ამ სასტუმროში განათავსეს. დე-ლეგაციასთან კავშირის დამყარებას უშედეგოდ ცდილობდა საქართველოს ბევრი ორგა-ნიზაცია, დაწესებულება, უმაღლესი სას-წავლებელი, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამ-ბლი.
აქ აღბეჭდილია მომენტი, როცა ერთერთი ქოროგრა-ფიული ანსამბლი დილადრიან მოსულა სასტუმრო „ივერია“-სთან და ელოდა დელეგაციის გამოჩენას.
მათ სახელდახელო კონცერტი გამართეს უშუალოდ მოედანზე და ამით გამოხატეს თავიანთი უღრმესი პა-ტივისცემა ისრაელელი სტუმრებისადმი.
ამ დაუგეგმავი კონცერტის შემდეგ ანსამბლის წევრმა ბავშვებმა თავიანთი ფორ-მები და ხანჯლები საჩურად მიართვეს დელეგაციას, ისრაელის ბავშვებისათვის გა-დასაცემად.
დელეგაციის ხელმძღვანელმა აბრაამ საპირმა დე-ლეგაციის სახელით მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვანელობას და დიდი სიყვარული გამოთქვა ქართველი ბავშვების მიმართ.
“ლიტერატურული საქართველოს” რედაქციაში შეხვედრა მერაბ კოსტავასთან
იმ პერიოდში საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გაზეთი “ლიტერატურული საქართვე-ლო”, რომლის რედაქცია თბილისში რუსთაველის სპროსპექტზე იყო განთავსებული. მისი რედაქტორი გახლდათ ელიზბარ ჯაველიძე. შემდგომში განათლე-ბის მინისტრი.
დელეგაციის წევრები გულთბილად მიგვიღეს და გაიმართა საინტერესო საუბარი მრგვალ მაგიდასთან. მოგვიანებით საუბარს შემოუერთდა მერაბ კოსტავა. საუბრის დასასრულს მერაბიმ მოინდომა დელეგაციის ხელმძღვანელთან ოთხ თვალში საუბარი.
მიღება მწერალთა კავშირში
მწერალთა კავშირში ჩვენი დელეგაცია მიიღო მწე რალთა კავშირის თავმჯდომარემ, დიდმა პოეტმა, მუხ რან მაჭავარიანმა, მისმა მოადგილეებმა და ცნობილ მწერლებით გადაჭედილმა დარბაზმა. სხვათა შორის დარბაზში იმყოფებოდა აგრეთვე ქართველი ებრაელე-ბისათვის კარგად ცნობილი პოეტი ნანა დავარიც.
მუხრან მაჭავარიანის და აბრაამ საპირის მოკლე ურთიერთ მისალმებების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სახელგანთქმული მწერლები. ჩვენმა სასიქადულო პოეტმა იაკობ გოლან-ჩიკვაშვილმა ექსპ რომტად წარმოთქმული თავისი ორსტრიქონიანი ლექ სით
“მოვედი თქვენთან და თქვენს მიწა-წყალს,
დაბრუნებული ქოფაკივით დავუწყო ლოკვა …”
მოაჯადოვა დამსწრენი და წამიერად ჰპოვა მათში აღიარება …
დავით ხუბელაშვილმა წაიკითხა სიმხა ადარის დიდებული ლექსი “რა ხალხი ვყოფილვართ” და ჩვენს დამხვდურებს აჩვენა ისრაელში ასულ ქართველ ებრა ელთა კულტურული დონე.
საგარეო საქმეთა მინისტრ გივი ჯავახიშვილთან
მწერალთა კავშირიდან დელეგაციის წევრები მი-ნისტრთან შესახვედრად გაემგზავრნენ. აქ გაიმართა მეტად მნიშვნელოვანი საუბარი, დელეგაციის ხელმძღ-ვანელ აბრაამ საპირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის – ისრაელისა და საქართველოს მომავალი ურ-თიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების შესახებ. პირველ რიგში ეს ეხებოდა ტურისტული მოგზაურო-ბების აღდგენას და ფრენების განახლებას საჭოთა კავ შირსა და ისრაელს შორის.
მოსკოვში მიღწეული შეთანმების მიხედვით პირვ-ელი ფრენა საბჭთა თვითმფრინავით უნდა განხორციე-ლებულიყო რეისით – “თბილისი – თელ-ავივი”.
ასეთი ფრენა რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც განხორციელდა აბრაამ საპირის საქართველოში მეორე ვიზიტის შემდეგ და ის იყო პირველი ისრაელის მო ქალაქე ვინც პირდაპირ თბილისიდან ჩამოფრინდა თელ-ავივში პირველი რეისით (თვითმფრინავი “ტუ-104”) საბჭოთა კავშირიდან (საქართველოდან) ისრაელში.
კონიაკის ქარხანაში
უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა თბილისის კონია-კის ქარხნის დირექტორმა იმისათვის, რომ მოეხერხე-ბინა ჩვენი დელეგაციის წევრთა მიწვევა ამ ქარხანაში, ჩვენმა მასპინძლებმა მას მხოლოდ 15 წუთიანი ვიზი-ტით უპასუხეს.
… “ძლივს მოვასწარით იმ სუფრის ირგვლივ შემოს ხდომა, რომელსაც ჩიტის რძეც კი არ აკლდა, ქართული კონიაკის მოკლე ისტორიის მოსმენა და კედლის თა-როებზე შემოწყობილი, მსოფლიოში სახელგანთქმული, ქართული კონიაკის მარკების დათვალიერება. რომ წა-მოვდექით.
იმედგაცრუებულმა ქარხნის დირექტორმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ქართული კონიაკის ყველაზე უკე თესი მარკების ეგზემპლიარებით დატვირთული სატ-ვირთო მანქანა დაგვადევნა და გვთხოვა ისრაელში წაგვეღო საჩუქრად.
ამ კონიაკების დიდი ნაწილი საქართველოს სხვა-დასხვა ქალაქებში მოგზაურობისას დავარიგეთ საჩუქ-რად და ისრაელშიც ბევრი ჩამოგვყვა. მე პირადად სახ-ლში 15 ყუთი მივიტანე და წლების განმავლობაში ვინახავდი რელიკვიასავით და ისრაელელ მეგობრებს ვურიგებდი გასაცნობად.
მასპინძელთა მხრიდან უდიდესი პატივისცემა იმაში გამოიხატა, რომ ეს კონიაკები თვითონვე მიიტანეს აეროპორტში და და ჩატვირთეს თვითმფრინავში. ჩვენ ისინი უკვე თელ-ავივში ჩამოვტვირთეთ”… –
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
სტუმრად ჟურნალისტ შალვა სვანის ოჯახში
დიდებულ მსახიობ ქართლოს კასრაძესთან
პრეს-კონფერენცია ჟურნალისტთა კავშირში
სახელგანთქმულ ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ ჟურნალისთთა კავშირის დიდ დარბაზში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც მიჰყავდა ებრაისტიკის პროფესორს კოტე წერეთელს.
დარბაზში თავი მოიყარა 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა, (ფოტოჟურნალიტმა) დასწრების ბევრი მსურველი დარბაზის გარეთ დარჩა უადგილობის გამო.
ჟურნალისტები მოხიბლა აბრაამ საპირის პასუხებმა და მადლიერების ნიშნად მას საქართველოში სტუმრობის სამახსოვრო სურათების ალბომი აჩუქეს.
გენიალური მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ოჯახში
ქალაქ თბილისს მეორედ 1990 წლის დასაწყისში ვეწვიეთ, აკადემიკოს სარგის ცაიშვილის მიწვევით. ჩვენს დელეგაციაში შედიოდნენ – ჩემი მეუღლე სიმა. სახელგანთქმული გულის დასტაქარი, პროფესორი გიდეონ ორეცკი და მისი მეუღლე, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ჩვენ მოვინახულეთ და დავათვალიერეთ საქართველოს ბევრი ღირსშე-სანიშნავი ადგილი და ბოლოს აღმოვჩნდით თბილისის ცენტრში მდებარე ეგზოტიკურ, ზღაპრული სილამაზის კერძო მამულში, რომელიც სახელოვან მოქანდაკეს, მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნოდა. ის ბ-ნი სარგისის ახლო მეგო-ბარი გახლდათ და სახლის კარებთან ერთად გულიც გაგვიხსნა.
მერაბი პირადად გამოგვყვა და დაგვათვალიერებინა მისი კუთვნილი შენობების კომპლექსი, სადაც განთავსებული იყო მისი და სხვა გამოჩენილი მხატვრების ფერწერული ტილოებით მდიდარი დიდი გალერეა, ძველებური იარაღების კოლექცია, მისი ნაშრომების რეპროუქციები, მდიდარი ბიბლიო-თეკა და ღვინის სარდაფი, სადაც მიწაში იყო ჩაფლული სხვადასხვა მარკის ქართული ღვინოებით სავსე ჭურები. სარდაფში შესულებს თავბრუ დაგვესხა. ჰაერში სპირტის მძაფრი სუნი ტრიალებდა. მასპინძელმა ყველაზე ძველი ღვი ნოების დაგემოვნება შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ უკვე მთვრალები ვიყავით – სუნით.
ეზოში გემოვნებით იყო განლაგებული მერაბ ბერძენისვილის ორიგი-ნალური ქანდაკებების ნაწილი.
ექსპონატების კოლექციებს, რომელიც ჩვენ მერაბის სახლში დავათვალიერეთ ბადალი არა ჰყავს და ბევრ მსოფლიოში სახელგანთქმულ მუზეუმს შეშურ-დებოდა მისი.
„ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის“ ხელმ-ლი აბრაამ საპირი და მისი მეუღლე, არა ერთხელ მიიწვია ოჯახში, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ წამყვანმა კორესპონდენტმა, ცნობილმა ჟურნალისტმა შალვა სვანმა.
ქ-ნი იზა გახლდათ ხაჭაპურის ცხობის ოსტატი და ჩვენ გვიწვევდნენ მის დასაგემოვნებლად.
იმ დღეს ჩვენთან ერთად სუფრას უსხდნენ საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, ჟურნალ „დროშა“-ს რედაქტორი ოთარ ქინქლაძე, დიდებულ მეუღლე ჟუჟუნასთან ერთად და ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომართელი. (ფაქტიურად ჩვენი დელეგაციის მასპინძელი)
ეს საუბარი გაიმართა თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო “ივერია”-ში 1989 წლის სექტემბერში. ამ დროს ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და მასპინძლებმა ისინი აქ განათავსეს.
ქართლოსი იგონებს იმ მიღებას, რომელიც მოუწყო გაზეთ “ალია”-ს რედაქციამ, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას ისრაელში, რეზო ამაშუკელის ხელმძ-ღვანელობით, ამ გაზეთის დაარსებიდან 15 წლისთავის ზეიმთან დაკავშირებით
რუსთაველის პროსპექტი თბილისში 9 აპრილის შემდეგ
ჟურნალისტებმა დელეგაციის წევრები მიიწვიეს დარბაზში, სადაც გამოფენილი იყო 9 აპრილთან დაკავსირებული დოკუმენტური სურათები.
დელეგაციის წევრი იოელ რეკემი – ისრაელიის რადიოს “კოლ ისრაელის” სამმართველოს უფროსის მოადგილე – პირდაპირ გადაცემებს აკეთებდა ისრაელის რადიოსა და ტელევიზიისათვის ივრითზე.
გაზეთ “კომუნისტი”-ს რედაქციაში
ისრაელის ჟურნალისტთა პირველი, ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი, გაზეთის “ალია საქარ თველოდან” დამაარსებელი, გამომცემელი და მთ. რედაქტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) გაზეთ “კომუნისტი”-ს რედაქტორის კაბინეტში. აქ არიან საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი და ჟურნალ “დროშა”-ს რედაქტორი ოთარ ქინქლაძე (მარჯვნიდან პირველი), “კომუნისტი”-ს რედაქტორი ნიკოლოზ ჩერ-ქეზიშვილი, მისი მოადგილე და აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) .
დ ა ჯ ი ლ დ ო ე ბ ა
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ: “საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა” მთავრობის უმაღლესი ჯილდოთი “საპატიო სიგელი”-თ დააჯილდოვა ისრაელის ჟურნალისთთა დელეგაციის მეთაური აბრაამ საპირ (სეფიაშვილი), დელე-გაციისა და გაზეთ “ალია”-ს რედაქციის წევრები და ცალკე, განსაკუთრებული ჯილდოთი გაზეთ “ალია”-ს რედაქცია. (სურ. იხ. ქვემოთ).
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში არსებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში. დელეგაციის წევრებს საპატიო სიგელები პირადად პრეეზიდიუმის მდივანმა – კვარაცხელიამ გადასცა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში უცხო ქვეყნებიდან აკრედიტირებული ჟურნალისტები და ტელეოპერატორები. როგორც მოგეხსენებათ 1989 წელს უცხოეთთან კავშირები მკვეთრად იყო შეზღუდული, მაგრამ ამ ცერემონიის კადრები ბევრ ქვეყანაში გადაიცა.
მიღება რაფო ელიგულაშვილთან
სურათზე: ვაჭრობის მინისტრ რაფო ელიგულაშვილის კაბინეტში. (მარცხნიდან მარჯვნივ) დავით ხუბელაშვილი, სამსონ იაკობაშვილი, იაკობ ჩიკვაშვილი, იოელ რეკემი, ბატონი რაფო ელიგულაშვილი, შალვა სვანი, საქართველოში ისრაელის ჟურნალისტთა პირველი, ოფიციალური დელეგაციის ხელმ-ლი აბრაამ საპირი. მისი მეუღლე სიმა, მზია მამისთვალოვი-ჩიკვაშვილი და ვაჟა თოფჩიაშვილი.
ბევრი მინისტრი ცდილობდა ჩვენი დელეგაციის მიწვევას, მაგრამ ჩვენი ვიზიტის პროგრამაში, თავი სუფალი წუთის მოძებნაც ძნელი იყო, 18 დღის განმავლობაში, მთელი საქართველო უნდა მოგვეარა.
ბატონ რაფოს, როგორც ძველ კომუნისტს, რეპრესიებ გამოვლილს, საკონცენტრაციო ბანაკში ნამყოფს და გამართლებულს უარი ვერ უთხრეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობაში, ის ხომ ერთადერთი ებრაელი იყო.
მას დიდი სიხარული მოგვარა ჩვენთან გასაუბრებამ და ბევრი რამ გვკითხა ისრაელში ჩვენი ცხოვრების შესახებ.
ვიზიტის ბოლოს მოხუცმა ფეხით ჩამოგვაცილა მესამე სართულიდან, მისი პირადი მანქანის სადგომამდე, თვითონ გამოაღო მანქანის კარები და ჯერ აბრაამ საპირის მეუღლე მიიწვია და მერე პირადად ის.
ასევე დააკვალიანა მან დელეგაციის სხვა წევრები და თბილად დაგვემშვიდობა.
ეს იყო მინისტრის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოჩენილი უდიდესი პატივისცემა. კეთილი იყოს მისი ხსოვნა
გაზეთ “თბილისი”-ს რედაქციაში
“გაზეთ “თბილისი”-ს რედაქციისაკენ რუსთაველის პროსპექტზე ფეხით წავედით, დელეგაციას თან 50-60–მდე ადამიანი მოგვყვებოდა. დელეგაციას წინ მიუძღოდა პოეტი რეზო ამაშუკელი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავ-რე ზაურ გომართელი, პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი და თქვენი მონა-მორჩილი აბრაამ საპირ-სეფიაშვილი.
ჟურნალისტები. ტელეოპერატორები. ფოტოკორესპონდენტები განუწყვე-ტლივ ტრიალებდნენ ჩვენს ირგვლივ, იღებდნენ სურათებს და იწერდნენ ნებისმიერ წვრილმანს. საღამოთი და მეორე დილით საქართველოს ცენტრა-ლურ გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში შუქდებოდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თანაც ყოველღიურად. მთელ საქართველოში დიდი ინტერესით ადევ-ნებდნენ თვალყურს ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციასთან დაკავშირე-ბულ ნებისმიერ ინფორმაციას.
როგორც ოფიციალურ დელეგაციას, ყოველთვის თან გვახლდა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაცვის რაზმი, ყოველგვარი ინცინდენტის თავი-დან ასაცილებლად. ეს სრულიადაც არ იყო საჭირო, ვინაიდან რუსთაველის პროსპექტზე მოსიერნენი დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით გვხვდებოდნენ და გვესალმებოდნენ. უმრავლესობამ კარგად იცოდა ვინ და საიდანაც ვიყავით.
იაკობ ჩიკვაშვილი განაცვიფრა ერთი ქართველის ქცევამ. ის ჯიქურ მოეჭრა დელეგაციას და ჩემსკენ წამოვიდა, დაცვა იქვე შემოეჭდო მას ირგვლივ, მაგრამ ეს საჭირო არ აღმოჩნდა. კაცი მოვიდა და ჩემს წინ დაიჩოქა:
-
– “აბრამ სეფიაშვილო – მეუბნება ის – საქართველო არ დაივიწყებს შენს დამსახურებას, შენ შეუნარჩუნე ქართული ენა თაობებს და პირობას გაძ-ლევ, საქართელოში ებრაელს არავინ ავად არ შეეხება”.
-
ფეხზე წამოვაყენე და გულში ჩავიხუტე. შემდგომში გაირკვა, რომ ეს კაცი ქვედა სამყაროს ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა. მას იქამდე მილიცია და კგბ-ც პატივს მიაგებდა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამის შემდეგ საქართველოს ციხეებში მყოფ ებრაელებს აბუჩად აღარა-ვინ იგდებდა და სათნოდ ეპყრობოდნენ.
-
იქვე რუსთაველის პროსპექტის გასწვრივ, გაზეთ “კომუნისტი”-ს რე-დაქციის მხარეს (ლენინის მოედნისაკენ) შენობების უზარმაზარი ვიტრინების მინებზე გამოკრული იყო ჩვენი დელეგაციის წევრთა 2-3 მეტრიანი სურათები და საქართველოში ვიზიტის აღმნიშვნელი ფაქ ტები. ეს გამოფენა თვეების განმავლობაში არსებობდა და თითქმის ყველა თბილისელი ინტერესდებოდა მით.
-
-
გაზეთ “თბილისი”-ს რედაქციაში გულთბილად და გაწყობილი ქართული სუფრით შეგვხვდა, გაზეთის რედაქტორი დავიდ მელუხა, და ამ გაზეთის წამყვანი ჟურნალისტები.
ვაჟა და “ნისანი”
ვაჟა თოფჩიაშვილი – გაზეთის “ალია საქართველოდან” რედაქტორი 31 წლის განმავლობაში, ფილოსოფოსი, კარგად გათვითცნობიერებული იყო თბილისის ინტელექტუალთა წრეებში, ისრაელში ამოსლამდე. როგორც ისრაელის ჟურნა-ლისტთა დელეგაციის წევრი, ის ისევ ესტუმრა მშობლიურ ქალაქს 1989 წელს და მოინახულა თავისი ყოფილი მეგობრები.
მათ დიდი სიყვარულით მიიღეს ვაჟა და ერთერთმა მათგანმა, სახელგან-თქმულმა პროფესორმა მას ინგლისური “ნისან”-ის მარკის ავტომანქანა აჩუქა. (მანქანას საჭე მარჯვენა მხარეს ჰქონდა და მისი ისრაელში გამოსაგზავნად სპეციალური ნებართვის აღება იყო საჭირო).
ვინაიდან ვაჟას შეუჩვეველი მანქანის მართვა გაუჭირდებოდა, პროფესორმა შესანიშნავი შესახედაობის ქალბატონიც მოუვლინა ვაჟას მძღოლის როლში.
იმ საღამოს ვაჟას მანქანით გავეშურეთ პოეტ რობერტ ადარის ქალიშვილის ქორწილში. თან გვახლდა საფრანგეთის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი. დელეგა ციის საქართველოში ყოფნის თითოეული წუთი წინასწარ იყო დაგეგმილი და უცხო ტელევიზიისათვის ინ ტერვიუს მისაცემი დრო ვერ გამოინახა. ამიტომ შევ თავაზეთ მათ ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ ქორწილში, გადაეღოთ ქართულ-ებრაული ქორწილი და ინტერვიუ ჩვენთან.
გზაში ვაჟას ხუმრობით შევთავაზეთ, ახალი მანქანის საჩუქრად მიღებით დაკმაყოფილიყო და მძღოლი ჩვენთვის დაეთმო, საჭესთან მჯდომი სიმპათიური ქალბატონი, თვითკმაყოფილებით იღიმოდა, მაგრამ არ გაბრაზებულა, ვინაიდან ჩემს გვერდით ჩემი მეუღლე იჯდა.
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
დელეგაციის საქართველოში მოგზაურობის სურათები
ავტორები იოსებ დავითაშვილი და ალესანდრე კავკასიძე – “ტასს”-ის ფოტოკორესპონდენტები
ქ უ თ ა ი ს ი
ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია თბილისიდან ქუთაისისაკენ მიემგზავრება. დელეგაციის წევრებითა და თანმხლები პირებით დატვირთული ავტობუსი მესხიშ-ვილის თეატრის წინ მდებარე ცენტრალური მოედნის განაპირა მდებარე სასტუმროს წინ გაჩერდა. აქ უამრავი ხალხი ელოდა სტუმრებს. ქუთაისლები დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდნენ დელეგაციის წევრს, პოეტ იაკობ გოლან ჩიკვაშვილს, რომელიც ამ ქალაქის მკვდრი შვილი იყო.
გულთბილი მოკითხვის შემდეგ ისინი მიიწვიეს ებ-რაულ რესტორანში გაშლილ დიდ სუფრაზე. აქ მხიარულებამ და განწყობამ ზენიტს მიაღწია, სიმღერებს ცეკვაც მოყვა და სტუმრებსა და მასპინძლებს შორის ურ-თიერთობა ძალიან ახლობელი გახდა.
მიღება ქუთაისის პარტიის საოლქო კომიტეტში
საოლქო კომიტეტი 1989 წელს ეს იყო ქუთაისში ხელისუფლებისა და პარტიის უმაღლესი ორგანო. კო-მიტეტის პირველ მდივანთან ერთად აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი შანშიაშვილი და სხვა მაღალი თანამ-დებებობის პირები აქვე იყვნენ თბილისიდან დელეგა-ციასთან ერთად ჩამოსული მინისტრები, ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები.
ბაგრატის ტაძარში (ქუთაისი)
ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა სპეციალური კონცერტი გამართა დელეგაციის საპატივცემოდ ბაგრატის ტაძარში. დელეგაციის სახელით მათ პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი მიესალმა.
დელეგაციის ქუთაისში ვიზიტის სურათები
სურათების ალბომი, რომელიც სპეციალურად დაამზადეს
ავტორი ალექსანდრე კოტორაშვილი – გაზეთ “ლელო”-ს კორესპონდენტი
ხ ა შ უ რ ი ( ს უ რ ა მ ი )
ხაშურის რაიკომის პირველი მდივნის როლანდ მულაძის მიწვევით დელეგაცია სურამის დასათვა-ლერებლად გაემგზავრა.
დელეგაციას თან გაჰყვა საქართველოს ინტელიგენ-ციის და მთავრობის წარმომადგენელთა დიდი ამალა (ასზე მეტი ადამიანი და მათ შორის სახელოვანი პოეტი რეზო ამაშუკელი, გიგლა ხუხაშვილი, ოთარი სეფია-შვილი და ბევრი სხვა).
დელეგაციის შესახვედრად ქუჩაში გამოვიდა 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც ვარდ-ყვავილებითა და კამფეტებით შეხვდნენ მათ.
სურამის შესასვლელთნ დელეგაციას შეეგება არღნე-ბით აღჭურვილი ფაეტონების რიგი. ასე მიიყვანეს ისინი თეატრის შენობამდე სადაც დილიდანვე ხალხით გაჭედილი დარბაზი ელოდა მათ.
ხალხის კიდევ უფრო მეტი ნაწილი, რომელთაც ვერ შეძლეს შენობაში მოხვედრა თეატრის წინა მოედანზე ელოდა მათ.
სტუმრების მიღება რომ უფრო კარგად დაენახათ ხალხის ნაწილი ქუჩის ორივე მხარეს მდებარე სახლებში ასულან მესამე სართულამდე, ზოგიც სახლის სახურავზე მოკალათებულა …. დანარჩენი იხილეთ ამ ვიდეოფირების საშუალებით.
იერუშალაიმის ქუჩის გახსნა სურამში
სურამის თეატრში მხურვალე მიღების შემდეგ მთელი საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და პარკის მიმარ-თულებით გაეშურა. წინ მათ მიუძღოდა მოსწავლე ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც ხელში ეჭირათ აბრები წარწერით “იერუშალაიმის ქუჩა”. ქალაქის ხელმძ-ღვანელობას გადაუწყვეტია პარკისაკენ მიმავალი ცენტ რალური ქუჩისთვის ამიერიდან იერუშლაიმის ქუჩის სახელი ეწოდებინა.
პარკში რომ შევედით აქ კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. პარკის ცენტრალურ ნაწილში დადგმული იყო კვარცხლბეკი წარწერით: “აქ დაიდგმება ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მემორიალი”. ბევრი ლამაზი სიტყვა წარმოითქვა აქ.
სურამის თეატრში
ხალხით ისე იყო გაჭედილი დარბაზი, რომ შიგ ნემსსაც ვერ ჩააგდებდით. ადგილობრივების გარდა დარბაზში შეამჩნევდით საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულებსაც. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩე-ოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელის პატივსაცემად კულაშიდან ჩამოსულები.
სცენაზე ისხდნენ დელეგაციის წევრები, თბილისიდან დელეგაციასთან ერთად ჩამოსული საპატიო და სახელ-განთქმული სტუმრები.
ო ნ შ ი
11 სექტემბერი 1989 წელი. ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაცია აბრაამ საპირ-სეფიაშვილის ხელმძღვანელო-ბით საქართველოს ესტუმრა. საქართველოს არა ერთი რაი ონის ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული ამ დელეგა ციის მიწვევით, როცა რაიონების სია გააცნეს დელეგაციის მეთაურს, მან სურვილი გამოსთქვა, თუ ეს შესაძლებელი იყო, გვენახა რაჭა და ონის ებრაელობა.
ონის რაიკომის პირველი მდივნის რევაზ ნოდარიშვი-ლის მიწვევით დელეგაცია რაჭის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
დელეგაციას თან გაჰყვა საქართველოს ინტელიგენციის და მთავრობის წარმომადგენელთა ამალა.
“ქუთაისიდან რაჭისკენ გავემგზავრეთ და მალე ჩვენს თვალწინ გადაიშალა ულამაზესი სანახაობა: მთები, ჩანჩ-ქერები, მთიდან რაკრაკით ჩამომავალი ნაკადულები, მდე-ლოები, ულამაზესი საძოვრები და დაუვიწყარი ხედები. არაერთხელ გავაჩერეთ მანქანები, წყაროების ანკარა წყლე ბის დასაგემოვნებლად. ეს თურმე მხოლოდ დასაწყისი იყო.
ონამდე რამდენიმე კილომეტრი იყო დარჩენილი, რომ ბატონმა ნოდარმა მანქანებიდან ჩამოსვლა გვთხოვა და ერთერთი მდელოსაკენ მიგვითითა, სადაც ადამიანთა დიდი ჯგუფი ფუსფუსებდა. აქ თურმე ონელები შეკრები-ლან, ადგილობრივი ხახამი (შოხეტი) მოუყვანიათ და ხბო დაუკლავთ, კოცონი გაუ ჩაღებიათ და ზედ მწვადებს აშიშ ხინებდნენ. (მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინა ხავს და არ დამიგემოვნებია, სიდიდით და გემოთი უკე-თესი მწვადი.)
მთაში, ბუნების წიაღში სახელთახელო სუფრა გაუწყვი ათ და ჩვენს მოსვლას ელოდნენ, რომ სპეციალურად ჩვენს საპატივცემოდ მოტანილი ქაშერი ღვინით, სადღეგრძელო ები აგვეწია. ვაღიარებ, რომ ამის წინაარმდეგი არავინ ყო-ფილა.
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
საუბარი სუფრასთან გაგრძელდა
უზარმაზარ სუფრას უსხდნენ ონის საზოგადოების წარჩინებული პირები, რომელთაგან გამოირჩეოდნენ შალ-ვა (მომღერალი) და გიგა (რეჟისორი) ჯაფარიძეები. მწერალი აკადემი-კოსი ლევან სანიკიძე, პოეტი დანიელ ხახიაშვილი, მწერალი რევაზ ჯაფარიძე და სხვები
გთავაზობთ ამ ლამაზი მიღების ვიდეოკადრებს.
ონის სინაგოგაში
მერე ონი დავათვალიერეთ, საყოველთაოდ ცნობილ სინაგოგას ვესტუმრეთ. აქ ასობით ადამიანს მოეყარა თავი, პურ-მარილითა და ანთებული სანთლებით შემოგვხვ--დნენ. მგზნებარე სიტყვები წარმოსთქვეს და დარბაზში მიგვიწვიეს.
ონის რაიონულ კომიტეტში
პოეტ დანიელ ხახიაშვილთან
დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული პატივი დასდო ონელ ებრაელ პოეტს დანიელ ხახიაშვილს და ოჯახში ესტუმრა მას.
პოეტ შალვა დავითაშვილის ქალიშვილი
გამოცილება ონიდან
დელეგაციას მუდმივად თან ახლდა საქართველოს ტელევიზიის ცენტრალური არხის გადამღებთა ჯგუფი რეჟისორ ოპერატორ გურამ ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ვიდეოზე აფიქსირებდა დელეგაციის ყოველ ნაბიჯს.
ს ე ნ ა კ შ ი
რაჭაში (ონში) დელეგაციის მაღალ დონეზე მიღების შემდეგ გავემგზავრეთ ფოთი-საკენ. აბაშის, ბანძის (აქ ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულებოდა), სუჯუნის და ცხა-კაიას (სენაკის) გავლით.
სენაკში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფიციალუ-რი შეხვედრა მოგვიწყო და ამ შეხვედრის ჩარჩოებში დაგვათვალერებინეს სენაკის მიდამოებში მიმდინარე არქეოლო-გიური გათხრების ადგილები და ამ გათხრების შედეგად ნაპოვნი უნიკალური ექსპონა-ტების ნიმუშების მუზეუმი.
დელეგაციას შეხვდა აგრეთვე სენაკის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენელი: საყოველთაოდ საყვარელი ექიმი და მწერალი სოსო სეფიაშვილი.
ბაგრატის ტაძარში (ქუთაისი)
ბ ა ნ ძ ა შ ი
"ბანძაში წასვლა სპეციალურად მოვითხოვე. იქ დასაფ-ლავებულია ჩემი ბაბუა (მამის მხრიდან), რაბი დავით (დავითო) სეფიაშვილი, ბანძის ყოფილი მთ. .რაბი, შოხ-ეტი, მოელი და ხაზანი, მე-20 საუკუნის დასაწყისში.
სასაფლაო გაპარტახებული დაგხვდა, იქ ცხენები ძოვ-დნენ. საფლავი ვერ აღმოვაჩინეთ. აქედან სალოცავისაკენ გავეშურეთ. სამწუხაროდ აქ კიდევ უფრო ამაზზრენი სურათი ვიხილეთ. სალოცავის შენობაში ღორები ბინად რობდნენ.
აჯიაშვილების სალოცავის აგურის შენობის კედლები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ მდგრადობას. სეფიაშვილების სალოცავის ნიშან-წყალიც არ იყო.
ს უ ჯ უ ნ ა შ ი
ფ ო თ შ ი
ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციას ერთერთი ყველაზე გულთბილი მიღება მოუწყვს ფოთში ამ ქალაქის მერიის და ჩვენი მეგობრების, ფოთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორის დანიელ მაღალაშვილისა და ბიზნესმენ შოთა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის ავტობუსი და მისი თანმხლები მსუბუქი მანქანები ფოთის თეატრის მიმდებარე მოედანზე გაჩერდნენ..აქ მათ საზეიმო ვითარებაში დახვდნენ მასპინძლები, ნათესავები და ამხანაგები.
სტუმრები მიიწვიეს ქალაქის მერის ვრცელ კაბინეტ-ში. აქ გაიმართა ურთიერთ გაცნობის, დაახლოებისა და საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი. რამდენიმე ჭიქა ღვინით დალოცვის შემდეგ, სუფრიდან ამდგარი სტუმ-რები, მასპინძლებთან და თანმხლებ პირებთან ერთად გაეშურენ ფოთის თეატრისაკენ, სადაც მათ დილიდანვე ელოდა ხალხით გაჭედილი დარბაზი.
როცა სტუმრები შენობას მიუახლოვდნენ, თეატრის სახურავზე ასულმა ხალხის ნაწილმა ვარდ ყვავილების კონები გადმოყარეს და ასე შეეგებნენ დელეგაციას. თეატ-რში შესვლისას დელეგაციას სიმღერით მიესალმა ანსამ-ბლი "შვიდკაცა".
თეატრში საზეიმო მიღების დამთავრების შემდეგ დელე-გაციის წევრები მიიწვიეს გემთმშენებელი ქარხნის დასათ-ვალიერებლად. დირექტორის კაბინეტში გასაუბრების შემ-დეგ დაათვალიერეს ქარხანა და გაესაუბრენ მუშებს.
აქედან დელეგაციის წევრები მიიწვიეს ერთერთ რეს-ტორანში სპეციალუმად მოწყობილ სუფრაზე.
ბ ა თ უ მ შ ი
აჭარის უმაღლეს საბჭოში
"ფოთიდან ბათუმისაკენ გავემგზავრეთ. დელეგაციისა და მისი თანმხლები ავტობუსებისა და მსუბუქი მან-ქანების დიდ მწკრივს ქობულეთში ბათუმის მილიციის ესკორტი დაგვხვდა და ჩვენი მანქანების მწკრივს სათა-ვეში მოექცა. ისინი ხმამაღლა მოლაპარაკეთი აფრთხი-ლებდნენ შემხვედრ მანქანებს გვერდზე გადამდგარიყვნენ და გზა დაეთმოთ ისრაელის დელეგაციისათვის.
არავითარი პროტესტი მათი მხრიდან არ შემიმჩნევია, პირიქით, დიდი ინტერესით და პატივისცემით შემოგ-ვცქეროდნენ. აშკარად იგრძნობოდა დიდი სიმპათია ჩვენს მიმართ.
ბათუმის თეატრისაკენ
შ ვ ი დ კ ა ც ა
დ ე ლ ფ ი ნ ა რ ი უ მ შ ი
ბანკეტი ბათუმის საზაფხულო თეატრში
ყოფილი მეზობლების მონახულება ბათუმში
ბათუმის თეატრში
გამოცილება ბათუმიდან
ბათუმში ისრაელის ჟურნალისტთა დელეგაციის ვიზიტის დასრულებისას, სასტუმრო "ინტურისტთან" დელეგაციის გასაცილებლად მოვიდნენ აჭარის მთავრობის წევრები (მინისტრები), საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბ-ნი გურამი ...... მეუღლითურთ, ბათუმის ქალაქის მერი, პოეტები რეზო ამაშუკელი, ფრიდონ ხალვაში მეუღლეებით, სარა და იუზა ბარდანაშვილები შვილებით სოსო და მერაბი, დელეგაციის მეთაურის აბრაამ საპირ სეფიაშვილის ყოფილი ბათუმელი მეზობლები და ათობით სხვა ცნობილი პირი.
ბ-ნმა გურამმა შემოგვთავაზა დაგვეთვალიერებინა ზღვისპირა პარკი (ბულვარი), თავისი საზაფხულო თეატრითა და ატრაქციებით, გავსულიყავით ზღვის პირას და გვესუნთქა იქაური ჰაერი, რაც სიამოვნებით გავაკეთეთ.
გამვლელ-გამომვლელებს უკვირდათ ის ფაქტი, რომ საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ფეხით მიუძღოდა წინ დელეგაციას და მოგვითხრობდა ქალაქის განვითარების მომავალ პერსპექტივებზე. ისინი იშვიათად ხედავდნენ პირველ მდივანს ქუჩაში გამოსულს.
დელეგაცია ჩაქვამდე გამოაცილა მანქანების დიდმა მწკრივმა, მოძრაობის წესებს ზემიმწევნით იცავდა მილიციის რაზმი.
ჩაქვში ლერწმის პარკში გაშლილი დიდი სუფრა დახვდათ რამდენიმე ათეული სტუმრისათვის გაწყობილი, რჩეული კერძებითა და ხილნარით, სამწუხაროდ ჩვენ იქ მხოლოდ რამდენიმე წუთს შევჩერდით, ვინაიდან ვანი გველოდა სულმოუთქმელად და რაიკომის პირველი მდივანი ღელავდა, ხალხი თქვენს დასახვედრად დილიდანვე შეიკრიბა და ვიჩქაროთო.
ვ ა ნ შ ი
დროში შეზღუდულობის გამო პირდაპირ ვანის კულ-ტურის სახლს მივაშურეთ და 400-ნდე დამსწრით გაჭედილი დარბაზის სცენაზე აღმოვჩნდით. ვანელები დიდი სიყვარულით შემოგვცქეროდნენ და ხარბად იჭერდნენ სცენიდან ჩვენს მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას.
გულთბილი მისალმების შემდეგ სცენაზე გამოჩნდნენ საეს-ტრადო ანსამბლ "საჩინო"-ს მუსიკოსები, მომღერალ ბუჭუნა მოშიაშვილთან ერთად და შეასრულეს ებრაული სიმ ღერები.
ს ა მ ტ რ ე დ ი ა შ ი
ვანიდან რომ გამოვედით, წინ სამტრედიის მილიციის ესკორტი შემოგვხვდა და ჩვენი მანქანების მწკრივს სათავეში მოექცა. აქაც იგივე ცერემონიალი განმეორდა და მილიციის დახმარებით სულ მოკლე ხანში სამტრედიის რაიკომის წინ აღმოვჩნდით.
აქ დიდი დიდი სიურპრიზი მელოდა. ჩვენს მომლოდინე 200-მდე სამტრედიე;თა შორის იყო ჩემი სკოლის აღმზრდელი და საყვარელი მასწავლებელი ლუბა პაპავა. 30 წელი არ გვინახავს ერთმანეთი და ცრემლიანი თვალებით გადავეხვიეთ ერთმანეთს.
კ უ ლ ა შ შ ი
პარასკევი დღე იყო. ჩვენი დელეგაციის წევრები, თანმხლები ამალის წევრებთან ერთად სასტუმროში მოგ-ვათავსეს. მე დრო ვიხელთე და მოვითხოვე წავსულიყავი კულაშში, სადაც დავიბადე და სადაც მამის საფლავი უნდა მომენახულებინა და მეთქვა კადიში.
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად რაიკომის მდივანმა მილიციის უფროსთან შეთანხმების შემდეგ შემომთავაზა წამეყვანა მისი პირადი მანქანა სახელმწიფო ნომრებით (შავი "ვოლგა") მძღოლთან ერთად. გამეტარებინა შაბათი კულაშში და მერე დავბრუნებულიყავი სასტუმროში სადაც ჩვენთვის ბანკეტის მოწყობა იყო დაგეგმილი.
დელეგაციის წევრთა ნაწილი, სატელევიზიო ჯგუფთან ერთად გამოგვყვა კულაშში და პირდაპირ სასაფლაოს მივაშურეთ. სამწუხაროდ, 25 წლის წინათ გარდაცვლილი, მამის საფლავი ვერ აღმოვაჩინეთ.
თანმხლები პირები, მძღოლთან და მანქანასთან ერთად უკან სამტრედიაში გავაბრუნე, მე კი, მეუღლესთან ერთად ილუშა ლევიაშვილის ოჯახში დავრჩი შაბათის გასატარებლად.
ქსოვრელების ორიგინალური მედუდუკეთა ანსამბლის მიერ მოწყობილ სუფრაზე
1 990 წელია ჩვენ ისევ ვეწვიეთ თბილისს და იქ ქსოვრელების მედუდუკეთა ანსამბლმა მიგვიწვია მათთან ერთად პური გვეჭამა და დრო გაგვეტარებინა. დაგვპირდნენ რომ ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა მიწვეული. როგორც წესი დარდიმანდი და მოქეიფე ბიჭები თვითონ პატიჟებენ და უმასპინძლდებიან ანსანბლს, აქ კი ჩვენ გვპატიჟობდნენ.
ჩემი მეუღლისა და რამდენიმე მეგობრის თანხლებით მივედით მტკვარის სანაპიროზე მდებარე რესტორანში (სახელი არ მახსოვს).
იქ მოუთმენლად გველოდნენ და დიდი პატივით მიგვიწვიეს რესტორნის მცირე დარბაზში, სადაც მშვენივრად და მდიდრულად გაწყობილი სუფრა გველოდა. აქ იყო ანსამბლის დამაარსებელი, მუსიკო-სი ქსოვრელი და მის მერ ჩამოყალიბებული პირველი ორიგინალური მედუდუკეთა ანსამბლის წევრე-ბი. ამ გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მოუწვევიათ, თბილისის მაშინდელო კოლორიტი, მომღე რალი ქალი ეთერი კაცობაშვილი, რომელიც ქალაქური სიმღერებით იყო სახელგანთქმული. ეს ებრაე–ლი ქალი ქალიშვილთან (ასევე მომღერალთან) ერთად მოსულიყო.
ქსოვრელის თქმით ბევრი ცნობილი და ქალაქში სახელგანთქმული პირი იყო დაინტერესებული ჩვენ სუფრას შემოერთებოდა, მაგრამ პირობა აიძულებდა მას ყველასთვის უარი ეთქვა, არაერთმა ისურ ვა მთელი ხარჯები გადაეხადა ოღონდ სუფრას შემოერთებოდა.
გულგაცრუებულნი რესტორნის დიდ დარბაზში ქეიფობდნენ. იქ ასზე მეტი ადამიანი უსხდა სუფრებს. არც ერთი სკამი თავისუფალი არ იყო. როცა ქეიფი დავიწყეთ და სადღეგრძელოები შეისვა, ქსოვრელები ამპლუაში შევიდნენ და თავიანთი მუსიკით და სიმღერით არა მარტო ჩვენ დაგვატკბეს არამედ მეზობელ დარბაზშიც მსხდომნიც.
მაშინ მოქეიფეთა წესი იყო მეგობრებისათვის სასმელის გაგზავნა სუფრის შესავსებად. ოფიციანტებმა იწყეს ღვინითა და კონიაკით სავსე ყუთების შემოტანა ჩვენი სუფრისათვის. მალე პატარა დარბაზის ერთი კუთხე გაივსო სართულებად დაწყობილი სასმელების ყუთებით. ოცდაათზე მეტი ყუთი დაგროვდა. ეს სიურეალისტური სურათი იყო და სულმა წამძლია ვიდეო კამერა ამე
სტუმრად მედეა ჯაფარიძესთან
1990 წელია, თბილისში მეორედ ვართ, ისრაელში დასახლების შემდეგ. საქართველოსა და რუსეთში სახელგან-თქმულ კინოსა და თეატრის მსახიობს, ვარსკვლავს, მედეა ჯაფარიძეს არა ნაკლებ სახელოვანი რეზო თაბუკაშვილის მეუღლეს, ჩაუფიქრებია ჩვენი სადილზე მოწვევა, თანაც ინტიმურ ატმოსფეროში, ისე, რომ მის სახლში სხვა არავინ ყოფილიყო. საერთო მეგობრების საშუალებით დაგვიკავშირდა და დაგვისახელა დღე და საათი თუ როდის უნდა ვყოფილიყავით მასთან.
შეპასუხებას ვინ გაუბედავდა და დანიშნულ დროს ვეახლეთ მე და ჩემი მეუღლე სიმა. გულღია და აშკარად გამოხატული პატივისცემით შეგვხვდა.
– მხოლოდ თქვენთან შემიძლია გულღია საუბარი, ამიტომ დავითხოვე დამლაგებელი ქალიც. ეს სადილიც (გაშლილ სუფრაზე მიგვითითა) მე თვითონ დავამზადე თქვენს საპატივცემოდ. გადავწყვიტე მხოლოდ თქვენ გაგანდოთ ყველა ჩემი გულისტკივილი და გთხოვთ ეს მანამდე შეინახოთ სანამ ცოცხალი ვარ.
სუფრაზე მიგვიწვია, აბა როგორ გამებედა მისთვის იმის თქმა, რომ დღეს ებრაელთათვის გლოვისა და მარხვის დღეა (იერუშალაიმის და ჩვენი პირველი და მეორე ტაძრის დანგრევა-დაწვის დღე). როგორც მორწმუნე ებრაელებს არც რაიმეს ჭამის ან შესმის უფლება არ გვაქვს.
ქალმა უჩვეულოდ იწვალა, დააცხო ხაჭაპურები, დაამზადა უგემრიელესი კერძები, იშრომა და მოწვეული სტუმრები ხელს არაფერს არ აკარებენ.
მთელი ჩემი მსახიობური ნიჭის გამოყენება დამჭირდა იმისთვის, რომ ქალბატონი მედეა სხვა რელსზე გადამეყვანა და მისი არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოეთხრო ჩვენთვის.
ახლა დავაკვირდი რომ ბინის კედლები მოჭედილი იყო მედეას ცხოვრებისეული ფოტოებით. აქ იყო მის მერ ნათამაშები როლების გადიდებული ფოტოები, რეზოსთან გატარებული ერთობლივი დღეები და ….. მისი დაღუპული ვაჟის სურათები.
მისმა დაღუპვამ სიხარული დაუკარგა დედის გულს. სახეგანთქმულ მსახიობს არ შეეძლო საქვეყნოდ ეყვირა, თუ როგორ სძულდა მას საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც შვილი მოუკლა და რომლის ისტებლიშმენტთან ის ასე ახლოს იყო.
მობეზრდა განუყწყვეტლად ეთამაშა უდარდელი ქალის როლი. ამიტომაც მონახა თავის თავში ძალა, თავისი სანუკვარი და ალალი ფიქრები ჩვენთვის გაეზიარებინა.
ეს ჩვენს თავზე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ვფიქრობ რომ მისი იმედები გავამართლე და მხოლოდ ეხლა 28 წლის შემდეგ პირველად შეულამაზებლად გთავაზობთ მის მინათხრობს და ჩემს მიერ გადაღებულ კადრებს.
საქართველოს მედიაში
“ორერა” ისრაელში
ბანკეტი სასტუმრო "რამადა"-ში
"ორერა" ჯვრის მონასტერში
"ორერა" თელ-ავივში
"ორერა" აშდოდში
"ორერა" იერუშალაიმში
"ორერა" აშკელონში
სანდრო ბარათელი - დიდებული ადამიანი
ნიუ-იორკი 1981 წ. ქართველთა სათვისტომო ნიუ-იორკში. სანდრო ბარათელი დ აბრაამ საპირი
საქველმოქმედო საღამოზე
ირინა ირემაშვილი და დავიდ მჭედლიძე ისრაელში
26.8.2018 იხ. ვებსაიტი abraamsapir,com ნახეთ კონ-ცერტის ჩანაწერი გასული საუკუნის 90-იან წლებში "ის-რაელ საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზო-გადოებამ" ისრაელში და გაზეთის "ალია საქართველოდან" რედაქციამ ჩვენი ხელმძღვანელობით ბევრი ცალკეული ხელოვნების მუშაკი და საესტრადო ანსამბლი მოიწვია სა ქართველოდან ისრაელში. ერთერთი მათგანი იყო ტრიო, რომლის სოლისტები იყვნენ მსახიობი ირინა ირემაშვილი და პოეტი-მომღეტალი დავით მჭედლიძე.
პოეტის უკვდავება (ნიკო სამადაშვილი) - რომან იაკობაშვილი
ონი - 2600 წელი
26 საუკუნის ძმები ვართ - ვანო ცინცაძე
შოთა რუსთაველის ძეგლი თბილისში რუს. პროსპექტზე
ძეგლი გაიხსნა 1966 წლის 28 სექტემბერს