top of page

A3   ისრაელში აბსორბციის წლები - 1

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

     თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

1     იცხაკ შამირის ვიზიტი აშდოდში

2     ალ. ბოვინის მიღება ბათ-იამში

3     შეკრება იერუშალაიმში

4     ლალი მანაშეროვი

5     "გურჯებთან" ბენიამინაში

6     ამერიკის ელჩი კენეტ კიტინგი აშდოდში

7     შიმშილობითი გაფიცვა აშდოდში

8     ქართველ ებრაელებზე გადაღებული კინოფილმები

9     "26 საუკუნე .... და"

10   "თუ დაგივიწყო იერუშალაიმ ..."

11   "ქართული სუფრა" ლინა ჩაპლინი: "მე ქართველებს საერთოდ არ ვიცნობდი"

12   1972 წეწლ გადაღებული კადრები აშდოდსა და ნეთანიაში

13    მერი ამშიკაშვილი და ლუბა ხუნდიაშვილი  GTV -ის არხით

14    აბრაამ სეფიაშვილი  GTV -ის არხით 27.12.2010

15    აბრაამ სეფიაშვილი  GTV -ის არხით 14.7.2013

16    ისრაელში ცხოვრების პერიოდი  -  კ/ფ  "ქართველი ებრაელები"

17    ისრაელში ცხოვრების პერიოდი  - ქართველ ებრაელთა ცხოვრების შესახებ 

18    აშდოდში ცხოვრების პერიოდი  (1972-1977 წწ)

19    ექსკურსიები

20    ექსკურსიები ბუნების წიაღში

21    ისრაელის სტუმარია  -  სარგის ცაიშვილი

22    ბათ-იამის ქართული კულტურის ცენტრში

23    "ხანუქას" ულოცავს ხახამ შაბთაი მიხელაშვილი

24    დიდებული მეცნიერი  - პროფ. ჯემალ ბინიაშვილი

25    მეგობრების წრეში

26    გაზეთ "ალია"-ს რედაქციის შესასვლელთან

27    აბრაამ საპირი (სეფიაშვილი) ბათ-იამში

28    ბათ-იამის მერის მოადგილის კაბინეტში

29    ქნესეთის წევრის ეფრაიმ გურის ინიციატივით

30    ისტორიკოსი იაკობ ჟვიტიაშვილი

31    ქართული პურის "ლავაში"-ს ცხობა ისრაელში

32    რაფი ბარ-ლავის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე

33    აბრაამ საპირი და პრეზიდენტი ხაიმ ჰერცოგი

34    ექიმთა გაერთიანების სახელით

35    გაზეთ "ალია"-ს რედაქციაში (მუხრან მაჭავარიანი)

36    ხელოვანთა და ლიტერატორთა წრეში

37    შეხვედრა გაზეთ "ალია"-ს მკითხველებთან

38    პოეზიის საღამოებზე

39    ბორის გაპონოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე

40    დ-რი ლეა-ნანა ბეერი

41    თამარ გვერდწითელი პირველად ისრაელში

42    გაზეთ "ალია"-ს რედაქციაში (კულტურის ცენტრში)

43    ბათ-იამის პარკში დასვენების დროს

44    შეხვედრა ლოდის მერთან

45    ქალთა გაერთიანება

46    აბრაამ საპირის დაბადებიდან 60 წლის იუბილეზე

47    ქართველი ებრაელი ექიმების მეგობრობა

48    პოეზიის საღამოზე  - პოეტი აბრამ იოსებაშვილი

49    სიმა, აბრაამი და ვაჟა

50    დ-რი დათო შიმშილაშვილი

                                გაგრძელება იხილეთ A3-2 ისრაელში აბსორბციის წლები  -  2

 

მთ. მეთაურ იცხაკ შამირის ვიზიტი აშდოდში

შამირ-1-1152x1536.jpg
შამირ-2-1152x1536.jpg
შამირი-3-1152x1536.jpg
სსრკ-ს ელჩის ალ. ბოვინის მიღება ბათ-იამში

სსრკ-ს ბოლო ელჩი ისრაელში, სახელგანთქმული ჟურნალისტი – ალექსანდრ ბოვინი და საელჩოს მდივანი პაატა კალანდაძე მოვიპატიჟეთ ბათ-იამის სასტუმრო „სანტონ“-ის (ყოფილ „მარინა“-ს) დიდ დარბაზში. (400-ზე მეტი ადამიანით გაჭედილ დარბაზში)

იმ დროს საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა და ძალიან გვაინტე-რესებდა ამ დიდი ადამიანის აზრი ისრაელზე.

აბრაამ  საპირი  (სეფიაშვილი)

სურათზე:  ელჩს მიესალმება საღამოს ორგანიზატორი აბრაამ საპირი

ბოვინ.jpg
შეკრება  იერუშალაიმში

საქართველოდან ისრაელში ებრაელთა  ამოსვლის შემდეგ პირველად, 1985 წელს განხორციელდა ქართველ ახალამოსულთა წარმომადგენლების ისტორიული, პირველი და უკანასკნელი ცდა ჩვენი თემის წარმომადგენელთა გაერთიანებისა, პრობლემათა გან სახილველად და გადასაჭრელად. თუმცა ეს შეკრება უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ მი-სი გამოძახილი დღემდე გაისმის და აქტუალურია. ამიტომ ამ შეკრების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. ყველამ ვისაც ჩვენი თემის ბედი აწუხებს ისრაელში და მის საზღვრებს იქეთ.

Sekreba-ieruSalaimSi.png
767-6-1152x1536.jpg
768-15-1152x1536.jpg
769-15-1152x1536.jpg
770-15-1152x1536.jpg
771-12-1152x1536.jpg
771-15-1152x1536.jpg
772-11-1152x1536.jpg
772-15-1152x1536.jpg
773-11-1152x1536.jpg
773-13-1152x1536.jpg
774-12-1152x1536.jpg
774-16-1152x1536.jpg
775-15-1152x1536.jpg
775-16-1152x1536.jpg
776-12-1152x1536.jpg
777-12-1152x1536.jpg
unnamed.jpg
777-14-1152x1536.jpg
778-13-1152x1536.jpg
778-14-1152x1536.jpg
779-14-იერუშ-1152x1536.jpg
779-16-1152x1536.jpg
780-12-1152x1536.jpg
780-16-1152x1536.jpg
ლალი მანაშეროვი
შრომის წარჩინებული მუშაკი
964-9-1-1152x1536.jpg
964-11-1-1152x1536.jpg
964-14-1-1152x1536.jpg
“გურჯებთან”  ბენიამინაში
მწერალი სოლომონ აჯიაშვილი (სურათზე შუაში) ბენიამინაში (ისრაელი) საქართველოდან ისრაელში 1926 წელს ამოსულთა შთამომავლებთან
IMG-7112-1024x768.jpg
ამერიკის  ელჩი  კენეტ კიტინგი  ქართველ ებრაელთა  სტუმარია აშდოდში

       1974 წელია. აშდოდის სტუმრები არიან კომპანია „ამი-გურ“-ის თავ-რე აბრაამ ციგელი, ბინათმშენებლობის მინისტრი აბრაამ ოფერი, ფინანსთა მინისტრი ფინხას საპირი, ამერიკის ელჩი ისრაელში კენეთ კიტინგი, მაქს ფიშერი, ლუი ვიზნერი …….

       სურათზე მარცხნიდან პირველი ქართველ ებრაელთა კომიტეტის მდივანი აბრაამ სეფიაშვილი.

ასობით ქართველმა ებრაელმა ოლემ მოიყარა თავი სტუმრების პატივსაცემად. და რატომ არ უნდა ეცათ პატივი ? ამერიკამ 3 მილიონი დოლარი გამოყო აშდოდის ეზორ დალეთში 3 ბლოკის ასაშენებლად. მათში 100-ზე მეტი ოლეს ოჯახი შესახლდა. უდიდესი უმრავლესობა ქართველ ებრაელთა ოჯახები იყო.

       ამ ბინების აშენება მოხდა აშდოდის ქართველ ებრაელთა გახმაურებული გაფიცვის შემდეგ.

აბრაამ სეფიაშვილმა მადლობის ნიშნად, ამერიკის ელჩის მეშვეობით, ძვირფასი ყანწები გაუგზავნა საჩუქრად, ამერიკის პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს.

8.png
შიმშილობითი გაფიცვა აშდოდში
აშდოდის ქართველ ებრაელთა შიმშილობითი გაფიცვის შესახებ უფრო ფართო ინფორმაცია იხილეთ  ა. საპირის ვებ გვერდში abraamsapiri.com  (აბრაამ საპირის შემოქმედება - ახალი ვარიანტი) განყოფილება - შიმშილობითი გაფიცვა აშდოდში
IMG-1242.jpg
ქართველ  ებრაელებზე  გადაღებული  კინოფილმები
26  საუკუნე  და  …
რეჟისორი  გვასალია
“თუ დაგივიწყო იერუშალაიმ ….”
“ქართული სუფრა”

რეჟისორი ლინა ჩაპლინი

კინორეჟისორი ლინა ჩაპლინი : აბრაამ სეფიაშვილთან გასაუბრების დროს
813-12.jpg
813-14.jpg
813-17.jpg
814-9.jpg
814-15.jpg
815-9.jpg
815-11.jpg
815-16.jpg
აშდოდსა და ნეთანიაში 1972 წ. აბრაამ საპირის მიერ გადაღებული კადრები
მერი ამშიკაშვილი და ლუბა ხუნდიაშვილი – GTV-ის არხით
აბრაამ  საპირ  სეფიაშვილი – GTV-ის  არხით 27.12.2010
აბრაამ საპირ სეფიაშვილი – GTV-ის არხით 14.7.2013
ისრაელში ცხოვრების პერიოდი
კ/ფ “ქართველი ებრაელები”
პირველი კინოფილმი ქართველ ებრაელებზე ისრაელში. დ/ფ  “ქართველი ებრაელები” 1974 წ (ფილმი გადაღებულია 1973 წლის მეორე ნახევარში)

“     ეს იყო 1973 წლის ბოლოს. ისრაელში წლინახევრის წინ ამოვედი საქართველოდან და სულ ახლა-ხან გამარჯვებით დამთავრდა აშდოდის ქართველ ებრაელ პორტის მუშაკთა გაფიცვა და მე თემის ლი-დერად მაღიარეს. პრესა, რადიო და ტელევიზია დაინტერესდა იმით, თუ რა აწუხებდა ქართველ ებრაე-ლობას. მისამართი მე ვიყავი, ვინაიდან ძალიან მცირენი იყვნენ ჩვენს შორის ისეთები, რომელთაც შეეძ ლოთ ებრაულ ენაზე საუბარი საზოგადოებრივ საკითხებზე. 
      მაშინ ჩემთან მოვიდა რუმინელი კინორეჟისორი პაველ კონსტანტინესკუ და შემომთავაზა გადაგვე ღო კინოფილმი ქართველ ებრაელებზე. დავწერეთ სცენარი, გამოვნახეთ სათანადო ფინანსები და რაც ყველაზე მთავარი იყო მივიღეთ ტელესტუდიის მხარდაჭერა და დაპირება რომ ნაწყვეტებს ამ ფილმი-დან ყოველ კვირეულად გადასცემდნენ ტელევიზიის საგანმანათებლო არხით.
       (გავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ მათ სიტყვა შეასრულეს და ათეული წლების განმავლობაში გრძელდებოდა ფრაგმენტების ჩვენება ამ ფილმიდან, სადაც ძირითადი გმირი მე გახლდით”.

აბრაამ საპირ სეფიაშვილი

ისრაელში ცხოვრების პერიოდი

28.6.2018

რამდენიმე სიტყვა ქალაქ აშდოდში მცხოვრები ქართველი ებრაელების ისტორიის შესახებ

        ქართულ ფილმში დასმული პირველი შეკითხვა იყო იმის შესახებ თუ როგორ მოხდა რომ აშდოდ-ში არის თავმოყრილი ქართველ ებრაელთა ყველაზე დიდი რიცხვი მთელს ისრაელში და როგორ დაიწ-ყო ქართულ ებრაული კულტურის აყვავება ამ ქალაქში.

        სამწუხაროა რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ არ იცის ისტორია. იმ ზოგიერთებმა კი (იქ დამს-წრეთაგან) რომლებმაც თავიანთი თვალებით ნახეს თუ როგორ ან ვინ ჩაუყარა საფუძველი ყველაფერ ამას დავიწყება ამჯობინეს გახსენებას.

       1972 წელს აშდოდში რომ დავსახლდი, ამ ქალაქში საქართველოდან ამოსული სულ 18 ოჯახი ცხო-ვრობდა. უმრავლესობა მათგანისა კირიათ-მალახში ან ლუდში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობ-და.

        ქალაქი აშდოდი დაარსდა 1955 წელს მაროკოდან ამოსულთა დასახლების ნიადაგზე. ჩვენი ჩასვ-ლის პერიოდში ამ ქალაქის მხოლოდ ორი რაიონი ფუნქციონირებდა.

          მშენებლობის სტადიაში იყო ეზორ (რაიონი) ვავი, გიმელი და ჰეი. სხვა რაიონები არა მარტო არ არსებობდა არამედ მათი გაშენების გეგმაც კი არ არსებობდა.

          ჩვენ მეგობრების მცირე ჯგუფმა მიზნად დავისახეთ აშდოდი ისეთ ქალაქად გვექცია, რომ ახლად ამოსულ რეპატრიანტებს აეროპორტშივე აქ დასახლება ეთხოვათ.

          ამ მიზნით ღამეების განმავლობაში ვდარაჯობდით ლოდის აეროპორტში, რომელსაც ეხლა ბენ-გურიონის სახელი ქვია, რათა საქართველოდან ახლად ამოსულები დაგვერწმუნებინა იმაში, რომ აშ-დოდს ყველაზე დიდი მომავალი ექნებოდა ისრაელში.

        1977 წლამდე აშდოდში უკვე ცხოვრობდა 8000-მდე ქართველი ებრაელი. რატომ წამოვიდა ხალხი აშდოდში საცხოვრებლად ?

          იმიტომ, რომ ოლეს თითოეულ ოჯახზე ინდივიდუალურად, და ყველა მათი გაჭივრების თუ აბსორბციის სიძნელეების გადაჭრაზე ვზრუნავდით.

         გარდა ოჯახური სიძნელეებისა, საფუძველი ჩავუყარეთ სულიერ აბსორბციასაც. იმართებოდა საღამოები, ლექციები, კონცერტები. ყალიბდებოდა სხვადასხვა მიმართულების მქონე წრეები, ექს-კურსიები, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი რანგის სასულიეო პირებთან. აშდოდში აშენდა პირველი ქართველ ებრაელთა სალოცავი.

       აშდოდის ქუჩებს დაერქვა ქართველი ებრაელი გამოჩენილი პირების სახელები, ჩამოყალიბდა თეატრალური დასი, შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლები და იქამდე აშდოდში გადაღებული იქნა პირველი ქართულ ებრაული კინო-ფილმი. დაიბეჭდა და გამოიცა რამდენიმე წიგნი ქართულ ენაზე.

       აშდოდში დაარსდა დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი გაზეთი “ალია საქართველოდან”.

        ისრაელის ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირიდან (საქართველოდან) ამოსულებიდან 1973 წელს საყოველთაო არჩევნებში ამირჩიეს ქალაქ აშდოდში მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრად.

       ქალაქის მერი გახლდათ მაშინ ინჟინერი ცვი ცილკერი, მთელ ქალაქის საბჭოში (25 წევრიდან) მხო-ლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ინჟინრები. სწორედ მაშინ დაიბადა აშდოდის გაშენების გეგმა თავისი 16 რაი-ონით. გაშენდა უზარმაზარი სამრეწველო რაიონი, გავიყვანეთ გზები, გავაფართოვეთ ქუჩები, ავაშენეთ სახლები ახლად ამოსული ოლეებისათვის.

       ქალაქის დღევანდელი ხელმძღვანელები მაშინ ბავშვები იყვნენ, არ მწყენია რომ სხვისი დათესი-ლის ნაყოფს თვითონ იმკიან, ეხლა როცა საქართველოსთან კავშირი აღდგენილია და ყველა ლაღობს, საწყენი ისაა გაისიგრძეგანონ, რომ ფესვების გარეშე ხე ნაყოფს ვერ მოისხამს.

აბრაამ საპირ სეფიაშვილი

ჩვენი აშდოდში ცხოვრების პერიოდის (1972-1977 წწ) ისტორიული სურათები
აბრ-2-2.png
აბრ-3-1.png
აბრ-4-1.png
აბრ-5-1.png
აბრ-6-1.png
აბრ-10-1.png
აბრ-8-1.png
აბრ-9-1.png
აბრ-14-1.png
აბრ-11-1.png
აბრ-12-1.png
აბრ-13-1.png
აბრ-16-1.png
აბრ-17-1.png
აბრ-18-1.png
აბრ-15-1.png
აბრ-19-1.png
აბრ-20-1.png
აბრ-21-1.png
აბრ-22-1.png
აბრ-7-1.png
აბრ-23-1.png
აბრ-24-1.png
აბრ-25-1.png
აბრ-26-1.png
აბრ-27-1-1024x716.jpg
აბრ-28-1-1152x1536.jpeg
აბრ-29-1.png
აბრ-30-1.png

გაზეთი "ალია" ებრაულ ენაზე

სიმა და აბრაამ საპირები ბათ-იამში (საკუთარ ოჯახში)

ექსკურსიაზე
ექსკურსიამძღოლ ბარუხ ჯანაშვილთან ერთად 1975 წელი ისრაელში
exk-1-001-1024x881.jpg
(მარჯვნიდან მარცხნივ) იაკობ კრიხელი, აბრამ მამისთვალოვი, ისაკ ნანიკაშვილი, ……… მოშიაშვილი, დოდო ხუნდიაშვილი, ……………., შოთა მირილაშვილი, ბარუხ ჯანაშვილი (ექსკურსიამძღოლი), აბრაამ საპირ (სეფიაშვილი), ლალი კაკიაშვილი, მედეა პელეგი, ეთერი ფიჩხაძე, ლეილა მელუხა
exk-2-001-1024x1024.jpg
IMG-7113-1024x768.jpg
ექსკურსია  ბუნების  წიაღში

      წლების განმავლობაში „ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოებამ“,  გაზეთ ალია“-ს რედაქციასთან ერთად, აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) ინიციტივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ასზე მეტი ექსკურსია მოაწყო საქართველოდან ახლად ამოსული რეპატრიანტების და ტურისტებისათვის, ისრაელის ისტორიისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დასათვალიერებლად.

       ექსკურსიის მსვლელობისას აბრაამი ექსკურსანტებს მოუთხრობდა ისრაელის იმ საინტერესო ადგილების (რომელსაც ათვალიერებდნენ) და ჩვენი ერის ისტორიის შესახებ

        ათასობით ტურისტი და ახლადამოსული მოიხიბლა ამ ექსკურსიებით.

       ექსკურსიების დროს იმართებოდა ნადიმები და ცეკვა-თამაში ბუნების წიაღში. (თითქმის ყველა ექსკურსიაზე მოდიოდნენ მგზავრები სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტებით და ართობდნენ ექსკურსანტებს. სიმღერები და ცეკვები ავტბუსშიც კი არ ცხრებოდა. ექსკურსიიდან დაბრუნებულები იქვე ეწერებოდნენ სიაში ახალ ღონის-ძიებაში, რომელსაც აბრაამი გეგმავდა.

t-1-001.jpg
ტ-12.png
Screenshot 2023-06-06 214300.png
Screenshot 2023-06-06 215154.png
ტ-2.png
ტ-11.png
ტ-18.jpg
Screenshot 2023-06-07 192420.png
Screenshot 2023-06-14 180321.png
ა. საპირის მიერ მოწყობილ ერთერთ ექსკურსიაზე
Screenshot 2023-06-06 215025.png
ებრაელთა ტრაგედიის მუზეუმი "იად-ვაშემი" იერუშალაიში  -  აბრაამ საპირი მოუთხრობს ექსკურსანტებს ებრაელთა ტრაგედიის შესახებ და წინ მიუძღვის მათ სათანადო ახსნა განმარტებებით
ისრაელის სტუმარია – სარგის ცაიშვილი
საქართველოს ლიტერატურის ინსტიტუტის რექტორი – აკადემიკოსი
IMG-7091-1024x768.jpg
სურათზე მაღალი რანგის სტუმარს ბენ-გურიონის აეროპორტში ხვდებიან აბრაამ და სულო სეფიაშვილები
სარგის.png
​აკადემიკოსი სარგის ცაიშვილი ქალიშვილთან ერთად გაზეთ “ალია”-ს რედაქციაში​​​
ბათ-იამის ქართული კულტურის ცენტრში
(მარცხნიდან) დ-რი დათო შიმში₾აშვილი, ხახამ რეფაელ ელაშვილი, შიმშონ ფაზი – აბსორბციის სამინისტროს საზოგადოებრივი აბსორბციის განყოფილების უფროსი, აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
IMG-7092-1024x768.jpg
ქართული კულტურის ცენტრის სტუმრებს “ხანუქის” დღესასწაულს ულოცავს ხახამ შაბთაი მიხელაშვილი
შაბთაი-მიხ-1024x768.jpg
დიდებული  მეცნიერი, მკვლევარი,  ექიმი,  პროფესორი, ონკოლოგი ჯემალ  ბინიაშვილი
ბათ-იამის,  გაზეთ „ალია“-სთან არსებული ქართული კულტურის ცენტრში (თავ-რე სახელოვანი ექიმი ისინკა (ისაკ) ფიჩხაძე) სიტყვით გამოსვლის დროს.
IMG-7107-1024x768.jpg
მეგობრების  წრეში
დათო-1024x768.jpg
(მარცხნიდან მარჯვნივ)  პოეტი იოსებ კრიხელი, მსახიობი აბტალიონ შალელაშვილი, მწერალი სოლომონ აჯიაშვილი, დ-რი შოთა მოშიაშვილი, ეკონომისტი მიხაელ აჯიაშვილი, დ-რი დათო შიმშილაშვილი და აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
მეგობ.png
სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ მეორე როზა გოკიელოვა, პოეტ ნელი გოკიელოვას დედა , პოეტები სიმა ქოენიშვილი, აბრამ იოსებაშვილი, მიშელ იაკობაშვილი, აბრაამ და სიმა საპირები
გაზეთ “ალია”-ს რედაქციის შესასვლელთან
1990 წელი. (მარჯვნიდან მარცხნივ) პოეტი იოსებ კრიხელი, მსახიობი ნოდარ პაპისმედივი, პოეტი სულო სეფიაშვილი, გაზეთ “ალია”-ს სტუმარი, გაზეთ “სამშობლო-ს რედაქტორი ლამარა თელია გაზეთ “ალია”-ს დამაარსებელი და მთ. რედაქტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) და გაზეთ “ალია”-ს მუშაკები მზია სეფიაშვილი და დოდო შამელაშვილი
სამშობლო-1024x768.jpg
აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) ბათ-იამში
გაზეთ  „ალია“-ს რედაქციაში. 1980-იანი  წლები
აბრ.jpg
ბათ-იამის მერის მოადგილის აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) კაბინეტში
1993 წელი. აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) არჩევა ბათ-იამის მერის მოადგილედ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბათ-იამი ისრაელის სიდიდით მეოთხე ქალაქი იყო, მოსახლეობის რაოდენობით (220 000 სული). აბრაამი ხელმძღვანელობდა ქალაქის მუნიციპალიტეტის 800-ზე მეტ თანამშრომელს.
1.png
ისრაელის მუნიციპალური ხელისუფლების კანონის მიხედვით დიდი ქალაქის მერის მოადგილეს ენიშნებოდა ხელფასი, მის განკარგულებაში გადადიოდა მუნიციპალიტეტის კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა, კანცელარია თავისი თანამშრომლებით და პირადი მდივანი.
4.png
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკის მიღება მერის მოადგილის კანცელარიაში
6.png
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის, სახელოვანი პოეტის რეზო ამაშუკელის მიღება მერის მოადგილის კანცელარიაში
8 (1).png
ბათ-იამის საქალაქო საბჭოს პირველ საზეიმო სხდომაზე
2.png
3.png

მეზუზის მიჭედების საზეიმო ცერემონიალი მერის მოადგილის კაბინეტის კარებზე

5.png
ბათ-იამის რელიგიურ დაწესებულებათა წარმომადგენლების მიღება მერის მოადგილის კანცელარიაში
6.png
ბათუმის ფეხბურთელთა გუნდის მიღება მერის მოადგილის კანცელარიაში
9.png
მერის მოადგილედ არჩევის შემდეგ
კაბინეტში-1024x768.jpg
მარჯვნიდან  მარცხნივ)  სხედან  გაზეთ „ალია“-ს რედაქტორი, ფილოსოფოსი ვაჟა თოფჩიაშვილი, მდივანი ირინა …. დ-რი დათო შიმშილაშვილი, აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) ……
ქნესეთის წევრის ეფრაიმ გურის ინიციატივით მოწყობილ პოეზიის საღამოზე აშდოდში
1980-იაანი წლები
ეფრ-პოე-1024x768.jpg
ისტორიკოსი იაკობ ჟვიტიაშვილი
10.png
ქართული პურის “ლავაში”-ს ცხობა ისრაელში
ლავაში-1152x1536.jpg
რაფი ბარ-ლავის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე იერუშალაიმში, რომელსაც გენერალი უზი ნარკისი ესწრებოდა
rafi-001.jpg

1980-იანი წლები

აბრაამ  საპირ  (სეფიაშვილი) და  ხაიმ  ჰერცოგი – ისრაელის პრეზიდენტი

1983 წელი

სურათი გადაღებულია თელ-ავივის კულტურის ცენტრის („ჰეიხალ ჰათარბუთ“) დარბაზში, გაზეთის „ალია საქართველოდან“ დაარსებიდან 10 წლის ზეიმზე, რომელსაც პრეზიდენტი ესტუმრა აბსორბციის მინისტრ აარონ უზანთან ერთად.

პრეზიდენტმა ბევრი თბილი სიტყვა თქვა ქართველი ებრაელებისა და გაზეთ „ალია“-ს მისამართით.

ისრაელის დღევანდელი პრეზიდენტის მამა, ხაიმ ჰერცოგი, გახლდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. (ომის დროს მსახურობდა ოფიცრად ინგლისის არმიის დაზვერვის შტაბში), იყო ცაჰალის გენერალი და სამხედრო დაზვერვის  („ამან“) მეთაური.  ხაიმის მამა წლების განმავლობაში იყო ისრაელის მთ. რაბი.

erzog-001.jpg
ექიმთა  გაერთიანების სახელით

ექიმი და მწერალი იაკობ ბოთერაშვილი სპეციალურ პრიზს გადასცემს აბრაამ საპირ (სეფიაშვილს) 

 სურათზე გაკეთებულია ასეთი წარწერა :

პატ. აბრაამ სეფიაშვილს, გაზეთ „ალია“-ს მთავარ რედაქტორს და გამომცემელს, ქართველ ექიმთა სახელით მსურს გადმოგ ცეთ თქვენ და რედაქციას, ეს მენორა  ექიმთა მეშვიდე შეხვედრასთან დაკავშირებით (შეხ ვედრა გაიმართა ქალაქ იერუშალაიმში) იმ გარკვეული, დადებითი წვლილისათვის, რაც მიუძღვის რედაქციას ქართველ ებრაელ სამედიცინო პერსონალის მუშაკთა წარმო-ჩენისათვის.

ექიმი იაკობ ბოთერაშვილი

ექიმ.png
იაკობ.png
გაზეთ “ალია”-ს რედაქციაში

გაზეთ “ალია”-ს სტუმრები არიან დიდი პოეტი მუხრან მაჭავარიანი და მწერალი უშანგი რიჟინაშვილი

რამდენიმე წლის წინ ბატონმა მუხრანმა უმასპინძლა ისრაელის ჟურნალისტთა ოფიციალურ დელეგაციას საქართველოში, რომელსაც სათავეში ედგა აბრაამ საპირ (სეფიაშვილი), გაზეთ “ალია”-ს დამაარსებელი,

გამომცემელი და მთ. რედაქტორი.

მუხრან.png
ხელოვანთა და ლიტერატორთა წრეში
 სურათზე: მარცხნიდან : მწერალი იეუდა შალელაშვილი, მსახიობი ლეო მოძღვრიშვილი, აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) კითხულობს ლექსს, პოეტი იოსებ კრიხელი, მწერალი აბრამ მამისთვალოვი
მამისთვ.png
აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) ინიციატივით მოწყობილ შეხვედრებზე გაზეთ "ალია"-ს მკითხველებთან
მკითხ-1024x768.jpg
mkitch-001-1024x643.jpg

რედაქციის წევრები ისმენენ მკითხველთა აზრს გაზეთ “ალია”-ში გამოქვეყნებულ მასალებზე

შეხვედრის მეორე ნაწილში მკითხველთა კითხვებს პასუხობს გაზეთ “ალია”-ს დამაარსებელი, გამომცემელი და მთ. რედაქტორი აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) 1980-იანი წლები

გაზეთ “ალია”-ს რედაქციის ინიციატივით მოწყობილ პოეზიის საღამოებზე
პოეზიი-1024x768.jpg
დარბაზში სხედან ქართველი ებრაელი პოეტები, მწერლები. 1980-იანი წლები
poezi-001.jpg
პოეზ-1024x768.jpg
ბორის გაპონოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
საღამოს ინიციატორისა და ორგანიზატორის აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) გვერდით ზის, ბორის გაპონოვის დედა – ბელა გაპონოვა (მარჯვნიდან მესამე), აქვე ბელას მარცხნივ ზის – ილუშა ტურფიაშვილი, რომელმაც ქუთაისში ცხოვრების პერიოდში ბევრჯერ გაუწია ქმედითი დახმარება ბორია გაპონოვის ოჯახს.
1.png
დ-რი ლეა-ნანა ბეერი
ექიმი. ცაჰალის (ისრაელის თავდაცვის არმიის) კაპიტანი, ჯარში სამსახურის დროს. „ფიკუდ დარომ“-ის (ცაჰალის სამხრეთის ოლქის) კლინიკის მეთაური, უფროს ქალიშ-ვილ რეყუთ-თან ერთად.
ლეა-ბეერ.png
lea.png
lea-5.png
lea-3.png
lea-4.png
თამარ გვერდწითელი პირველად ისრაელში

           1989 წელი. აბრაამ საპირის მოწვევით საქართველოს პირველი ოფიციალური დელეგა ციის ჩარჩოებში ესტუმრა სახელგანთქმული მომღერალი თამარ გვერდწითელი.

          ისრაელში (ბათ-იამში) აბრაამის ოჯახში დაწერა თამრიკომ დღეისათვის საყოველ თაოდ ცნობილი სიმღერა „ორი სამშობლო“ პოეტ ამირან კალაძის ლექსზე, რომელიც პირველად გაზეთ „ალია“-ს დაარსებიდან 15 წლის საზეიმო ნომერში დაიბეჭდა და ამ ზეიმის აღსანიშნავ საღამოზე შესრულდა თამრიკოს მიერ

21.png

თამრიკო გვერდწითელი ცენტრში

თამრიკო-1.png

აბრაამ საპირის ოჯახში – ბათ-იამში. სურათზე მარცხნიდან გიორგი კახაბრიშვილი ტელერეჟისორი – თამრიკოს ქმარი, აბრაამ საპირი, თამრიკო გვერდწითელი (ასრულებს სიმღედას) და მუსიკოსი გია კვაშილავა

გაზეთ “ალია”-ს რედაქციაში

ზიან მარჯვნიდან: აბრაამ საპირი, დ-რი დათო შიმშილაშვილი, მხატვარი ალბერტ პაპისმედოვი, იურისტი და მწერალი ზაალ მესენგისერი, პროფ. შოთა სეფიაშვილი

14.png
ბათ-იამის პარკში დასვენების დროს

დგანან მარცხნიდან რაფიკ ბოთერაშვილი, დოდიკ სეფიაშვილი, ზებულონ ელიშაყაშვილი, ნარდს თამაშობენ იაშა სეფიაშვილი და ბუჭუნა მიხელაშვილი

ბათუმში.png
ქართველი ებრაელების შეხვედრა ლოდის მერთან

ლოდის მერი მაქსიმ ლევი (საყოველთაოდ ცნობილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის დავიდ ლევის ძმა) კეთილად იყო განწყობილი ჩვენი თემისადმი. სურათზე მარჯვნიდან პირველი ზის ფილხაზ (ზური) მიხელაშვილი

მაქსიმ.png
ქალთა  გაერთიანება

დაახლოებით 25 წლის წინ, გაზეთ „ალია“-ს რედაქციისა და „ისრაელ საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახ. საზოგადოების“ ჩარჩოებში ისრაელში ჩამოყალიბდა „ქარ თველ ებრაელ ქალთა გაერთიანება“, შეიქმნა ამ გაერთიანების ათზე მეტი ფილიალი ის-რაელის მსხვილ ქალაქებსა და დასახლებებში.

ორგანიზაცია ზრუნავდა ქართველ ებრაელ მანდილოსანთა მიღწევების წარმოჩენა-ზე და მიღწევების გამომზეურებაზე. მალე ისრაელის საზოგადოებამ დაინახა, თუ რაო-დენ ბევრი სასახელო ქალბატონი ჰყოლია ჩვენს თემს.

 სურათზე  : ქალთა ერთერთ შეკრებაზე

ქალთა.png
აბრაამ  საპირ  (სეფიაშვილის) დაბადებიდან  60  წლის იუბილეზე

2002 წელი. თელ-ავივი. სასტუმრო „ინტერ კონტინენტალი“-ს დიდი დარბაზი.სურათზე: (მარჯვნიდან მარცხნივ) ფილოსოფოსი, გაზეთ „ალია“-ს რედაქტორი ვაჟა თოფჩიაშვილი, ექიმი გულიკო მიხელაშვილი, სიმა და აბრაამ საპირი, პოეტი, გაზეთ „ალია“-ს რედაქტორი სულო სეფიაშვილი.

abraam-60-001.jpg
ქართველი ებრაელი ექიმების მეგობრობა

გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა ტრადცია, რომ ისრაელის დამოუკიდებ-ლობის მიღების დღესასწაულზე, სამსახურიდან თავისუფალი ექიმები მეუღლეებთან ერთად იკრიბებოდნენ და მხიარული განწყობით აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

ekimebi-001.jpg
პოეზიის  საღამოზე  ლექსს კითხულობს  პოეტი  აბრაამ იოსებაშვილი
abram-iose-001.jpg
სიმა, აბრაამი  და  ვაჟა

გაზეთ „ალია“-ს რედაქციის შესასვლელთან
ბათ-იამი იერუშალაიმის ქუჩა 24
1988 წელი

alias-ed-001.jpg
დ-რი  დათო  შიმშილაშვილი

ისრაელის სოფლის მეურნეობის საცდელ პოლიგონზე, რომელიც ინსტიტუტ „ვულკან“-ს ეკუთვნოდა, ხორბლის ახალი ჯიშების გამოყვანის დროს.

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ დიდი ლიტერატორი და ხელოვანი დავიდ ბენ-იოსეფი (შიმშილაშვილი) პროფესიით აგრონომი იყო და საკანდიდატო დისერტაცია მან ხორბლის მოყვანის საკითხში დაიცვა.

სურათი გადაღებულია აბრაამ საპირის მიერ 1979 წელს

dato-1-001-1024x829.jpg
bottom of page